დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3967-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 24/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.016100 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 40.8.1 და 40.8.2 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
40.8.1 | ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე | 35 | 65 |
|
40.8.2 | ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე | 35 |
| 65 |
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 10 დეკემბერი.
№3967–IIს
დოკუმენტის კომენტარები