„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1160-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.018159
1160-IVმს-XIმპ
09/12/2025
ვებგვერდი, 12/12/2025
110050000.04.001.018159
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ამ კანონის XIII1 თავით დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, ამ კანონის XIII1 თავითა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე, ხოლო ამ კანონის XIII1 თავითა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით − საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე.“.

2. 7554 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სადისციპლინო კოლეგიის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს განიხილავს ამ მუხლით, ამ კანონის 75​55–75​68 მუხლებითა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით დადგენილი წესით, ხოლო მედიატორის საჩივარს − ამ მუხლით, ამ კანონის 75​55–75​68 მუხლებითა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 152 მუხლით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1160-IVმს-XIმპ