დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1346-VIIრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 110050000.04.001.018022 |
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი: „131. თუ მოსამართლეობის კანდიდატი ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ გამწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, კანდიდატის თანხმობით მიმართოს აღნიშნულ საბჭოს, რათა ამ კანდიდატს მიმდინარე კონკურსის ფარგლებში დარჩენილ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახლა ეყაროს კენჭი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახალი კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხელახალი კენჭისყრა ტარდება საერთო წესით.“. 2. 371 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 371. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი 1. აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები (რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობა, განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ან/და სხვა ობიექტური გარემოება), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით მიმართავს სხვა სასამართლოების მოსამართლეებს. თუ წინადადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში რომელიმე მოსამართლე გამოთქვამს თანხმობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით მივლინების შესახებ. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ შეირჩა მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) მივლინების შესახებ, მაგრამ არაუმეტეს 2 წლის ვადით მივლინებისა. მივლინების ვადის მოსამართლის თანხმობის გარეშე გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 2 წლით. 3. ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილება მივლინებული მოსამართლის მიერ შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. საკვალიფიკაციო პალატაში სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ კანონის 365 და 366 მუხლებით დადგენილი წესით.“. 3. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არსებობს შემდეგი საფუძვლებიდან რომელიმე: ა) მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა; ბ) რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა ამ კანონის 758 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაბამის თანამდებობაზე დარჩენით მოსამართლე ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას. 2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისათვის წარდგინებით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში ნიშნავს წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ წარდგინების განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში − აგრეთვე უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში. 3. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას იხილავს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ამ კანონით განსაზღვრული საერთო წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვაზე დისციპლინური საქმის მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას. 4. თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებაში ასახულ დასკვნებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შესახებ, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებასთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის მხარეებმა შეიძლება მისი ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივრონ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ამ ვადის აღდგენა ან გაგრძელება არ დაიშვება. საჩივარი უნდა წარედგინოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას. საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს. 6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს იხილავს ამ კანონით განსაზღვრული საერთო წესით, შემდეგი განსხვავებული საპროცესო ვადების გათვალისწინებით: ა) საჩივრის შემოსვლიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ამოწმებს, საჩივარი ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მას წარმოებაში იღებს; ბ) თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივრის წარმდგენ პირს ხარვეზის აღმოფხვრას ავალებს, რისთვისაც მას განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ ხარვეზი ამ ვადაში არ აღმოიფხვრა ან თუ საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ არის შეტანილი, საჩივარი განუხილველი დარჩება; გ) უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს იხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საჩივარი შესაძლებელია განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით, თუ, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მოსაზრებით, ეს ხელს შეუწყობს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ამასთანავე, საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვაზე დისციპლინური საქმის მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს დისციპლინური საქმის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას. 7. მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში მოსამართლეს უჩერდება უფლებამოსილება, რის გამოც ასევე ჩერდება მასზე ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების გაცემა. მოსამართლის გამართლების შემთხვევაში მას მიუღებელი ხელფასი და სხვა მატერიალური შეღავათები სრულად აუნაზღაურდება. ამასთანავე, მოსამართლეს აღნიშნულ ვადაში უნარჩუნდება ამ კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული უფლებები. 8. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ითვლება, რომ მოსამართლე საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგებით.“. 4. 47-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს (დაინიშნოს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.“. 5. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის (გარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისა) სტრუქტურას, თანამდებობათა დასახელებებს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს;“. 6. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სადისციპლინო საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“. 7. 511 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის შემთხვევაში ამ დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ამტკიცებს დამოუკიდებელი ინსპექტორი.“. 8. 751 მუხლის მე-8 პუნქტის: ა) „ბ.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი: „ბ.ზ) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით;“; ბ) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ა) მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა. ამ ვადის არსებითად დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადა უშუალოდ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვა) გამო ვერ დაიცვა;“. 9. 753 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა;“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად. 12. სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება, ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.“. 10. 755 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, დისციპლინური საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტი, დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის (განცხადების) წარმდგენ პირს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 5 დღისა. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება.“. 11. 757 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვეში წინასწარ ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. აღნიშნული პროცედურის განხორციელებისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება 2 კვირით გაგრძელდეს, ხოლო წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში − შეჩერდეს.“. 12. 758 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და წინასწარი შემოწმებისათვის ამ კანონის 757 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.“. 13. 7510 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსამართლეს უფლება აქვს, განაცხადოს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება. აცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მოსამართლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ მოცემულ დისციპლინურ საქმეში დამოუკიდებელი ინსპექტორის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია. ამ საფუძვლის არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხს განიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრით (2 მოსამართლე წევრითა და 1 არამოსამართლე წევრით) დაკომპლექტებული კოლეგია, რომელიც წილისყრით შეირჩევა. მოსამართლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით გამოვლინდება. აღნიშნული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საკითხი ამ პუნქტის შესაბამისად გადაწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც დამოუკიდებელი ინსპექტორისათვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს, მოცემულ დისციპლინურ საქმეზე მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადაწყვეტისათვის გამოყენებული ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადაში.“. 14. 7513 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის ამ კანონის 7510 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.“. 15. 7516 მუხლი ამოღებულ იქნეს. 16. 7525 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7525. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.“. 17. 7535 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის რომელიმე მხარე არ გამოცხადდა, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია გადადოს დისციპლინური საქმის განხილვა არაუმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის 1-თვიან ვადაში.“. 18. 7537 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე სადისციპლინო კოლეგია მიიღებს იმავე მოსამართლის მიმართ აღძრულ სხვა დისციპლინურ საქმეს, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დროებით შეაჩეროს პირველი დისციპლინური საქმის განხილვა, გააერთიანოს დისციპლინური საქმეები, ერთდროულად განიხილოს ისინი და ორი ან ორზე მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისას დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონის 7547 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დისციპლინური საქმის დროებით შეჩერების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის 1-თვიან ვადაში.“. 19. 7546 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7546. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის შედეგად ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა და სადისციპლინო კოლეგიას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ამ კანონის 7547 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“. 20. 7547 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადისციპლინო კოლეგია, როგორც წესი, უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ ერთი, ძირითადი დისციპლინური სახდელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ძირითადი დისციპლინური სახდელი ვერ უზრუნველყოფს დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მასთან ერთად გამოიყენოს ამ კანონის 753 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დისციპლინური სახდელი. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ დამოუკიდებლად.“. 21. 7554 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ასაჩივრებს.“. 22. 7556 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჩივრის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო პალატა ამოწმებს, საჩივარი ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა მას წარმოებაში იღებს. 2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა საჩივრის წარმდგენ პირს ხარვეზის აღმოფხვრას ავალებს, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას (არაუმეტეს 5 დღისა). თუ ხარვეზი ამ ვადაში არ აღმოიფხვრა ან თუ საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ არის შეტანილი, საჩივარი განუხილველი დარჩება.“. 23. 7558 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში დისციპლინური საქმის განხილვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება ერთჯერადად 15 დღით გააგრძელოს.“. 24. 7565 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სადისციპლინო კოლეგიამ გამოიყენა უკანონო, უსამართლო ან მიზანშეუწონელი დისციპლინური სახდელი/სახდელები ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია: ბ.ა) უცვლელად დატოვოს დისციპლინური სახდელი/სახდელები, მოუხსნას მოსამართლეს ან გამოიყენოს მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.ბ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი/სახდელები და უცვლელად დატოვოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი/სახდელები ან გამოიყენოს ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით/სახდელებით.“. 25. 7572 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 დეკემბერი 2021 წ. N1346-VIIრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები