„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3523
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.004.148
  • Word
3523
21/07/2010
სსმ, 46, 04/08/2010
110.050.000.04.001.004.148
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;“.

2. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 56-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასამართლოს აპარატი, სასამართლოს მენეჯერი“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

4. 68-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საზღვარგარეთ მივლინებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრების, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დღიური ნორმის დანამატის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.“.

5. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 79. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საზღვარგარეთ მივლინებისას დღიური ნორმის დანამატის ოდენობის განსაზღვრა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საზღვარგარეთ მივლინებისას დღიური ნორმის დანამატის ოდენობის განსაზღვრა ამ კანონის 68-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 791 მუხლი:

     „მუხლი 791. სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის შემოსაღებად გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა და საერთო სასამართლოების აპარატების სტრუქტურაში სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის გათვალისწინება.

2. სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის შემოღებამდე სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელობას ახორციელებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3523–რს