საერთო სასამართლოების შესახებ

საერთო სასამართლოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.003.778
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2257
04/12/2009
სსმ, 41, 08/12/2009
110.050.000.04.001.003.778
საერთო სასამართლოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (13/06/2023 - 13/06/2023)

საქართველოს ორგანული კანონი

საერთო სასამართლოების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სასამართლო ხელისუფლება

1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.

2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

3. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო მოსამსახურეთა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაციის წესს და ამ წესის დარღვევისთვის მათ პასუხისმგებლობას, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საქართველოს საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  ვებგვერდი, 26.04.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული კანონი №3262  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

      მუხლი 11. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის XII1 თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოს მოსამართლესთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით;

ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის თანამშრომელი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი;

გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას;

დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

ე) სახელმწიფო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

ვ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

2. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული დისციპლინური საქმის წარმოების მასალების მიხედვით დააკმაყოფილებდა ნეიტრალურ მეთვალყურეს, რათა დაესკვნა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენა;

ბ) ალბათობის მაღალი ხარისხი – ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ დისციპლინურ საქმეზე შეფარდებული იქნება შესაბამისი სახდელი.

    მუხლი 2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა

1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.

2 1. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში.

3. სამხედრო სასამართლო შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში, საომარი მდგომარეობის დროს, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. ამავე დეკრეტით უნდა განისაზღვროს სამხედრო სასამართლოს შემადგენლობა, განსჯადობა და მის მიერ საქმეთა განხილვის წესი. აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან.

4. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

    მუხლი 3. უფლების სასამართლო წესით დაცვა

1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

    მუხლი 4. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა

1. სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის.

2. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

3. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6858 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .

    მუხლი 5. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით

საქართველოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

    მუხლი 6. მართლმსაჯულებისა და სამართალწარმოების პრინციპები

1. მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე, აგრეთვე საქვეყნოობის, მოსამართლეთა შეუცვლელობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით.

2. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

    მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.

2. მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საერთო სასამართლოს მიერ შეჩერებული საქმის წარმოების განახლებას იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური წარდგინებით არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმა აღარ წარმოადგენს შეჩერებულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/4/1648  – ვებგვერდი, 29.04.2022წ.

4. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.  

    მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

1. სახელმწიფო თუ  მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.

2. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის

მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე დამსწრე და სასამართლოში მყოფ სხვა პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 10. სამართალწარმოების ენა

სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება

მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ხოლო მოსამართლეები – კოლეგიურად. სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №4952 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 13. საქმის განხილვის საქვეყნოობა

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სასამართლო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ.

3 1. ღია სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მთლიანად ქვეყნდება სასამართლოს ვებგვერდზე, ხოლო დახურულ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში სასამართლოს ვებგვერდზე ამ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი ქვეყნდება. სასამართლო გადაწყვეტილებებში შეტანილი პირის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საკითხი წყდება კანონის შესაბამისად.

[ 3 1 . სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სათანადო ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია:

ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები;

ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები;

გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

4. ( ამოღებულია – 06.03.2013, №260) . 

5. სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის 6 მარტის ორგანული კანონი №260 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580   – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.

    მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება

1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.

4. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა. აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისას დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

5. თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

6. თუ დაზარალებულის ან/და მოწმის უსაფრთხოების ინტერესები ამას მოითხოვს, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია აკრძალოს დაზარალებულის ან/და მოწმის გადაღება, მისი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა.

7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.

საქართველოს 2013 წლის 6 მარტის  ორგანული  კანონი №260 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №580   – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის  ორგანული  კანონი  №3696  - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

     მუხლი 132. სასამართლო მედიაციის პროგრამა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია შესაბამის სასამართლოში „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახორციელოს სასამართლო მედიაციის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და მედიაციის განვითარებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.

2. სასამართლო მედიაციის პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. სასამართლო მედიაციის პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის კომუნიკაციის სტანდარტებს, სასამართლო მედიაციის წარმართვის საპროცესო მხარეს, აგრეთვე სასამართლო მედიაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა საკითხებს, რომლებიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული არ არის.

 

თავი II. საქართველოს უზენაესი სასამართლო

    მუხლი 14. საქართველოს უზენაესი სასამართლო

1. საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა.

2. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 90-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის 28 მოსამართლე.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 15. უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა

1. (ამოღებულია - 08.02.2017, №255).

2. უზენაეს სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

დ) დიდი პალატა;

ე) პლენუმი;

ვ) სადისციპლინო პალატა;

ზ) საკვალიფიკაციო პალატა.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 16. უზენაესი სასამართლოს პალატა

1. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატებისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისათვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, ასევე განიხილავს საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში.

2. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა დიდი პალატისა) საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით.

3. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ:

ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;

ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);

გ) (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი №3620 - სსმ I, №52, 30.09.2010წ., მუხ.334

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3959 - სსმ I, №73, 23.12.2010წ., მუხ.439

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული  კანონი № 2647  -  ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 17. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

1. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს.

2. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.

3. დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.

4. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

5. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3959 - სსმ I, №73, 23.12.2010წ., მუხ.439

    მუხლი 18. უზენაესი სასამართლოს პლენუმი

1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან.

2. პლენუმი უფლებამოსილია:

ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა;

ბ) უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და თავმჯდომარეები;

1) (ამოღებულია - 08.02.2017, №255);

გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე;

ე) (ამოღებულია - 01.11.2013, №1489);

ვ) საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს მთავრობას წარუდგინოს რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე;

ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;

თ) შექმნას უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს მისი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია;

ი) შექმნას უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დაამტკიცოს მისი დებულება, შემადგენლობა და სწავლული მდივანი;

კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით უზენაესი სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ოდენობა;

ლ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტი, მოხელეთა და სხვა მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები;

1) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში სტაჟირების გავლის წეს ი და უზენაესი სასამართლოს აპარატის მო სამსახურეთა შეფასების წეს ;

მ) მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ;

ნ) განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. პლენუმი ვალდებულია:

ა) დაიცვას და განამტკიცოს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი და თანასწორუფლებიანი შტოს – სასამართლო ხელისუფლების – ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცება.

4. პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა.

5. პლენუმი მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. პლენუმის სხდომას ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

6. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები.

7. უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529  - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული  კანონი № 2647  -  ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 19. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრთა ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი.

2. (ამოღებულია - 08.02.2017, №255).

3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრად ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩია უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.

4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს. 

5. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ამ კანონის XIII 1 თავით დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, ხოლო ამ კანონის XIII 1 თავით და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე.

 

მუხლი 191. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა

1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ განწესების პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაზე/გადაწყვეტილებაზე, საჩივარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებასა/წარდგინებასა და მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

2. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია

3. საკვალიფიკაციო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ასარჩევად უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის ნებისმიერი წევრი. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ ვერ აირჩია წარდგენილი კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საკვალიფიკაციო პალატის წევრის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.

4. საკვალიფიკაციო პალატის წევრს ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს პლენუმის თანხმობით.

5. საკვალიფიკაციო პალატის წევრი ვალდებულია კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ მას ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.

6. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი სრულად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული  კანონი № 2647  -  ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 20. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები

1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებს ამ პალატების შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის მე-19 და 19 1 მუხლებით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

2. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული  კანონი № 2647  -  ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 21. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას;

ბ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს;

გ) (ამოღებულია - 01.05.2013, №580);

დ) საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან;

ე) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;

ზ) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;

თ) ახორციელებს ამ კანონის XIII 1 თავით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; 

ი) (ამოღებულია - 21.07.2018, №3262);

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

11. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, 10 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, უფლებამოსილების ვადისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ. წარდგენილად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმები მიიღო. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები, კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს (კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება). კანდიდატი წარდგენილად ითვლება, თუ მან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმები მიიღო. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლო კენჭისყრიდან არაუადრეს 2 კვირისა კანდიდატურის დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება. საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ასარჩევად იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №580   – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4389  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის ორგანული კანონი  №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

 

თავი III. სააპელაციო სასამართლო

    მუხლი 22. სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 23. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა

1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

დ) საგამოძიებო კოლეგია.

21. სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.

3. სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამ კანონის 58 1 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.

5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

7. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება.

8. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა;

გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;

დ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII 1 თავის შესაბამისად. 

    მუხლი 24. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება

1. სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. გარკვეული კატეგორიის საქმეებზე შეიძლება დაწესდეს სააპელაციო საჩივრების ერთპიროვნული განხილვა საპროცესო კანონით დადგენილი წესით.

2. სააპელაციო სასამართლო აგრეთვე ახორციელებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

3. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 25. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) პირადად განიხილავს საქმეებს;

ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

დ) ახორციელებს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;

ე) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზებს) და ამ ინფორმაციას წელიწადში ერთხელ მაინც აწვდის მოსამართლეებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად;

ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;

ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.

3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523  - სსმ I,  № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286

    მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება

1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;

ბ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255);

გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს;

ვ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის  მოვალეობას;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დროებით არყოფნისას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.

3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

 საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2034 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

 

თავი IV. რაიონული (საქალაქო) სასამართლო

    მუხლი 27. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

2. რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში).

3. საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში. საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც (მუნიციპალიტეტებსაც).

    მუხლი 28. მოსამართლეთა რაოდენობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო შედგება არანაკლებ 2 მოსამართლისაგან.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

    მუხლი 29. საქმეთა განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, – კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.

2. მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 30. მოსამართლეთა სპეციალიზაცია

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები (შემდგომში – სასამართლო კოლეგიები).

3. სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას ადგენს და სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეს ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სასამართლოს თავმჯდომარემ ამ კანონის 581 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში) განხილვა, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განხილვა.

    მუხლი 31. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.

     მუხლი 32. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე: 

ა) პირადად განიხილავს საქმეებს;

ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

გ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზებს) და ამ ინფორმაციას წელიწადში ერთხელ მაინც აწვდის მოსამართლეებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

1) ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;

ე) ამოღებულია ;

ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას; უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და სხდომაზე დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სასამართლო სხდომის დარბაზში ცალკეული საგნების შეტანის აკრძალვა; უფლებამოსილია, აღნიშნული დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;

ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს;

ი) (ამოღებულია - 08.02.2017, №255).

კ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255).

ლ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255).

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება.

4. იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, იმავდროულად არის ამ სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს კოლეგიის თავმჯდომარე.

5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა;

გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;

დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII 1 თავის შესაბამისად. 

საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის ორგანული  კანონი №3523  - სსმ I,  № 46 ,  04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 33. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

2. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

3. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.

 

თავი V. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), მოსამართლის დაწინაურება

      მუხლი 34. მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნები

1. ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსამართლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

2. მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღარ არსებობს ამ კანონის XIII1 თავის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან) ან იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

3. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება:

ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი;

ბ) უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი;

დ) საქართველოს საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე − სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე.

4. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება:

ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი;

ბ) უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი;

დ) უზენაესი, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებული იყო კონკურსის შედეგად და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება;

ე) პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და რომელიც შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.

     მუხლი 341. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი

1.   უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას აწვდის საზოგადოებრივ მაუწყებელს და არანაკლებ 2 ეროვნულ მაუწყებელს. 

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას. პირის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები (მათ შორის, ავტობიოგრაფია) უნდა შეიცავდეს სათანადო ინფორმაციას მის მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, აგრეთვე პირის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემების) ამ კანონის 342 მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე და საქართველოს პარლამენტისთვის გადაცემაზე/გასაჯაროებაზე. 

3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში. 

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, სრულყოფილად აქვს წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები. რეგისტრაციის პროცედურის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია კანდიდატად მათი რეგისტრაციის შესახებ. 

5. შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში. 

6. (ამოღებულია - 01.04.2021, №447)

7. (ამოღებულია - 30.09.2020, №7205).

8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა იწყებს კანდიდატებად რეგისტრირებული პირების საჯარო მოსმენას. კანდიდატებად რეგისტრირებულმა პირებმა აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად რეგისტრაცია უქმდება.

9. კანდიდატების მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს შესასწავლად გადაეცემა კანდიდატების შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით მოძიებული ინფორმაცია.

10. კანდიდატები საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად წარდგებიან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვა დაუსვან თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების საჯარო მოსმენა უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით. კანდიდატების საჯარო მოსმენა იმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე საბჭოს წევრები, ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით, სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით იმავე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით იმავე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით, კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე კეთილსინდისიერების კრიტერიუმით იმავე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტით/მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ქულას და იმავე მუხლით განსაზღვრულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს. აღნიშნულ შეფასებებსა და დასაბუთებებში მიეთითება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებებთან ერთად არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, მიიჩნევა, რომ საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში. ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს გადასცემს კანდიდატის არასრულ შეფასებას ან კანდიდატის შეფასებას დასაბუთების გარეშე, საბჭოს აპარატი საბჭოს ამ წევრს აცნობებს აღნიშნული ხარვეზის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ეს ხარვეზი 2 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში. ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა და ამ ქულების დასაბუთებები, ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები და ამ შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითებით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კანდიდატთა შეფასებებისა და ამ შეფასებების დასაბუთებების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს განკარგულებას, რომელშიც მიეთითება შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების ვინაობა, აგრეთვე იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. აღნიშნული განკარგულების მიღებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საბჭოს წევრებს წარუდგენს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეული კანდიდატის შეფასებებს და ამ შეფასებების დასაბუთებებს, აგრეთვე კანდიდატთა შეფასებების შესახებ შეჯამებულ წერილობით ინფორმაციას. შემდგომ ეტაპზე გადადის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის გამოცხადებული. ამასთანავე, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა შემდგომ ეტაპზე, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომ ეტაპზე გადავა კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე ის მომდევნო კანდიდატი, რომლის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და რომელიც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 10 წევრის შეფასების მიხედვით, აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. თუ იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობაზე ნაკლებია, შემდგომ ეტაპზე მხოლოდ ეს კანდიდატები გადავლენ. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების გამოვლენისას აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია და ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს ღია სხდომაზე კენჭი სათითაოდ, შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ: პირველ რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატთაგან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით, თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ კანდიდატებს. ამასთანავე, თუ რომელიმე კანდიდატმა კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, დანარჩენ კანდიდატებს კენჭი აღარ ეყრებათ. თუ აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა ღიაა. კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას კენჭისყრის დასრულებისთანავე წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი საქართველოს პარლამენტს წარედგინება, თუ მას მხარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს. საქართველოს პარლამენტს კანდიდატები ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება. ეს წარდგინება, ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული ყოველი კენჭისყრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით წარუდგინოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისას უგზავნის საქართველოს პარლამენტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს უგზავნის აგრეთვე ამ მუხლის მე-11−მე-13 და მე-15 პუნქტების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.

15. თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს/კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, 2 კვირის განმავლობაში, კანდიდატებად რეგისტრირებულ პირთა სიაში მითითებული კანდიდატებიდან, ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით შეირჩევა იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არსებობს, და ის/ისინი ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით წარედგინება საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ამასთანავე, სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება იმავე პუნქტების შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი პროცედურა ერთჯერადია.

16. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არცერთ ეტაპზე. იგი ასევე არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას. 

17. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს კანდიდატი ვერ წარუდგინა, კანონით დადგენილი ყველა სათანადო პროცედურის ამოწურვის შედეგად ვერ შეივსო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსია ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასამართ შესაბამის კენჭისყრაში ამ კანონის 343 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე შეზღუდვის მოქმედების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ სათანადო საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის საკმარისი რაოდენობის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, 1 თვის ვადაში შესაბამისი კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

18. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე   ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

    მუხლი 342. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება 

1. ამ კანონის 364 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, მათი რეგისტრაციის დასრულებისთანავე, ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიებას.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას საფუძვლიანად სწავლობს მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე ინფორმაციას მათ მიმართ წარსულში არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე. 

3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ამ მუხლის შესაბამისად მოძიებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კანდიდატების შესაფასებლად გამოიყენება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კენჭისყრისას გაითვალისწინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია. 

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს უგზავნის წარდგინებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ. წარდგინებასთან ერთად საქართველოს პარლამენტს ეგზავნება ამ კანონის 341 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული დოკუმენტები, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგად მიღებული მონაცემები. ამ ინფორმაციის მოძიების შედეგად მიღებული მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, კონფიდენციალურია და მათი რაიმე ფორმით გამჟღავნება დაუშვებელია. აღნიშნული წარდგინება უნდა შეიცავდეს კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და კანდიდატის შესახებ საერთო ინფორმაციას. 

5. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის ამ მუხლის შესაბამისად მოძიებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დაუკავშირდეს კანდიდატების რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლების ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლებელია ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატების ნასამართლობის, ადმინისტრაციულ და დისციპლინურ დავებში მონაწილეობისა და მათ მიერ დარღვევის ჩადენის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე/გადამოწმებაზე. 

6. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს იყენებს. გამონაკლისის სახით შეიძლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა ინფორმაციის მიმწოდებელს დამატებითი შეკითხვებით მიმართოს ან/და ინფორმაციის მისაღებად მის მიმწოდებელთან ზეპირი კომუნიკაცია განახორციელოს, რაც წერილობით უნდა გაფორმდეს და ინფორმაციის მიმწოდებელმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.

7. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ან/და კომუნიკაცია ერთიან, შემაჯამებელ ოქმში უნდა აისახოს. 

8. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით მოძიებული ინფორმაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინება. 

9. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის წარდგენისთანავე საბჭო ვალდებულია აცნობოს კანდიდატებს ინფორმაციის მოძიების დასრულების შესახებ და უზრუნველყოს საბჭოში არსებული ინფორმაციის თითოეული კანდიდატისათვის ხელმისაწვდომობა. მას შემდეგ, რაც ინფორმაციის მოძიების შედეგები კანდიდატისათვის ხელმისაწვდომი გახდება, კანდიდატს უფლება აქვს, 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები. კანდიდატს ასევე უფლება აქვს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია. კანდიდატი აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას ეცნობა. 

10. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია დალუქული ინახება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ, დაცულ ადგილას არანაკლებ 1 წლის განმავლობაში.

საქართველოს 2019 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის ორგანული კანონი №7205 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

     მუხლი 343. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა და საბჭოს წარდგინების გასაჩივრება

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება ან იმავე მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ იგი მონაწილეობდა იმავე პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატების შერჩევის შესაბამის ეტაპზე და მიაჩნია, რომ:

ა) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;

ბ) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები;

დ) ინფორმაცია, რომელიც ამ განკარგულებას/წარდგინებას საფუძვლად დაედო, არსებითად მცდარია და ამის დასადასტურებლად კანდიდატმა სათანადო მტკიცებულებები წარადგინა;

ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა მოეხდინა.

2. საჩივარი ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების ან იმავე მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიღებულ საჩივარს დაუყოვნებლივ გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას. აღნიშნული საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შემთხვევაში ამ კანონის 341 მუხლით განსაზღვრული პროცედურა შესაბამის ეტაპზე ჩერდება, ვიდრე უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

3. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

4. საჩივარში მითითებული უნდა იყოს:

ა) უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის დასახელება;

ბ) საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი, მოწინააღმდეგე მხარის დასახელება და მისამართი;

გ) გასაჩივრებული განკარგულების/წარდგინების ზუსტი დასახელება და ამ განკარგულების/წარდგინების მიმღები ორგანოს დასახელება;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განკარგულების/წარდგინების გასაჩივრების საფუძველი, აგრეთვე ამ საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები;

ე) საჩივრისთვის დართული წერილობითი მასალების ნუსხა;

ვ) საჩივრის წარმდგენი პირის ხელმოწერა.

5. საჩივარს უნდა ერთოდეს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. საჩივრის საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში მას უნდა ერთოდეს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი.

6. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამოწმებს, წარდგენილია თუ არა საჩივარი საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საჩივარი წარდგენილია საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა მას წარმოებაში იღებს. თუ საჩივარი წარდგენილია საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსწორებას ავალებს და ამისთვის უნიშნავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 2 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა, საჩივარი არ არის წარდგენილი საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ ან დაირღვა საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი განუხილველი რჩება. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის დასაშვებობის საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

7. საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საჩივარი და მისთვის დართული მასალების ასლები ეგზავნება მოწინააღმდეგე მხარეს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა უფლებამოსილია გააერთიანოს ორი ან ორზე მეტი საჩივარი ერთ წარმოებად ერთად განხილვისთვის.

8. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს და ამის შესახებ ატყობინებს მხარეებს ამ განჩინების გამოტანიდან 1 დღის ვადაში. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო პალატის სხდომაში მონაწილეობისთვის მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას.

9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივრის განხილვაში მონაწილეობისთვის თავის წარმომადგენელს ნიშნავს.

10. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების უცვლელად დატოვების თაობაზე;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.

11. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განკარგულების/წარდგინების გასაჩივრების საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმების საფუძველი, თუ საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისმა დარღვევამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი განკარგულების/წარდგინების მიღება გამოიწვია.

12. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმავე პუნქტის შესაბამისად ხელახალ განკარგულებას მიიღებს. ამასთანავე, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენა დაადგინა, მიიჩნევა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამის ვაკანსიასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები გაუქმებულია, და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აღნიშნულ კანდიდატებს ამ კანონის 341 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ხელახლა შეაფასებენ. ამ შეფასებაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენაც დაადგინა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსიის შესავსებად გამართულ, ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში.

13. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტით/მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმავე პუნქტის შესაბამისად ხელახალ წარდგინებას მიიღებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ წარდგინების მისაღებად გამართულ არცერთ კენჭისყრაში არ მონაწილეობს, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი აღნიშნული გადაწყვეტილებით საბჭოს ამ წევრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენა დაადგინა.

131. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულება/ხელახალი წარდგინება საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 1 კვირის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით.

132. ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გასაჩივრების უფლება, ამავე მუხლით დადგენილი საჩივრის წარდგენის ვადების გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის/კანდიდატების შერჩევის ყოველ შესაბამის ეტაპზე მოქმედებს მანამ, სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. (ამოღებულია - 01.04.2021, №447).

საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის ორგანული კანონი №7205 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №447 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.

      მუხლი 35. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესი

1. პირი რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განწესდება 3 წლის ვადით, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უვადოდ.

2. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა და მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აცხადებს კონკურსს და აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დასანიშნად სათანადო პროცედურას წარმართავს. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აწვდის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და არანაკლებ 2 ეროვნულ მაუწყებელს.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს ნიშნავს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით. მოსამართლის კონკურსით დანიშვნისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკურსში მონაწილე სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის (გარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრისა) ამ კანონის 351 მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას სავალდებულოა მის მიერ განხილული 5 საქმის შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული (მათ შორის, არანაკლებ 2 საქმის (არსებობის შემთხვევაში) შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა). შესაფასებელი საქმეები შემთხვევითობის პრინციპის დაცვით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია, შეფასდეს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ცოდნის დონე, მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორე, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას ასევე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომის ხასიათი და სერიოზულობა.

4. თუ მოსამართლეობის კანდიდატი მოსამართლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ განწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს, რათა ამ კანდიდატს მიმდინარე კონკურსის ფარგლებში დარჩენილ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხელახლა ეყაროს კენჭი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახალი კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხელახალი კენჭისყრა იმართება საერთო წესით. ამასთანავე, მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლის იმ ვაკანტურ თანამდებობაზე განსაწესებლად საჭირო, ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს, რომელზე დასანიშნადაც მას ხელახლა ეყრება კენჭი.

     მუხლი 351. მოსამართლეობის კანდიდატისა და რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების კრიტერიუმები, მათი მახასიათებლები და შეფასების სისტემა

1. მოსამართლეობის კანდიდატი და რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდებიან 2 ძირითადი კრიტერიუმით − კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.

2. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:

ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;

ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;

გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა;

დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;

ე) ფინანსური ვალდებულება − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში.

3. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია:

ა) სამართლის ნორმების ცოდნა;

ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია;

გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში;

დ) წერის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში;

ე) ზეპირი კომუნიკაციის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში;

ვ) პროფესიული თვისებები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში;

ზ) პროფესიული თვისებები (მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში) − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში;

თ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა;

ი) პროფესიული აქტივობა.

4. პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი, როგორც მოსამართლისა (სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში) და მოქალაქის, პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი ან სხვა მოვალეობების, ფინანსური ან სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის, კომუნალური ან სხვა გადასახადის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე სიმართლისმოყვარეობა.

5. დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმტკიცე, შეუვალობა და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მიუკერძოებლობა, სამართლიანობა.

6. პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი კორექტულობა კოლეგებსა და სხვა პირებთან ურთიერთობისას, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი, სასამართლოში წარმართული დავები, რომლებშიც იგი მონაწილეობდა, როგორც მხარე, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდების არსებობა და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე მის მიერ სამოსამართლო ეთიკის დაცვა, მოსამართლის მაღალი წოდების შესაბამისი ქცევა და იმიჯი, ქცევა მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

7. პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და ხარისხი და სხვა.

8. ფინანსური ვალდებულების მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ინფორმაცია მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ. პირის ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მისი ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას.

9. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მის მიერ ცოდნის დონე. ამ მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შესაფასებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს მის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. აღნიშნული მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი ითვალისწინებს მის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლის ნორმების (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) გამოყენების სისწორეს. ზემოაღნიშნული მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი გამოითხოვს მის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას.

10. სამართლებრივი დასაბუთების უნარისა და კომპეტენციის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი ანალიტიკური აზროვნების უნარი და პროფესიული გამოცდილება, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე მის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა.

11. წერის უნარის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ წერილობით აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. ზეპირი კომუნიკაციის უნარის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი გამართულად მეტყველების უნარი, სხვისი აზრის მოთმინებით მოსმენის უნარი, ღიაობა, განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და სხვა.

12. პროფესიული თვისებების მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა. პროფესიული თვისებების (მათ შორის, სასამართლო დარბაზში ქცევის) მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, საქმის ჯეროვნად და პასუხისმგებლობით მომზადება, ქცევა სასამართლო დარბაზში და სასამართლო სხდომის სათანადოდ წარმართვის უნარი, ქცევა მხარეებთან ურთიერთობისას, გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა, გადაწყვეტილების დაუხმარებლად მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, პროდუქტიულობა და სისწრაფე, საპროცესო ვადების დაცვა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა.

13. აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული წვრთნის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება სიახლეების მიმართ მისი ღიაობა, თვითგანვითარების უნარი, საოფისე კულტურა, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ინტერესი, პროფესიული წვრთნის პროგრამებში მონაწილეობა, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და სხვა.

14. პროფესიული აქტივობის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ ინიციატივის გამოჩენის უნარი, იდეებისა და წინადადებების წამოყენება, მისი სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე მისი დამსახურება და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე სამართლებრივი სისტემისა და მართლმსაჯულების საკითხებზე სხვადასხვა ფორმატის დისკუსიებში, შეხვედრებსა და სემინარებში მისი მონაწილეობა, საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ღიად და თავისუფლად გამოხატვა.

15. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლები. აღნიშნული მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:

ა) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;

ბ) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;

გ) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.

16. კომპეტენტურობის კრიტერიუმით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება ქულებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“−„გ“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება:

ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 25 ქულა;

ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 25 ქულა;

გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარები – 20 ქულა;

დ) პროფესიული თვისებები – 15 ქულა;

ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 10 ქულა;

ვ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.

17. კომპეტენტურობის კრიტერიუმით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატი ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდება ქულებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება:

ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 20 ქულა;

ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 20 ქულა;

გ) წერის უნარი – 20 ქულა;

დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 15 ქულა;

ე) პროფესიული თვისებები (მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში) – 15 ქულა;

ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 5 ქულა;

ზ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.

     მუხლი 353. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა ან მშობელი, იგი არ მონაწილეობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურაში.

2. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს შესაბამისი მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მონაწილეობას ვერ მიიღებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურებში, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი თავად მონაწილეობს მოსამართლის ამ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები მოქმედებს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დაწინაურებისა და მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტისას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში, საპროკურორო საბჭოში, საჯარო სამსახურის საბჭოში ან კანონით დადგენილ სხვა უწყებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისას და სხვა საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების მიღებისას. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული წესი არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ განკარგულებაზე, რომელიც არ ეხება სახელობით განსაზღვრულ პირთა წრეს.

6. დაუშვებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მის მიერ აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო.

      მუხლი 36. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესება

1.  (ამოღებულია - 13.06.2023, №3129).

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

3. (ამოღებულია - 01.05.2019, №4526).

4. მოსამართლეს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით, ამავე კანონის შესაბამისად ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

41. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, განაწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. მოსამართლის თანამდებობაზე განწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე, სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ მოსამართლეზე, თუ მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ყოფილი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ გასულა. აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ განწესდება შესაბამისი კონკურსის წარმატებით გავლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა საჭირო რაოდენობის(საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის) ხმების მიღების შემთხვევაში. იმ მოქმედი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომელიც თანამდებობაზე 10 წლის ვადით არის დანიშნული, იგი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს ამ უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.

42. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლის უვადოდ განწესების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას კენჭისყრის დასრულებისთანავე წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. ამ კენჭისყრის შედეგები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, აღნიშნული კენჭისყრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით წარუდგინოს თავისი განსხვავებული აზრი. ეს აზრი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

43. იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ, სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი თანამდებობა ვაკანტურად იქნება მიჩნეული და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება. ეს მოსამართლე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

4 4. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 2 თვის ვადაში უნდა შეაფასონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობა. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 36 4 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

45. მოსამართლე უფლებამოსილია ინტერესთა შეუთავსებლობის მოტივით, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს იმ შემფასებლის/ შემფასებლების აცილება, რომელმაც/რომლებმაც უნდა შეაფასოს/შეაფასონ მისი საქმიანობა შესაბამის პერიოდში, კერძოდ, თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ შემფასებლის/შემფასებლების ობიექტურობაში, დამოუკიდებლობაში ან/და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის სერიოზულ საფუძველს იძლევა. შემფასებლის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის შემფასებელი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში შემფასებელი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მონაწილეობა არ მიიღოს შეფასებაში. 

5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს გაუგრძელდა უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. თუ პირი, რომელსაც გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.

6. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს.

1. მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზანია თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის შერჩევის გზით დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.

2. მოსამართლის საქმიანობა ფასდება ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად.

3. მოსამართლეს  თანამდებობაზე მისი ყოფნის 3-წლიანი ვადის დაწყებისთანავე უნდა ეცნობოს შეფასების პროცედურისა და იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მისი ცალკეული კრიტერიუმებით შეფასებისას და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

მუხლი 364. მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურა

1. შემფასებლები მოსამართლის საქმიანობას აფასებენ პარალელურად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. შემფასებლები ვალდებული არიან, ერთმანეთს არ გაუმჟღავნონ შეფასებისას მოპოვებული ინფორმაცია და შეფასების შედეგები.

2. შემფასებელი უფლებამოსილია მოსამართლის საქმიანობის შეფასებისათვის განკუთვნილ 2-თვიან ვადაში ნებისმიერ დროს განახორციელოს საჭირო ღონისძიებები კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შესაფასებლად, მათ შორის, შეისწავლოს საქმეები, დაესწროს შესაფასებელი მოსამართლის მიერ წარმართულ სასამართლო სხდომებს, მოთხოვნისთანავე მიიღოს როგორც შეფასების პერიოდში, ისე შეფასების პერიოდის დაწყებამდე გამართული სასამართლო სხდომების აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, ამ კანონით დადგენილი წესით მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, სამართლებრივი კონსულტაციისათვის მიმართოს იურიდიული წრეების წარმომადგენლებს, პირადად შეხვდეს შესაფასებელ მოსამართლეს და სხვა პირებს და დაუსვას კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაპოვებლად. შემფასებელმა შესაფასებელ მოსამართლეს არ უნდა დაუსვას ისეთი კითხვები, რომლებიც შინაარსობრივად შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნას უტოლდებოდეს. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის მოძიება, რომელიც ამ კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შეფასებასთან დაკავშირებული არ არის. მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის. ინფორმაციის მოპოვების მეთოდი არ უნდა ხელყოფდეს შესაფასებელი მოსამართლის დამოუკიდებლობას.

3. შემფასებლებმა, რომლებიც აფასებენ მოსამართლის საქმიანობას შესაბამის პერიოდში, შეფასებისას პარალელურად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეისწავლონ შესაფასებელი მოსამართლის მიერ განხილული არანაკლებ 5 ერთი და იგივე საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული, მათ შორის, არანაკლებ 2 საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესასწავლი საქმეები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ცოდნის დონის, მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობისა და დამაჯერებლობის, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარის, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარის შეფასება. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას აგრეთვე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომების ხასიათი და სერიოზულობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეთა შეფასების შედეგი არ შეიძლება გახდეს მოსამართლის მიერ ამ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გადასინჯვის ან/და მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი.

5. მოსამართლის შეფასების პროცედურის სრულყოფილად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის თანამშრომლებიც ტექნიკურ დახმარებას უწევენ შემფასებელს და ასრულებენ მის ცალკეულ დავალებებს კონკრეტული კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. აღნიშნული სტრუქტურული ერთეული ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსაც.

6. მოსამართლეს, რომლის საქმიანობაც ფასდება, უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით აცნობოს შემფასებლის მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების თაობაზე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ დაასკვნის, რომ შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ის შეფასების ვალდებულებას წილისყრით დააკისრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს ან განახორციელებს სხვა ღონისძიებებს დარღვევების აღმოფხვრისა და თავიდან აცილების მიზნით.

7. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ კანონის 351 მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლები. აღნიშნული მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელს გამოაქვს იმავე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დასკვნა.

8. კომპეტენტურობის კრიტერიუმით მოსამართლე ფასდება ქულებით, ამ კანონის 351 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და იმავე მუხლის მე-17 პუნქტით განისაზღვრება.

9. შეფასების თითოეული პერიოდის დასრულებისთანავე მოსამართლის შეფასების ანგარიშები დალუქული სახით გადაეცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამ ანგარიშებში მოცემული შეფასების შედეგების გაანალიზების მიზნით შესაფასებელ მოსამართლეს უფლება აქვს, შეფასების თითოეული პერიოდის დასრულების შემდეგ თავისუფლად გაეცნოს ანგარიშებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას. მასალების გატანა დაუშვებელია. მოსამართლის მიერ ანგარიშების გაცნობის შემდეგ ისინი ილუქება და მის პირად საქმეს დაერთვება.

10. მოსამართლის შეფასების ანგარიში მოიცავს:

ა) დასკვნას, რომელშიც სათანადოდ არის აღწერილი და დასაბუთებული შეფასების ორივე კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით გამოვლენილი შედეგები;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით შევსებულ ფორმას, რომელშიც ასახულია კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასების შედეგად ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული დასკვნა და კომპეტენტურობის კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა რაოდენობა;

გ) ყველა წერილობით დოკუმენტს და სხვა მასალას, რომლებზე დაყრდნობითაც შეფასდა მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში.

11. მოსამართლის შეფასების თაობაზე მონაცემები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე კონფიდენციალურია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წევრს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის არცერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს შეფასების შედეგები.

12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აანალიზებს მოსამართლის 3-წლიანი საქმიანობის განმავლობაში განხორციელებული მისი ყველა შეფასების შედეგებს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მიღებული შეფასებების შეჯერების მიზნით გამოიანგარიშება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებით შეფასების სამივე პერიოდში განხორციელებული ექვსი შეფასებისას მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი, რის შემდეგაც განისაზღვრება ამ ჯამის პროცენტული სიდიდე კომპეტენტურობის კრიტერიუმისათვის განსაზღვრული ქულების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მიმართ.

13. თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას შემფასებელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ან/და კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ვერ აღწევს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს სამართლებრივ აქტს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ კანონის 365 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, მოსამართლისთვის მისი გადაცემიდან 1 კვირის ვადაში.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია კენჭისყრით, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და მოსამართლესთან გასაუბრების ჩატარების შესახებ.

15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის 365 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველი, თუ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა შეფასების საბოლოო შედეგზე და  არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

16. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი აღარ საჩივრდება.

17. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, იგი ატარებს მოსამართლესთან გასაუბრებას და იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლესთან გასაუბრების შედეგად მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის 365 მუხლით დადგენილი წესით.

18. მოსამართლეს, რომელსაც უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე, უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ შეფასების შედეგები საჯარო არ გახდეს. ამ შემთხვევაში შეფასების შედეგები დალუქული სახით დაერთვება მოსამართლის პირად საქმეს და გაიხსნება მხოლოდ იმ კონკურსის დროს, რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით  მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად.

19. თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას სამი ან სამზე მეტი შემფასებელი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლესთან გასაუბრებას და ისმენს მის მოსაზრებას შეფასების შედეგების შესახებ. მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობითი ფორმითაც წარუდგინოს თავისი მოსაზრება შეფასების შედეგების თაობაზე, ასევე ზეპირად ან/და წერილობით წარუდგინოს თვითშეფასება, რაც გულისხმობს მოსამართლის 3-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, მოსამართლის აზრით, მისი ყველაზე წარმატებული და ყველაზე წარუმატებელი გადაწყვეტილების/გადაწყვეტილებების, აგრეთვე მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული შეცდომების ანალიზის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად უსმენს შემფასებლებს.

20. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 41 და 42 პუნქტებით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე განწესების შესახებ. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებას მხარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლები დაუჭერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ/მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს.

21. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შემთხვევაში მოსამართლის შეფასების ანგარიშები საჯარო ინფორმაციაა და ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს ისინი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით დადგენილი წესით.

      მუხლი 365. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. მოსამართლეს უფლება აქვს, თანამდებობაზე მისი უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ:

ა) შეფასებისას შემფასებელი/გასაუბრებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (წევრები) მიკერძოებული იყო (იყვნენ);

ბ) შეფასებისას შემფასებლის/გასაუბრებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) მიდგომა დისკრიმინაციული იყო;

გ) შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა შესაფასებელი მოსამართლის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;

დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო შეფასებას, არსებითად მცდარია, რის დამადასტურებლადაც შესაფასებელმა მოსამართლემ  შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა;

ე) შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის  დარღვევით განხორციელდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.

2. საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოსამართლისათვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში შეიტანება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც მიღებულ საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად 3 დღის ვადაში გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას.

3. მოსამართლე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

4. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

5. საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) საკვალიფიკაციო პალატის დასახელებას;

ბ) საჩივრის შემტანი პირის ვინაობას და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებას და მისამართს;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელებას;

დ) მითითებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გასაჩივრების საფუძველზე, აგრეთვე იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს ამ საფუძვლის არსებობას;

ე) საჩივრისათვის დართული წერილობითი მასალების ნუსხას;

ვ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.

6. საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს, რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია შეიტანოს საჩივარი.

7. საჩივრის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამოწმებს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო პალატა იღებს მას წარმოებაში. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო პალატა ავალებს საჩივრის შემტან პირს, გამოასწოროს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა, ან დაირღვა საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი განუხილველი რჩება. საჩივრის დასაშვებობის საკითხს საკვალიფიკაციო პალატა ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

8. საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გაეგზავნოს. საკვალიფიკაციო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

9. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს განიხილავს წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით საკვალიფიკაციო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. საკვალიფიკაციო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას საკვალიფიკაციო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.

10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ნიშნავს თავის წარმომადგენელს.

 

მუხლი 366. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

1. საჩივარი ზეპირი მოსმენით განიხილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის ღია სხდომაზე. საჩივრის განხილვისას მოსამართლის შეფასების ანგარიშები საჯაროა.

2. საკვალიფიკაციო პალატის სხდომას თავმჯდომარეობს საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საკვალიფიკაციო პალატის სხვა წევრი.

3. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს განსახილველ საქმეს. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის მდივანი მოახსენებს სხდომას, თუ ვინ გამოცხადდა სხდომაზე განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან, ეცნობათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს სხდომის თაობაზე და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. საკვალიფიკაციო პალატა ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.

4. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მათ უფლება-მოვალეობებს. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობას, სხდომის მდივნის ვინაობას და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ არსებობს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი.

5. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, აქვთ თუ არა მათ შუამდგომლობა ან განცხადება, რომელიც სხდომამდე ვერ იქნა განცხადებული.

6. პროცესის მონაწილეები ვალდებული არიან, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს სხდომის თავმჯდომარე გაფრთხილებას აძლევს.   

7. საქმის განხილვა იწყება საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარის მიერ საქმის შესახებ მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს. სხდომის თავმჯდომარის მიერ საქმის შესახებ მოხსენების შემდეგ იგი სიტყვას აძლევს მხარეებს ახსნა-განმარტებისათვის.

8. პირველად ახსნა-განმარტებას საჩივრის ავტორი/მისი წარმომადგენელი იძლევა. იგი, კერძოდ, განმარტავს, რას ითხოვს, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ის ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას, უარს ხომ არ ამბობს საჩივარზე და სხვა.

9. საჩივრის ავტორის/მისი წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ საკვალიფიკაციო პალატა ისმენს მოწინააღმდეგე მხარის/მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს იმის შესახებ, ხომ არ ცნობს ის საჩივარს და სხვა.

10. თუ საკვალიფიკაციო პალატის სხდომაზე მხოლოდ ერთი მხარე გამოცხადდა, საკვალიფიკაციო პალატა ახსნა-განმარტებას ამ მხარისაგან მიიღებს.

11. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა სცილდება განხილვის საგანს და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სხდომის თავმჯდომარეს მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.

12. საკვალიფიკაციო პალატის წევრს უფლება აქვს, მხარეებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

13. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი.

14. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ რეპლიკებით.

15. პაექრობის დასრულების შემდეგ საკვალიფიკაციო პალატა გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს მხარეებს.

16. სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ საკვალიფიკაციო პალატის   სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას და განმარტავს გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს, რის შემდეგაც სხდომას დახურულად აცხადებს.

17. საკვალიფიკაციო პალატის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

18. საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. საკვალიფიკაციო პალატის წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

19. საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსი, მიღებული საჩივრის შინაარსი, საკვალიფიკაციო პალატაში საქმის განხილვის შედეგები, საკვალიფიკაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსი და დასაბუთება.

20. საკვალიფიკაციო პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;

ბ) მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

21. საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 365 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ, საკვალიფიკაციო პალატის აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე და გამოიწვია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

22. საკვალიფიკაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  წერილობით ფორმდება. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საკვალიფიკაციო პალატის წევრები. გადაწყვეტილების ასლი ეგზავნებათ მხარეებს.

23. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული  კანონი № 2647  -  ვებგვერდი, 18.08.2014წ.

 

1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახლა მსჯელობს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხზე და საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ამ კანონის 364 მუხლის მე-20 პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.

2. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმეორებითი გადაწყვეტილება საჩივრდება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესებულად ჩაითვლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

4. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტურად ჩაითვლება და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემდეგ, ხოლო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ განმეორებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 

 

შემფასებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

     მუხლი 37. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი

1. ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით კონკურსის გარეშე დაინიშნოს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. თუ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე კონკურსის გარეშე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

     მუხლი 371. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი

1. აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ეს გამოწვეულია რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობით ან/და განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით ან/და როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესთან დაკავშირებული სხვა ობიექტური გარემოება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებას სხვა სასამართლოების მოსამართლეებს წარუდგენს. თუ წინადადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში რომელიმე მოსამართლე თანხმობას გამოთქვამს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით მივლინების შესახებ.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ შეირჩა მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) მივლინების შესახებ, მაგრამ არაუმეტეს 2 წლის ვადით მივლინებისა. მივლინების ვადის მოსამართლის თანხმობის გარეშე გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 2 წლით.

3. ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილება მივლინებული მოსამართლის მიერ შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.  საკვალიფიკაციო პალატაში სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ კანონის 365 და 366 მუხლებით დადგენილი წესით.

5. სხვა სასამართლოში მივლინებულ მოსამართლეს ყოველთვიურად მიეცემა თანამდებობრივ სარგოზე სამივლინებო დანამატი. ამ დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აღნიშნული დანამატის ოდენობა არ უნდა იყოს სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 10%-ზე ნაკლები. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის სხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მივლინების შემთხვევაში ზემოაღნიშნული დანამატის ოდენობისა და ამ სასამართლოში მივლინებული მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ჯამი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

    მუხლი 38. მოსამართლის ფიცი

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს წევრი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, თუ იგი პირველად აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე ან მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე შეწყვეტილი ჰქონდა მოსამართლის უფლებამოსილება, აგრეთვე სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ თანამდებობაზე, ამ თანამდებობის დაკავებამდე საზეიმო ვითარებაში დებენ ფიცს.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს წევრები ფიცს დებენ საქართველოს პარლამენტის წინაშე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

3. მოსამართლის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

    მუხლი 39. მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

    მუხლი 40. მოსამართლის ხელშეუხებლობა

1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

    მუხლი 41. მოსამართლის დაწინაურება

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. (ამოღებულია - 08.02.2017, №255).

3. დაწინაურების კრიტერიუმების მიხედვით მოსამართლის შეფასებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

თავი VI. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება (უფლებამოსილების შეწყვეტა), მოსამართლის პასუხისმგებლობა   

მუხლი 42. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება 

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.

2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის საფუძვლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

3. სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

    მუხლი 43. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

გ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255);

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ზ) 65 წლის ასაკის მიღწევა;

თ) კ ორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

ი) გარდაცვალება;

კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება;

ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა);

მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა;

ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.

2 1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტები არ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი არ შეიძლება გახდეს თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

    მუხლი 44. მოსამართლის სხვა სასამართლო თანამდებობაზე გამწესება და თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს

1. სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების არდაკისრების შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება რეზერვში. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, იგი რეზერვში ირიცხება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

3. მოსამართლე, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და არ ამორიცხულა რეზერვიდან, რეზერვში ყოფნის პერიოდში იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის თანამდებობრივ სარგოს. რეზერვში მყოფ მოსამართლეს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება რეზერვში ჩარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში. აღნიშნულ მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მოსამართლე რეზერვიდან ამორიცხულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების ვადით. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

4. მოსამართლე ამოირიცხება რეზერვიდან თანამდებობრივი სარგოს მიღების პერიოდში მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ან პირადი განცხადების საფუძველზე.

     მუხლი 45. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისგან

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭისყრის შედეგად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისთვის წარდგინებით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში ნიშნავს წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ წარდგინების განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში − აგრეთვე უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში.

3. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას იხილავს მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ამ კანონით დადგენილი საერთო წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვაზე საქმის მხარის გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას.

4. თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას და მიიჩნევს, რომ არსებობს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისთვის, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოების საბოლოოდ დასრულებამდე მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ. საწინააღმდეგო შემთხვევაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებასთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმის მხარემ შეიძლება მისი ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ამ ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია. საჩივარი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას უნდა წარედგინოს. საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს საქმის მხარეებს.

6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს იხილავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესით, შემდეგი განსხვავებული საპროცესო ვადების გათვალისწინებით:

ა) საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ამოწმებს, საჩივარი ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მას წარმოებაში იღებს;

ბ) თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივრის წარმდგენ პირს ხარვეზის აღმოფხვრას ავალებს და ამისთვის განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ ხარვეზი ამ ვადაში არ აღმოიფხვრა ან თუ საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ არის წარდგენილი, საჩივარი განუხილველი რჩება;

გ) უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს იხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. საჩივარი შესაძლებელია განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით, თუ, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მოსაზრებით, ეს ხელს შეუწყობს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ამასთანავე, საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვაზე საქმის მხარის გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას.

7. მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში მოსამართლეს უჩერდება უფლებამოსილება. ამასთანავე, მოსამართლეს აღნიშნულ ვადაში უნარჩუნდება ამ კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, ხელფასი და სხვა მატერიალური შეღავათები.

მუხლი 46. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

 

თავი VII. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

    მუხლი 47. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ანგარიშს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს, რომელთაგან თითო წევრი მაინც წარმოადგენს თითოეული ინსტანციის სასამართლოს, ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

21. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/5-ს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ერთიანად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, მისი არჩევის პროცედურა ხელახლა გაიმართება კენჭისყრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები.

4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება), უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის, მათი ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, ამ კანდიდატურების განხილვისა და საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

6. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა.

7. (ამოღებულია - 06.12.2018, №3903).

8. (ამოღებულია - 06.12.2018, №3903).

9. (ამოღებულია - 06.12.2018, №3903).

10.  (ამოღებულია - 06.12.2018, №3903).

11.  (ამოღებულია - 06.12.2018, №3903).

111. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პირველ შემთხვევაში კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურისა.

12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩეს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის მიზნით კონკურსი ცხადდება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 2 თვისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. რომელიმე 3-თვიან პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის არჩევა დაუშვებელია.

13. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის ეძლევა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.

16. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

161. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, ხოლო ნორმატიული აქტი − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება.

162. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული განკარგულება უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა ეს განკარგულება. პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, უფლება აქვს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული განკარგულების მიღებამდე წერილობით წარუდგინოს თავისი მოსაზრება.

17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

18. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისთვის დაკისრების, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №580   – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

    მუხლი 48. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ვ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

ზ) გარდაცვალება;

თ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ლ) წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მოსამართლის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია მოსამართლის თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება (გადაყენება). 

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №580   – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

    მუხლი 49. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა);

ბ) განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;

გ) განსაზღვრავს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის (გარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისა) სტრუქტურას, თანამდებობათა დასახელებებს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს;

1) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;

ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;

1) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს;

2) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესს;

ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;

ზ) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;

თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს;

ი) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლის წახალისების შესახებ;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე;

1) თავისი არამოსამართლე წევრებისაგან, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ირჩევს 1 წევრს იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენად;

2) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს;

3) ამტკიცებს სასამართლო მედიაციის პროგრამას/პროგრამებს;

4) ამტკიცებს მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს;

5) ახორციელებს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

6) უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას და ამ მიზნით, შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებსა და მეთოდიკას, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სასამართლოში ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, საბჭოს სხდომების ოქმები და საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის (შემდგომ − დამოუკიდებელი ინსპექტორი) მიერ წარდგენილი დასკვნების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაცია და საბჭოს მიერ დისციპლინური დევნის დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირისათვის სხდომის აუდიოჩანაწერის ხელმისაწვდომობას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე  არანაკლებ 7 დღით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომაზე განსახილველი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის პროექტი.

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის  ორგანული  კანონი №5529  - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №580   – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

    მუხლი 50. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მის მიერ დასანიშნი/ასარჩევი თანამდებობის პირის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის დღემდე არაუგვიანეს 3 თვისა ან იმავე თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ამ კანონით დადგენილი წესით დაიწყოს და განახორციელოს აღნიშნულ თანამდებობაზე პირის დასანიშნად/ასარჩევად კანდიდატის შერჩევის პროცედურა.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მის სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სადისციპლინო საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს  საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №580   – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

   მუხლი 501. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის არჩევის წესი

1. იურიდიული დახმარების საბჭოს 1 წევრს თავისი არამოსამართლე წევრებისაგან ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სხდომაზე დამსწრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომლის ასარჩევადაც იმართება კენჭისყრა.

2. თუ კენჭისყრის შედეგად ვერ შეირჩა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი, დასახელებულ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 1/3-ისა.

    მუხლი 51. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:

ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;

გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №580   – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

    მუხლი 511. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური

1. მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის შემთხვევაში ამ დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ამტკიცებს დამოუკიდებელი ინსპექტორი.

2. დამოუკიდებელ ინსპექტორს კონკურსის საფუძველზე, 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ით, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინადადებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

21. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

22. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში.

3. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.

4. დამოუკიდებელ ინსპექტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ანდა შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონის XIII 1 თავით. 

6. დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

ვ) გარდაცვალება;

ზ) ამ უფლებამოსილების წელიწადში 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობა;

თ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა;

ი) მოსამართლისა და საჩივრის ავტორის უფლებების უხეში დარღვევა, რამაც საქმის შედეგზე არსებითი გავლენა მოახდინა;

1) დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამჟღავნება;

კ) ქმედება, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს (რისთვისაც დამოუკიდებელ ინსპექტორს შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი) და ლახავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;

ლ) დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას კენჭს უყრის გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. კენჭისყრის ჩატარებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ახსნა-განმარტება და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრებები საკითხის შესახებ.

81. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურების შესაბამისად.

9. დამოუკიდებელ ინსპექტორს აქვს დამოუკიდებელი დოკუმენტბრუნვა.

10. დამოუკიდებელი ინსპექტორი კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებს. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

11. დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ზეგავლენის მოსახდენად დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია ასეთი ჩარევის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

12. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული საქმიანობის (მათ შორის, მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების) შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ გაწეული საქმიანობის (მათ შორის, მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების) თაობაზე ინფორმაცია 4 თვეში ერთხელ მაინც პროაქტიულად ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე.

13. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანხმობის გარეშე არ შეიძლება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის მიმდინარე ხარჯებთან შედარებით.

    მუხლი 52. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას.

2. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იქმნება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უადრეს 10 დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდის დამთავრებამდე.

    მუხლი 53. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

2. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს გამოცდის ჩატარებას ტესტური მეთოდით. მისი წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირი აბარებს წერით გამოცდას. ტესტური მეთოდით გამოცდა და წერითი გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) სამოქალაქო სამართალი;

ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალი;

ზ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;

თ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალას კარგავს, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან არ აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის  ორგანული  კანონი №5529  - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2017 წლის 8  თებერვლის  ორგანული  კანონი №255   - ვებგვერდი, 13.02.2017წ.

 

თავი VIII. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

    მუხლი 54. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (შემდგომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი).

2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. საერთო სასამართლოების დეპარტამენტში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.

5. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.

6. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

7. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

8. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.

9. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

10. საერთო სასამართლოების დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, საერთო სასამართლოების დეპარტამენტს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის  ორგანული  კანონი №5529  - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 12  დეკემბრის ორგანული კანონი  №2943  - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 55. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილება

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:

ა) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით;

გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით;

დ) ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას;

ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

 

თავი IX. სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 56. სასამართლოს აპარატი, სასამართლოს მენეჯერი

1. მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები.

2. სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოსამსახურეებს (სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის გარდა).

3. უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

41. სააპელაციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, კვლევაზე ორიენტირებული სტრუქტურული ერთეულის არსებობა, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პერიოდული ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო საქმიანობისა და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება.

5. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები საჯარო მოსამსახურეები არიან. სასამართლოს აპარატის მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სარგებლობენ ყველა სოციალური გარანტიით, რომლებიც აქვთ შესაბამისად საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელესა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.

საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის ორგანული  კანონი №3523  - სსმ I,  № 46 ,  04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286

    მუხლი 561. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი:

ა) შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, საერთო სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლებს, მოსამართლეთა მივლინების საჭიროებას, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შესაბამის საერთო სასამართლოებს;

ბ) ზედამხედველობს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირებას და მის დასახვეწად რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

გ) ზედამხედველობს საერთო სასამართლოების რესურსების ეფექტიან და მიზნობრივ გამოყენებას და ამისათვის კოორდინაციას უწევს საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების საქმიანობას;

დ) შეისწავლის როგორც კერძო სექტორში, ისე საჯარო სექტორში არსებულ მენეჯერულ გამოცდილებას, აგრეთვე სასამართლო მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილებას, ხელს უწყობს საერთო სასამართლოებში მენეჯერული კულტურის დანერგვას, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით ხელს უწყობს საერთო სასამართლოების თავმჯდომარეთა, სასამართლოების მენეჯერთა და სასამართლოების აპარატის სხვა მოხელეთა მენეჯერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას;

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნებსა და რეკომენდაციებს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების მნიშვნელოვან საკითხებზე;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 562. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლება. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

 

    მუხლი 57. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სასამართლოს აპარატის  თანამშრომელ ს თანამდებობაზე დანიშვნისას

1. სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, იცის სამართალწარმოების ენა, აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოხელის სერტიფიკატი, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ანაზღაურებადი სტაჟირებისას პირი ინიშნება სასამართლოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე. ანაზღაურებად სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.

3. სასამართლოს აპარატის მოხელედ დანიშვნისას პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სტაჟირების ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად , გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;

გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

) აქვს სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

4 . პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გ ათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

5. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება საერთო სასამართლოში.

6. სასამართლოს აპარატის იმ მოხელის, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, აგრეთვე სხვა მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის  ორგანული  კანონი №5529  - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის ორგანული კანონი №6092 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

    მუხლი 58. მოსამართლის თანაშემწე და სასამართლო სხდომის მდივანი

1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურასა  და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.

2. სასამართლოში საქმეები იხილება სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობით.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის  ორგანული  კანონი №5529  - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 581. მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება

1. რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით.

2. საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია მოსამართლეთა შორის საქმეების ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით განაწილება, რაც გულისხმობს საქმეების შემოსვლის რიგითობისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას.

 

თავი X. სასამართლოს მანდატური

    მუხლი 59. სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის სამსახური

1. საქართველოს საერთო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების სტრუქტურებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობების დაცვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სასამართლოების მანდატურის სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

4. სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

5. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.

6. სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/767,1272 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.

    მუხლი 60. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი

1. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

2. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 59-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.

3. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;

ბ) უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;

გ) სასამართლოს მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 61. სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობანი

1. სასამართლოს მანდატური:

ა) უზრუნველყოფს მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოებას;

ბ) ახორციელებს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წესრიგის დაცვას;

გ) ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

დ) იცავს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობებს;

ე) ამოწმებს სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნას, მოსამართლის მითითებით უზრუნველყოფს სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანას და დაცვას;

ვ) აღკვეთს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამართალდარღვევას, ავლენს სამართალდამრღვევს, აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს ამის თაობაზე დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სასამართლოს მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:

ა) გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს პოლიციას.

    მუხლი 62. სასამართლოს მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შემთხვევები და წესი

1. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.

2. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;

ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე და სასამართლოში მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას;

გ) მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.

3. სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, იარაღი გამოიყენოს შემდეგ შემთხვევებში:

ა) შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებისას ან მისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე ანდა სასამართლოში მყოფ პირზე შეიარაღებული თავდასხმისას.

4. სასამართლოს მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების დროს:

ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეასრულოს მისი მოთხოვნები, იმ შემთხვევის გარდა, როცა დაყოვნება გამოიწვევს სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნას ან სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;

ბ) ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;

გ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს ეს სასამართლოს თავმჯდომარეს (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს);

დ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

5. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. მათ მიმართ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მათ მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას ან შეიარაღებული თავდასხმისას.

 

თავი XI. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

    მუხლი 63. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია შედგება უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.

3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, რომლებიც განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 64. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 63-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება ადმინისტრაციული კომიტეტი.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე; აქტები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.

3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №580   – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

    მუხლი 65. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) მის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს:

ა.ა) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს;

ა.ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს;

ა.გ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს;

ბ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;

გ) ისმენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

დ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს, აგრეთვე ამტკიცებს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულებას და სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულების საფუძველზე ირჩევს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს წევრებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.

3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საბჭოს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომელსაც, ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აქვს უფლება, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, და ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საბჭოს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე აღნიშნული თანამდებობა. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრამდე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას მიმართოს და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მის მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის ან სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის საბჭოს იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოაღნიშნული თანამდებობა, საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება საბჭოს წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. თუ საბჭოს იმ წევრის თანამდებობაზე არჩევის მსურველთა რაოდენობა, რომელსაც აქვს უფლება, შეითავსოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლებია ან თუ კენჭისყრის შედეგად საჭირო რაოდენობის ხმები ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლები რაოდენობის პირმა მიიღო, ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც არ უკავია სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.

4. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე მეტმა კანდიდატმა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. 2 ან მეტი კანდიდატის მიერ  თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება მათგან საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა არანაკლებ 1/4-ს. 

5. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას  ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე ნაკლებმა კანდიდატმა, იმ კანდიდატებს, რომელთაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა 1/4-ზე ნაკლები.

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №580   – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

    მუხლი 66. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 1/5-ის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს (იქნენ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (წევრები), საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი (წევრები), ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი (წევრები). საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი. ამ კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ამ კანონით განსაზღვრული მისი სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კონფერენციის რეგლამენტითა და აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების დებულებებით.

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №580   – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

 

თავი XI1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა

     მუხლი 661. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატუსი, მიზანი და ფუნქციები

1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა (შემდგომ – სკოლა), როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იქმნება ამ კანონის საფუძველზე.

2. სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და მისთვის პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა.

3. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება.

     მუხლი 662. სკოლის მართვა

სკოლის მართვის ორგანოებია: სკოლის დამოუკიდებელი საბჭო და სკოლის დირექცია.

      მუხლი 663. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება

1. სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომ – დამოუკიდებელი საბჭო). დამოუკიდებელი საბჭო შედგება 7 წევრისგან.

2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ამ კანონით დადგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.

3. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

4. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს, რომლებიც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციიდან წარმოდგენილი თითო მოსამართლეები არიან, 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საბჭოს 2 წევრს (1 მოსამართლე წევრს და 1 არამოსამართლე წევრს) მათი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა უკავიათ  და საჯარო დაწესებულებაში არ მუშაობენ, 4 წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

5. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ დამოუკიდებელი საბჭოს წევრთაგან, მისი, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ერთი და იგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.

7. დამოუკიდებელი საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტის შედგენის წესს;

გ) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად ჩარიცხვისა და იუსტიციის მსმენელის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე;

დ) ისმენს სკოლის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ;

ე) სკოლის დირექტორის წარდგინებით:

ე.ა) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;

ე.ბ) ამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგენს სკოლის ბიუჯეტს;

ე.გ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს;

ე.დ) ამტკიცებს სახელფასო ფონდსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას, იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობას;

ე.ე) ირჩევს სკოლის დირექტორის მოადგილეს და სტაჟირების ხელმძღვანელს;

ე.ვ) ამტკიცებს სასწავლო (თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა), სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს;

ე.ზ) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს;

ე.თ) ამტკიცებს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას;

ვ) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის დამოუკიდებელ საბჭოში საქმიანობა არ ანაზღაურდება.

     მუხლი 664. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლება

1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) იმ თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც მას დამოუკიდებელი საბჭოს წევრად არჩევისას ეკავა;

გ) თავისი უფლებამოსილების ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განუხორციელებლობა;

დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

თ) გარდაცვალება.

2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს − საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.

     მუხლი 665. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა

1. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა მოიწვევა არანაკლებ წელიწადში  ორჯერ. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე 1 კვირით ადრე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.

3. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას ესწრება სკოლის დირექტორი, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.

4. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. დამოუკიდებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. დამოუკიდებელი საბჭო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

6. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სხდომის ოქმთან ერთად ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.

7. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესები განისაზღვრება დამოუკიდებელი საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

     მუხლი 666. სკოლის დირექცია

1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელისგან.

2. სკოლის დირექტორს 5 წლის ვადით, სკოლის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს დამოუკიდებელი საბჭო.

3. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სკოლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

4. ერთი და იგივე პირი სკოლის დირექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. სკოლის დირექტორის მოადგილე და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი სკოლის დირექტორის მოადგილედ ან სტაჟირების ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას.

6. სკოლის დირექციის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

     მუხლი 667. სკოლის დირექტორის უფლებამოსილებები

სკოლის დირექტორი:

ა) წარმოადგენს სკოლას; უზრუნველყოფს სკოლის ფუნქციონირებას, იუსტიციის მსმენელთა სასწავლო კურსისა და გადამზადების კურსის წარმართვას;

ბ) უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას;

გ) სკოლის დირექციასა და მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო, სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს;

დ) სკოლის შენობაში ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ე) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

     მუხლი 668. სკოლის დირექტორის მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებები

1. სკოლის დირექტორის მოადგილე უზრუნველყოფს სასწავლო და გადამზადების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სასწავლო კურსის (გარდა სტაჟირებისა) და გადამზადების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

2. სტაჟირების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სტაჟირების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სტაჟირების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

     მუხლი 669. სკოლის დირექტორის, სკოლის დირექტორის მოადგილის, სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. სკოლის დირექტორის, სკოლის დირექტორის მოადგილის, სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სკოლის შინაგანაწესის უხეშად ან სისტემატურად დარღვევა;

გ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

თ) გარდაცვალება;

ი) ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის მოადგილეს, სტაჟირების ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი საბჭო.

     მუხლი 6610. სკოლის სტრუქტურა

სკოლის სტრუქტურა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.

      მუხლი 6611. სკოლის ბიუჯეტი

1. სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების ბიუჯეტში ცალკე სტრიქონით.

2. ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად სკოლას, დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური შემოსავალი ან მატერიალური დახმარება.

     მუხლი 6612. სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად კონკურსის წესით მიღება

1. სკოლაში პირი იუსტიციის მსმენელად კონკურსის წესით მიიღება.

2. სკოლაში მისაღები კონკურსი ტარდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

3. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით.

4. სკოლაში მისაღები კონკურსის წლის განმავლობაში დამატებით, სხვა დროს ჩატარების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს კონკურსის ჩატარებამდე 1 თვით ადრე მაინც.

     მუხლი 6613. სკოლაში მისაღები კონკურსის მონაწილე პირი

სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ქმედუნარიანი, ნასამართლობის არმქონე, იცის სახელმწიფო ენა, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და ამ კანონის შესაბამისად ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (შემდგომ – საკვალიფიკაციო გამოცდა), რომლის ჩაბარებიდან 10 წელი არ არის გასული.

     მუხლი 6614. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარება

1. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს სკოლა.

2. იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი, აგრეთვე მისი კვალიფიკაცია, სამართლებრივი ანალიზის, დასაბუთების, ზეპირი კომუნიკაციისა და გამოხატვის უნარები. სკოლაში მისაღები კონკურსის ფორმა, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაცია და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სკოლის წესდებით.

    მუხლი 6615. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა

სკოლაში მისაღები კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაადგენს სკოლაში მიმდინარე წელს ჩასარიცხი იუსტიციის მსმენელების მიერ სკოლაში სწავლის სრული კურსის დასრულების დროისათვის დასანიშნ მოსამართლეთა ვაკანსიების სავარაუდო რაოდენობას და სკოლას დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას, რომელიც მოსამართლეთა ვაკანსიების სავარაუდო რაოდენობას 20%-ით უნდა აღემატებოდეს. სკოლა უფლებამოსილია დაამტკიცოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ რაოდენობაზე ნაკლები რაოდენობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ბიუჯეტი ან/და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იძლევა უფრო მეტი იუსტიციის მსმენელის მიღების შესაძლებლობას.

     მუხლი 6616. იუსტიციის მსმენელის სტატუსი

იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად. იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდში გადაეცემა იუსტიციის მსმენელობის დამადასტურებელი მოწმობა.

    მუხლი 6617. იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდია

იუსტიციის მსმენელი სასწავლო კურსის გავლისას იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-ზე ნაკლები.

     მუხლი 6618. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. იუსტიციის მსმენელი ვალდებულია დაიცვას დისციპლინური ნორმები.

2. იუსტიციის მსმენელის მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევა იწვევს ერთ-ერთ შემდეგი სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) 10 დღემდე ვადით სახელმწიფო სტიპენდიის დაკავება;

დ) სკოლიდან გარიცხვა.

3. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული. დისციპლინური გადაცდომის სახეები და დისციპლინური დევნის განხორციელების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის შინაგანაწესით.

4. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს და წყვეტს სკოლის დირექცია.

5. სკოლის დირექციას უფლება აქვს, იუსტიციის მსმენელს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ იგი არ ჩაიდენს ახალ დისციპლინურ გადაცდომას და თავს გამოიჩენს, როგორც კეთილსინდისიერი იუსტიციის მსმენელი.

6. თუ იუსტიციის მსმენელს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 7 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი  დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ ითვლება. 

     მუხლი 6619. სკოლაში სწავლის პერიოდის სპეციალობით მუშაობის სტაჟში ჩათვლა

იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდი სპეციალობით მუშაობის სტაჟში ჩაეთვლება.

     მუხლი 6620. იუსტიციის მსმენელის პერსონალური მონაცემები

1. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები.

2. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე.

3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება ან დამატება, თუ ისინი არაზუსტია, განახლებული არ არის ან არასრულია ან კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ შეგროვდა და დამუშავდა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მოთხოვნის წარდგენა, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

5. სკოლა ვალდებულია მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით არ გაამჟღავნოს იუსტიციის მსმენელის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

     მუხლი 6621. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა

1. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 16 თვე. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებასა და სემინარულ მუშაობას.

2. იუსტიციის მსმენელისათვის, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, საერთო სასამართლოს აპარატის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან/და ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, სრული სასწავლო კურსის ვადაა 12 თვე.

3. თეორიული კურსის, სტაჟირებისა და სემინარული მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

     მუხლი 6622. იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა

იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 351 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისი თეორიული ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარებისა და თვისებების განვითარება. იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა, გარდა სავალდებულო საგნებისა, შეიძლება ითვალისწინებდეს არჩევით საგნებს. საგნების ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

    მუხლი 6623. სკოლაში სწავლების ფორმები

1. სკოლაში სწავლების ფორმებია: სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე, საღამოს სწავლება, დისტანციური სწავლება, აგრეთვე სხვა ფორმები, რომლებსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის მსმენელის მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში.

2. იუსტიციის მსმენელის სწავლებისას შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მისი უცხო ქვეყნის ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციაში სწავლება ან/და სტაჟირება.

     მუხლი 6624. სკოლის მასწავლებელი, მასწავლებელთა საბჭო

1. სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლებას წარმართავენ სკოლის მასწავლებლები.

2. სკოლის მასწავლებელთან იდება შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.

3. სკოლის მასწავლებლები ქმნიან მასწავლებელთა საბჭოს.

4. მასწავლებელთა საბჭოს სხდომას რეგულარულად იწვევს და თავმჯდომარეობს სკოლის დირექტორის მოადგილე.

5. მასწავლებელთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

6. სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლების მიზნით შესაძლებელია პერიოდულად მოწვეულ იქნენ სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, აგრეთვე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესებსა და პირობებს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

     მუხლი 6625. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდა და მისი ჩატარების წესი

1. სკოლაში თეორიული კურსის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის მიზანია სკოლაში სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული ცოდნის შეფასება.

2. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

3. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

4. სკოლის წესდებით განისაზღვრება გამოცდის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები.

     მუხლი 6626. იუსტიციის მსმენელის სტაჟირება. სტაჟირების ფორმები

1. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ იუსტიციის მსმენელი გადის სტაჟირებას.

2. იუსტიციის მსმენელი სტაჟირებას გადის საერთო სასამართლოებში, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ადვოკატურაში, ნოტარიატში, პროკურატურაში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. იუსტიციის მსმენელის მიერ სტაჟირების სხვა ორგანოში, გარდა საერთო სასამართლოებისა, გავლის საკითხს, ამ იუსტიციის მსმენელის საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლის დირექტორის წარდგინებით წყვეტს დამოუკიდებელი საბჭო.

    მუხლი 6627. სტაჟირების ხელმძღვანელი, სტაჟირების კოორდინატორი

1. სკოლის დირექტორი სტაჟირების ხელმძღვანელის წარდგინებით ამ კანონის 6626 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში ნიშნავს სტაჟირების კოორდინატორებს.

2. სტაჟირების კოორდინატორი შეიძლება იყოს მოსამართლე, პროკურორი ან დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.

3. სტაჟირების კოორდინატორი:

ა) წარმართავს და ზედამხედველობს იუსტიციის მსმენელის სტაჟირებას;

ბ) სტაჟირების დასასრულს მასთან მიმაგრებულ თითოეულ იუსტიციის მსმენელს ანიჭებს საკვალიფიკაციო ქულას და აძლევს წერილობით რეკომენდაციას;

გ) სტაჟირების დასასრულს სტაჟირების ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟირების პროგრამის შესრულების შესახებ.

4. სტაჟირების გავლის დროს იუსტიციის მსმენელის მიერ შესასრულებელი დავალებების სახეები განისაზღვრება სტაჟირების პროგრამით.

5. სტაჟირების შეფასების სისტემა და იუსტიციის მსმენელისათვის საკვალიფიკაციო ქულის მინიჭების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.

    მუხლი 6628. იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიში და შესრულებული ნაშრომი

სტაჟირების დასასრულს იუსტიციის მსმენელი ადგენს  თავის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წერილობით ანგარიშს, აგრეთვე ასრულებს ნაშრომს სტაჟირების ორგანოს ფუნქციონირების, ამ ორგანოში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე. აღნიშნული წერილობითი ანგარიში და ნაშრომი წარედგინება სტაჟირების ხელმძღვანელს, ილუქება და თან ერთვის იუსტიციის მსმენელის პირად საქმეს.

    მუხლი 6629. სემინარული მუშაობა

1. სკოლა სტაჟირების დასასრულს იუსტიციის მსმენელთათვის ატარებს სემინარებს, რომელთა მიზანია მათ მიერ თეორიული კურსისა და სტაჟირების გავლის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განზოგადება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელების სკოლის დამამთავრებელი გამოცდისათვის მომზადება.

2. სემინარებს ატარებენ სკოლის მასწავლებლები ან მოწვეული სპეციალისტები.

    მუხლი 6630. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა

1. სკოლაში სწავლის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს სკოლის დამამთავრებელ გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენელის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება.

2. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით. იუსტიციის მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა კონკრეტული საქმე და ევალება მასზე საპროცესო დოკუმენტების პროექტების შედგენა.

3. სკოლის დამამთავრებელ გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან:

ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

გ) სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი;

დ) დამოუკიდებელი საბჭოს მიერ დანიშნული 3 წევრი;

ე) სკოლის დირექტორი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ კომისიის წევრებს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ კომისიის წევრს დასამტკიცებლად წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ კომისიის წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ კომისიის წევრს – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

7. სკოლის წესდებით განისაზღვრება სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები.

    მუხლი 6631. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის შედგენა

1. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან 1 თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას.

2. იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

     მუხლი 6632. საკვალიფიკაციო სიის შედგენის კრიტერიუმები

1. საკვალიფიკაციო სიის შედგენის დროს კოეფიციენტით ჯამდება იუსტიციის მსმენელის მიერ:

ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები;

ბ) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები;

გ) სტაჟირების გავლისას მიღებული ქულები;

დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები.

2. იუსტიციის მსმენელის მიერ დაგროვებული ჯამური ქულა გამოიყვანება სკოლის წესდებით დადგენილი წესით.

     მუხლი 6633. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება

1. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება მოიცავს:

ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;

ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას;

გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას;

დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;

ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას;

ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას;

ზ) სტაჟირების გავლისას იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიშისა და შესრულებული ნაშრომის შეფასებას;

თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინის შეფასებას.

2. დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

3. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების 1 ეგზემპლარი გადაეცემა იუსტიციის მსმენელს.

     მუხლი 6634. სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი

1. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ ამ სიაში შეყვანილ იუსტიციის მსმენელზე გაიცემა სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება, რომ მან გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და იგი შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმას ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის წესდებით დადგენილი წესით.

     მუხლი 6635. გადამზადების მიზანი

1. სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს და ახორციელებს გადამზადების პროგრამებს.

2. გადამზადების მიზანია ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირის კვალიფიკაციის ამაღლება საკანონმდებლო და სხვა სახის სამართლებრივი და სამეცნიერო სიახლეების გაცნობის, ახალ სოციალურ და სამართლებრივ რეალობებთან ადაპტაციის, პრაქტიკული გამოცდილების, მათ შორის, უცხო ქვეყნებში არსებული სამოსამართლო საქმიანობის პრაქტიკის, განზოგადებისა და გაზიარების გზით.

      მუხლი 6636. გადამზადების ფორმები და პროგრამა

1. გადამზადება ხორციელდება სხვადასხვა სახის სემინარის, სასწავლო კურსისა და კონფერენციის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების, აგრეთვე დისკუსიის მოწყობის გზით.

2. გადამზადების პროცესს წარმართავენ სკოლის მასწავლებლები.

3. გადამზადების მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, აგრეთვე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესები და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით.

4. გადამზადების კურსის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამას ადგენს სკოლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს სკოლის დირექტორს, რომელიც ამ პროგრამას განიხილავს და ყოველი წლის ოქტომბერში დასამტკიცებლად წარუდგენს დამოუკიდებელ საბჭოს.

5. გადამზადების პროგრამის შედგენისას სკოლა რეკომენდაციისათვის მიმართავს პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეებს.

6. ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირის კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება განხორციელდეს უცხო ქვეყნების ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციებში სწავლების ან/და სტაჟირების გზით.    

     მუხლი 6637. მოქმედი მოსამართლის უფლება გადამზადებაზე

1. გადამზადების ყოველწლიური ღონისძიებების პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ გადამზადების მსურველი დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას. განცხადებაში უნდა მიეთითოს, რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული კონკრეტულად ამ ღონისძიებაში მონაწილეობით.

2. სკოლის დირექცია ვალდებულია განიხილოს გადამზადების მსურველის განცხადება და უპასუხოს ამ განცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მაგრამ გადამზადების ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.

3. გადამზადებაში მონაწილეობაზე სკოლის დირექციის უარი  დასაბუთებული უნდა იყოს.

4. გადამზადების კურსის ჩატარებისა და ამ კურსში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით.

    მუხლი 6638. მოქმედი მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლება

მოქმედი მოსამართლე ვალდებულია 3 წელიწადში 5 დღე მაინც დაუთმოს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას. მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მის საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის სავალდებულო კომპონენტი უნდა იყოს ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საკითხების სწავლება.

    მუხლი 6639. გადამზადების ღონისძიებაში პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირის მონაწილეობა

გადამზადების კურსის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირის დაშვების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.

     მუხლი 6640. სპეციალურ სასწავლო კურსში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობა

1. უცხო ქვეყნის მოსამართლეებისათვის, სასამართლო სისტემის მოხელეებისა და იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური სასწავლო კურსი.

2. სპეციალური სასწავლო კურსის პროგრამას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

3. სპეციალური სასწავლო კურსი განხორციელდება შესაბამის უცხოურ ენაზე.

     მუხლი 6641. სასწავლო გრანტი

1. სკოლას უფლება აქვს, გასცეს სასწავლო გრანტი მხოლოდ მოსამართლესა და სასამართლოს მოხელეზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

2. სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.

     მუხლი 6642. სამეცნიერო საქმიანობა

1. სკოლის ბაზაზე სასამართლო სისტემის გამოწვევების ანალიზისა და კვლევისათვის შესაძლებელია შეიქმნას კვლევითი ინსტიტუტები.

2. სკოლა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ეწევა საგამომცემლო საქმიანობას.

     მუხლი 6643. სკოლაში სწავლისგან გათავისუფლება

მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, აგრეთვე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა, კონკურსის წესით განწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან სააპელაციო სასამართლოში და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება სკოლაში სწავლისგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.

 

თავი XII . საერთო სასამართლოების დაფინანსება . მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

მუხლი 67. საერთო სასამართლოების დაფინანსება

1. საერთო სასამართლოების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.

11. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამები საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ფინანსდება.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა (გარდა უზენაესი სასამართლოსი) და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მოსაზრებები საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4963 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

    მუხლი 68. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა

1. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

2. სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება. თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მისი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას.

3. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში (მუნიციპალიტეტში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 

4. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის ან ომის დროს, აგრეთვე სამხედრო შეკრებაზე გაწვევას არ ექვემდებარება.

5. მოსამართლედ გამწესება არ იწვევს პირის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის შეწყვეტას. პირი, რომელიც გამწესდა მოსამართლედ, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.

6. მოსამართლეს შვებულება ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე და 64-ე მუხლებით დადგენილი წესით.

7. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის , მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის , უზენაესი სასამართლოს წევრის , სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის , რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა და საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით .

საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის ორგანული  კანონი №3523  - სსმ I,  № 46 ,  04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.

მუხლი 69. მოსამართლის შრომის ანაზღაურება 

1. მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და დანამატისგან.

2. მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობაა:

ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა – 7 000 ლარი;

ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა – 6 500 ლარი;

გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა – 6 300 ლარი;

დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა – 6 000 ლარი;

ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 5 800 ლარი;

ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა – 5 600 ლარი;

ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისა – 5 300 ლარი;

თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა – 5 000 ლარი;

ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა – 4 600 ლარი;

კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისა – 4 300 ლარი;

ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, მაგისტრატი მოსამართლისა – 4 000 ლარი;

მ) რეზერვში მყოფი მოსამართლისა – 500 ლარი.

3. ამ კანონის შესაბამისად სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ აღნიშნული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აღემატება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით არის დანიშნული.

4. დაუშვებელია მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

5. მოსამართლის მატერიალური შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. მოსამართლის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) თანამდებობრივ სარგოზე დანამატს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

7. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის ოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

    მუხლი 70. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესი

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

    მუხლი 71. დახმარება მოსამართლის დაღუპვის, დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც უკავშირდება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას, მოსამართლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 25 000 ლარის ოდენობით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც უკავშირდება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას, მოსამართლეს სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესებისას, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 000 ლარის ოდენობით.

3. მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

    მუხლი 72. მოსამართლის დაზღვევა

1. მოსამართლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების დაზღვევა ხორციელდება უზენაესი სასამართლოს ბიუჯეტიდან, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისა – საერთო სასამართლოების ბიუჯეტიდან.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება უზენაეს სასამართლოსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით ან ვაუჩერის საშუალებით. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით ან ვაუჩერის საშუალებით.

თავი XII1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესი

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 721. მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა 

1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.

2. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება იმ ქმედებისთვის, რომელიც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 722. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა 

1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, სასამართლოს თავმჯდომარე ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე, აგრეთვე ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;

ბ) საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს ამ კანონის XIII 1 თავით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ამავე კანონით დადგენილი წესით დაკისრებას.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 723. პროკურატურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა 

პროკურატურის თანამშრომლის მიერ ამ კანონის 72 1 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება პროკურატურის თანამშრომლისათვის შეუფერებელ საქციელად და გამოიწვევს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ თავით დადგენილი წესით.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 724. ადვოკატის პასუხისმგებლობა 

 ადვოკატის მიერ ამ კანონის 72 1 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევად და გამოიწვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამ თავით დადგენილი წესით დაჯარიმებას.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 725. გამომძიებლის პასუხისმგებლობა

გამომძიებლის მიერ ამ კანონის 72 1 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამ თავით დადგენილი წესით დაჯარიმებას.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 726. საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა

საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის 72 1 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ამ თავით დადგენილი წესით დაჯარიმებას, ხოლო საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 727. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმება 

 1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარისა.

2. სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 10 000 ლარისა.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 728. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა 

1. მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.

2. მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც, წერილობითი შეტყობინების თანახმად, მოსამართლესთან ჰქონდა ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების ავტორს. მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს წერილობითი შეტყობინების განხილვისთვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ წერილობით შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს შეუძლია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვას. თუ მხარეები ზეპირ მოსმენაში მონაწილეობენ, მათ უფლება აქვთ, განმარტებები მისცენ შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს მითითებას ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევაზე და იმ გარემოებებზე, რომლებითაც დასტურდება აღნიშნული დარღვევის ჩადენის ფაქტი. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

3. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.

4. ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია:

ა) სათანადო რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართოს ამ კანონის 729 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობის პირს;

ბ) წარმოდგენილი საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, თუ ამ მასალების განხილვის შედეგად დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

5. თუ მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ განიხილავს მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას, წერილობითი შეტყობინების ავტორი მოსამართლე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

6. მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე სათანადო რეაგირებისთვის ამ კანონის 729 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის პირისათვის მიმართვის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

7. თუ მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოდგენილი საქმის მასალების განხილვის შედეგად დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, იგი საქმის მასალებს ქვემდებარეობის მიხედვით უგზავნის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 729. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინება 

 1. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ამ თავის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურორს.

2. ადვოკატის მიერ ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

3. გამომძიებლის მიერ ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.

4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს.

5. ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინებას განიხილავენ მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებად.

6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 7210. დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრება 

 1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განკარგულება შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა შეეფარდა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.

2. საჩივრის განხილვისას საჩივრის განმხილველი პირი ამოწმებს, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოტანისას დაიცვა თუ არა მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლემ ამ კანონის 728 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. საჩივრის განმხილველი პირი საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების, შეცვლის ან საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

4. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 7211. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობა

1. მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ვალდებულია დაჯარიმების შესახებ განკარგულება, აგრეთვე ამ თავის გამოყენების შესახებ ნებისმიერი სხვა სტატისტიკური ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

2. მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია საჯაროა, გარდა ინფორმაციისა იმ მოსამართლის ვინაობის შესახებ, რომელთანაც განხორციელდა კომუნიკაცია, და ინფორმაციისა იმ საქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც განხორციელდა კომუნიკაცია.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ამ თავის გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ერთიან ბაზას, რომელიც შეიცავს აგრეთვე ინფორმაციას ამ თავით დადგენილი წესით დაჯარიმებულ პირთა ვინაობის თაობაზე.“.“.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის ორგანული  კანონი №3796  –  ვებგვერდი, 13.12.2018წ.

 

თავი XIII. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი, სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები

    მუხლი 73. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი

უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელია საქართველოს მართლმსაჯულების სასახლე ქალაქ თბილისში.

    მუხლი 74. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები და მათი დამტკიცების წესი

1. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოებია მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. მოსამართლეს ეძლევა მისი თანამდებობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

    მუხლი 75. სასამართლოს ბეჭედი

სასამართლოს ბეჭედზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და სასამართლოს დასახელება.

თავი XIII1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სამართალწარმოება

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

     მუხლი 751. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები

1. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა (სახდელი) დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად დადგინდება მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.

2. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისთვის, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ობიექტურად შეეძლო დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად სათანადო ქმედების განხორციელება, მაგრამ არ განუხორციელებია ის.

3. დისციპლინური გადაცდომა არის მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული, მოსამართლის მიერ ჩადენილი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ქმედება. 

4. განზრახ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე აცნობიერებდა მისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას.

5. გაუფრთხილებლობით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის  ჩადენისას მოსამართლე არ ითვალისწინებდა მისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ის.

6. მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.

7. დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, თუმცა მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

8. დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება:

ა) ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, კერძოდ:

ა.ა) მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის, პოლიტიკური ან სოციალური ზეგავლენით;

ა.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით;

ბ) ქმედება, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ:

ბ.ა) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამასთანავე, დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება მოსამართლის მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ამ საქმესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება;

ბ.ბ) მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 

ბ.გ) მოსამართლის მიერ ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტის ან  722 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა;

ბ.დ) მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი;

ბ.ე) მოსამართლის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრება, მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა;

ბ.ვ) მოსამართლის მიერ სასამართლოში საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა;

ბ.ზ) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლო რეფორმის შესახებ ან/და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე მოსამართლის მეცნიერული ან ანალიტიკური მსჯელობა;

გ) ქმედება, რომელიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, კერძოდ:

გ.ა) მოსამართლის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის, ანუ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 52, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, 134, 135 ან 204 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა;

გ.ბ) მოსამართლის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების  განხორციელებისათვის ხელის შეშლა;

დ) ქმედება, რომელიც არღვევს წესიერების პრინციპს, კერძოდ:

დ.ა) მოსამართლის მიერ პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარება უშუალოდ მის მიერ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილესთან, რაც იწვევს მოსამართლის მიკერძოებას ან/და პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ;

დ.ბ) მოსამართლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება;

დ.გ) მოსამართლის მიერ სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება;

ე) ქმედება, რომელიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, კერძოდ:

ე.ა) სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ  საფუძვლით;

ე.ბ) სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ სასამართლო პროცესის სხვა მონაწილის მიმართ სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედების მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია;

ვ) ქმედება, რომელიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, კერძოდ:

ვ.ა) მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა. ამ ვადის არსებითად დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადა უშუალოდ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვა) გამო ვერ დაიცვა;

ვ.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა; 

ვ.გ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ კანონის დარღვევისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია;

ვ.დ) მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების, კერძოდ, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ზ) მოსამართლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს (მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედება (ქცევა), ჩადენილი  სასამართლოში ან მის გარეთ, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას).

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

      მუხლი 752. დისციპლინური სამართალწარმოების ვადები

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 3 წელი, ხოლო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან – 1 წელი.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

      მუხლი 753. დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება

1. დისციპლინური სახდელებია:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) მკაცრი საყვედური;

დ) ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში;

ე) სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;

1) მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა;

ვ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

11. შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად.

12. სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება, ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.

2. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებაა მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 754. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა

1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს, უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების გასაჯაროება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის 7513 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სხდომის (გარდა თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა) გასაჯაროება. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორს და შესაბამის მოსამართლეს.

3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება ასევე საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

      მუხლი 755. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს:

ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;

ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. საჩივარი (განცხადება) წარედგინება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, დისციპლინური საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტი, დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის (განცხადების) წარმდგენ პირს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 5 დღისა. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება.

4. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

     მუხლი 756. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება

მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელი ინსპექტორი თავის დასაბუთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .    

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 757. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება

1. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვეში წინასწარ ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. აღნიშნული პროცედურის განხორციელებისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება 2 კვირით გაგრძელდეს, ხოლო წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში − შეჩერდეს.

1 1. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი უფლებამოსილია შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მიმართვიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზირებული საძიებო რესურსის მეშვეობით. დამოუკიდებელი ინსპექტორი ასევე უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემაზე გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12. თუ დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული საქმის მასალების საქართველოს პროკურატურისათვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა.

3. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.

4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

     მუხლი 758. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება

1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და წინასწარი შემოწმებისთვის ამ კანონის 757 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ეყრდნობა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი წერილობით ჩამოაყალიბოს. ეს აზრი დისციპლინურ საქმეს დაერთვება.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი და მიეთითოს ამ კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტი. ახსნა-განმარტების მიცემა მოსამართლის უფლებაა.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 759. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება

დამოუკიდებელი ინსპექტორი, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან ორზე მეტი დისციპლინური საქმე.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7510. დისციპლინური საქმის გამოკვლევა. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება და თვითაცილება

1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით.

2. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, და მოსამართლეს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას. მოსამართლეს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის გამოკვლევისას დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი.

3. დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და გამოკვლევა ობიექტურად, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. შესწავლილი უნდა იქნეს მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.

4. მოსამართლეს უფლება აქვს, განაცხადოს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება. აცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მოსამართლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ მოცემულ დისციპლინურ საქმეში დამოუკიდებელი ინსპექტორის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია. ამ საფუძვლის არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხს განიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრით (2 მოსამართლე წევრითა და 1 არამოსამართლე წევრით) დაკომპლექტებული კოლეგია, რომელიც წილისყრით შეირჩევა. მოსამართლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით გამოვლინდება. აღნიშნული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საკითხი ამ პუნქტის შესაბამისად გადაწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც დამოუკიდებელი ინსპექტორისათვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს,  მოცემულ დისციპლინურ საქმეზე მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადაწყვეტისათვის გამოყენებული ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადაში.

5. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

     მუხლი 7511. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება

1. დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ინსპექტორი თავისი გადაწყვეტილებით აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია განაახლოს ამ საქმის წარმოება.

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილ 1-წლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ 3-წლიან ვადაში.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

    მუხლი 7512. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლები

1. დამოუკიდებელი ინსპექტორი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა;

ბ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე  ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება;

გ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება;

დ) საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა.

3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის მოსამართლეს და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ ამ კანონის 754 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღნიშნულმა მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ამ მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ქვეყნდება.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 7513. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა

1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის ამ კანონის 7510 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უფლებამოსილია დამოუკიდებელ ინსპექტორს დაავალოს დისციპლინურ საქმეზე დამატებითი გამოკვლევის ჩატარება და მისცეს მას შესაბამისი მითითებები. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა 2 თვით გაგრძელდება. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ შესაბამისი საკითხი კვლავ დადგება კენჭისყრაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 7514. გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ

1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდების შინაარსი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო  ეყრდნობა ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტს.

2. იმავე გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი ან შეცვალოს წარმომადგენელი დისციპლინური სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

3. გადაწყვეტილების ასლი მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში, საქმის მასალების ასლებთან ერთად გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს.

4. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე წერილობითი შეპასუხება და სათანადო მტკიცებულებები. მოსამართლის მიერ შეპასუხების წარდგენიდან ან შეპასუხების წარდგენისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 3 დღეში დისციპლინური საქმის მასალები მოსამართლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 7515. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. დისციპლინური საკითხის განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. დისციპლინური საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე განიხილავს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხთან დაკავშირებულ მასალებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი მოსამართლე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, სხდომაზე შესაძლებელია მიწვეულ იქნეს საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს მიწვეული პირების ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები.

5. მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დისციპლინური საქმის მასალებს ამ კანონის 7514 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას. 

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3262  –  ვებგვერდი, 10,08,2018წ.

მუხლი 7516. (ამოღებულია)

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7517. დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია (შემდგომ – სადისციპლინო კოლეგია).

2. სადისციპლინო კოლეგია საქმიანობას ახორციელებს ამ კანონითა და სადისციპლინო კოლეგიის წარდგინებით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ დადგენილი წესით.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7518. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7519. სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი

1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, ირჩევს საქართველოს პარლამენტი. კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვის, პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლის ვადით.

2. საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

3. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე, ან პირი, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ეკავა რომელიმე ასეთი თანამდებობა;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

5. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

6. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ე) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) გარდაცვალება;

ზ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;

თ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა.

7. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა.

8. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, რომლებიც ვალდებული არიან შეამოწმონ სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომაზე მიიწვიონ შესაბამისი წევრი და მოისმინონ მისი მოსაზრება. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„კ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას − კენჭს უყრის გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

9. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინურ საქმეს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2018 წლის 6  დეკემბრის ორგანული  კანონი №3903  –  ვებგვერდი, 14.12.2018წ.

მუხლი 7520. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე

სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს კოლეგიის მოსამართლე წევრებისგან ირჩევს სადისციპლინო კოლეგია. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე თავმჯდომარეობს კოლეგიის სხდომებს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7521. ანაზღაურება მოვალეობის შესრულებისათვის

საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7522. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილი

სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილსამყოფელი.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7523. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ფარგლები

სადისციპლინო კოლეგიას უფლება არა აქვს, გასცდეს დისციპლინური ბრალდების ფარგლებს (ბრალდების ფაქტობრივ მხარეს). მას აგრეთვე არა აქვს უფლება, სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არსებითი მსჯელობის საგნად აქციოს ის ფაქტები ან გარემოებები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება მოსამართლისათვის წაყენებულ დისციპლინურ ბრალდებას, ანდა ცნოს მოსამართლე ბრალეულად ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, რომლის გამოც დისციპლინური ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ, და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7524. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები

1. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი.

2. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე.

3. სადისციპლინო კოლეგიის სხდომა დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური, გარდა ამ კანონის 754 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან, დაიცვან აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7525. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7526. დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში. დისციპლინური საქმის სასამართლო დარბაზში განხილვა დაუშვებელია.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7527. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმეების განაწილების წესი

დისციპლინურ საქმეებს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე ანაწილებს საქმეთა რიგითობის გათვალისწინებით.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7528. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილება

1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც მას ხელს შეუშლის ამ საქმის მიუკერძოებლად და ობიექტურად განხილვაში.

2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება ან კერძო განჩინება ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7529. სადისციპლინო კოლეგიის აცილება

1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, განაცხადოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან სადისციპლინო კოლეგიის მთელი შემადგენლობის აცილება, თუ არსებობს სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილების ამ კანონის 7528 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. იგი ვალდებულია დაასახელოს აცილების მოტივი და დაასაბუთოს აცილება. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს ასევე უფლება აქვს, განაცხადოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წარმომადგენლის აცილება, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული.

2. შუამდგომლობას სადისციპლინო კოლეგიის, მისი წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შესახებ განიხილავს სადისციპლინო კოლეგია სათათბირო ოთახში.

3. აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრის, კოლეგიის მთელი შემადგენლობის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარსულში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიკერძოებისა და აცილების საფუძვლად.

5. სადისციპლინო კოლეგიის წევრის აცილების შესახებ შუამდგომლობა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არსებობს ამ კანონის 7528 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება.

6. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია სადისციპლინო კოლეგიის აცილებული წევრის გარეშე აგრძელებს საქმის განხილვას.

7. სადისციპლინო კოლეგიის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შემთხვევაში საქმის განხილვის გადადების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადაში.

8. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია იმავე სხდომაზე აგრძელებს საქმის განხილვას.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7530. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო

1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა.

2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოიწურა, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის ამოწურვა გამოწვეულია დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ დროის განზრახ ბრალეული გაჭიანურებით. სადისციპლინო კოლეგიამ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7531. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო

1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ქმედება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას.

2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს შესაბამის ორგანოს უგზავნის და ამის შესახებ აცნობებს იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

3. თუ მოსამართლის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, გარდა ამ კანონის 7542 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განაახლებს შეჩერებულ დისციპლინური საქმის წარმოებას, თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურული არ არის.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7532. დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადება

1. სადისციპლინო კოლეგია, რომელსაც დაევალა დისციპლინური საქმის განხილვა, წინასწარ ეცნობა მას და ნიშნავს კოლეგიაში საქმის განხილვის დღეს.

2. სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური საქმე.

3. სადისციპლინო კოლეგია იწვევს მოწმეებსა და სხვა პირებს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და აცნობებს მათ საქმის განხილვის ადგილს, დღესა და საათს.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7533. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვა

1. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი.

2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომას ხსნის კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე.

3. დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.

4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს: ჯერ – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი.

5. მხარეებს უფლება აქვთ, სრულად გამოხატონ და სათანადოდ დაიცვან თავიანთი პოზიციები, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია.

6. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია დაუსვას შეკითხვები მხარეებს ან საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ პირებს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები ან ინფორმაცია, დამატებით მიიწვიოს სხვა პირები მათი ინფორმაციის მოსასმენად, გადადოს საქმის განხილვა არაუმეტეს 2 კვირით და განახორციელოს სხვა ღონისძიებები.

7. დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი შემოიფარგლება მხოლოდ დისციპლინური ბრალდების წაყენებითა და მისი დასაბუთებით. მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსამართლისათვის კონკრეტული დისციპლინური სახდელის დაკისრება და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდება.

8. სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დგება ოქმი.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7534. მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა

1. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი პირობები და შესაძლებლობები თავიანთი პოზიციების გამოსახატავად და დასაცავად.

2. დაუშვებელია სადისციპლინო კოლეგიის წევრების რომელიმე მხარესთან წინასწარი შეხვედრა ანდა მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება მეორე მხარის დაუსწრებლად, ან მისთვის ამ ინფორმაციის შინაარსის გაუცნობლად, თუ ეს საქმის ორგანიზაციულ მხარეს არ ეხება.

3. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია საქმის განხილვამდე და განხილვის პროცესში არ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ან წინასწარი განწყობა ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს სადისციპლინო კოლეგიის მიუკერძოებლობა.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7535. დისციპლინური საქმის განხილვაში მხარეთა სავალდებულო მონაწილეობა

1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის რომელიმე მხარე არ გამოცხადდა, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია გადადოს დისციპლინური საქმის განხილვა არაუმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის 1-თვიან ვადაში.

2. თუ დადასტურდა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე თავს არიდებს და არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მის დაუსწრებლად განიხილოს საქმე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ცნოს იგი ბრალეულად და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

3. თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე მძიმე ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო ვერ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის წარმოება 3 თვემდე ვადით. ეს ვადა არ ჩაითვლება მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების 1-წლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ 5-წლიან ვადაში. თუ დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი 3 თვის ვადაში არ აღმოიფხვრება, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია ეს საქმე დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის დაუსწრებლად განიხილოს.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 7536. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოუხსნას მოსამართლეს მისთვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია შეწყვიტოს დისციპლინური საქმის განხილვა, განხილვის ეტაპის მიუხედავად, და, შესაბამისად, – დისციპლინური საქმე.

2. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, საქმის განხილვის დაწყებამდე სრულად აღიაროს დისციპლინური ბრალდება და სთხოვოს სადისციპლინო კოლეგიას, დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დააკმაყოფილოს მოსამართლის შუამდგომლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7537. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება

1. თუ დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე სადისციპლინო კოლეგია მიიღებს იმავე მოსამართლის მიმართ აღძრულ სხვა დისციპლინურ საქმეს, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დროებით შეაჩეროს პირველი დისციპლინური საქმის განხილვა, გააერთიანოს დისციპლინური საქმეები, ერთდროულად განიხილოს ისინი და ორი ან ორზე მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისას დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონის 7547 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

2. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება ხდება აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. დისციპლინური საქმის დროებით შეჩერების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის 1-თვიან ვადაში.

4. დისციპლინური საქმის განხილვის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია განაახლებს საქმის განხილვას.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7538. საქმის უწყვეტად განხილვის პრინციპის დაუცველობა

დისციპლინურ სამართალწარმოებაში არ მოქმედებს საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპი. დისციპლინური საქმის განხილვის გადადების ან დროებით შეჩერების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ, განიხილონ სხვა დისციპლინური საქმე და შემდეგ გააგრძელონ გადადებული ან დროებით შეჩერებული საქმის განხილვა. მათ უფლება აქვთ, განიხილონ დისციპლინური საქმე იმის მიუხედავად, მონაწილეობენ თუ არა სხვა საქმეების (სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან სხვა საქმეები) განხილვაში.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7539. საქმის შესახებ არსებითი გადაწყვეტილების მიღება

სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება, და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ გარემოების არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეცვალოს მოსამართლის ქმედების კვალიფიკაცია ამ კანონის 751 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომით.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7540. სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერენ კოლეგიის წევრები.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს.

5. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სადისციპლინო კოლეგიაში საჩივრის შეტანით.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7541. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეები

1. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;

ბ) დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

გ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ;

დ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ;

ე) მოსამართლის გამართლების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა ამ კანონის 7536 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7542. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ:

ა) მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა;

გ) მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება;

დ) სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა მოსამართლის ბრალის ან იმ ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ ბრალდებას.

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სადისციპლინო კოლეგიას შეუძლია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7543. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ

1. დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგია იღებს ამ კანონის 7537 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერება დაიშვება მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7544. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის განხილვისას ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის ან ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის გამო ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას და საკმარისად მიაჩნია მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.

2. კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამართლისადმი სადისციპლინო კოლეგიის წერილი, რომელშიც ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი უარყოფითად არის შეფასებული. კერძო სარეკომენდაციო ბარათში ასევე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია დარღვევის აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზებისა და საშუალებების შესახებ.

3. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. კერძო სარეკომენდაციო ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს. საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი ვალდებულია ხელი მოაწეროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელწერილს. კერძო სარეკომენდაციო ბარათის ასლის სხვა ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის გაგზავნა დაუშვებელია. კერძო სარეკომენდაციო ბარათის ასლი დალუქული პაკეტის სახით თან ერთვის დისციპლინურ საქმეს. ამ პაკეტის გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დისციპლინური საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7545. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის გამართლების შესახებ

სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის გამართლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ საქმის განხილვის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეულად ჩადენა არ დადასტურდა.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7546. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ

სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის შედეგად ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა და სადისციპლინო კოლეგიას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ამ კანონის 7547 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .  

მუხლი 7547. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების საერთო წესი

1. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრება ხდება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხს.

2. სადისციპლინო კოლეგია, როგორც წესი, უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ ერთი, ძირითადი დისციპლინური სახდელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ძირითადი დისციპლინური სახდელი ვერ უზრუნველყოფს დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მასთან ერთად გამოიყენოს ამ კანონის 75​3 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დისციპლინური სახდელი. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ დამოუკიდებლად.

3. თუ ადრე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული სახდელი გაქარწყლებული არ არის, როგორც წესი, მოსამართლეს ეკისრება უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი.

4. თუ კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვიდან 6 თვის ვადაში მოსამართლე ჩაიდენს იმავე სახის დისციპლინურ გადაცდომას, რომლისთვისაც დაეკისრა დისციპლინური ზემოქმედების აღნიშნული ღონისძიება, სადისციპლინო კოლეგია მსჯელობს მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.

 საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 7548. მოსამართლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება

1. ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, როგორც წესი, გამოიყენება ამავე კანონის 75მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები შესაბამისი თანამიმდევრობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომის სახე მოითხოვს უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენებას.

2. ამ კანონის 75მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 7549. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 7550. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია ითვალისწინებს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, და ეს ღონისძიება განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება. სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მას კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის, რაოდენობის, აგრეთვე წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიაჩნია ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელება.

2. თუ წარსულში მოსამართლეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი – მკაცრი საყვედური – დამოუკიდებლად ან კანონით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად და ეს სახდელი გაქარწყლებული არ არის, ახალი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას კოლეგია მსჯელობს ამ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე.

3. სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7551. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღინიშნება:

ა) სადისციპლინო კოლეგიის დასახელება;

ბ) სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა;

გ) დისციპლინური საქმის განხილვის დრო;

დ) დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ე) დისციპლინური სამართალწარმოების დამწყები თანამდებობის პირის ვინაობა და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს დასახელება;

ვ) დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თარიღები;

ზ) დისციპლინური საქმის გარემოებები;

თ) დისციპლინური ბრალდებისა და მოსამართლის ახსნა-განმარტების შინაარსი;

ი) მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია;

კ) დისციპლინური გადაცდომის სახე, რომლისთვისაც მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, და დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები;

ლ) დისციპლინური საქმის შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების საფუძველი.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7552. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა

1. დისციპლინური საქმის შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლები იმავე ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს მოსამართლის პირად საქმეს.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7553. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი და მისი შინაარსი

1. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმში აისახება სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თარიღი, მისი დაწყების საათი, სხდომის მიმდინარეობა, სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა, მხარეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათი ინფორმაციები, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო.

2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

3. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7554. სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომ – სადისციპლინო პალატა) მისი გასაჩივრებით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს.

2. საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 10 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა.

3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ასაჩივრებს.

4. მოსამართლე, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის, ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

5. დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს.

6. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

7. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ადვოკატმა მისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 1 თვის ვადაში შეიძლება გაასაჩივროს სადისციპლინო პალატაში.

8. სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს ამ მუხლით, ამ კანონის 7555–7568 მუხლებით და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით დადგენილი წესით.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7555. საჩივრის შინაარსი

1. საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) სადისციპლინო პალატის დასახელებას;

ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებასა და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებასა და მისამართს;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების დამდგენი ორგანოს დასახელებას;

დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;

ე) მითითებას გასაჩივრების საფუძვლებზე (საჩივრის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა საჩივრის შემტანი პირი გადაწყვეტილების გაუქმებას (საჩივრის განაცხადი);

ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს პროცედურული ნორმების დარღვევას, თუ საჩივარი პროცედურული ნორმების დარღვევას ემყარება;

ზ) საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას;

თ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.

2. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა ერთოდეს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.

3. საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის სახით, რამდენი მონაწილეცაა საქმეში.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7556. საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. საჩივრის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო პალატა ამოწმებს, საჩივარი ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა მას წარმოებაში იღებს.

2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა საჩივრის წარმდგენ პირს ხარვეზის აღმოფხვრას ავალებს, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას (არაუმეტეს 5 დღისა). თუ ხარვეზი ამ ვადაში არ აღმოიფხვრა ან თუ საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ არის შეტანილი, საჩივარი განუხილველი დარჩება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხს სადისციპლინო პალატა წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

4. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს. სადისციპლინო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7557. გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და საჩივარზე უარის თქმა

1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სადისციპლინო კოლეგიაში წერილობით განაცხადებს უარს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, საჩივარი აღარ დაიშვება.

2. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვისას საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებამდე. საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7558. საქმის განხილვის ვადა, საქმის განხილვის დანიშვნა

1. სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში დისციპლინური საქმის განხილვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება ერთჯერადად 15 დღით გააგრძელოს.

2. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სადისციპლინო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

3. სადისციპლინო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას სადისციპლინო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7559. სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის ფარგლები და საქმიანობის პრინციპები

1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი და დაკისრებული სახდელის სამართლიანობის თვალსაზრისით.

2. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის სამართლებრივი პროცედურების დარღვევით განხილვა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამან გამოიწვია საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

3. საჩივრის განხილვის დროს სადისციპლინო პალატა საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის 7524 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7560. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვა

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე მიღებული საჩივარი განიხილება სადისციპლინო პალატის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პალატის სხვა წევრი.

2. სადისციპლინო პალატის სხდომის თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს განსახილველ საქმეს.

3. სადისციპლინო პალატის სხდომის მდივანი მოახსენებს, თუ ვინ გამოცხადდა განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან, ეცნობათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს სხდომის თაობაზე და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სადისციპლინო პალატა ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.

4. სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მათ უფლება-მოვალეობებს.

5. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სადისციპლინო პალატის შემადგენლობას, სხდომის მდივნის ვინაობას და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის სხდომაზე განხილვამდე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა სასამართლო შემადგენლობა და არა ის, რომელიც ცნობილი იყო საქმის მომზადების სტადიაზე.

6. სხდომის თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, აქვთ თუ არა შუამდგომლობები ან განცხადებები, რომლებიც განცხადებული ვერ იქნა სხდომამდე.

7. პროცესის მონაწილეები ვალდებული არიან, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს თავმჯდომარე აძლევს გაფრთხილებას.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7561. საქმის არსებითი განხილვა

1. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმის მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს.

2. მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სიტყვას აძლევს მხარეებს ახსნა-განმარტებისათვის.

3. პირველად ახსნა-განმარტებას იძლევა საჩივრის ავტორი/ წარმომადგენელი, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას, უარს ხომ არ ამბობს საჩივარზე და სხვა.

4. შემდეგ სასამართლო მოისმენს მოწინააღმდეგე მხარის/წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს, ხომ არ ცნობს საჩივარს და სხვა.

5. თუ სხდომაზე მხოლოდ ერთი მხარე გამოცხადდება, პალატა ახსნა-განმარტებას გამოცხადებული მხარისაგან მიიღებს.

6. სხდომის თავმჯდომარის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა სცილდება განხილვის საგანს და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, სხდომის თავმჯდომარეს მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.

7. სადისციპლინო პალატის წევრებს უფლება აქვთ, მხარეებს დაუსვან შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

8. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი.

9. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ რეპლიკით.

10. პაექრობის შემდეგ სადისციპლინო პალატა გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს მხარეებს.

11. სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას, განმარტავს გადაწყვეტილების მიღების საფუძველებს, რის შემდეგაც სხდომას დახურულად აცხადებს.

12. სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7562. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება

1. სადისციპლინო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

2. სადისციპლინო პალატის წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

3. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებაში აღინიშნება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებისა და მიღებული საჩივრების შინაარსი, სადისციპლინო პალატაში საკითხის განხილვის შედეგები, მიღებული გადაწყვეტილების არსი და დასაბუთება.

4. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. სადისციპლინო პალატას მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, თუ მიზანშეწონილად მიაჩნია შესწორებათა შეტანა. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინება არ საჩივრდება.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7563. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების სახეები

სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

ბ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

გ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, თუ საკითხი ეხება ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

დ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7564. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი

1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ დადგინდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ კანონიერად გაამართლა მოსამართლე ან შეწყვიტა მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება, ანდა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა კოლეგიის სხდომაზე დადგენილ დისციპლინურ გადაცდომას, ამასთანავე, მოსამართლეს კანონიერი და სამართლიანი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება დააკისრა.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დასატოვებლად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობასთან ერთად სავალდებულოა, რომ სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც (შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, დისციპლინური საქმის შეწყვეტის ან მოსამართლის გამართლების საფუძვლები).

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7565. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი

1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ:

ა) სადისციპლინო კოლეგიამ არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებებს და სწორად ვერ განსაზღვრა, ამ კანონის 751 მუხლით გათვალისწინებული რომელი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა მოსამართლემ. სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მოსამართლის ქმედება გადააკვალიფიციროს ამ კანონის 751 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინურ გადაცდომაზე, ბრალეულად ცნოს მოსამართლე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვისაც, თუ ამას მოიცავს დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი გარემოებანი;

ბ) სადისციპლინო კოლეგიამ გამოიყენა უკანონო, უსამართლო ან მიზანშეუწონელი დისციპლინური სახდელი/სახდელები ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია:

ბ.ა) უცვლელად დატოვოს დისციპლინური სახდელი/სახდელები, მოუხსნას მოსამართლეს ან გამოიყენოს მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.ბ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი/სახდელები და უცვლელად დატოვოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი/სახდელები ან გამოიყენოს ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით/სახდელებით.

2. თუ ერთდროულად არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები, სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის იურიდიული კვალიფიკაციის, მოსამართლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეცვლის და, შესაბამისად, ამ ნაწილში სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 7566. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, თუ სადისციპლინო კოლეგიამ უკანონოდ გაამართლა მოსამართლე, უკანონოდ შეწყვიტა მის წინააღმდეგ აღძრული დისციპლინური საქმე, ანდა უკანონოდ დააკისრა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოიყენა დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 7541 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7567. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი

სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, თუ:

ა) საქმე განიხილა სადისციპლინო კოლეგიის არაკანონიერმა შემადგენლობამ;

ბ) სადისციპლინო კოლეგიამ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ ეცნობა სხდომის თაობაზე;

გ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დაირღვა პროცესის კონფიდენციალურობის წესები;

დ) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

ე) გადაწყვეტილება ხელმოუწერელია სხდომის თავმჯდომარის ან მდივნის მიერ;

ვ) საქმეში არ არის სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7568. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ფორმა

1. სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით. მას ხელს აწერენ სადისციპლინო პალატის წევრები.

2. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლები ეგზავნებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7569. დისციპლინურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება

1. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების აღსრულებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება – დაუყოვნებლივ.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7570. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების, შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7571. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური სახდელის, დაკისრებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7572. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. (ამოღებულია - 30.12.2021, №1346).

2. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარდგინების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამართლეს.

3. პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, კარგავს ამ კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7573. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება

1. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, თუ თავად მოსამართლემ არ მოითხოვა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება, კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სრულად ქვეყნდება.

2. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ასლები, მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს გადაეცემა.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7574. სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის მიერ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და სადისციპლინო პალატის წევრი ვალდებული არიან, დაიცვან დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის 754 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, და თათბირის საიდუმლოება. ეს ვალდებულება არ ვრცელდება სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებში მოცემულ ინფორმაციაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად და გახდება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის შემადგენლობიდან მოსამართლის გამოყვანის საფუძველი, აგრეთვე შეიძლება გახდეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

მუხლი 7575. სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი პირის, დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირის, აგრეთვე სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის დისციპლინური უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება სამსახურის ადგილის მიხედვით.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7576. დისციპლინური სახდელის გაქარწყლება

1. შენიშვნა გაქარწყლებულად ჩაითვლება მისი დაკისრებიდან 6 თვის, საყვედური – 9 თვის, ხოლო მკაცრი საყვედური – 1 წლის გასვლის შემდეგ, თუ მოსამართლე ამ ვადაში ახალ დისციპლინურ გადაცდომას არ ჩაიდენს.

2. მოსამართლე, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მისი ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, დისციპლინური სახდელის მქონედ არ ითვლება.

3. დაუშვებელია დისციპლინური სახდელის მოხსნა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლამდე.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7577. მოსამართლის თანამდებობრივი დაწინაურების უფლების შეზღუდვა

1. მოსამართლეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში ან რომლისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, შესაბამისი ვადით ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების უფლება.

2. შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა არ უნდა გაამწესოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე, თუ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში, ან თუ მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7578. იმავე ბრალდებით მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების დაუშვებლობა

სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის მიერ მოსამართლის ბრალეულად ცნობის ან გამართლების შემდეგ დაუშვებელია იმავე საფუძვლით მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა, იმავე ბრალდებით მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, იმავე ქმედების გამო მისი ბრალეულად ცნობა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრება.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .  

მუხლი 7579. დისციპლინური საქმის შენახვა

1. დისციპლინური საქმე ინახება სადისციპლინო კოლეგიაში და ხელმიუწვდომელია სხვა პირებისათვის.

2. დისციპლინური საქმის გაგზავნა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოებში ან თანამდებობის პირებთან დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვით.

3. დისციპლინური საქმის შენახვის ვადაა 10 წელი.

  საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

მუხლი 7580. სტატისტიკური ინფორმაცია

1. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია პერიოდულად ეგზავნება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. სხვა თანამდებობის პირთათვის, დაწესებულებებისათვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის გადაცემა დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვითა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვით. 

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

 

თავი XIV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 76. მოსამართლის სოციალური დაცვა

ამ კანონის 70-ე მუხლი გავრცელდეს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

    მუხლი 77. მოსამართლის კომპენსაციის გაანგარიშება

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია გაიანგარიშება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის:

ა) 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე;

ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში;

გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;

დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.

    მუხლი 78. საზედამხედველო საჩივრების განხილვა

საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, აგრეთვე საზედამხედველო პროტესტებს და საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. განსაკუთრებით რთული საქმეები და ის საქმეები, რომლებიც განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეთა განხილვაში მონაწილეებზე.

     მუხლი 79. საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს საერთო სასამართლოს მოსამართლ ისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის 1 ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის ორგანული  კანონი №3523  - სსმ I,  № 46 ,  04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.

    მუხლი 79 1 . სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის შემოსაღებად გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა და საერთო სასამართლოების აპარატების სტრუქტურაში სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის გათვალისწინება.

2. სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის შემოღებამდე სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელობას ახორციელებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე.

საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის ორგანული  კანონი №3523  - სსმ I,  № 46 ,  04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286

    მუხლი 792 . სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა მოხელის შერჩევის ახალი წესის ამოქმედებამდე

1. ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს აპარატის მოხელის შერჩევის წესის შესაბამისად ანაზღაურებადი სტაჟიორების დანიშვნამდე სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და, როგორც წესი, გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ანდა ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

3. სასამართლო სხდომის მდივანი ინიშნება იმ პირთაგან, რომლებსაც, როგორც წესი, გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვთ სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება .

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის  ორგანული  კანონი №5529  - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 793 . საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს მთავრობამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის;

) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ათვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს:

ა) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცება;

ბ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის  ორგანული  კანონი №5529  - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 794. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს 

2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით), გასაუბრების წარმატებით გავლის, ამ კანონის 361 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 362 და 363 მუხლების, 364 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა შესწავლის, ქულებით შეფასების სისტემის და გასაუბრების დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული ფორმების საფუძველზე. აღნიშნული მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.

საქართველოს 2017 წლის  1 6   ივნისის  ორგანული  კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0 6 .2017წ.  

მუხლი 795. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოებაში არსებული დისციპლინური საქმეების განხილვის გაგრძელების წესი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის №150-IIს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოებაში არსებული დისციპლინური საქმეების განხილვა გაგრძელდეს ამ კანონით დადგენილი წესით. 

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის ორგანული  კანონი №2194  –  ვებგვერდი, 26.04.2018წ .

 

თავი XV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 80. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის საქართველოს ორგანული კანონი (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75);

ბ) „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ 1999 წლის 12 მაისის საქართველოს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62);

გ) „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 37);

დ) „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 20.12.2002, მუხ. 146).

საქართველოს პრეზიდენტი                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

2257–IIს

 
52. 29/05/2024 - საქართველოს ორგანული კანონი - 4218-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/06/2024 51. 15/11/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3666-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 29/11/2023 50. 21/09/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3545-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 49. 13/06/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3124-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/07/2023 48. 13/06/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3129-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/06/2023 47. 01/12/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2282-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 46. 30/11/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2228-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 45. 18/10/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1913-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2022 44. 21/04/2022 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/4/1648 - ვებგვერდი, 29/04/2022 43. 30/12/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 1346-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 42. 01/04/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 447-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/04/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 30/09/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 7205-Iს - ვებგვერდი, 05/10/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6858-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 39. 14/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6848-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 21/05/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 5906-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 37. 13/12/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5569-Iს - ვებგვერდი, 25/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 20/09/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5006-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 35. 18/09/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4963-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 34. 01/05/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4526-IIს - ვებგვერდი, 02/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 14/12/2018 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/2/767,1272 - ვებგვერდი, 20/12/2018 32. 06/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3903-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 31. 30/11/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3796-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 30. 31/10/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3623-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 29. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3262-რს - ვებგვერდი, 10/08/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 04/05/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2267-IIს - ვებგვერდი, 21/05/2018 27. 20/04/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2194-IIს - ვებგვერდი, 26/04/2018 26. 07/03/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2034-IIს - ვებგვერდი, 29/03/2018 25. 16/06/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1052-IIს - ვებგვერდი, 27/06/2017 24. 16/06/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1050-IIს - ვებგვერდი, 22/06/2017 23. 15/02/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/1/659 - ვებგვერდი, 21/02/2017 22. 08/02/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 255-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 21/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 169-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 20. 27/10/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4389-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 19. 12/06/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3696-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 18. 20/03/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3397-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 17. 12/12/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2943-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 16. 30/10/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2726-Iს - ვებგვერდი, 06/11/2014 15. 01/08/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2647-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 01/08/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2651-რს - ვებგვერდი, 12/08/2014 13. 13/12/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1789-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 12. 01/11/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1489-Iს - ვებგვერდი, 13/11/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 01/05/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 580-IIს - ვებგვერდი, 20/05/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 06/03/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 260-IIს - ვებგვერდი, 20/03/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 28/12/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 192-რს - ვებგვერდი, 30/12/2012 8. 26/04/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6092-Iს - ვებგვერდი, 10/05/2012 7. 27/03/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 5920-Iს - ვებგვერდი, 19/04/2012 6. 20/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5529-რს - ვებგვერდი, 111228087, 28/12/2011 5. 24/06/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 4952-რს - ვებგვერდი, 110706017, 06/07/2011 4. 22/03/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 4461-Iს - ვებგვერდი, 110401015, 01/04/2011 3. 10/12/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3959-IIს - სსმ, 73, 23/12/2010 2. 24/09/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3620 - სსმ, 52, 30/09/2010 1. 21/07/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3523 - სსმ, 46, 04/08/2010