დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 827-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110050000.04.001.018142 |
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას;“. 2. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა 1. სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ პირს თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. 2. მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. მუხლი 9. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისთვის მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (სიტყვიერად, უხამსი ან სხვა მსგავსი ქმედებით) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“. 3. მე-13 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. არავის არ აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამავე პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები; გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“. 4. 131 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის ვიდეო- და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.“; ბ) მე-3−მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. უზენაეს სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეების უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.“. 6. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 3 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისგან.“. 7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრების ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი. სადისციპლინო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.“. 8. 191 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.“. 9. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებს ამ პალატების შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის მე-19 და 191 მუხლებით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.“. 10. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საერთო ხელმძღვანელობას და ორგანიზებას უწევს უზენაესი სასამართლოს მუშაობას;“. 11. 23-ე მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში. 5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატასა და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“. 12. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას;“. 13. 30-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში) განხილვა, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განხილვა.“. 14. 32-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას;“. 15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი: „მუხლი 321. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე 1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც იმავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეების განხილვაში; ბ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ან სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; გ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეების განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს; ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით. 4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე.“. 16. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 17. 341 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით იმავე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით იმავე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე კეთილსინდისიერების კრიტერიუმით იმავე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტით/მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ქულას და იმავე მუხლით განსაზღვრულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს. აღნიშნულ შეფასებებსა და დასაბუთებებში მიეთითება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებებთან ერთად არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, მიიჩნევა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში. ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს გადასცემს კანდიდატის არასრულ შეფასებას ან კანდიდატის შეფასებას დასაბუთების გარეშე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრს აცნობებს აღნიშნული ხარვეზის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ეს ხარვეზი 2 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში. ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა და ამ ქულების დასაბუთებები, ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები და ამ შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვინაობის მითითებით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.“. 18. 371 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მოსამართლე ვერ შეირჩა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით, მოსამართლის თანხმობის გარეშე, მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) არაუმეტეს 2 წლის ვადით მივლინების შესახებ. მივლინების ვადა მოსამართლის თანხმობის გარეშე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 წლით. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული იმ გარემოების არსებობა, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინება ან მივლინების ვადის გაგრძელება აუცილებელი გახადა.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილება მივლინებულმა მოსამართლემ შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში მისთვის ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. გასაჩივრება აჩერებს მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მოქმედებას საკვალიფიკაციო პალატის მიერ შესაბამის საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. საკვალიფიკაციო პალატაში სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ კანონის 365 და 366 მუხლებით დადგენილი წესით. საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის განხილვის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე; ბ) მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე; გ) მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რითაც მივლინებასთან დაკავშირებული პროცედურა სრულდება.“. 19. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. მოსამართლის დაწინაურება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.“. 20. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 6 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.“. 21. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭისყრის შედეგად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.“. 22. 47-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან 6 წევრზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე. 5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება.“; დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩეს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა.“. 23. 48-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) წელიწადში 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.“. 24. 49-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) განსაზღვრავს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა სპეციალიზაციას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − უზენაეს, სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაციას;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას, თანამდებობათა დასახელებებს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 დღით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომაზე განსახილველი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის პროექტი.“. 25. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი: „მუხლი 491. მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე, აგრეთვე მოსამართლის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და ნებადართული სარგებლის მიღებაზე თანხმობის გაცემის წესი 1. მოსამართლე სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის დაწყებამდე, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და ნებადართული სარგებლის მიღებამდე გონივრული ვადით ადრე, წერილობითი განცხადებით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ საქმიანობის განხორციელების ან ამ სარგებლის მიღების განზრახვის შესახებ. შეტყობინება გულისხმობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის ან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და ნებადართული სარგებლის თაობაზე შემდეგი ინფორმაციის წარდგენას: ა) სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის მოკლე აღწერა, მისი ძირითადი არსისა და განხორციელების ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და ძირითადი ფუნქციების მითითებით); სარგებლის მიღების შემთხვევაში − სარგებლის არსის აღწერა, სარგებლის გამცემი წყაროს (სარგებლის გამცემის სახელი და გვარი/სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) და მოსალოდნელი მატერიალურ-ეკონომიკური ეფექტის (ოდენობის) აღწერის ჩათვლით; ბ) სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის თვალსაზრისით მოსამართლის პოტენციური დამსაქმებლის თაობაზე ძირითადი მონაცემები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ა. შ.). 2. თუ მოსამართლის განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განცხადება არ განიხილება. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს თანხმობის გაცემის საკითხს, რისთვისაც მას უფლება აქვს, გამოითხოვოს ამ საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი ინფორმაცია (მათ შორის, იმ სასამართლოს თავმჯდომარისგან, რომელშიც მოსამართლე ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებას). 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე ან სარგებლის მიღებაზე თანხმობას არ გასცემს, თუ: ა) მოსამართლის მიერ განხორციელებული სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობა გავლენას მოახდენს მის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ (ჯეროვნად) განხორციელებაზე; ბ) მოსამართლის პოტენციური დამსაქმებლის/მოსამართლისთვის სარგებლის გამცემის საქმიანობა შეუთავსებელია მართლმსაჯულების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხორციელების პრინციპებთან; გ) მოსამართლის მიერ სარგებლის მიღება უპირისპირდება მართლმსაჯულების ინტერესებს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას. 5. მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე ან სარგებლის მიღებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების არარსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გასცეს: ა) მოსამართლის მიერ შესაბამისი სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების შესახებ თანხმობა არაუმეტეს 1 კალენდარული წლის ვადით; ბ) მოსამართლის მიერ შესაბამისი სარგებლის მიღების შესახებ თანხმობა.“. 26. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან.“. 27. 511 მუხლი ამოღებულ იქნეს. 28. 561 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 561. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის უფლებამოსილებები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“. 29. 562 მუხლი ამოღებულ იქნეს. 30. 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასამართლოების მანდატურის სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 3. სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. სასამართლოს მანდატურზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რანგირება და მის თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლოს მანდატურის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს.“. 31. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 4 წლის ვადით.“. 32. 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ისმენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;“. 33. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, როგორც წესი, მოიწვევა წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 1/5-ის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს (იქნენ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (წევრები), საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი (წევრები), ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი (წევრები). საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.“. 34. 663 მუხლის: ა) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საბჭოს 2 წევრს (1 მოსამართლე წევრს და 1 არამოსამართლე წევრს) მათი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 4 წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 5. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ დამოუკიდებელი საბჭოს წევრთაგან, მისი, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის ორ მოადგილეს.“; ბ) მე-7 პუნქტის: ბ.ა) „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) ირჩევს სკოლის დირექტორის მოადგილეებსა და სტაჟირების ხელმძღვანელს;“; ბ.ბ) „ე.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ზ) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს, სკოლის დამამთავრებელი გამოცდის კომისიის შემადგენლობას;“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის დამოუკიდებელ საბჭოში საქმიანობა ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით.“. 35. 664 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე.“. 36. 665 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა, როგორც წესი, მოიწვევა არანაკლებ წელიწადში ერთხელ. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისივე დავალებით დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 2. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.“. 37. 666 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი ორი მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელისგან.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სკოლის დირექტორის მოადგილეები და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5 წლის ვადით. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილეებისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას.“. 38. 6612 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 39. 6615 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6615. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა სკოლაში მისაღები კონკურსის გამოცხადებამდე დამოუკიდებელი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით, სკოლის დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით განსაზღვრავს სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას.“. 40. 6630 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სკოლის დამამთავრებელ გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 41. 6638 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6638. მოქმედი მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლება მოქმედი მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მის საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის სავალდებულო კომპონენტი, როგორც წესი, უნდა იყოს ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საკითხების სწავლება.“. 42. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო კოეფიციენტზე: ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 10.00; ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 9.20; გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 9.00; დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც უზენაეს სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 8.50; ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 8.40; ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 8.30; ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისთვის – 8.20; თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ე“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 8.10; ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 8.00; კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 7.70; ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისთვის − 7.50; მ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისთვის/მაგისტრატი მოსამართლისთვის, რომელსაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ი“−„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 7.20.“. 43. 721 და 722 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 721. მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა 1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს ან რომელიც მოსამართლეზე ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობაა. 2. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება იმ ქმედებისთვის, რომელიც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. 3. მოსამართლესთან კომუნიკაცია მისი სამსახურებრივი მივლინების ან/და სასწავლო/პროფესიული განვითარების პროგრამაში მისი მონაწილედ/ექსპერტად ჩართვის მიზნით ან ნებისმიერ სხვა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების/სასამართლო ხელისუფლების განხორციელების პროცესს (სპეციალური კომუნიკაცია), დასაშვებია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, ამ კანონის 7212 მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 722. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა 1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, სასამართლოს თავმჯდომარე ამის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან განხორციელდა, იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 2. მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე, აგრეთვე ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები: ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ; ბ) საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. 3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ამ კანონის XIII1 თავით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ამავე კანონით დადგენილი წესით დაკისრებას.“. 44. 727 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმება“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარისა.“. 45. 728 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე სათანადო რეაგირებისთვის ამ კანონის 729 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის პირისთვის მიმართვის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“. 46. 7210 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განკარგულება შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა შეეფარდა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.“. 47. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7212 მუხლი: „მუხლი 7212. მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია 1. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ღონისძიების ორგანიზატორი − ნებისმიერი სუბიექტი (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, იურიდიული პირის ფილიალი, ორგანიზაცია, დაწესებულება, სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლობა და ა. შ.), რომელიც დაინტერესებულია თავის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობით; ბ) ღონისძიება − ნებისმიერი ხასიათის ვიზიტი, საქმიანი შეხვედრა, სამუშაო შეხვედრა, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი და სხვა მსგავსი ღონისძიება; გ) მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია − ღონისძიებაში შესაბამისი მოსამართლის მონაწილეობის მიზნით ღონისძიების ორგანიზატორის მიერ ამ მოსამართლესთან კომუნიკაციის განხორციელება. 2. აკრძალულია მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობის გარეშე. 3. ღონისძიების ორგანიზატორი ღონისძიების განხორციელებამდე გონივრული ვადით ადრე ღონისძიების შესახებ ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეტყობინება გულისხმობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ღონისძიების თაობაზე შემდეგი ინფორმაციის წარდგენას: ა) ღონისძიების არსის, მიზნისა და დღის წესრიგის შესახებ (ღონისძიების განხორციელების დროის, ხანგრძლივობის, პერიოდულობისა და ადგილის მითითების ჩათვლით); ბ) ღონისძიებაში მონაწილე პირების (ტექნიკური პერსონალის გარდა) ვინაობის შესახებ (მათი თანამდებობის ან სხვა სტატუსის მითითების ჩათვლით); გ) ღონისძიებაში მოსამართლის (მოსამართლეების) მონაწილეობის მოთხოვნის შესახებ, ამ ღონისძიებაში მისი (მათი) როლის აღწერით. 4. კონკრეტული მოსამართლეების შესაბამის ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის სასწავლო შვებულებაში ან სამსახურებრივ მივლინებაში გასვლის შესახებ ბრძანება არ გამოიცემა. 5. თუ ღონისძიების ორგანიზატორი მოსამართლესთან განახორციელებს სპეციალურ კომუნიკაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ამ მუხლით დადგენილი წესით მიმართვის გარეშე ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის მიუხედავად, მოსამართლე ვალდებულია ღონისძიების ორგანიზატორს განუცხადოს, რომ მასთან კომუნიკაცია არასათანადო კომუნიკაციაა და ამ კომუნიკაციის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. ასეთ შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ამ მოსამართლის მონაწილეობის საკითხი აღარ განიხილება.“. 48. 751 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ე“ ქვეპუნქტი: „ვ.ე) მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;“. 49. 753 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში;“; ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება, ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.“. 50. 754 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 51. 755 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. საჩივარი (განცხადება) წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშთან შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, დისციპლინური საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საჩივრის (განცხადების) წარმდგენ პირს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას − არაუმეტეს 5 დღისა. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს.“. 52. 756 და 757 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 756. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით), რომელიც თავის დასაბუთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. მუხლი 757. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში წინასწარ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. აღნიშნული ინფორმაციის წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით, ხოლო მისი წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შეჩერდეს. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართვიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული საძიებო რესურსის მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული საქმის მასალების საქართველოს პროკურატურისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. 4. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა. 5. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. 6. დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“. 53. 759 და 7510 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 759. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს, თავისი გადაწყვეტილებით ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან ორზე მეტი დისციპლინური საქმე. მუხლი 75 10. დისციპლინური საქმის გამოკვლევა 1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით. 2. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უფლება აქვს, წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, და მოსამართლეს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას. მოსამართლეს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის გამოკვლევისას დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი. 3. დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და გამოკვლევა ობიექტურად, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. შესწავლილი უნდა იქნეს მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები. 4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა.“. 54. 7511 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში დისციპლინური საქმის წარმოება განახლდება.“. 55. 7512 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა; ბ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ იმავე ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება; გ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება; დ) საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის მოსამართლეს და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.“. 56. 7513 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაავალოს დისციპლინურ საქმეზე დამატებითი გამოკვლევის ჩატარება და მისცეს მას შესაბამისი მითითებები. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა 2 თვით გაგრძელდება. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ შესაბამისი საკითხი კვლავ დადგება კენჭისყრაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.“. 57. 7519 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 3 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 წევრი მოსამართლე არ არის. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც მოსამართლეები არ არიან, ირჩევს საქართველოს პარლამენტი. სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვის, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. 2. საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.“. 58. 7525 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7525. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.“. 59. 7547 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვიდან 1 წლის ვადაში მოსამართლე ჩაიდენს იმავე სახის დისციპლინურ გადაცდომას, რომლისთვისაც დაეკისრა დისციპლინური ზემოქმედების აღნიშნული ღონისძიება, სადისციპლინო კოლეგია მსჯელობს მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.“. 60. 7558 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედების დროისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის ან საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არამოსამართლე წევრის ნაცვლად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩევა მოსამართლე წევრი მანამ, სანამ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ არამოსამართლე წევრთა რაოდენობა 2 არ იქნება, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი მოქმედი 2 არამოსამართლე წევრის შემცვლელ წევრებს საქართველოს პარლამენტი აირჩევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა. 2025 წლის 1 სექტემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარდგენილი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში 2025 წლის 1 სექტემბრიდან იგი დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების წარსამართავად შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ა) საკუთარ სტრუქტურაში მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების წარსამართავად შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების, აგრეთვე შესასრულებელი უფლებამოსილების გათვალისწინებით ამ სტრუქტურულ ერთეულში საჯარო მოსამსახურეთა სათანადო საშტატო ნუსხის დამტკიცება; ბ) ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტში მოქმედი დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების წარსამართავად შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის შეთავაზება. 5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთავაზებაზე მოქმედი დამოუკიდებელი ინსპექტორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტში მოქმედი დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების წარსამართავად შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2025 წლის 1 სექტემბრიდან; ბ) ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამდებობებზე მყოფი საჯარო მოსამსახურეების დანიშვნა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების წარსამართავად შექმნილ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, მათი წერილობითი თანხმობის და ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშტატო ნუსხის გათვალისწინებით, 2025 წლის 1 სექტემბრიდან. თუ ეს საჯარო მოსამსახურეები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით არ წარუდგენენ აღნიშნულ წერილობით თანხმობას, 2025 წლის 1 სექტემბრიდან მათზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ საჯარო მოსამსახურეს 2025 წლის 15 აგვისტოს შემდეგ არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნის უფლება და იგი 2025 წლის 1 სექტემბრიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში. 6. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე არ ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2025 წლის 1 აპრილი, №396-IIმს-XIმპ) მე-2 მუხლის მოქმედება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტისა, 24-ე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 27-ე, 32-ე და 50-ე−56-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტი, 24-ე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი და 27-ე, 32-ე და 50-ე−56-ე პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N827-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები