დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3124-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 110050000.04.001.018066 |
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) 6620 მუხლის მე‐3 და მე‐4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას წარუდგინოს მოთხოვნა მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორების, განახლების, შევსების ან დაბლოკვის, ამ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, მათი წაშლის ან განადგურების თაობაზე, თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐15−მე‐17 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი. 4. ამ მუხლის მე‐3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მიერ მოთხოვნის წარდგენა, აგრეთვე მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐15−მე-17 მუხლებით დადგენილი წესებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
|
თბილისი, 13 ივნისი 2023 წ. N3124-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები