„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 255-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.016188
255-IIს
08/02/2017
ვებგვერდი, 13/02/2017
110050000.04.001.016188
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3პუნქტი:

„31. ღია სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მთლიანად ქვეყნდება სასამართლოს ვებგვერდზე, ხოლო დახურულ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში სასამართლოს ვებგვერდზე ამ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი ქვეყნდება. სასამართლო გადაწყვეტილებებში შეტანილი პირის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საკითხი წყდება კანონის შესაბამისად.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. უზენაესი სასამართლოს წევრთა – მოსამართლეთა რაოდენობაა არანაკლებ 16-ისა. საჭიროების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პლენუმი იღებს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობის გაზრდის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს პლენუმი უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წევრთა კანდიდატურები უზენაესი სასამართლოს წევრთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად.“.

4. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-18 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და თავმჯდომარეები;“;

ა.ბ) „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა.“.  

6. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრთა ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;        

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრად ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩია უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.“.

7. 191 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონის 354, 365 და 366  მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე.

2. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.“.

8. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებს ამ პალატების შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის მე-19 და 19მუხლებით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.“.

9. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ახორციელებს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“.

10. 23-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამ კანონის 581 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8–მე-10 პუნქტები:

„8. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა;

გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;

დ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

11. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირადად განიხილავს საქმეებს;

ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერს, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს, სასამართლოს მანდატურს, მოსამართლის თანაშემწესა და სასამართლო სხდომის მდივანს; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს შეუფარდებს დისციპლინურ სახდელებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახორციელებს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;“;

ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზებს) და ამ ინფორმაციას წელიწადში ერთხელ მაინც აწვდის მოსამართლეებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.“.

12. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.“.

13. 30-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეს ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სასამართლოს თავმჯდომარემ ამ კანონის 581 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში) განხილვა, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განხილვა.“.

14. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირადად განიხილავს საქმეებს;

ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერს, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს, სასამართლოს მანდატურს, მოსამართლის თანაშემწესა და სასამართლო სხდომის მდივანს; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს შეუფარდებს დისციპლინურ სახდელებს;

გ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზებს) და ამ ინფორმაციას წელიწადში ერთხელ მაინც აწვდის მოსამართლეებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;“;

ბ.გ) „ვ“–„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას; უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და სხდომაზე დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სასამართლო სხდომის დარბაზში ცალკეული საგნების შეტანის აკრძალვა; უფლებამოსილია, აღნიშნული დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;

ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს;“;

ბ.დ) „ი“–„ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-7 პუნქტები:

„4. იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, იმავდროულად არის ამ სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს კოლეგიის თავმჯდომარე.

5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა;

გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;

დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

15. 34-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან), ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.“.

16. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი

1. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს კონკურსს.

2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს. ასეთი პირი მოსამართლეობის კანდიდატად ჩაითვლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციისათვის განცხადებების წარდგენის ვადას. ეს ვადა არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. კონკურსი ტარდება მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ.

4. პირის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს მის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ პირის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემების) ამ კანონის 352 მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე.

5. პირი უფლებამოსილია კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება შეიტანოს მისთვის სასურველ მოსამართლის ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე და თითოეულ ვაკანტურ თანამდებობას შესაბამისი პრიორიტეტი მიანიჭოს. მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოსამართლის ვაკანტური თანამდებობისათვის პრიორიტეტის მინიჭება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ავალდებულებს, თავდაპირველად სწორედ ამ თანამდებობაზე გასამწესებლად უყაროს კენჭი მოსამართლეობის კანდიდატს.

6. მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროსთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ.

7. კონკურსი ობიექტურობისა და თანასწორობის პრინციპების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს. კონკურსის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსამართლეობის კანდიდატთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალუ­რი კუთვნილებისა და სხვა გარემოებებისა.

8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. განხილვის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება იმ მოსამართლეობის კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, რომელთა დოკუმენტებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

9. მოსამართლეობის კანდიდატები ფასდებიან ამ კანონის 351 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით, მათთან გასაუბრებისა და ამ კანონის 352 მუხლის შესაბამისად მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

10. გასაუბრების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი ავსებს თითოეული მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფურცელს, რომელშიც შეიტანება მოსამართლეობის კანდიდატის ამ კანონის 351 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასების შედეგები. მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფურცლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

11. მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ფურცლებში შეტანილ ინფორმაციას 3 სამუშაო დღის ვადაში აჯამებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რის შემდეგაც იგი შეჯამების შედეგებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეჯამების შედეგების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მოსამართლეობის კანდიდატს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად.

12. მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.

13. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანილი პირის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.

14. მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების ან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლეობის კანდიდატს გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.

15. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ მოხდა მოსამართლის ყველა ვაკანტური თანამდებობის დაკავება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 3 თვის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით აცხადებს ახალ კონკურსს.

16. კონკურსის ჩატარების პირობებს, აგრეთვე მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გამოსაყენებელ რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

17. მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების შემთხვევაში ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფურცელი და მასში შეტანილი ინფორმაციის შეჯამების შედეგები საჯარო ინფორმაციაა. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს და მიიღოს მათი ასლები კანონით დადგენილი წესით.“.

17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351–354 მუხლები:

„მუხლი 351. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები

1. მოსამართლეობის კანდიდატი შეირჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმის – კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის – საფუძველზე.

2. სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა ფასდება ამ მუხლის მე-3–მე-16 პუნქტების შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატისა – ამ კანონის 363 მუხლისა და 364 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად. ამასთანავე, სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის (გარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრისა) შეფასებისას სავალდებულოა მის მიერ განხილული 5 საქმის შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული (მათ შორის, არანაკლებ 2 საქმის (არსებობის შემთხვევაში) შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა). შესაფასებელი საქმეები შემთხვევითობის პრინციპის დაცვით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია, შეფასდეს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ცოდნის დონე, მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორე, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას ასევე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომის ხასიათი და სერიოზულობა.

3. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:

ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;

ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;

გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა;

დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია.

4. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია:

ა) სამართლის ნორმების ცოდნა;

ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია;

გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

დ) პროფესიული თვისებები;

ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა;

ვ) პროფესიული აქტივობა.

5. პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი, როგორც მოქალაქის, პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი ან სხვა მოვალეობების, ფინანსური ან სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის გადახდისას, კომუნალური ან სხვა გადასახადის გადახდისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა.

6. დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმტკიცე, შეუვალობა და სხვა.

7. პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი კორექტულობა კოლეგებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი, სასამართლოში წარმართული დავები, რომლებშიც იგი მონაწილეობდა, როგორც მხარე, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდების არსებობა და სხვა.

8. პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და სხვა.

9. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მის მიერ ცოდნის დონე. აღნიშნული მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შესაფასებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.

10. სამართლებრივი დასაბუთების უნარისა და კომპეტენციის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი ანალიტიკური აზროვნების უნარი და პროფესიული გამოცდილება.

11. წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება წერილობით აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი, გამართულად მეტყველების უნარი, სხვისი აზრის მოთმინებით მოსმენის უნარი, ღიაობა, განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და სხვა.

12. პროფესიული თვისებების მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა.

13. აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული წვრთნის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება სიახლეების მიმართ მისი ღიაობა, თვითგანვითარების უნარი, საოფისე კულტურა, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ინტერესი, პროფესიული წვრთნის პროგრამებში მონაწილეობა, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და სხვა.

14. პროფესიული აქტივობის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ ინიციატივის გამოჩენის უნარი, იდეებისა და წინადადებების წამოყენება, მისი სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე დამსახურება და სხვა.

15. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება ამ მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:

ა) მოსამართლეობის კანდიდატი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;

ბ) მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;

გ) მოსამართლეობის კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.

16. კომპეტენტურობის კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება ქულებით, ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა:

ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 25 ქულა;

ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 25 ქულა;

გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 20 ქულა;

დ) პროფესიული თვისებები – 15 ქულა;

ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 10 ქულა;

ვ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.

17. ამ მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად შეფასებულ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს და ამ კანონის 364 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად შეფასებულ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 352. მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება

1. მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ ამ კანონის 364 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მოსამართლეობის კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შესაფასებლად მათთან გასაუბრების ჩატარებამდე იწყებს მათ შესახებ სანდო ინფორმაციის ამ მუხლით დადგენილი წესით მოძიებას. 

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას საფუძვლიანად სწავლობს მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართ წარსულში არსებული სისხლისსამართლებრივი/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე ინფორმაციას.

3. ამ მუხლის შესაბამისად მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შესაფასებლად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინოს მის შესახებ მოძიებული ინფორმაცია.

4. ინფორმაციის მოძიების შედეგად მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ მიღებული მონაცემები კონფიდენციალურია და რაიმე ფორმით მათი გამჟღავნება დაუშვებელია.

5. ამ მუხლის შესაბამისად მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დაუკავშირდეს მოსამართლეობის კანდიდატის რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატის ნასამართლობის, ადმინისტრაციული და დისციპლინური დავების და დარღვევის ჩადენის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს მოსამართლეობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე/გადამოწმებაზე.

6. მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული იყენებს რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა გამონაკლისის სახით შეიძლება ინფორმაციის მიმწოდებელს დამატებითი შეკითხვებით მიმართოს ან/და ინფორმაციის მისაღებად მის მიმწოდებელთან ზეპირი კომუნიკაცია გამოიყენოს, რაც წერილობით უნდა გაფორმდეს და ინფორმაციის მიმწოდებელმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.

7. მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ან/და კომუნიკაცია ერთიან შემაჯამებელ ოქმში უნდა აისახოს.

8. მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით მოძიებული ინფორმაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინება.

9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ინფორმაციის მოძიების შედეგებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების ჩატარებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე უზრუნველყოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის მის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მოსამართლეობის კანდიდატს ასევე უფლება აქვს, გასაუბრების დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია. მოსამართლეობის კანდიდატი აღნიშნულ ინფორმაციას ეცნობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას.

11. მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მის შესახებ ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით მოძიებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები.

12. მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია დალუქული ინახება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ დაცულ ადგილას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში. 

13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია მისთვის მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში სრულყოფილად შეისწავლოს ეს ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები. ამ ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას.

მუხლი 353. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას.

2. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს შესაბამისი მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მონაწილეობას ვერ მიიღებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურებში, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი თავად მონაწილეობს მოსამართლის ამ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება.

მუხლი 354. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

  1. მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ:

ა) კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;

ბ) კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა მოსამართლეობის კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;

დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, არსებითად მცდარია, რის დასადასტურებლადაც მოსამართლეობის კანდიდატმა შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა;

ე) კონკურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.

2. საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოსამართლეობის კანდიდატისათვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც მიღებულ საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად 3 დღის ვადაში გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას.

3. საქმის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;

ბ) მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე. 

4. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე და გამოიწვია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

5. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით ხელახლა განიხილავს მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების ან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ.

6. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების საკითხის ხელახლა განხილვის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების თაობაზე და კონკურსის შედეგად შესაბამისი თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, მოსამართლეობის კანდიდატი ამ ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლედ გამწესდება.

7. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების საკითხის ხელახლა განხილვის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების თაობაზე და კონკურსის შედეგად შესაბამის თანამდებობაზე უკვე გამწესებულია სხვა მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს მოსამართლეობის კანდიდატის იმავე ან სხვა სასამართლოში დანიშვნა.

8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ განმეორებით მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

9. თუ კონკურსის შედეგად მოსამართლის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ამ თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი გამოცხადდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემდეგ, ხოლო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების განმეორებით მიღების შემდეგ.

10. მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენისას, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენება ამ კანონის 365 და 366 მუხლები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

18. 36-ე მუხლის:

ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე, თუ მას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“;

ბ) 44 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 2 თვის ვადაში  უნდა შეაფასონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობა. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 364 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.“.

19. 364 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემფასებელი უფლებამოსილია მოსამართლის საქმიანობის შეფასებისათვის განკუთვნილ 2-თვიან ვადაში ნებისმიერ დროს განახორციელოს საჭირო ღონისძიებები კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შესაფასებლად, მათ შორის, შეისწავლოს საქმეები, დაესწროს შესაფასებელი მოსამართლის მიერ წარმართულ სასამართლო სხდომებს, მოთხოვნისთანავე მიიღოს როგორც შეფასების პერიოდში, ისე შეფასების პერიოდის დაწყებამდე გამართული სასამართლო სხდომების აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, ამ კანონით დადგენილი წესით მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, სამართლებრივი კონსულტაციისათვის მიმართოს იურიდიული წრეების წარმომადგენლებს, პირადად შეხვდეს შესაფასებელ მოსამართლეს და სხვა პირებს და დაუსვას კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაპოვებლად. შემფასებელმა შესაფასებელ მოსამართლეს არ უნდა დაუსვას ისეთი კითხვები, რომლებიც შინაარსობრივად შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნას უტოლდებოდეს. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის მოძიება, რომელიც ამ კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შეფასებასთან დაკავშირებული არ არის. მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის. ინფორმაციის მოპოვების მეთოდი არ უნდა ხელყოფდეს შესაფასებელი მოსამართლის დამოუკიდებლობას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამართლის შეფასების პროცედურის სრულყოფილად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის თანამშრომლებიც ტექნიკურ დახმარებას უწევენ შემფასებელს და ასრულებენ მის ცალკეულ დავალებებს კონკრეტული კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. აღნიშნული სტრუქტურული ერთეული ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსაც.“;

გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია კენჭისყრით, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და მოსამართლესთან გასაუბრების ჩატარების შესახებ.“;

დ) მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი აღარ საჩივრდება.

17. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, იგი ატარებს მოსამართლესთან გასაუბრებას და იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლესთან გასაუბრების შედეგად მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის 365 მუხლით დადგენილი წესით.“.

20. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი

1. ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით კონკურსის გარეშე დაინიშნოს შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ. თუ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2. მოსამართლე კონკურსის გარეშე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

„მუხლი 371. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი

1. რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნის ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით მიმართავს ამ კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს/მოსამართლეებს. რეზერვში ჩარიცხული მოსამართლისგან/მოსამართლეებისგან წერილობითი უარის მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნული წინადადებით, პირველ რიგში, მიმართავს იმავე ინსტანციის ტერიტორიულად ახლოს მდებარე სასამართლოების მოსამართლეებს, ხოლო მათგან წერილობითი უარის მიღების შემთხვევაში – იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოების მოსამართლეებს. როგორც რეზერვში ჩარიცხული, ისე მოქმედი მოსამართლეები საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნულ წინადადებაზე თანხმობის/უარის თქმის შესახებ ინფორმაციას აწვდიან წინადადების მიღებიდან 7 დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დასაკისრებლად მოსამართლე შეიძლება მივლინებულ იქნეს სხვა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობით, 1 წლამდე ვადით. მივლინების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ შეირჩა მოსამართლე, აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოში, პირველ რიგში, იმ მოსამართლის მივლინების თაობაზე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ტერიტორიულად ახლოს მდებარე სასამართლოში. დაუშვებელია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მივლინება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში მიეთითება მართლმსაჯულების ინტერესების არსებობის დამადასტურებელი კონკრეტული გარემოებები. იმ მოსამართლეს, რომელიც მივლინებული უნდა იქნეს სხვა სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრის შედეგად გამოავლენს. წილისყრის შედეგად გამოვლენილ მოსამართლეს უნდა მიეცეს სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ დასაბუთებული მოსაზრების ზეპირად ან/და წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მივლინების შესახებ მოსამართლის მოსაზრებას და, თუ მიიჩნევს, რომ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა გამოც მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება მიზანშეუწონელია, ამ პუნქტით დადგენილი წესით ატარებს ხელახალ წილისყრას.

4. ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. მოსამართლის მივლინება მისი თანხმობის გარეშე შესაძლებელია 1 წლამდე ვადით. შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება.

5. რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე მოსამართლის უფლებამოსილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე ახორციელებს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას შესაბამის სასამართლოში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და, იმავდროულად, გონივრულ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცხადებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსს.“.

22. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

23. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

24. 47-ე მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება), უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის, მათი ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, ამ კანდიდატურების განხილვისა და საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.“;

ბ) მე-7–მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. 

8. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

9. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც არსებულ ვაკანსიაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით მიიღებს საჭირო რაოდენობის ხმებს.“.

25. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.

26. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია.“.

27. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი:

„მუხლი 511. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური

1. მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. 

2. დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ით, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართოს წინადადებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

3. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.

4. დამოუკიდებელ ინსპექტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ანდა შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.  

6. დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

ვ) გარდაცვალება;

ზ) ამ უფლებამოსილების წელიწადში 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობა;

თ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ი) მოსამართლეთა უფლებების უხეში ან სისტემატური შელახვა;

კ) შეუფერებელი ქცევა, რომელიც სახელს უტეხს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს;

ლ) დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე პუნქტის  „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას კენჭს უყრის გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. კენჭისყრის ჩატარებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ახსნა-განმარტება და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრებები საკითხის შესახებ.

9. დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

10. დამოუკიდებელი ინსპექტორი კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებს. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

11. დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ზეგავლენის მოსახდენად დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია ასეთი ჩარევის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 

12. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.“.

28. 53-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალას კარგავს, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან არ აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე.“.

29. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოსამსახურეებს (სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის გარდა).“.

30. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 561 და 562 მუხლები:

„მუხლი 561. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი:

ა) შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, საერთო სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლებს, მოსამართლეთა მივლინების საჭიროებას, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შესაბამის საერთო სასამართლოებს;  

ბ) ზედამხედველობს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირებას და მის დასახვეწად რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;   

გ) ზედამხედველობს საერთო სასამართლოების რესურსების ეფექტიან და მიზნობრივ გამოყენებას და ამისათვის კოორდინაციას უწევს საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების საქმიანობას;

დ) შეისწავლის როგორც კერძო სექტორში, ისე საჯარო სექტორში არსებულ მენეჯერულ გამოცდილებას, აგრეთვე სასამართლო მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილებას, ხელს უწყობს საერთო სასამართლოებში მენეჯერული კულტურის დანერგვას, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით ხელს უწყობს საერთო სასამართლოების თავმჯდომარეთა, სასამართლოების მენეჯერთა და სასამართლოების აპარატის სხვა მოხელეთა მენეჯერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას; 

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნებსა და რეკომენდაციებს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების მნიშვნელოვან საკითხებზე; 

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 562. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლება. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“.

31. 57-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასამართლოს აპარატის მოხელე, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, აგრეთვე დამხმარე მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

32. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 მუხლი:

„მუხლი 581. მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება

1. რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით.

2. საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია მოსამართლეთა შორის საქმეების ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით განაწილება, რაც გულისხმობს საქმეების შემოსვლის რიგითობისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას.“.

33. 65-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომელსაც, ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აქვს უფლება, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, და ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე აღნიშნული თანამდებობა. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის ან სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოთ აღნიშნული თანამდებობა, საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება საბჭოს წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. თუ იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც აქვს უფლება, შეითავსოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, არჩევის მსურველთა რაოდენობა ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლებია, ან თუ კენჭისყრის შედეგად საჭირო რაოდენობის ხმები ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლებმა პირმა მიიღო, ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც არ უკავია სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედების მომენტიდან განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა ასარჩევად, მათი რაოდენობის კანონით დადგენილ რაოდენობამდე შევსებისათვის.

2. თანამდებობაზე 10 წლის ვადით დანიშნული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილედ ან პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ ან სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ შეიძლება დაინიშნოს 5 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა.

3. ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი აქტების (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 581 მუხლით განსაზღვრული წესისა) ამ კანონთან შესაბამისობა.

4. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოფს საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემის შექმნას და კოორდინაციას გაუწევს საქართველოს საერთო სასამართლოებში მის დანერგვას.

5. 2017 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 581 მუხლით განსაზღვრული საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შემუშავება და დამტკიცება. 2017 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილდეს ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 581 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

6. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალმა სასამართლოებმა უზრუნველყონ საკუთარი ვებგვერდის შექმნა და ადმინისტრირება.

7. ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტით გათვალისწინებული  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 581 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება საპილოტო რეჟიმში განხორციელდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 1 ივლისიდან.

მუხლი 3

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998, გვ. 6) I, III და III1 თავები.

2. 2017 წლის 31 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998, გვ. 6).

მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-11 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-14 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა და 32-ე პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-11 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი, მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-14 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი და 32-ე პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 თებერვალი 2017 წ.

N255-IIს