საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6946-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.020013
6946-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
190020010.05.001.020013
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კოდექსის მიზანი

ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს, არეგულირებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტების შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების და მათ მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას.“.

2. მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადგილობრივი ხელისუფლება – მუნიციპალიტეტის ორგანოები;“;

ბ) „ბ1.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1.გ) შექმნილია/დაფუძნებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი;“;

გ) „ბ2.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ2.გ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ ან/და ექვემდებარება მის/მათ კონტროლს ან/და მის/მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის კონტროლს;“;

დ) „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი – საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

1) სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;

ე) „ვ“ და „ვ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და შესაბამისად მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

1) ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის და მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;

ვ) „თ“–„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

1) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

ი) დამტკიცებული ბიუჯეტი – შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;

კ) დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;“;

ზ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მუნიციპალიტეტი, საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები – შეესაბამება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოცემულ განმარტებებს;“;

თ) „პ“−„რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;

ჟ) სპეციალური ტრანსფერი – სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება;

1) კაპიტალური ტრანსფერი – კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;

რ) მხარჯავი დაწესებულება – სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტებისთვის – პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის – მუნიციპალიტეტი;“;

ი) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) საფინანსო ორგანო – მუნიციპალიტეტის, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის და ბიუჯეტის შესრულების მართვისა და კოორდინირებისთვის;“;

კ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) წლიური ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესაბამისი საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი;“;

ლ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტის, ამ მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ ანგარიშებზე;“;

მ) „წ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ1) პრიორიტეტი − საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების ძირითადი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები/საბიუჯეტო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს. პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებები;“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;“;

ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო;“;

გ) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტისთვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო.“;

დ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ავტონომიური რესპუბლიკების საფინანსო ორგანოები, მუნიციპალიტეტების საფინანსო ორგანოები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები:

ა) უფლებამოსილი არიან, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში. დაუშვებელია მიმდინარე ანგარიშზე ანგარიშის მფლობელმა განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები აგრეთვე უფლებამოსილი არიან, ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის;

 ბ) უფლებამოსილი არიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან ანგარიში კომერციულ ბანკში მათ განკარგულებაში დროებით არსებული სახსრების ან/და იმ სახსრების განთავსების მიზნით, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს და დარიცხვისთანავე მიიმართება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე.“.

5. მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.“.

6. მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციები – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.“.

7. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები სრულდება საკასო მეთოდით.“.

8. მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ყველა შემოსულობა დაუყოვნებლივ მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში.“.

9. მე-18 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისთვის/პრიორიტეტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს შესაბამის პრიორიტეტში. შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია სათანადო საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება.“.

10. 184 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების სრულად და სწორად აღრიცხვისთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშგებისთვის.“.

 11. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის შემოწმება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შესრულებასა და ბიუჯეტების ასიგნებების ხარჯვას.“.

12. მე-20 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს/მუნიციპალიტეტის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, შეიძლება მიიღოს მხოლოდ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობის შემდეგ. მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა შეესაბამებოდეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის საბიუჯეტო პარამეტრებს, ხოლო თუ იგი იწვევს მომავალი წლების საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებას, ის შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.

3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, ამ გადაწყვეტილების მიღების წლის განმავლობაში კომპენსირებული უნდა იქნეს მისი მიმღები ორგანოს მიერ (სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან).“.

13. 24-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.“.

14. 25-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად. ამ დანართში მითითებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი). შესაბამის ბიუჯეტში მიიმართება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

15. 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:

ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისთვის გადასახადი;

ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახადი;

ბ.გ) ქონების გადაცემისთვის გადასახადი;

ბ.დ) საკურორტო გადასახადი;

ბ.ე) სასტუმროს გადასახადი;

 ბ.ვ) რეკლამის გადასახადი;

 ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისთვის;

 გ) მცირე ბიზნესის გადასახადიდან და ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული თანხების 80% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.“.

 16. 261 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოსთვის გადასარიცხი დივიდენდები, ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 9.1 გრაფის შესაბამისად, მთლიანად მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

17. 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს.“.

18. 34-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.“;

ბ) მე-5 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;“.

19. 39-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ინფორმაციის სახით წარდგენას.“.

20. 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე გასაცემ სესხებზე;“.

21. 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 6 თვისა საქართველოს ფინანსთა მინისტრი იხილავს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების ან გამოუყენებლობის შესახებ. სახელმწიფო ინტერესებად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, საწარმოებზე (რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები) და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები. ამ ვადის გასვლის შემდეგ სესხის გამცემის თხოვნა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ ითვლება დაუკმაყოფილებლად.“.

22. IV კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“.

23. X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზოგადი ნორმები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის“.

24. 65-ე და 66-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 65. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა

1. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან.

3. მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.

4. საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მუნიციპალიტეტის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში.

მუხლი 66. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური, მიზნობრივი და კაპიტალური ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსულობები.“.

25. 67-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს.“.

26. 68-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

27. 69-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში“;

ბ) მე-4−მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.

6. ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

7. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტება ხორციელდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

28. 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს შეუძლია დაამტკიცოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისთვის.“.

29. 71-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში.“.

30. XII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება“.

31. 75-ე და 76-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 75. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებს უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ.

მუხლი 76. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი

1. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.

2. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით.

3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტიდან იწყებს მუშაობას, რისთვისაც გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც განსაზღვრულია პრიორიტეტების შედგენისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები.

4. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;

ბ) მუნიციპალიტეტის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის:

გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს;

გ.ბ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.

5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

6. ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტი პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დადგენილი წესით.“.

32. 77-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენა“;

ბ) პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე აცნობებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით საფინანსო ორგანო გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და იწყებს შესაბამის პროცედურებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად.

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად შესაბამისი საფინანსო ორგანო საბიუჯეტო ორგანიზაციებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით.“;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა აცნობებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შესაბამისი ბიუჯეტისთვის გადასაცემი ფინანსური დახმარებისა და გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.“;

დ) მე-7−81 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.

8. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს წარედგინება მისი შესაბამისი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი.

81. ბიუჯეტის პროექტს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ამზადებს საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.

33. 78-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისთვის.

2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“;

გ) მე-7−მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას და შემოიღებს პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

71. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

8. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა მუნიციპალიტეტი (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს.“.

34. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 79. მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებს ყოველი წლის 5 ოქტომბრამდე აცნობებს მიზნობრივი ტრანსფერის საპროგნოზო პარამეტრებს.

2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პარამეტრების საფუძველზე ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს, რომელიც იხილავს მათ და განხილვის შედეგების გათვალისწინებით მზადდება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების შესახებ.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები.

4. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის მიზნობრივი ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო.“.

35. 791 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.“.

36. 792 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად. კაპიტალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. მუნიციპალიტეტმა კაპიტალური ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.“.

37. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 80. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 69-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას.

 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია მხოლოდ მერის წარდგინებით.“.

38. XIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულება“.

39. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ზოგადი დებულება

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“.

40. 82-ე მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განწერა“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.“.

41. 83-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

42. XIV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი“.

43. 84-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის მუნიციპალიტეტს.“;

გ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო აღრიცხავს თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი აგრეთვე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.

4. მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.“.

44. 85-ე−88-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 85. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

მუხლი 86. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ამზადებს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს.

მუხლი 87. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისთვის;

დ) პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;

ე) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;

ვ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;

ზ) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს.

მუხლი 88. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და არაუგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.“.

45. 891 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს;“.

46. 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.“.

47. 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. ფინანსური დახმარების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება

ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა აცნობებს ფინანსური დახმარების საპროგნოზო ოდენობებს.“.

48. კოდექსის დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“;

ბ) ცხრილის სათაურის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

შემოსულობების

 დასახელება

საქართველოს 

სახელმწიფო ბიუჯეტი

აფხაზეთისა და აჭარის

 ავტონომიური რესპუბლიკების 

რესპუბლიკური ბიუჯეტები

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები

 “;

 გ) ცხრილის 8.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

8.3

მუნიციპალიტეტისთვის

 

 

100

 “;

 დ) ცხრილის 10.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

10.2

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისთვის

 

 

100

 “;

 ე) ცხრილის 11.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

11.2

განლაგებულია მუნიციპალიტეტის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და არ არის მუნიციპალიტეტების სარგებლობაში

65

 

35

 “;

 ვ) ცხრილის 11.4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

11.4

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) სარგებლობაშია

 

 

100

 “;

 ზ) ცხრილის მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

13

შემოსავალი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან

 

 

100

 “;

 თ) ცხრილის 15.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

15.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ი) ცხრილის 18.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

18.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 კ) ცხრილის 22.2.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

22.2.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის გასაცემად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და მის უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი

 

 

100

 “;

 ლ) ცხრილის 22.3.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

22.3.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 მ) ცხრილის 24.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

24.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ნ) ცხრილის 25.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

25.3

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახსრებით – ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი

 

 

100

 “;

 ო) ცხრილის 27.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

27.2

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

90

 

10

 “;

 პ) ცხრილის 34.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

34.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ჟ) ცხრილის 35.2.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

35.2.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 რ) ცხრილის 35.3.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

35.3.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ს) ცხრილის 35.5.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

35.5.2

განლაგებულია მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და სახელმწიფო სარგებლობაშია

65

 

35

 “;

 ტ) ცხრილის 35.5.4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

35.5.4

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) სარგებლობაშია

 

 

100

 “;

 უ) ცხრილის 35.7 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

35.7

შემოსავალი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

 

 

100

 “;

 ფ) ცხრილის 35.8.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

35.8.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ქ) ცხრილის 36.1.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36.1.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ღ) ცხრილის 36.4.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36.4.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ყ) ცხრილის 36.5.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36.5.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 შ) ცხრილის 36.7.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36.7.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ჩ) ცხრილის 37.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

37.3

მუნიციპალიტეტებისთვის

 

 

100

 “;

 ც) ცხრილის 39.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

39.3

მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ

 

 

100

 “;

 ძ) ცხრილის 40.1.2.3 და 40.1.2.4 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

40.1.2.3

განლაგებულია მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა და

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისა, რომლიდან შემოსული თანხაც სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში) ტერიტორიაზე

 

65

 

 

35

40.1.2.4

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) სარგებლობაშია

 

 

100

 “;

 წ) ცხრილის 40.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

40.3

შემოსულობა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

 

 

100

 “;

 ჭ) ცხრილის 40.5.2.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

40.5.2.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ხ) ცხრილის 40.6.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

40.6.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ჯ) ცხრილის 40.7.1.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

40.7.1.

2

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური

რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე

50

 

50

 “;

 ჰ) ცხრილის 40.7.1.4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

40.7.1. 4

შემოსულობა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

 

 

100

 “;

 ჰ1) ცხრილის 40.8.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

40.8.2

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე

35

 

65

 “;

 ჰ2) ცხრილის 40.10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

40.10

შემოსულობა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

 

 

100

 “;

 ჰ3) ცხრილის 40.14.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

40.14.

3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

 “;

 ჰ4) ცხრილის 41.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41.3

მუნიციპალიტეტებისთვის

 

 

100

 “.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6946-რს