დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2726-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/10/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 110050000.04.001.016116 |
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს გაუგრძელდა უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. თუ პირი, რომელსაც გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 30 ოქტომბერი 2014 წ. N2726-Iს |
დოკუმენტის კომენტარები