საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 2440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 28/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.05.001.003.829
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2440
18/12/2009
სსმ, 47, 28/12/2009
190.020.010.05.001.003.829
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/02/2011 - 28/10/2011)

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

კარი I. ზოგადი დებულებანი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კოდექსის მიზანი

ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს, არეგულირებს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტის შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას.

    მუხლი 2. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა

საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად ფულადი სახსრების მობილიზებისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით რეგულირებულ საბიუჯეტო ურთიერთობათა ერთობლიობა.

    მუხლი 3. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კოდექსის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

    მუხლი 4. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები

1. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის თითოეულმა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები:

ა) ყოვლისმომცველობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილების სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში;

ბ) გამჭვირვალობა – ბიუჯეტების პროექტების წარმომადგენლობით ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;

გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის ყველა მონაწილის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარდგენილ ინფორმაციაზე;

დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) ერთიანობა – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;

ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობებისა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება თავისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ზ) კონსოლიდირება – ყველა დონის ბიუჯეტების შემოსულობების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა და გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში.

    მუხლი 5. საბიუჯეტო პროცესი

საბიუჯეტო პროცესი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის განუყოფელი ნაწილია. საბიუჯეტო პროცესი არის საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.

    მუხლი 6. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები;

ბ) ადგილობრივი ხელისუფლება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

გ) ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ;

დ) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი – საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

ე) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და შესაბამისად მის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

თ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

ი) დამტკიცებული ბიუჯეტი – შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი;

კ) დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული ბიუჯეტი;

ლ) ასიგნება – საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება;

მ) ბიუჯეტის განწერა – ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ყოველთვიურად ან/და ყოველკვარტალურად განაწილება საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციისა) მიხედვით;

ნ) ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, ექსკლუზიური, დელეგირებული და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები – შეესაბამება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მოცემულ განმარტებებს;

ო) გათანაბრებითი ტრანსფერი–ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კოდექსით დადგენილი ფორმულის შესაბამისად გამოყოფილი თანხები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო;

პ) მიზნობრივი ტრანსფერი–დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;

ჟ) სპეციალური ტრანსფერი – გათანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერების გარდა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტისათვის ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები;

რ) მხარჯავი დაწესებულება – ბიუჯეტის ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით პირველი თანრიგის საბიუჯეტო ორგანიზაცია;

ს) საბიუჯეტო ორგანიზაცია – ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია მისი მართვისთვის, ასევე ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების შესაბამისად;

ტ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  –  სახაზინო სამსახური;

უ) საფინანსო ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობისა და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებათა შესაბამისი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის და ბიუჯეტის შესრულებისთვის;

ფ) საბიუჯეტო წელი – კალენდარული წელი;

ქ) წლიური ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი საბიუჯეტო წლისათვის დამტკიცებული ბიუჯეტი;

ღ) ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები;

ყ) თავისუფალი ნაშთი – ნაშთის ის ნაწილი, რომელიც არ არის გათვალისწინებული რაიმე მიზნებისათვის;

შ) ნაშთის ცვლილება – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ან დაგროვება;

ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულების ანგარიშებზე არსებული ნაღდი ფული და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში;

ც) ფულადი სახსრების მოძრაობა – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულების ანგარიშებზე ფულადი სახსრების მიღება და ამ ანგარიშებიდან მათი გასვლა;

ძ) გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე სახელმწიფო ხაზინაში ან საფინანსო ორგანოში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია;

წ) ფინანსური ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მომავალში ბიუჯეტიდან თანხის გაცემაზე ვალდებულების აღება.

კარი II. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები და შემოსულობების განაწილება ბიუჯეტებს შორის

     თავი II . საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები

    მუხლი 7. საბიუჯეტო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა

1. ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს მთავრობა;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

2. ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს პარლამენტი;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

3. ნაერთი ბიუჯეტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებისთვის პასუხისმგებელია:

ა) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტისათვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო.

4. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ყველა დონეზე საბიუჯეტო პროცესის ერთიანობისა და ამ კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს სათანადო სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 8. საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია

1. საბიუჯეტო კლასიფიკაცია მოიცავს შემოსავლების, ხარჯების ეკონომიკურ, ხარჯებისა და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების ფუნქციონალურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციებს, აგრეთვე ორგანიზაციულ კლასიფიკაციას. ორგანიზაციული კლასიფიკაცია, თავის მხრივ, მოიცავს გადასახდელებს ორგანიზაციების, პროგრამებისა და ღონისძიებების მიხედვით და განისაზღვრება ბიუჯეტით.

2. საბიუჯეტო კლასიფიკაციას, გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა, საქართველოს კონტროლის პალატასთან კონსულტაციებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 9. პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტები

1. პროგრამული ბიუჯეტი არის მხარჯავი დაწესებულების მიერ დასახული პრიორიტეტების მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამების, პროექტების, ღონისძიებებისა და მათი ბიუჯეტების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორთა ერთობლიობა.

2. კაპიტალური ბიუჯეტი არის საინვესტიციო ხასიათის პროგრამული ბიუჯეტი.

3. პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების შედგენისათვის საჭირო მეთოდოლოგიას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

     მუხლი 10. ბიუჯეტის შემოსულობები

ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა:

ა) შემოსავლები, მათ შორის:

ა.ა) გადასახადები;

ა.ბ) გრანტები;

ა.გ) სხვა შემოსავლები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).

      მუხლი 11. ბიუჯეტის გადასახდელები

ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა:

ა) ხარჯები, მათ შორის:

ა.ა) შრომის ანაზღაურება;

ა.ბ) საქონელი და მომსახურება;

ა.გ) სუბსიდიები;

ა.დ) პროცენტი;

ა.ე) გრანტები;

ა.ვ) სოციალური უზრუნველყოფა;

ა.ზ) სხვა ხარჯები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვისათვის მიმართული სახსრები).

      მუხლი 12. ბიუჯეტის პროფიციტი და დეფიციტი

1. ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა – ბიუჯეტის მთლიანი სალდო.

2. დადებითი მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო – ბიუჯეტის დეფიციტი.

     მუხლი 13. ასიგნებები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში

საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცენ თანხა არა უმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.

    მუხლი 14. აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგია და   პასუხისმგებლობა

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გამოსცემს სათანადო ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვას.

2. საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები პასუხისმგებელი არიან შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვისა და კონტროლისთვის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაზე.

3. შემოსულობებთან, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებთან და ნაშთის ცვლილებასთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ოპერაციების აღრიცხვისთვის.

    მუხლი 15. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის მეთოდოლოგია

1. სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (გარდა ქ. თბილისისა) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. ქ. თბილისისა და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ შესაბამისი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 85-ე, 86-ე, 87-ე, 108-ე, 109-ე და 110-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.

    მუხლი 16. ბიუჯეტის საკასო შესრულება

1. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულება ხდება საკასო მეთოდით.

2. შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გაცემის უფლებამოსილება წყდება მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბერს 24 საათზე.

3. სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიღებული და სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადარიცხული სახსრები ყველა დონის ბიუჯეტისათვის მიეკუთვნება იმ პერიოდის შემოსულობას, როცა აღნიშნული სახსრების მიღება ან გადარიცხვა აისახა სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

    მუხლი 17. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება

1. შემოსავლების აკრეფისთვის პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხების სრულად და დროულად აკრეფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული შემოსულობები არის პროგნოზი და არ ზღუდავს ფაქტობრივ აკრეფას მაჩვენებლების გადამეტებით.

3. საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ყველა შემოსულობა ექვემდებარება დაუყოვნებლივ დეპონირებას სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

    მუხლი 18. ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება

1. დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმის ზევით გადახდაზე ვალდებულების აღება დაუშვებელია.

2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადახდაზე ვალდებულების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შესაბამისი საფინანსო ორგანოების მიერ ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული წესებით.

3. ფინანსური ვალდებულების აღება ასიგნებების ზევით დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღების შემთხვევაში მის შესასრულებლად საჭირო სახსრები მხარჯავმა დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში.

    მუხლი 19. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის შემოწმება

საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულებას და ბიუჯეტების ასიგნებების ხარჯვას.

     მუხლი 20. სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან

1. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტი – მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში.

2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შეიძლება მიიღონ მხოლოდ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითი ორგანოების სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა შეესაბამებოდეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის საბიუჯეტო პარამეტრებს.

3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, კომპენსირებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიერ.

    მუხლი 21. სესხის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილება

1. სახელმწიფო სესხის აღება და სახელმწიფო გარანტიების გაცემა შეიძლება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ხელისუფლებებს უფლება აქვთ, სესხი აიღონ საქართველოს მთავრობისაგან ან/და სხვა წყაროებიდან მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით.

    მუხლი 22. სახელმწიფო ვალის ლიმიტები და სახელმწიფო გარანტიები

1. წლიური ბიუჯეტი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო ვალის მთლიან ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დაუფარავი იყოს საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის. ლიმიტები ცალ-ცალკე დგინდება საშინაო და საგარეო ვალებისათვის. ცალკე ლიმიტირებას ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკიდან აღებული სესხი.

2. წლიური საბიუჯეტო კანონი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო გარე და შიდა სასესხო გარანტიებზე, რომლებიც შეიძლება გაიცეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო ვალის მართვისთვის და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

     მუხლი 23. სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის პროცედურები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლიური ბიუჯეტითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად აიღოს სესხი მისი მიმღებისა და გამცემისათვის მისაღები ნებისმიერი ფორმით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თავისუფალია ფინანსური ინსტრუმენტის სახის არჩევისას, მისი მახასიათებლებისა და პირობების ჩათვლით. მონეტარული პოლიტიკის ინტერესების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოქმედებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის საფუძველზე.

3. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებას.

    მუხლი 24. სესხის გაცემის უფლებამოსილება

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხი შესაძლებელია გაიცეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.

    თავი III. შემოსულობების განაწილება ბიუჯეტებს შორის

     მუხლი 25. შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი

1. შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად. ამ დანართში მითითებული საერთო - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ჩარიცხული შემოსულობები ამ რესპუბლიკების სხვა დონის ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483

    მუხლი 26. გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობების განაწილება

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები განაწილდება შემდეგი სახით:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:

ა.ა) ფიქსირებული გადასახადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე;

ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;

ა.გ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი;

ა.დ) გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის;

ა.ე) ფიქსირებული გადასახადი სიგარილასა და ფილტრიანი სიგარეტის იმპორტზე;

ა.ვ) სოციალური გადასახადი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:

ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადი;

ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადი;

ბ.გ) ქონების გადაცემისათვის გადასახადი;

ბ.დ) საკურორტო გადასახადი;

ბ.ე) სასტუმროს გადასახადი;

ბ.ვ) რეკლამის გადასახადი;

ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის;

გ) მცირე ბიზნესის გადასახადიდან და ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული თანხების 80% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში.

    მუხლი 261. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება

1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოსათვის გადსარიცხი დივიდენდები, ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 9.1 გრაფის შესაბამისად, მთლიანად მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს , მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №421 0 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    კარი III. სახელმწიფო ბიუჯეტი

    თავი IV. ზოგადი ნორმები სახელმწიფო ბიუჯეტისათვის

     მუხლი 27. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები

1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის ორგანიზაციული კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ ორგანიზაციულ კოდებად მოიცავს:

ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;

ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს;

დ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს;

ე) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს;

ვ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით.

3. ამ თავით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

    მუხლი 28. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები

1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს.

2. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით.

3. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

    მუხლი 29. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდი

1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

4. თუ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

    მუხლი 30. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი

1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

4. თუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

    მუხლი 31. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში

1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანით.

2. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით და იგი არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 5%-ს.

3. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.

5. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების გადანაწილებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №421 0 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 32. საგანგებო ბიუჯეტი

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებული საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო ან საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.

2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 28-ე და 31-ე მუხლებით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.

თავი V. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება

    მუხლი 33. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

    მუხლი 34. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი

1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი არის ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების შესახებ, ასევე ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მხარჯავ დაწესებულებებთან კოორდინაციით, რისთვისაც ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები და ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.

3. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.

4. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტების დასკვნები არა უგვიანეს 20 ივნისისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას. საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს.

5. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

ა.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების (ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა. შ.) პროგნოზებს და მათ აღწერას;

ა.ბ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;

ბ) გასული საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

გ.ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო პრიორიტეტებს;

გ.ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;

გ.გ) მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისათვის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;

გ.დ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს სახელმწიფო ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ;

დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით.

6. საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 10 ივლისისა იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) პირველად ვარიანტს.

7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) საქართველოს პარლამენტს წარედგინება ამ კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად.

8. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემდგომ შესაბამისობას.

    მუხლი 35. საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები

1. საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მოწონებიდან არა უგვიანეს 5 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მხარჯავ დაწესებულებებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ.

2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.

    მუხლი 36. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 1 სექტემბრისა. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:

ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;

ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით;

ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;

ა.დ) ინფორმაციას უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;

ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად საჭირო იმ პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსებას, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს, რომლებისთვისაც ორგანიზაციული კლასიფიკაცია ითვალისწინებს ცალკე კოდს;

გ) პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს.

2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით.

3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.

4. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ასახვას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

    მუხლი 37. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 სექტემბრისა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს წარუდგენს არა უგვიანეს 25 სექტემბრისა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

[4. სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 25%-ს. (ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440 - სსმ I, №47 28.12.2010 წ., მუხ.361

    მუხლი 38. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა

1. საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა) მიხედვით;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით;

ე) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობას (მათ შორის, მუნიციპალიტეტების მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერების მოცულობას);

ვ) სახელმწიფო ვალის და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების ზღვრულ მოცულობას;

ზ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;

თ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებულ მხარჯავი დაწესებულებების საშუალოვადიან პრიორიტეტებს, მათ მიზნებსა და შედეგებს;

ი) პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების (ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა. შ.) პროგნოზებს და მათ აღწერას;

ა.ბ) ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზებს და მათ აღწერას;

ა.გ) ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ;

ბ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას;

გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.

7. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოს პარლამენტში წარდგენისთანავე.

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440 - სსმ I, №47 28.12.2010 წ., მუხ.361

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

    მუხლი 39. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

1. საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს იხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები, საპარლამენტო ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის წევრები.

2. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე.

3. საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს, ასევე საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნებს საქართველოს პარლამენტი არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა უგზავნის საქართველოს მთავრობას. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.

4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 5 ნოემბრისა ხელმეორედ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე.

5. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.

6. პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები არა უგვიანეს 15 ნოემბრისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას.

7. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 30 ნოემბრისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

8. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

9. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა მოიცავდეს ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

10. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.

11. თუ საქართველოს პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა.

12. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის დათხოვნისას საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტით ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან 1 თვეში წარუდგენს მას დასამტკიცებლად.

13. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას.

14. წლიური საბიუჯეტო კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 40. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

    1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას.

     2. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტისთვის დართული მასალები უნდა შეიცავდეს განახლებულ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებს და ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსის ამსახველ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსიდან გამომდინარე.

   3. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან 7 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი კანონის პროექტთან დაკავშირებულ შესაბამის დასკვნებს უგზავნის საქართველოს მთავრობას.

4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ.

5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

6. პლენარულ სხდომაზე წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.

7. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს.

8. თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.

9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    თავი VI. სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესი

    მუხლი 41. საქართველოს პარლამენტი და საქართველოს კონტროლის პალატა

1. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის ბიუჯეტების პროექტებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს არა უგვიანეს 15 ივნისისა.

2. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის ბიუჯეტების პროექტების ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატისათვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია შესაბამისად მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის წინასწარი თანხმობით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.

    მუხლი 42. საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები

სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებისათვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია შესაბამისად მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.

    მუხლი 43. საქართველოს პროკურატურა

სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პროკურატურისათვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინასწარი თანხმობით.

     მუხლი 44 . სპორტისა და კულტურის სფეროების დაფინანსება

დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ასიგნებებში სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრები არ შეიძლება იყოს გასულ საბიუჯეტო წელს ლატარიის ბილეთების რეალიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სახსრების 75% -ზე ნაკლები.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483

    მუხლი 45. განსაკუთრებული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის პირობა

 ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების მოცულობა არ ითვალისწინებს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებულ ხარჯებს.

    თავი VII . სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება

    მუხლი 46. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა

1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების აკრეფისათვის.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზედამხედველობს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ორგანიზებასა და მართვას.

3. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით. საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერი ხარჯვის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

    მუხლი 47. სახელმწიფო ბიუჯეტის განწერა

1. მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენენ ინფორმაციას მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური ან/და ყოველთვიური საორიენტაციო განწერის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების (გადასახადების ნაწილში) კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.

4. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა საჭიროებს ახალი განწერის დამტკიცებას ან არსებულ განწერაში ცვლილებების შეტანას.

    მუხლი 48. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვებზე

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყოველი თვის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მდგომარეობის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.

2. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, საბიუჯეტო ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს ასიგნებების ცვლილება ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 49.   ბიუჯეტის შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი  თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა

1. სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობების დაბრუნების და შემოსულობის სხვა სახეში გადატანის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს დაბრუნების ქვეანგარიშზე მიმართული სახსრების გარეშე.

3. ბიუჯეტის შემოსულობის შესრულების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისას კორექტირება ხდება ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის დაბრუნებული ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანილი თანხით.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

    მუხლი 49 1 . უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა

1. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა შესაძლებელია დაბრუნების ქვეანგარიშიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული წესის შესაბამისად.

2. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტის გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულების დაფარვისთვის პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება.

3. დაბრუნების ქვეანგარიშიდან უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი  საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ანგარიშგებაში.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

    მუხლი 50. სხვა პირის მიერ საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების შესრულება

გადასახადის გადამხდელის/პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ბიუჯეტში გადასახდელი საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით, რისთვისაც გადასახადის ან/და გადასახდელის მიმღებ ორგანოში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დამადასტურებელ ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილ საბუთს ან/და დოკუმენტს. ამასთანავე, გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. შესრულებული საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება მესამე პირებისათვის დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

    მუხლი 51. ფულის მართვისა და გაცემის გეგმები

1. საბიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფულის გაცემა ხორციელდება ბიუჯეტის განწერისა და ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის საფუძველზე.

2. ფულის გაცემის ყოველთვიურ ოპერატიულ ფინანსურ გეგმას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამის პერიოდში შემოსულობების, ნაშთის ცვლილებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ბიუჯეტის განწერით დადგენილ მაჩვენებლებს.

4. ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის შედგენა, დამტკიცება და ფულის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ამ კოდექსის შესაბამისად დამტკიცებული წესის მიხედვით.

    მუხლი 52. სახელმწიფო ხაზინა

1. სახელმწიფო ხაზინის საქმიანობით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბიუჯეტების შემოსულობების მიღების, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გადახდის და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრებით ოპერაციების გამჭვირვალობა და სრული ანგარიშგება.

2. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების და სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების სრული და სწორი აღრიცხვისთვის.

3. სახელმწიფო ხაზინას საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს ერთიანი ანგარიში. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გახსნას დამატებითი საბანკო ანგარიშები სხვა ბანკებში.

4. სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის და სხვა ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერის შესახებ ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ სახელმწიფო ხაზინას.

5. სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები ინახება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ასევე სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებზე.

6. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის ბოლოს ამზადებს ანგარიშგებას ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ.

7. სახელმწიფო ხაზინის თანხმობის გარეშე დაუშვებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გააუქმოს ნებართვა საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ და დახუროს ანგარიში. საბიუჯეტო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ, რომ მათ მიერ მიღებული ყველა შემოსულობა სრულად და დაუყოვნებლივ აღირიცხოს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების არასაბიუჯეტო შემოსავლებისა.

8. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტები.

81. საბიუჯეტო ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს ან/და ამობეჭდოს სახელმწიფო ხაზინაში ელექტრონულად წარდგენილი და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მიერ დადასტურებული ნებისმიერი დოკუმენტი. ამასთანავე, ელექტრონულად შენახულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს.

82. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის უსაფრთხოების ნორმები, წესები და აღნიშნული სისტემის მომსახურების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

9. ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაუწიოს მას სახაზინო მომსახურება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს პროცედურებსა და აღრიცხვის მეთოდოლოგიას, რომლებიც უნდა დაიცვას შესაბამისმა ხელისუფლებამ.

10. დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები გამოიყენოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

11. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია შეთანხმების საფუძველზე მომსახურება გაუწიოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3439 - სსმ I, №36 13.07.2010 წ., მუხ.218

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №421 0 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    თავი VIII. სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი

    მუხლი 53. სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციის გადასახდელების დასაფინანსებლად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად გადახდების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. ასევე სახელმწიფო ხაზინა აღრიცხვას აწარმოებს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული შემოსულობების და ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მიხედვით.

2. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშგებას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

    მუხლი 54. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს:

ა) მაკროეკონომიკისა და საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე მოვლენებს;

ბ) შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

    მუხლი 55. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

 მხარჯავი დაწესებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და ანგარიშგებებს, რომლებიც ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით და მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

    მუხლი 56. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) მაკროეკონომიკურ მიმოხილვას;

გ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

ე) ორგანიზაციული კოდების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება  30%-ს, გარდა იმ ფონდებისა, რომლებსაც წლიური საბიუჯეტო კანონი ითვალისწინებს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების სახით;

ვ) ორგანიზაციული კოდების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;

ზ) ინფორმაციას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ (მათ შორის, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების და მუნიციპალიტეტების მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერების თაობაზე);

თ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების მისაღწევად განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შედეგების აღწერას;

[ი) ინფორმაციას პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების შესრულების შესახებ. (ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440 - სსმ I, №47 28.12.2010 წ., მუხ.361

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

    მუხლი 57. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შემოწმება

 საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.

    მუხლი 58. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისა და საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი არა უგვიანეს 15 ივნისისა იღებს დადგენილებას ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

2. თუ საქართველოს პარლამენტი არ დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს 1 თვეში აცნობებს თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე.

    თავი IX. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა

    მუხლი 59. სესხის გაცემის საფუძველი

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა და მისი კონტროლი ხორციელდება ამ თავით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად. სესხის გაცემასთან, სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლთან და სესხის დაფარვის შესრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. ამ თავის ნორმები არ ვრცელდება:

ა) უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გასაცემ სესხებზე;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტზე გასაცემ სესხებზე;

გ) ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემულ სესხებზე, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხი გაიცემა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომელშიც უნდა განისაზღვროს:

 ა) სესხის მიზნობრიობა;

 ბ) სესხის გაცემის წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, საბიუჯეტო დაწესებულების ასიგნება ან/და სხვა);

გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და გამონაკლისი შემთხვევა;

დ) სესხის გამცემი, სესხის გამომყოფი, სესხის მიმღები, კონტროლის განმახორციელებელი და სესხის ხელშეკრულების მონაწილე სხვა მხარეები;

ე) სესხის ოდენობა;

ვ) სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი;

ზ) სესხით სარგებლობის და სესხის დაბრუნების ვადები.

4. განკარგულებით შესაძლებელია განისაზღვროს ასევე სხვა პირობები, რომლებიც აუცილებელია სესხის გაცემისა და დაბრუნებისათვის, მისი მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენებისათვის.

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

    მუხლი 60. სესხის გამცემი და სესხის მიმღები

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გამცემია ის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის ასიგნებებიდანაც გაიცემა სესხი ან/და რომელსაც გასაცემი სესხის რესურსი (თანხები) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდებიდან ან/და სხვა წყაროებიდან.

2. სესხის მიმღები შესაძლებელია იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან ორგანიზაცია ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან ფიზიკური პირი.

    მუხლი 61. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

1. სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით სესხის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება.

2. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია:

ა) საბანკო გარანტია, რომლითაც სესხის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტიის გამცემი ბანკი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად;

ბ) სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო მოწმობა (პოლისი), რომლითაც პოლისის გამცემი სადაზღვევო ორგანიზაცია კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად;

გ) საკუთარი ან მესამე პირის ქონების სესხის გამცემის სასარგებლოდ დაგირავება ან/და იპოთეკით დატვირთვა.

3. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ირჩევს სესხის გამცემი.

4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობის შემთხვევაში სესხის გამცემი უფლებამოსილია ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად გამოიყენოს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

5. სესხის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, რომლის თანახმადაც სესხის მიმღებს სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება პირგასამტეხლო.

    მუხლი 62. სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლი

1. სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ახორციელებს სესხის გამცემი, თუ განკარგულებით არ არის განსაზღვრული კონტროლის განმახორციელებელი სხვა ადმინისტრაციული ორგანო.

2. სესხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში სესხის მიმღები ვალდებულია შეწყვიტოს სესხის არამიზნობრივი ხარჯვა, გონივრულ ვადაში გამოასწოროს დარღვეული პირობები, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის არამიზნობრივად გამოყენებული სესხის შესაბამისი ოდენობა მიმართოს საკუთარი სახსრებიდან.

3. თუ სესხის მიმღებმა არ უზრუნველყო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, სესხის მიმღები ვალდებულია წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დააბრუნოს არამიზნობრივად გამოყენებული სესხი (ტრანში) და გადაიხადოს მასზე დარიცხული პროცენტი, ჯარიმა, საურავი, რომლის დარიცხვა გაგრძელდება შესაბამისი ვალდებულებების შესრულებამდე.

    მუხლი 63. სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები

1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობისთანავე სესხის გამცემს უფლება აქვს, სესხის მიმღების მიმართ გამოიყენოს სესხის ხელშეკრულებით, ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

2. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, სესხის მიმღების მიმართ იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად სესხის გამცემი ვალდებულია ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობიდან არა უგვიანეს 6 თვისა წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინება უნდა ეფუძნებოდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობას, უნდა განსაზღვრავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ოდენობას, წარმოშობის საფუძვლებს და უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას.

4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების საფუძველია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

 5. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 6 თვისა საქართველოს ფინანსთა მინისტრი იხილავს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების ან გამოუყენებლობის შესახებ. სახელმწიფო ინტერესებად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, საწარმოებზე (რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები. ამ ვადის გასვლის შემდეგ სესხის გამცემის თხოვნა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ ითვლება დაუკმაყოფილებლად.

6. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აქტის გასაჩივრება არ გამოიწვევს მისი აღსრულების, ასევე აღსრულების პროცესში განხორციელებულ ქმედებათა შეჩერებას.

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

    მუხლი 64. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრი

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების შესახებ მონაცემები აისახება რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სესხის გამცემი. სესხის გამცემი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს:

ა) თვეში ერთხელ (თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით) – რეესტრში ასახულ ინფორმაციას;

ბ) სესხის ხელშეკრულების, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის, ასევე მათში განხორციელებული ცვლილებების ასლებს.

11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების ერთიან რეესტრს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესსა და რეესტრის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

    კარი IV. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი

თავი X. ზოგადი ნორმები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის

     მუხლი 65. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა

1. თითოეულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით განსაზღვრული საკუთარი შემოსულობებით და ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.

4. საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში.

    მუხლი 66. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გათანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.

    მუხლი 67. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს.

2. სარეზერვო ფონდიდან თანხებს ქალაქის მერის ან გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო ორგანო.

    მუხლი 68. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

    მუხლი 69. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში

1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.

2. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში, გარდა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა.

3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, ორგანიზაციული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს.

5. ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (ქ. თბილისისათვის – ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად).

    მუხლი 70. საგანგებო ბიუჯეტი

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია დაამტკიცოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.

2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 67-ე და 69-ე მუხლებით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.

თავი XI. გათანაბრებითი ტრანსფერი

     მუხლი 71. გათანაბრებითი ტრანსფერის მიზანი

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გათანაბრებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერით უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ადგილობრივ თვითმმარ­თველ ერთეულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით გადაეცემა გათანაბრებითი ტრანსფერი.

3. გათანაბრებითი ტრანსფერის მიზანია სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობების ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების გათანაბრება.

    მუხლი 72. გათანაბრებითი ტრანსფერი

1. გათანაბრებითი ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა.

2. გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა გამოიანგარიშება ამ კოდექსით განსაზღვრული წესითა და ფორმულით.

    მუხლი 73. გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების წესი

1. გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშება ხდება ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიხედვით.

2. გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის გამოანგარიშების ფორმულის მიზნებისათვის პირველ ეტაპზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა, რომელიც არ უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მოცულობის 4%-ზე ნაკლები.

3. მეორე ეტაპზე გაიანგარიშება ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამის მოცულობა თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის.

4. შემდგომ ეტაპზე გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა).

5. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულ , რომლის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა) აღემატება ხარჯებსა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამს, გათანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა.

6. მომდევნო ეტაპზე გამოიანგარიშება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა, რომელიც მიიღება ამ კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად.

    მუხლი 74. გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის განსაზღვრის ფორმულა

1. თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გადასაცემი გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით:

T=E-R, სადაც:

ა) T – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი ტრანსფერი;

ბ) E – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი, რომ ლი ც გაიანგარიშება სტატისტიკური მონაცემებისა (მოსახლეობის რაოდენობა, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობა, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი (სარეიტინგო ქულა) ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ფართობი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე) და გათანაბრებითი კოეფიციენტების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამიჯვნით;

გ) R – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა), რომელიც თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გაიანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.

2. გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციას (მათ შორის, გაანგარიშებისას გამოყენებული სტატუსისა და მხარდაჭერის კოეფიციენტებს) ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

თავი XII. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება

    მუხლი 75. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო ორგანო.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებას უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ.

    მუხლი 76. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტიდან იწყებს მუშაობას, რისთვისაც გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც განსაზღვრულია პრიორიტეტების შედგენისათვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები.

4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

გ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტებს;

გ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.

5. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

6. ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 77. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წარდგენა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე აცნობებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით საფინანსო ორგანო გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და იწყებს შესაბამის პროცედურებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად.

3. თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ორგანიზაციული კლასიფიკაცია ითვალისწინებს ერთზე მეტ მხარჯავ დაწესებულებას, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, საფინანსო ორგანო მხარჯავ დაწესებულებებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით.

4. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:

ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;

ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით;

ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;

ა.დ) ინფორმაციას უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად საჭირო იმ პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსებას, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს, რომლებისთვისაც ორგანიზაციული კლასიფიკაცია ითვალისწინებს ცალკე კოდს;

[გ) პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) ]

5. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით.

6. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საფინანსო ორგანოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შესაბამისი ბიუჯეტისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარებისა და გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.

8. არა უგვიანეს 15 ნოემბრისა:

ა) ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად ქ. თბილისის მერი განსახილველად წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (გარდა ქ. თბილისისა) ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი (მერი) წარუდგენს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, რომელიც ბიუჯეტის პროექტს განსახილველად წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს.

9. ბიუჯეტის პროექტთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს წარედგინება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი.

10. ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა) მიხედვით;

გ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

დ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით;

ე) სარეზერვო ფონდის მოცულობას;

ვ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს, მათ მიზნებსა და შედეგებს;

[თ) პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) ]

11. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:

ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს;

ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას.

12. ამ მუხლის მე-10 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.

13. ამ მუხლის მე-10 ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440 - სსმ I, №47 28.12.2010 წ., მუხ.361

    მუხლი 78. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის   განხილვა და დამტკიცება

1. ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს გამგებელს (მერს).

4. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არა უგვიანეს 10 დეკემბრისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (გარდა ქ. თბილისისა) გამგებელი (მერი) წარუდგენს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, ხოლო ქ. თბილისის მერი ამავე ვადაში წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს.

5. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

6. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის 1/2-ით, ხოლო ქ. თბილისში – წარმომადგენლობითი ორგანოს 2/3-ით შესაძლებელია დამტკიცდეს წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის ან/და სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის (მერისათვის) გაგზავნილი შენიშვნები.

7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არა უმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების 1/12-ისა. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია წარმომადგენლობით ორგანოს შეუწყვიტოს უფლებამოსილება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა მოიცავდეს ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

8. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 20 დღისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს.

9. წლიური ბიუჯეტი უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის.

    მუხლი 79. მიზნობრივი ტრანსფერის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გათვალისწინება

1.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ყოველი წლის 5 ოქტომბრამდე აცნობებს მიზნობრივი ტრანსფერის საპროგნოზო პარამეტრებს.

2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პარამეტრების საფუძველზე ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც იხილავს მათ და განხილვის შედეგების გათვალისწინებით მზადდება სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების შესახებ.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები.

4. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის მიზნობრივი ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო.

    მუხლი 80. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 69-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია მხოლოდ გამგებლის (მერის) წარდგინებით.

თავი XIII. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება

     მუხლი 81. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ზოგადი დებულება

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

    მუხლი 82. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის განწერა

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა საფინანსო ორგანო ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.

    მუხლი 83. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა

1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების აკრეფისათვის.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკასო შესრულება ხდება სახაზინო მომსახურების პრინციპით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად), საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

თავი XIV. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი

    მუხლი 84.  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ საფინანსო ორგანოს.

 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის გარეშე დაუშვებელია შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო ახორციელებს თითოეული მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეული გადასახდელების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ, ამასთანავე, სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.

4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.

     მუხლი 85. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

    მუხლი 86. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო ამზადებს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს.

    მუხლი 87. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

დ) ორგანიზაციული კოდების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს, გარდა სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებისა;

ე) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;

ვ) ინფორმაციას მხარჯავი დაწესებულებების მიერ დასახული პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ;

[ზ) ინფორმაციას პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების შესრულების შესახებ. (ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440 - სსმ I, №47 28.12.2010 წ., მუხ.361

    მუხლი 88. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

კარი V. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი

თავი XV. ზოგადი ნორმები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის

    მუხლი 89. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დამოუკიდებლობა

1. ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს საკუთარი დამოუკიდებელი რესპუბლიკური ბიუჯეტი.

2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობების წყაროები და საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

     მუხლი 90. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო  ფონდი

1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს.

2. სარეზერვო ფონდიდან თანხებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს შესაბამისი საფინანსო ორგანო.

     მუხლი 91. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი

1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

     მუხლი 92. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში

     1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ამ კოდექსის 90-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.

  2. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში, გარდა ამ კოდექსის 90-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა.

    3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.

   4. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, ორგანიზაციული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობით ორგანოს.

   5. ამ კოდექსის 90-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

     მუხლი 93. საგანგებო ბიუჯეტი

  1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია დაამტკიცოს აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.

2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 90-ე და 92-ე მუხლებით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.

თავი XVI. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება

     მუხლი 94. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება

    1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო.

  2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით.

  3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ.

      მუხლი 95. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი

  1. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.

  2. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენას კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო.

  3. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტამდე გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

  4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ინფორმაციაზე დასკვნას არა უგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

  5. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს;

გ.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;

გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ;

დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით;

ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.

6. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 25 ივლისისა იწონებს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა).

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

     მუხლი 96.  ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და წარდგენის ვადები

  1. დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების მიღების საჭიროებისას ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 15 ივნისისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ძირითად მონაცემებს ფინანსური დახმარების მოცულობის განსასაზღვრავად.

     2.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს აცნობებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე, ხოლო ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ – არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა.

    მუხლი 97. საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები

1. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონებიდან არა უგვიანეს 5 დღისა საფინანსო ორგანო მხარჯავ დაწესებულებებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საფინანსო ორგანოში უნდა წარადგინონ ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ.

2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საფინანსო ორგანოში წარდგენილი ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.

    მუხლი 98. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 25 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:

ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;

ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით;

ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;

ა.დ) ინფორმაციას უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;

ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად საჭირო იმ პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსებას, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს, რომლებისთვისაც ორგანიზაციული კლასიფიკაცია ითვალისწინებს ცალკე კოდს;

[გ) პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) ]

2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით.

3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საფინანსო ორგანოში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440 - სსმ I, №47 28.12.2010 წ., მუხ.361

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

     მუხლი 99. საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება

1. საფინანსო ორგანო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა.

2. მხარჯავ დაწესებულებებსა და საფინანსო ორგანოს შორის შეუთანხმებელ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო.

3. საფინანსო ორგანო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს 25 ოქტომბრისა.

    მუხლი 100. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა

    1.  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არა უგვიანეს 1 ნოემბრისა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

    2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.

   3.  ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა) მიხედვით;

გ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

დ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით;

ე) სარეზერვო ფონდის მოცულობას;

ვ) ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებულ მხარჯავი დაწესებულებების საშუალოვადიან პრიორიტეტებს, მათ მიზნებსა და შედეგებს;

[ზ) პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) ]

     4.  წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა.ა) ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზებს და მათ აღწერას;

ა.ბ) ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დაფინანსებული ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ;

ბ) მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას;

გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.

   5. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.

     6. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.

    7. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენისთანავე.

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440 - სსმ I, №47 28.12.2010 წ., მუხ.361

      მუხლი 101. ფინანსური დახმარების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გათვალისწინება

 ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ორგანოებს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა აცნობებს ფინანსური დახმარების საპროგნოზო ოდენობებს.

      მუხლი 102. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

     1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის და საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენებებს.

    2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს.

  3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

   4. ბიუჯეტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 20 დღისა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს.

       მუხლი 103. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

     1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას.

   2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.

    თავი XVII. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება

    მუხლი 104. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ზოგადი დებულება

 ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო.

    მუხლი 105. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა

  1. მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო ორგანოს წარუდგენენ ინფორმაციას მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური ან/და ყოველთვიური საორიენტაციო განწერის შესახებ.

  2. საფინანსო ორგანო მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ.

    3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.

      მუხლი 106. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა

  1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების აკრეფისათვის.

   2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საკასო შესრულება ხდება სახაზინო მომსახურების პრინციპით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

  4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.

    თავი XVIII. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება

      მუხლი 107. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება

  1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ საფინანსო ორგანოს.

   2.  ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს თანხმობის გარეშე დაუშვებელია შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა.

  3. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო ახორციელებს თითოეული მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეული გადასახდელების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ, ამასთანავე, სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.

   4. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.

    მუხლი 108. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური მიმოხილვა

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

        მუხლი 109. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

      1. მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და წარუდგენენ ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს არა უგვიანეს 15 თებერვლისა. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო, თავის მხრივ, ამზადებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

     2. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს.

    მუხლი 110. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

დ) ორგანიზაციული კოდების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება   30%-ს;

ე) ორგანიზაციული კოდების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;

ვ) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) ინფორმაციას მხარჯავი დაწესებულებების მიერ დასახული პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ;

[თ) ინფორმაციას პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების შესრულების შესახებ. (ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440 - სსმ I, №47 28.12.2010 წ., მუხ.361

      მუხლი 111. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება

  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

კარი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XIX. გარდამავალი დებულებანი

     მუხლი 112. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით

სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობა 2011 წელს არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 30 %-ს, ხოლო 2012 წელს – 2 8 %-ს.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483

    მუხლი 113. ასიგნებების გადანაწილების შეზღუდვა

ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ასიგნებების გადანაწილება 2010 წელს განხორციელდეს 10%-ის ფარგლებში.

    მუხლი 113 1 . სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხები

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების შემთხვევაში, თუ შესაბამისი ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას რაიმე ფორმით, სესხის მიმღების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 63-ე მუხლი. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში სესხის გამცემი არ არის შეზღუდული ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადით.

2. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას არც ერთი ფორმით, სესხის მიმღების მიმართ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ახორციელებს საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სესხის მიმღებზე, თუ:

ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა;

ბ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება.

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483

    მუხლი 114. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

    მუხლი 1141. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიება

საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა.

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №421 0 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

თავი XX. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 115. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 24 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62);

ბ) „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 29.12.2007, მუხ. 437);

გ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 170);

დ) „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 37);

ე) „საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 28).

    მუხლი 116. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა, 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა, 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-10 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა, 87-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა, 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 110-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-10 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

5 ამ კოდექსის 87-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და 110-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

6. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 25-ე, 25.1, 25.2 და 25.3 პუნქტები მოქმედებს 2010 წლის 1 დეკემბრამდე.

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3235 - სსმ I, №34 09.07.2010 წ., მუხ.205

საქართველოს პრეზიდენტი    მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2440 IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29, 22.06.2010 წ., მუხ.189

2. საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32, 06.07.2010 წ., მუხ.198

3. საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3235 - სსმ I, №34, 09.07.2010 წ., მუხ.205

4. საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3439 - სსმ I, №36 ,13.07.2010 წ., მუხ.218

5. საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3775 - სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.402

6. საქართველო 20 10 წლის 12 ნოემბრის კანონი 3806 - სსმ I , 66, 10.11.2010 წ., მუხ .414

7 . საქართველო 20 10 წლის 10 დეკემბრის კანონი 3 967 - სსმ I , №74 , 24 .1 2 .2010 წ., მუხ .44 8

8. საქართველო 20 10 წლის 1 7 დეკემბრის კანონი 4108 - სსმ I , №7 5, 2 7.1 2 .2010 წ.,მუხ .483

9 . საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4210 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

 

დანართი 

შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით

შემოსულობების დასახელება

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები

1

2

3

4

5

1

საშემოსავლო გადასახადი:

 

 

 

1.1

გარდა ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის განკუთვნილი საშემოსავლო გადასახადისა

100

 

 

1.2

განკუთვნილი ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის

 

100

 

2

მოგების გადასახადი

100

 

 

3

ქონების გადასახადი

 

 

100

4

დამატებული ღირებულების გადასახადი

100

 

 

5

აქციზი

100

 

 

6

იმპორტის გადასახადი

 

100

 

 

7

სხვა გადასახადები (მათ შორის, საგადასახადო ორგანოების მიერ გადახდევინებული ჯარიმები, რომლებიც არ არის დარიცხული კონკრეტულ გადასახადზე), გარდა გაუქმებული გადასახადებისა

100

 

 

8

პროცენტები (სარგებელი) ცალკეული ხასიათის ფინანსური აქტივებიდან, კერძოდ, დეპოზიტებიდან (ფასიანი ქაღალდებიდან აქციების გარდა), სესხებიდან, დებიტორული დავალიანებიდან და სხვა შემოსავალი პროცენტებიდან, განკუთვნილი:

 

 

 

8.1

ცენტრალური ხელისუფლებისათვის

100

 

 

8.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისათვის

 

100

 

8.3

ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის

 

 

100

9

შემოსავალი დივიდენდებიდან და საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან:

 

 

 

9.1

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან

100

 

 

9.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან

 

100

 

9.3

ადგილობრივი ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან

 

 

100

9.4

საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან

100

 

 

10

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

10.1

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისათვის

 

100

 

10.2

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისათვის

 

 

100

11

შემოსავალი სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან, რომელიც:

 

 

 

11.1

განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე და არ არის ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაში

65

35

 

11.2

განლაგებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე და არ არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სარგებლობაში

65

 

35

11.3

ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაშია

 

100

 

11.4

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) სარგებლობაშია

 

 

100

12

შემოსავალი ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან

35

65

 

13

შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან

 

 

100

14

შემოსავალი სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურიდან, გადახდევინებული:

 

 

 

14.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

14.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

15

რენტა (გარდა მიწისა), გადახდევინებული:

 

 

 

15.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

15.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

15.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

16

 (ამოღებულია)

100

 

 

17

სალიცენზიო მოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

17.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

17.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

18

სანებართვო მოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

18.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

18.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

18.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

19

სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი

100

 

 

20

სარეგისტრაციო მოსაკრებელი

100

 

 

21

სახელმწიფო საექპერტიზო მოსაკრებელი

100

 

 

22

სახელმწიფო ბაჟი, გადახდევინებული:

 

 

 

22.1

საქართველოს სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე

100

 

 

22.2

საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის:

 

 

 

22.2.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

22.2.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

22.2.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

22.3

სხვა სახელმწიფო ბაჟი, გადახდევინებული:

 

 

 

22.3.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

22.3.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

22.3.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

23

საკონსულო მოსაკრებელი

100

 

 

24

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

24.1

  ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთაშესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

24.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

24.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

25

სატენდერო მოსაკრებელი – სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას:

 

 

 

25.1

სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით

100

 

 

25.2

ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების სახსრებით

 

100

 

25.3

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით – ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი

 

 

100

26

შემოსულობა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემიდან 

 

 

100

27

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

27.1

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

90

10

 

27.2

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

90

 

10

28

         სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

 

 

100

29

მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

 

 

100

30

კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი

 

 

100

31

მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის

 

 

100

32

მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული და ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)

 

 

100

33

შემოსულობა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემიდან

 

 

100

34

სხვა მოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

34.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

34.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

34.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

35

არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება:

 

 

 

35.1

შემოსავალი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულებიდან

100

 

 

35.2

შემოსავალი სხვა საქონლის რეალიზაციიდან, გადახდევინებული:

 

 

 

35.2.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

35.2.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

35.2.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

35.3

შემოსავალი მომსახურებიდან, რომელიც გაწეულია:

 

 

 

35.3.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

35.3.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

35.3.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

35.4

შემოსავალი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონების იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

100

 

 

35.5

შემოსავალი სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან, რომელიც:

 

 

 

35.5.1

განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე და სახელმწიფო სარგებლობაშია

65

35

 

35.5.2

განლაგებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე და სახელმწიფო სარგებლობაშია

65

 

35

35.5.3

ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაშია

 

100

 

35.5.4

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) სარგებლობაშია

 

 

100

35.6

შემოსავალი ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

35

65

 

35.7

შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

 

 

100

35.8

შემოსავალი სხვა სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან, გადახდევინებული:

 

 

 

35.8.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

35.8.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

35.8.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

36

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმებიდან, საურავებიდან)

 

 

 

36.1

შემოსავალი სხვადასხვა სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან, გადახდევინებული:

 

 

 

36.1.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

36.1.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

36.1.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

36.2

შემოსავალი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან

40

 

60

36.3

შემოსავალი საზღვრის უკანონოდ დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმიდან

100

 

 

36.4

შემოსავალი გაცემული სესხის დაფარვის ვადის დარღვევისათვის გადახდილი საურავიდან, გადახდევინებული:

 

 

 

36.4.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

36.4.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

36.4.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

36.5

შემოსავალი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევებისათვის გადახდილი ჯარიმებიდან, გადახდევინებული:

 

 

 

36.5.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

36.5.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

36.5.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

36.6

შემოსავალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებიდან

100

 

 

36.7

შემოსავალი სხვა ჯარიმებიდან და საურავებიდან, გადახდევინებული:

 

 

 

36.7.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

36.7.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

36.7.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

37

შემოსავალი მიმდინარე ტრანსფერებიდან, შემოწირულებებიდან და ქველმოქმედებიდან (გრანტების გარდა), განკუთვნილი:

 

 

 

37.1

ცენტრალური ხელისუფლებისათვის

100

 

 

37.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისათვის

 

100

 

37.3

ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის

 

 

100

38

შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან

 

 

100

39

ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შემოსავალი, მიღებული:

 

 

 

39.1

ცენტრალური ხელისუფლების მიერ

100

 

 

39.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების მიერ

 

100

 

39.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ

 

 

100

40

შემოსულობა არაფინანსური აქტივებიდან:

 

 

 

40.1

შემოსულობა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან, მათ შორის:

 

 

 

40.1.1

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

100

 

 

40.1.2

სახელმწიფო ძირითადი აქტივების გაყიდვიდან, რომლებიც:

 

 

 

40.1.2.1

განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე

65

35

 

40.1.2.2

   ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაშია

 

100

 

40.1.2.3

განლაგებულია ადგილობრივი თვით-მმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისა, რომლიდან შემოსული თანხაც სრულად ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ) ტერიტორიაზე

65

 

35

40.1.2.4

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) სარგებლობაშია

 

 

100

 40.2

შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

35

65

 

 40.3

შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

 

 

100

40.4

შემოსულობა ლიცენზიების გაყიდვიდან, განხორციელებული:

 

 

 

40.4.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

40.4.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

40.5

შემოსულობა მატერიალური მარაგების გაყიდვიდან:

 

 

 

40.5.1

შემოსულობა სტრატეგიული მარაგების გაყიდვიდან

100

 

 

 40.5.2

შემოსულობა სხვა მატერიალური მარაგების (ნედლეული და მასალები, დაუმთავრებელი წარმოება, მზა პროდუქცია და შემდგომი რეალიზაციისათვის შეძენილი საქონელი) გაყიდვიდან, განხორციელებული:

 

 

 

40.5.2.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

40.5.2.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

40.5.2.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

40.6

შემოსულობა ფასეულობების გაყიდვიდან, განხორციელებული:

 

 

 

40.6.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

40.6.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

40.6.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

40.7

შემოსულობა არაწარმოებული აქტივებიდან:

 

 

 

40.7.1

შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია:

 

 

 

40.7.1.1

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე

50

50

 

40.7.1.2

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე

50

 

50

40.7.1.3

შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

 

100

 

40.7.1.4

შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

 

 

100

40.8

შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია:

 

 

 

40.8.1

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე

 

35

65

 

40.8.2

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე

 

35

 

65

40.9

შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

 

100

 

40.10

შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

 

 

100

40.11

შემოსულობა წიაღისეულიდან

100

 

 

40.12

შემოსულობა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან

100

 

 

40.13

შემოსულობა სხვა ბუნებრივი აქტივებიდან

100

 

 

40.14

შემოსულობა არაწარმოებული არამატერიალური აქტივებიდან (პატენტები, სალიზინგო ხელშეკრულებები და სხვა ანალოგიური კონტრაქტები, აგრეთვე შეძენილი გუდვილი), გადახდევინებული:

 

 

 

40.14.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

40.14.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

40.14.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

 

100

40.15

შემოსულობა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებიდან

 

 

100

41

შემოსულობა ფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან, განკუთვნილი:

 

 

 

41.1

ცენტრალური ხელისუფლებისათვის

100

 

 

41.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისათვის

 

100

 

41.3

ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის

 

 

100

საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3439 - სსმ I, №36 13.07.2010 წ., მუხ.218

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3775 - სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.402

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.448

63. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4425-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 62. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4026-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 61. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3975-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 60. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4030-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 59. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3820-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 58. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3859-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 57. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3539-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 56. 02/05/2023 - საქართველოს კანონი - 2791-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/05/2023 55. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2625-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 54. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2576-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 53. 16/12/2022 - საქართველოს კანონი - 2437-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 52. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2384-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/12/2022 51. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1196-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 50. 15/12/2021 - საქართველოს კანონი - 1138-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/12/2021 49. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 373-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 48. 02/03/2021 - საქართველოს კანონი - 247-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/03/2021 47. 29/12/2020 - საქართველოს კანონი - 36-IIრს-Xმპ - ვებგვერდი, 30/12/2020 46. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6946-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 45. 01/07/2020 - საქართველოს კანონი - 6701-რს - ვებგვერდი, 07/07/2020 44. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6295-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 43. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5670-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 42. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4918-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 41. 27/06/2019 - საქართველოს კანონი - 4862-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 40. 25/06/2019 - საქართველოს კანონი - 4853-IIს - ვებგვერდი, 02/07/2019 39. 14/12/2018 - საქართველოს კანონი - 4017-Iს - ვებგვერდი, 25/12/2018 38. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3880-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 37. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3809-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 36. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3461-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 35. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3381-Iს - ვებგვერდი, 24/09/2018 34. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3222-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2265-IIს - ვებგვერდი, 24/05/2018 32. 13/12/2017 - საქართველოს კანონი - 1722-Iს - ვებგვერდი, 22/12/2017 31. 30/11/2017 - საქართველოს კანონი - 1395-Iს - ვებგვერდი, 08/12/2017 30. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1267-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 29. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 912-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 28. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 660-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 27. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 498-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 26. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 98-Iს - ვებგვერდი, 23/12/2016 25. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5589-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 24. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 23. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4923-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 22. 08/05/2015 - საქართველოს კანონი - 3604-რს - ვებგვერდი, 15/05/2015 21. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2935-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 20. 30/07/2014 - საქართველოს კანონი - 2588-რს - ვებგვერდი, 11/08/2014 19. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1959-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1599-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 17. 20/12/2012 - საქართველოს კანონი - 117-Iს - ვებგვერდი, 29/12/2012 16. 28/06/2012 - საქართველოს კანონი - 6572-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 15. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 14. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6331-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 13. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6168-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 12. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5526-რს - ვებგვერდი, 111221005, 21/12/2011 11. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5351-IIს - ვებგვერდი, 111125019, 25/11/2011 10. 28/10/2011 - საქართველოს კანონი - 5172-IIს - ვებგვერდი, 111107010, 07/11/2011 9. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4210-Iს - ვებგვერდი, 110310023, 10/03/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4108-რს - სსმ, 75, 27/12/2010 7. 10/12/2010 - საქართველოს კანონი - 3967-IIს - სსმ, 74, 24/12/2010 6. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 5. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3775 - სსმ, 63, 10/11/2010 4. 13/07/2010 - საქართველოს კანონი - 3439 - სსმ, 36, 13/07/2010 3. 29/06/2010 - საქართველოს კანონი - 3235 - სსმ, 34, 09/07/2010 2. 29/06/2010 - საქართველოს კანონი - 3265 - სსმ, 32, 06/07/2010 1. 18/06/2010 - საქართველოს კანონი - 3114 - სსმ, 29, 22/06/2010