„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4963-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.017926
4963-Iს
18/09/2019
ვებგვერდი, 27/09/2019
110050000.04.001.017926
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:

„მუხლი 132. სასამართლო მედიაციის პროგრამა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია შესაბამის სასამართლოში „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახორციელოს სასამართლო მედიაციის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და მედიაციის განვითარებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.

2. სასამართლო მედიაციის პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. სასამართლო მედიაციის პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის კომუნიკაციის სტანდარტებს, სასამართლო მედიაციის წარმართვის საპროცესო მხარეს, აგრეთვე სასამართლო მედიაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა საკითხებს, რომლებიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული არ არის.“.

2. 49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ3“ და „კ4“ ქვეპუნქტები:

„კ3) ამტკიცებს სასამართლო მედიაციის პროგრამას/პროგრამებს;

4) ამტკიცებს მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს;“.

3. 67-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამები საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ფინანსდება.“.

მუხლი 2

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 1 იანვრისთვის უზრუნველყოს:

ა) სასამართლო მედიაციის პროგრამის/პროგრამების დამტკიცება;

ბ) მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესის დამტკიცება.

2. საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში 2020 წლისთვის და 2020 წლის მომდევნო ყოველი წლისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო სახსრები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 სექტემბერი 2019 წ.

N4963-Iს