დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3129-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 110050000.04.001.018065 |
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი
1. „საერთო
სასამართლოების
შესახებ
“ საქართველოს
ორგანულ
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
, №41, 08.12.2009, მუხ
. 300) შეტანილ
იქნეს
შემდეგი
ცვლილება
:
1. მე -13 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „31. სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით . ამასთანავე , აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სათანადო ვებგვერდზე ქვეყნდება . ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება , მათ შორის , ისეთი გადაწყვეტილება , რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება . ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია : ა ) პირის ვინაობა , სახელწოდება , დაბადების თარიღი , პირადი ნომერი , საიდენტიფიკაციო ნომერი , პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი , სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები ; ბ ) პირის რეგისტრაციის ადგილის , ადგილსამყოფლის , საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები ; გ ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი ; დ ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია , რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება . ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო .“. 2. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ განწესების პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაზე /გადაწყვეტილებაზე , საჩივარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებასა /წარდგინებასა და მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე .“. 3. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი : „11. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით , 10 წლის ვადით , მაგრამ არაუმეტეს მისი , როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის , უფლებამოსილების ვადისა , სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი . უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია . უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს . კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ . წარდგენილად ითვლება ის კანდიდატი , რომელმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმები მიიღო . თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები , კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს (კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს , რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება ). კანდიდატი წარდგენილად ითვლება , თუ მან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმები მიიღო . თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ წარადგინა , ბოლო კენჭისყრიდან არაუადრეს 2 კვირისა კანდიდატურის დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება . საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ასარჩევად იმ კანდიდატის წარდგენა , რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები , ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ .“. 4. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 34. მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნები 1. ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით , მოსამართლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს /აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან , რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით /უმაღლესი განათლების დიპლომით , სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება , ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას , ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა , გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში . 2. მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს /აირჩეს ნასამართლევი პირი , აგრეთვე პირი , რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც აღარ არსებობს ამ კანონის XIII1 თავის ის ნორმა , რომლის საფუძველზედაც პირი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან ) ან იმავე პუნქტის „თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით . 3. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება : ა ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი ; ბ ) უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი ; გ ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი ; დ ) საქართველოს საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე − სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე . 4. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება : ა ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი ; ბ ) უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი ; გ ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი ; დ ) უზენაესი , რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე , რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა , აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებული იყო კონკურსის შედეგად და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება ; ე ) პირი , რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და რომელიც შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში , მიუხედავად იმისა , თუ რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე .“. 5. 341 მუხლის : ა ) მე -11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე საბჭოს წევრები , ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით , სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით იმავე მუხლის მე -16 პუნქტის შესაბამისად , ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით იმავე მუხლის მე -17 პუნქტის შესაბამისად . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები , ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით , კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე კეთილსინდისიერების კრიტერიუმით იმავე მუხლის მე -15 პუნქტის შესაბამისად . ამასთანავე , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს ამ კანონის 351 მუხლის მე -16 პუნქტით /მე -17 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ქულას და იმავე მუხლით განსაზღვრულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს . აღნიშნულ შეფასებებსა და დასაბუთებებში მიეთითება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი , გვარი და ხელმოწერა . თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებებთან ერთად არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს , მიიჩნევა , რომ საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში . ამასთანავე , მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება . თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს გადასცემს კანდიდატის არასრულ შეფასებას ან კანდიდატის შეფასებას დასაბუთების გარეშე , საბჭოს აპარატი საბჭოს ამ წევრს აცნობებს აღნიშნული ხარვეზის თაობაზე . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს , ეს ხარვეზი 2 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას . ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მიიჩნევა , რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში . ამასთანავე , მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება . კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა და ამ ქულების დასაბუთებები , ამ კანონის 351 მუხლის მე -15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები და ამ შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითებით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე .“; ბ ) მე -13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „13. ამ მუხლის მე -12 პუნქტის შესაბამისად შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ , უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით , აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს ღია სხდომაზე კენჭი სათითაოდ , შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ : პირველ რიგში , კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატთაგან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს , შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით , თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ კანდიდატებს . ამასთანავე , თუ რომელიმე კანდიდატმა კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა , დანარჩენ კანდიდატებს კენჭი აღარ ეყრებათ . თუ აღმოჩნდა , რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია , კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს , რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა , ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია , − იმ კანდიდატს , რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს . ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა ღიაა . კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ . კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას კენჭისყრის დასრულებისთანავე წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს . უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი საქართველოს პარლამენტს წარედგინება , თუ მას მხარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს . საქართველოს პარლამენტს კანდიდატები ერთიანად , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება . ეს წარდგინება , ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება .“; გ ) მე -17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „17. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს კანდიდატი ვერ წარუდგინა , კანონით დადგენილი ყველა სათანადო პროცედურის ამოწურვის შედეგად ვერ შეივსო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსია ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასამართ შესაბამის კენჭისყრაში ამ კანონის 343 მუხლის მე -12 და მე -13 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე შეზღუდვის მოქმედების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ სათანადო საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის საკმარისი რაოდენობის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები , 1 თვის ვადაში შესაბამისი კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება .“. 6. 343 მუხლის : ა ) პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „გ ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას , რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ;“; ბ ) მე -12 და მე -13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „12. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე -12 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმავე პუნქტის შესაბამისად ხელახალ განკარგულებას მიიღებს . ამასთანავე , თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “–„გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენა დაადგინა , მიიჩნევა , რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამის ვაკანსიასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები გაუქმებულია , და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აღნიშნულ კანდიდატებს ამ კანონის 341 მუხლის მე -11 პუნქტის შესაბამისად ხელახლა შეაფასებენ . ამ შეფასებაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი , რომლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “–„გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენაც დაადგინა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსიის შესავსებად გამართულ , ამ კანონის 341 მუხლის მე -12 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში . 13. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე -13 პუნქტით /მე -15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმავე პუნქტის შესაბამისად ხელახალ წარდგინებას მიიღებს . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ წარდგინების მისაღებად გამართულ არცერთ კენჭისყრაში არ მონაწილეობს , თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი აღნიშნული გადაწყვეტილებით საბჭოს ამ წევრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “–„გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენა დაადგინა .“; გ ) მე -13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 პუნქტები : „131. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულება /ხელახალი წარდგინება საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლით დადგენილი წესით . უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 1 კვირის ვადაში , ამ მუხლით დადგენილი წესით . 132. ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების /წარდგინების გასაჩივრების უფლება , ამავე მუხლით დადგენილი საჩივრის წარდგენის ვადების გათვალისწინებით , უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის /კანდიდატების შერჩევის ყოველ შესაბამის ეტაპზე მოქმედებს მანამ , სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების /წარდგინების უცვლელად დატოვების თაობაზე .“. 7. 35-ე და 351 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 35. რაიონული (საქალაქო ) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესი 1. პირი რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განწესდება 3 წლის ვადით , ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უვადოდ . 2. რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა და მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აცხადებს კონკურსს და აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დასანიშნად სათანადო პროცედურას წარმართავს . ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აწვდის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და არანაკლებ 2 ეროვნულ მაუწყებელს . 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს ნიშნავს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით . მოსამართლის კონკურსით დანიშვნისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . კონკურსში მონაწილე სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის (გარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრისა ) ამ კანონის 351 მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას სავალდებულოა მის მიერ განხილული 5 საქმის შეფასება , რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი /საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული (მათ შორის , არანაკლებ 2 საქმის (არსებობის შემთხვევაში ) შეფასება , რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი /საბოლოო გადაწყვეტილებებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა /ნაწილობრივ გააუქმა ). შესაფასებელი საქმეები შემთხვევითობის პრინციპის დაცვით შეირჩევა . საქმის /გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია , შეფასდეს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების , ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ) მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ცოდნის დონე , მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორე , გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა , მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი , აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის , ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი . საქმის /გადაწყვეტილების შესწავლისას ასევე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ /ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომის ხასიათი და სერიოზულობა . 4. თუ მოსამართლეობის კანდიდატი მოსამართლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ განწესდება , კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს , კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს , რათა ამ კანდიდატს მიმდინარე კონკურსის ფარგლებში დარჩენილ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხელახლა ეყაროს კენჭი . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახალი კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით . ხელახალი კენჭისყრა იმართება საერთო წესით . ამასთანავე , მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლის იმ ვაკანტურ თანამდებობაზე განსაწესებლად საჭირო , ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს , რომელზე დასანიშნადაც მას ხელახლა ეყრება კენჭი . მუხლი 351. მოსამართლეობის კანდიდატისა და რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების კრიტერიუმები , მათი მახასიათებლები და შეფასების სისტემა 1. მოსამართლეობის კანდიდატი და რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდებიან 2 ძირითადი კრიტერიუმით − კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით . 2. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია : ა ) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი ; ბ ) დამოუკიდებლობა , მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ; გ ) პიროვნული და პროფესიული ქცევა ; დ ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია ; ე ) ფინანსური ვალდებულება − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში . 3. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია : ა ) სამართლის ნორმების ცოდნა ; ბ ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია ; გ ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში ; დ ) წერის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში ; ე ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში ; ვ ) პროფესიული თვისებები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში ; ზ ) პროფესიული თვისებები (მათ შორის , ქცევა სასამართლო დარბაზში ) − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში ; თ ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა ; ი ) პროფესიული აქტივობა . 4. პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი , როგორც მოსამართლისა (სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში ) და მოქალაქის , პატიოსნება , კეთილსინდისიერება , მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება , გამჭვირვალობა , კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი ან სხვა მოვალეობების , ფინანსური ან სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად , თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას , ბანკის ან სხვა ვალის , კომუნალური ან სხვა გადასახადის , საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდისას ) და სხვა , ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე სიმართლისმოყვარეობა . 5. დამოუკიდებლობის , მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა , გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა , პიროვნული სიმტკიცე , შეუვალობა და სხვა , ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მიუკერძოებლობა , სამართლიანობა . 6. პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი კორექტულობა კოლეგებსა და სხვა პირებთან ურთიერთობისას , თავდაჭერილობა , საკუთარი ემოციების მართვის უნარი , სასამართლოში წარმართული დავები , რომლებშიც იგი მონაწილეობდა , როგორც მხარე , მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდების არსებობა და სხვა , ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე მის მიერ სამოსამართლო ეთიკის დაცვა , მოსამართლის მაღალი წოდების შესაბამისი ქცევა და იმიჯი , ქცევა მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას . 7. პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში , იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და ხარისხი და სხვა . 8. ფინანსური ვალდებულების მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ინფორმაცია მისი შემოსავლის წყაროს , აქტივების , საკუთრებაში ან /და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ . პირის ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია , შეფასდეს , არსებობს თუ არა საფუძველი მისი ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა , რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას . 9. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების , ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ) მის მიერ ცოდნის დონე . ამ მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შესაფასებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს მის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება . აღნიშნული მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი ითვალისწინებს მის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლის ნორმების (მათ შორის , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ) გამოყენების სისწორეს . ზემოაღნიშნული მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი გამოითხოვს მის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას . 10. სამართლებრივი დასაბუთების უნარისა და კომპეტენციის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი ანალიტიკური აზროვნების უნარი და პროფესიული გამოცდილება , ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე მის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა . 11. წერის უნარის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ წერილობით აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის , ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი . ზეპირი კომუნიკაციის უნარის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი გამართულად მეტყველების უნარი , სხვისი აზრის მოთმინებით მოსმენის უნარი , ღიაობა , განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და სხვა . 12. პროფესიული თვისებების მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა , შრომისმოყვარეობა , დამოუკიდებელი აზროვნების უნარი , სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი , მიზანდასახულობა , მენეჯერული უნარ -ჩვევები და სხვა . პროფესიული თვისებების (მათ შორის , სასამართლო დარბაზში ქცევის ) მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა , საქმის ჯეროვნად და პასუხისმგებლობით მომზადება , ქცევა სასამართლო დარბაზში და სასამართლო სხდომის სათანადოდ წარმართვის უნარი , ქცევა მხარეებთან ურთიერთობისას , გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა , გადაწყვეტილების დაუხმარებლად მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი , სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი , მიზანდასახულობა , პროდუქტიულობა და სისწრაფე , საპროცესო ვადების დაცვა , მენეჯერული უნარ -ჩვევები და სხვა . 13. აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული წვრთნის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება სიახლეების მიმართ მისი ღიაობა , თვითგანვითარების უნარი , საოფისე კულტურა , ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ინტერესი , პროფესიული წვრთნის პროგრამებში მონაწილეობა , შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და სხვა . 14. პროფესიული აქტივობის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ ინიციატივის გამოჩენის უნარი , იდეებისა და წინადადებების წამოყენება , მისი სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები , იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე მისი დამსახურება და სხვა , ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე სამართლებრივი სისტემისა და მართლმსაჯულების საკითხებზე სხვადასხვა ფორმატის დისკუსიებში , შეხვედრებსა და სემინარებში მისი მონაწილეობა , საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ღიად და თავისუფლად გამოხატვა . 15. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლები . აღნიშნული მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელს გამოაქვს ერთ -ერთი შემდეგი დასკვნა : ა ) მოსამართლეობის კანდიდატი /რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს ; ბ ) მოსამართლეობის კანდიდატი /რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს ; გ ) მოსამართლეობის კანდიდატი /რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს . 16. კომპეტენტურობის კრიტერიუმით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება ქულებით , ამ მუხლის მე -3 პუნქტის „ა “−„გ “, „ვ “, „თ “ და „ი “ ქვეპუნქტებითა და მე -9−მე -14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით . აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე , თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება : ა ) სამართლის ნორმების ცოდნა – 25 ქულა ; ბ ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 25 ქულა ; გ ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარები – 20 ქულა ; დ ) პროფესიული თვისებები – 15 ქულა ; ე ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 10 ქულა ; ვ ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა . 17. კომპეტენტურობის კრიტერიუმით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატი ან რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდება ქულებით , ამ მუხლის მე -3 პუნქტის „ა “, „ბ “, „დ “, „ე “ და „ზ “−„ი “ ქვეპუნქტებითა და მე -9−მე -14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით . აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე , თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება : ა ) სამართლის ნორმების ცოდნა – 20 ქულა ; ბ ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 20 ქულა ; გ ) წერის უნარი – 20 ქულა ; დ ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 15 ქულა ; ე ) პროფესიული თვისებები (მათ შორის , ქცევა სასამართლო დარბაზში ) – 15 ქულა ; ვ ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 5 ქულა ; ზ ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა .“. 8. 352 მუხლი ამოღებულ იქნეს . 9. 354 მუხლი ამოღებულ იქნეს . 10. 36-ე მუხლის : ა ) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესება “; ბ ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს ; გ ) მე -4−43 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. მოსამართლეს რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ , ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე , სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით , ამავე კანონის შესაბამისად ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო . 41. რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას , განაწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ . მოსამართლის თანამდებობაზე განწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე , სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო ) სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ მოსამართლეზე , თუ მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ყოფილი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ გასულა . აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ განწესდება შესაბამისი კონკურსის წარმატებით გავლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა საჭირო რაოდენობის (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ) ხმების მიღების შემთხვევაში . იმ მოქმედი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში , რომელიც თანამდებობაზე 10 წლის ვადით არის დანიშნული , იგი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს ამ უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში . 42. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლის უვადოდ განწესების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას კენჭისყრის დასრულებისთანავე წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს . ამ კენჭისყრის შედეგები , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს , აღნიშნული კენჭისყრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით წარუდგინოს თავისი განსხვავებული აზრი . ეს აზრი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ , ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე . 43. იმ მოსამართლეს , რომლის მიმართაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ , სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ , ამ კანონით დადგენილი წესით , ხოლო მისი თანამდებობა ვაკანტურად იქნება მიჩნეული და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება . ეს მოსამართლე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში .“. 11. 362 და 363 მუხლები ამოღებულ იქნეს . 12. 364 მუხლის : ა ) მე -7 და მე -8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „7. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ კანონის 351 მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლები . აღნიშნული მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელს გამოაქვს იმავე მუხლის მე -15 პუნქტით გათვალისწინებული ერთ -ერთი დასკვნა . 8. კომპეტენტურობის კრიტერიუმით მოსამართლე ფასდება ქულებით , ამ კანონის 351 მუხლის მე -3 პუნქტის „ა “, „ბ “, „დ “, „ე “ და „ზ “−„ი “ ქვეპუნქტებითა და მე -9−მე -14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით . აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე , თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და იმავე მუხლის მე -17 პუნქტით განისაზღვრება .“; ბ ) მე -20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „20. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე , ამ კანონის 36-ე მუხლის 41 და 42 პუნქტებით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით , ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ , ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე განწესების შესახებ . თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებას მხარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლები დაუჭერს , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ . მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ /მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე , განსხვავებულ აზრთან ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს .“. 13. 371 მუხლის : ა ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. აუცილებლობის შემთხვევაში , როდესაც ეს გამოწვეულია რაიონულ (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობით ან /და განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით ან /და როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესთან დაკავშირებული სხვა ობიექტური გარემოება , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებას სხვა სასამართლოების მოსამართლეებს წარუდგენს . თუ წინადადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში რომელიმე მოსამართლე თანხმობას გამოთქვამს , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის , სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო ) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო ) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით მივლინების შესახებ .“; ბ ) მე -4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი : „5. სხვა სასამართლოში მივლინებულ მოსამართლეს ყოველთვიურად მიეცემა თანამდებობრივ სარგოზე სამივლინებო დანამატი . ამ დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო . აღნიშნული დანამატის ოდენობა არ უნდა იყოს სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 10%-ზე ნაკლები . რაიონული (საქალაქო ) სასამართლოს მოსამართლის სხვა რაიონულ (საქალაქო ) სასამართლოში მივლინების შემთხვევაში ზემოაღნიშნული დანამატის ოდენობისა და ამ სასამართლოში მივლინებული მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ჯამი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს .“. 14. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 45. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისგან 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო ) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად , თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭისყრის შედეგად , სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით , ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს , რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას . 2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისთვის წარდგინებით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში ნიშნავს წარმომადგენელს , რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ წარდგინების განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში , ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში − აგრეთვე უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში . 3. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას იხილავს მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში , ამ კანონით დადგენილი საერთო წესით . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვაზე საქმის მხარის გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას . 4. თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას და მიიჩნევს , რომ არსებობს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა , რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისთვის , რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას , საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოების საბოლოოდ დასრულებამდე მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ . საწინააღმდეგო შემთხვევაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ . 5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებასთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმის მხარემ შეიძლება მისი ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში . ამ ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია . საჩივარი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას უნდა წარედგინოს . საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს საქმის მხარეებს . 6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს იხილავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესით , შემდეგი განსხვავებული საპროცესო ვადების გათვალისწინებით : ა ) საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ამოწმებს , საჩივარი ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი თუ არა . თუ საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს , უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მას წარმოებაში იღებს ; ბ ) თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნებს , უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივრის წარმდგენ პირს ხარვეზის აღმოფხვრას ავალებს და ამისთვის განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა . თუ ხარვეზი ამ ვადაში არ აღმოიფხვრა ან თუ საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ არის წარდგენილი , საჩივარი განუხილველი რჩება ; გ ) უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს იხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში . საჩივარი შესაძლებელია განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით , თუ , უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მოსაზრებით , ეს ხელს შეუწყობს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას . ამასთანავე , საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვაზე საქმის მხარის გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას . 7. მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში მოსამართლეს უჩერდება უფლებამოსილება . ამასთანავე , მოსამართლეს აღნიშნულ ვადაში უნარჩუნდება ამ კანონის მე -40 მუხლით გათვალისწინებული უფლებები , ხელფასი და სხვა მატერიალური შეღავათები .“. 15. 47-ე მუხლის მე -12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი . უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩეს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა , ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა . საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის მიზნით კონკურსი ცხადდება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 2 თვისა , ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა . რომელიმე 3-თვიან პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის არჩევა დაუშვებელია .“. 16. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი : „11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მის მიერ დასანიშნი /ასარჩევი თანამდებობის პირის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის დღემდე არაუგვიანეს 3 თვისა ან იმავე თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა , ამ კანონით დადგენილი წესით დაიწყოს და განახორციელოს აღნიშნულ თანამდებობაზე პირის დასანიშნად /ასარჩევად კანდიდატის შერჩევის პროცედურა .“. 17. 65-ე მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საბჭოს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე , რომელსაც , ამ კანონის 47-ე მუხლის მე -4 პუნქტის თანახმად , აქვს უფლება , საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის , მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა , და ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საბჭოს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე , რომელსაც არ აქვს უფლება , შეითავსოს რომელიმე აღნიშნული თანამდებობა . კანდიდატს უფლება აქვს , კენჭისყრამდე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას მიმართოს და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მის მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე . პირს , რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის ან სასამართლოს თავმჯდომარის , მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის , სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის საბჭოს იმ წევრის თანამდებობაზე , რომელსაც არ აქვს უფლება , შეითავსოს რომელიმე ზემოაღნიშნული თანამდებობა , საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება საბჭოს წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება . თუ საბჭოს იმ წევრის თანამდებობაზე არჩევის მსურველთა რაოდენობა , რომელსაც აქვს უფლება , შეითავსოს სასამართლოს თავმჯდომარის , მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა , ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლებია ან თუ კენჭისყრის შედეგად საჭირო რაოდენობის ხმები ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლები რაოდენობის პირმა მიიღო , ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს პირი , რომელსაც არ უკავია სასამართლოს თავმჯდომარის , მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა .“. 18. 6622 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 6622. იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 351 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისი თეორიული ცოდნის გაღრმავება , პრაქტიკული უნარებისა და თვისებების განვითარება . იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა , გარდა სავალდებულო საგნებისა , შეიძლება ითვალისწინებდეს არჩევით საგნებს . საგნების ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო .“. 19. 751 მუხლის მე -8 პუნქტის „ბ .ზ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ბ .ზ ) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით . პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლო რეფორმის შესახებ ან /და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე მოსამართლის მეცნიერული ან ანალიტიკური მსჯელობა ;“. 20. 758 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და წინასწარი შემოწმებისთვის ამ კანონის 757 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და მოსამართლისთვის ახსნა -განმარტების ჩამორთმევის შესახებ . ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ეყრდნობა . აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიიჩნევა , რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა . თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას , მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს , რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება , უფლება აქვს , თავისი განსხვავებული აზრი წერილობით ჩამოაყალიბოს . ეს აზრი დისციპლინურ საქმეს დაერთვება .“. მუხლი 2 1. ეს კანონი , გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან .
|
თბილისი, 13 ივნისი 2023 წ. N3129-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები