„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 921-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.018148
921-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 02/07/2025
110050000.04.001.018148
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 131 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას  სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.“.

2. 321 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.“.

3. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება.“.

4. 663 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.“.

5. 666 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი მოადგილეებისა და სტაჟირების ხელმძღვანელისგან. სკოლის დირექტორის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.“.

6. 7212 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონკრეტული მოსამართლეების შესაბამის ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის სასწავლო შვებულებაში ან სამსახურებრივ მივლინებაში გასვლის შესახებ ბრძანება არ გამოიცემა.

5. თუ ღონისძიების ორგანიზატორი მოსამართლესთან განახორციელებს სპეციალურ კომუნიკაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ამ მუხლით დადგენილი წესით მიმართვის გარეშე ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის მიუხედავად, მოსამართლე ვალდებულია ღონისძიების ორგანიზატორს განუცხადოს, რომ მასთან კომუნიკაცია არასათანადო კომუნიკაციაა და ამ კომუნიკაციის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასეთ შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ამ მოსამართლის მონაწილეობის საკითხი აღარ განიხილება.“.

7. 753 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება, ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა, მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N921-IIIრს-XIმპ