„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5920-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.016037
  • Word
5920-Iს
27/03/2012
ვებგვერდი, 19/04/2012
110050000.04.001.016037
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანულ კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

1. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები.“.

2. 43- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.“.

3. 47-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61  პუნქტი:

„61 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნისას/არჩევისას საქართველოს პრეზიდენტი /საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, მის მორალურ რეპუტაციას და ეთიკურ სტანდარტებს.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან მოსამართლე, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.“.

4. 50- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტისა.“.

5. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.“.

6. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 67. საერთო სასამართლოების დაფინანსება

1. საერთო სასამართლოების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა (გარდა უზენაესი სასამართლოსი) და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მოსაზრებები საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.“.

მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5920- I