დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1050-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 110050000.04.001.016199 |
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 110050000.04.001.016153) პირველი მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;“. 3. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;“.“; ბ) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასამართლოს აპარატის იმ მოხელის, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, აგრეთვე სხვა მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 16 ივნისი 2017 წ. N1050-IIს |
დოკუმენტის კომენტარები