დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6848-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 110050000.04.001.017964 |
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) 49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ6“ ქვეპუნქტი:
„კ6) უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას და ამ მიზნით, შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებსა და მეთოდიკას, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სასამართლოში ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა;“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ: ა) 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავება; ბ) 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელოს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სამართალწარმოებაში დაუბრკოლებელი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6848-რს |
დოკუმენტის კომენტარები