დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საერთო სასამართლოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2257 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 08/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.050.000.04.001.003.778 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (01/04/2021 - 30/12/2021)
მუხლი 1. სასამართლო ხელისუფლება
1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.
2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.
3. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო მოსამსახურეთა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაციის წესს და ამ წესის დარღვევისთვის მათ პასუხისმგებლობას, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საქართველოს საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
1. ამ კანონის XII1 თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოს მოსამართლესთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით;
ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის თანამშრომელი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი;
გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას;
დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
ე) სახელმწიფო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
ვ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.
2. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული დისციპლინური საქმის წარმოების მასალების მიხედვით დააკმაყოფილებდა ნეიტრალურ მეთვალყურეს, რათა დაესკვნა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენა;
ბ) ალბათობის მაღალი ხარისხი – ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ დისციპლინურ საქმეზე შეფარდებული იქნება შესაბამისი სახდელი.
მუხლი 2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა
1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.
2 1. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში.
3. სამხედრო სასამართლო შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში, საომარი მდგომარეობის დროს, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. ამავე დეკრეტით უნდა განისაზღვროს სამხედრო სასამართლოს შემადგენლობა, განსჯადობა და მის მიერ საქმეთა განხილვის წესი. აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან.
4. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
მუხლი 3. უფლების სასამართლო წესით დაცვა
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
მუხლი 4. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა
1. სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის.
2. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.
3. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6858 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .
მუხლი 5. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით
საქართველოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.
მუხლი 6. მართლმსაჯულებისა და სამართალწარმოების პრინციპები
1. მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე, აგრეთვე საქვეყნოობის, მოსამართლეთა შეუცვლელობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით.
2. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.
2. მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
4. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა
1. სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.
2. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის
მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე დამსწრე და სასამართლოში მყოფ სხვა პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 10. სამართალწარმოების ენა
სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება
მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ხოლო მოსამართლეები – კოლეგიურად. სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №4952 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
მუხლი 13. საქმის განხილვის საქვეყნოობა
1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე.
2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. სასამართლო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ.
3 1. ღია სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მთლიანად ქვეყნდება სასამართლოს ვებგვერდზე, ხოლო დახურულ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში სასამართლოს ვებგვერდზე ამ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი ქვეყნდება. სასამართლო გადაწყვეტილებებში შეტანილი პირის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საკითხი წყდება კანონის შესაბამისად.
4. ( ამოღებულია – 06.03.2013, №260) .
5. სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2013 წლის 6 მარტის ორგანული კანონი №260 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება
1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.
2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.
3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.
4. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა. აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისას დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები.
5. თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.
6. თუ დაზარალებულის ან/და მოწმის უსაფრთხოების ინტერესები ამას მოითხოვს, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია აკრძალოს დაზარალებულის ან/და მოწმის გადაღება, მისი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა.
7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.
საქართველოს 2013 წლის 6 მარტის ორგანული კანონი №260 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №3696 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.
მუხლი 132. სასამართლო მედიაციის პროგრამა
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია შესაბამის სასამართლოში „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახორციელოს სასამართლო მედიაციის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და მედიაციის განვითარებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.
2. სასამართლო მედიაციის პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. სასამართლო მედიაციის პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის კომუნიკაციის სტანდარტებს, სასამართლო მედიაციის წარმართვის საპროცესო მხარეს, აგრეთვე სასამართლო მედიაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა საკითხებს, რომლებიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული არ არის.
თავი II. საქართველოს უზენაესი სასამართლო
მუხლი 14. საქართველოს უზენაესი სასამართლო
1. საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა.
2. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 90-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის 28 მოსამართლე.
საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ.
მუხლი 15. უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა
1. (ამოღებულია - 08.02.2017, №255).
2. უზენაეს სასამართლოში იქმნება:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;
ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
დ) დიდი პალატა;
ე) პლენუმი;
ვ) სადისციპლინო პალატა;
ზ) საკვალიფიკაციო პალატა.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 16. უზენაესი სასამართლოს პალატა
1. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატებისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისათვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, ასევე განიხილავს საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში.
2. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა დიდი პალატისა) საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით.
3. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ:
ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;
ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);
გ) (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი №3620 - სსმ I, №52, 30.09.2010წ., მუხ.334
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3959 - სსმ I, №73, 23.12.2010წ., მუხ.439
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 17. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
1. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს.
2. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.
3. დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.
4. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.
5. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3959 - სსმ I, №73, 23.12.2010წ., მუხ.439
მუხლი 18. უზენაესი სასამართლოს პლენუმი
1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან.
2. პლენუმი უფლებამოსილია:
ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა;
ბ) უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და თავმჯდომარეები;
ბ1) (ამოღებულია - 08.02.2017, №255);
გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე;
ე) (ამოღებულია - 01.11.2013, №1489);
ვ) საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს მთავრობას წარუდგინოს რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე;
ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;
თ) შექმნას უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს მისი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია;
ი) შექმნას უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დაამტკიცოს მისი დებულება, შემადგენლობა და სწავლული მდივანი;
კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით უზენაესი სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ოდენობა;
ლ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტი, მოხელეთა და სხვა მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები;
ლ1) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში სტაჟირების გავლის წეს ი და უზენაესი სასამართლოს აპარატის მო სამსახურეთა შეფასების წესი ;
მ) მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ;
ნ) განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. პლენუმი ვალდებულია:
ა) დაიცვას და განამტკიცოს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი და თანასწორუფლებიანი შტოს – სასამართლო ხელისუფლების – ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცება.
4. პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა.
5. პლენუმი მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. პლენუმის სხდომას ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით.
6. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები.
7. უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 19. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა
1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრთა ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი.
2. (ამოღებულია - 08.02.2017, №255).
3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრად ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩია უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.
4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.
5. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.
6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ამ კანონის XIII 1 თავით დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, ხოლო ამ კანონის XIII 1 თავით და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე.
მუხლი 191. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონის 35 4, 36 5 და 36 6 მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე.
2. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია
3. საკვალიფიკაციო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ასარჩევად უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის ნებისმიერი წევრი. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ ვერ აირჩია წარდგენილი კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საკვალიფიკაციო პალატის წევრის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.
4. საკვალიფიკაციო პალატის წევრს ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს პლენუმის თანხმობით.
5. საკვალიფიკაციო პალატის წევრი ვალდებულია კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ მას ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.
6. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი სრულად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 20. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები
1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებს ამ პალატების შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის მე-19 და 19 1 მუხლებით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
2. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.
3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 21. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას;
ბ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს;
გ) (ამოღებულია - 01.05.2013, №580);
დ) საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან;
ე) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;
ზ) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;
თ) ახორციელებს ამ კანონის XIII 1 თავით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
ი) (ამოღებულია - 21.07.2018, №3262);
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
თავი III. სააპელაციო სასამართლო
მუხლი 22. სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 23. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა
1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;
ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
დ) საგამოძიებო კოლეგია.
21. სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.
3. სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამ კანონის 58 1 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.
5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
7. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება.
8. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა;
გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;
დ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII 1 თავის შესაბამისად.
მუხლი 24. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება
1. სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. გარკვეული კატეგორიის საქმეებზე შეიძლება დაწესდეს სააპელაციო საჩივრების ერთპიროვნული განხილვა საპროცესო კანონით დადგენილი წესით.
2. სააპელაციო სასამართლო აგრეთვე ახორციელებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
3. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 25. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) პირადად განიხილავს საქმეებს;
ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
დ) ახორციელებს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;
ე) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზებს) და ამ ინფორმაციას წელიწადში ერთხელ მაინც აწვდის მოსამართლეებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად;
ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;
ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.
3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I, № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286
მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება
1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;
ბ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255);
გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს;
ვ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დროებით არყოფნისას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.
3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.
თავი IV. რაიონული (საქალაქო) სასამართლო
მუხლი 27. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
2. რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში).
3. საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში. საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც (მუნიციპალიტეტებსაც).
მუხლი 28. მოსამართლეთა რაოდენობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო შედგება არანაკლებ 2 მოსამართლისაგან.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მუხლი 29. საქმეთა განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, – კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.
2. მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 30. მოსამართლეთა სპეციალიზაცია
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები (შემდგომში – სასამართლო კოლეგიები).
3. სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას ადგენს და სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეს ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სასამართლოს თავმჯდომარემ ამ კანონის 581 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში) განხილვა, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განხილვა.
მუხლი 31. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.
მუხლი 32. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) პირადად განიხილავს საქმეებს;
ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
გ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზებს) და ამ ინფორმაციას წელიწადში ერთხელ მაინც აწვდის მოსამართლეებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
დ1) ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;
ე) ამოღებულია ;
ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას; უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და სხდომაზე დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სასამართლო სხდომის დარბაზში ცალკეული საგნების შეტანის აკრძალვა; უფლებამოსილია, აღნიშნული დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;
ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს;
ი) (ამოღებულია - 08.02.2017, №255).
კ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255).
ლ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255).
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება.
4. იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, იმავდროულად არის ამ სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს კოლეგიის თავმჯდომარე.
5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა;
გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;
დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII 1 თავის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I, № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286
საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ.
მუხლი 33. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
2. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
3. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.
თავი V. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), მოსამართლის დაწინაურება
მუხლი 34. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს
1. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
2. მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღარ არსებობს ამ კანონის XIII 1 თავის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან), ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.
3. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.
4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევი პირი თავისუფლდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან.
5. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე.
6. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას აწვდის საზოგადოებრივ მაუწყებელს და არანაკლებ 2 ეროვნულ მაუწყებელს.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას. პირის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები (მათ შორის, ავტობიოგრაფია) უნდა შეიცავდეს სათანადო ინფორმაციას მის მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, აგრეთვე პირის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემების) ამ კანონის 342 მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე და საქართველოს პარლამენტისთვის გადაცემაზე/გასაჯაროებაზე.
3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, სრულყოფილად აქვს წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები. რეგისტრაციის პროცედურის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია კანდიდატად მათი რეგისტრაციის შესახებ.
5. შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში.
6. (ამოღებულია - 01.04.2021, №447).
7. (ამოღებულია - 30.09.2020, №7205).
8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა იწყებს კანდიდატებად რეგისტრირებული პირების საჯარო მოსმენას. კანდიდატებად რეგისტრირებულმა პირებმა აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად რეგისტრაცია უქმდება.
9. კანდიდატების მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს შესასწავლად გადაეცემა კანდიდატების შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით მოძიებული ინფორმაცია.
10. კანდიდატები საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად წარდგებიან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვა დაუსვან თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების საჯარო მოსმენა უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით. კანდიდატების საჯარო მოსმენა იმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით.
11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე საბჭოს წევრები, ამ კანონის 363 მუხლის გათვალისწინებით, სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით ამ კანონის 364 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტით/364 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ქულას და ამ კანონის 363 მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს. აღნიშნულ შეფასებებსა და დასაბუთებებში მიეთითება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებებთან ერთად არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, ითვლება, რომ საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში, ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს გადასცემს კანდიდატის არასრულ შეფასებას ან კანდიდატის შეფასებას დასაბუთების გარეშე, საბჭოს აპარატი საბჭოს ამ წევრს აცნობებს აღნიშნული ხარვეზის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია ეს ხარვეზი 2 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ითვლება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში, ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა და ამ ქულების დასაბუთებები, ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები და ამ შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითებით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კანდიდატთა შეფასებებისა და ამ შეფასებების დასაბუთებების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს განკარგულებას, რომელშიც მიეთითება შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების ვინაობა, აგრეთვე იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. აღნიშნული განკარგულების მიღებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საბჭოს წევრებს წარუდგენს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეული კანდიდატის შეფასებებს და ამ შეფასებების დასაბუთებებს, აგრეთვე კანდიდატთა შეფასებების შესახებ შეჯამებულ წერილობით ინფორმაციას. შემდგომ ეტაპზე გადადის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის გამოცხადებული. ამასთანავე, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა შემდგომ ეტაპზე, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომ ეტაპზე გადავა კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე ის მომდევნო კანდიდატი, რომლის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და რომელიც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 10 წევრის შეფასების მიხედვით, აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. თუ იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობაზე ნაკლებია, შემდგომ ეტაპზე მხოლოდ ეს კანდიდატები გადავლენ. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების გამოვლენისას აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია და ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს ღია სხდომაზე კენჭი სათითაოდ, შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ: პირველ რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით, თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ კანდიდატებს. ამასთანავე, თუ რომელიმე კანდიდატმა კენჭისყრისას ვერ მოიპოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, დანარჩენ კანდიდატებს კენჭი აღარ ეყრებათ. თუ აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა ღიაა. კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლის პირველი და მე-3−მე-14 პუნქტებითა და 363 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას კენჭისყრის დასრულებისთანავე წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. კანდიდატი საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. საქართველოს პარლამენტს კანდიდატები ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება. ეს წარდგინება, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული ყოველი კენჭისყრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით წარუდგინოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისას უგზავნის საქართველოს პარლამენტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს უგზავნის აგრეთვე ამ მუხლის მე-11−მე-13 და მე-15 პუნქტების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.
15. თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს/კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, 2 კვირის განმავლობაში, კანდიდატებად რეგისტრირებულ პირთა სიაში მითითებული კანდიდატებიდან, ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით შეირჩევა იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არსებობს, და ის/ისინი ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით წარედგინება საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ამასთანავე, სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება იმავე პუნქტების შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი პროცედურა ერთჯერადია.
16. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არცერთ ეტაპზე. იგი ასევე არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას.
17. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით ვერ შეივსო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსია, 1 თვის ვადაში შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
18. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
1. ამ კანონის 364 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, მათი რეგისტრაციის დასრულებისთანავე, ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიებას.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას საფუძვლიანად სწავლობს მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე ინფორმაციას მათ მიმართ წარსულში არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე.
3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ამ მუხლის შესაბამისად მოძიებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კანდიდატების შესაფასებლად გამოიყენება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კენჭისყრისას გაითვალისწინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს უგზავნის წარდგინებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ. წარდგინებასთან ერთად საქართველოს პარლამენტს ეგზავნება ამ კანონის 341 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული დოკუმენტები, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგად მიღებული მონაცემები. ამ ინფორმაციის მოძიების შედეგად მიღებული მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, კონფიდენციალურია და მათი რაიმე ფორმით გამჟღავნება დაუშვებელია. აღნიშნული წარდგინება უნდა შეიცავდეს კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და კანდიდატის შესახებ საერთო ინფორმაციას.
5. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის ამ მუხლის შესაბამისად მოძიებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დაუკავშირდეს კანდიდატების რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლების ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლებელია ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატების ნასამართლობის, ადმინისტრაციულ და დისციპლინურ დავებში მონაწილეობისა და მათ მიერ დარღვევის ჩადენის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე/გადამოწმებაზე.
6. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს იყენებს. გამონაკლისის სახით შეიძლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა ინფორმაციის მიმწოდებელს დამატებითი შეკითხვებით მიმართოს ან/და ინფორმაციის მისაღებად მის მიმწოდებელთან ზეპირი კომუნიკაცია განახორციელოს, რაც წერილობით უნდა გაფორმდეს და ინფორმაციის მიმწოდებელმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
7. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ან/და კომუნიკაცია ერთიან, შემაჯამებელ ოქმში უნდა აისახოს.
8. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით მოძიებული ინფორმაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინება.
9. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის წარდგენისთანავე საბჭო ვალდებულია აცნობოს კანდიდატებს ინფორმაციის მოძიების დასრულების შესახებ და უზრუნველყოს საბჭოში არსებული ინფორმაციის თითოეული კანდიდატისათვის ხელმისაწვდომობა. მას შემდეგ, რაც ინფორმაციის მოძიების შედეგები კანდიდატისათვის ხელმისაწვდომი გახდება, კანდიდატს უფლება აქვს, 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები. კანდიდატს ასევე უფლება აქვს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია. კანდიდატი აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას ეცნობა.
10. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია დალუქული ინახება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ, დაცულ ადგილას არანაკლებ 1 წლის განმავლობაში.
საქართველოს 2019 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის ორგანული კანონი №7205 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება ან იმავე მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ იგი მონაწილეობდა იმავე პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატების შერჩევის შესაბამის ეტაპზე და მიაჩნია, რომ:
ა) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;
ბ) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;
დ) ინფორმაცია, რომელიც ამ განკარგულებას/წარდგინებას საფუძვლად დაედო, არსებითად მცდარია და ამის დასადასტურებლად კანდიდატმა სათანადო მტკიცებულებები წარადგინა;
ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა მოეხდინა.
2. საჩივარი ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების ან იმავე მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიღებულ საჩივარს დაუყოვნებლივ გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას. აღნიშნული საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შემთხვევაში ამ კანონის 341 მუხლით განსაზღვრული პროცედურა შესაბამის ეტაპზე ჩერდება, ვიდრე უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
3. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
4. საჩივარში მითითებული უნდა იყოს:
ა) უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის დასახელება;
ბ) საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი, მოწინააღმდეგე მხარის დასახელება და მისამართი;
გ) გასაჩივრებული განკარგულების/წარდგინების ზუსტი დასახელება და ამ განკარგულების/წარდგინების მიმღები ორგანოს დასახელება;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განკარგულების/წარდგინების გასაჩივრების საფუძველი, აგრეთვე ამ საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები;
ე) საჩივრისთვის დართული წერილობითი მასალების ნუსხა;
ვ) საჩივრის წარმდგენი პირის ხელმოწერა.
5. საჩივარს უნდა ერთოდეს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. საჩივრის საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში მას უნდა ერთოდეს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი.
6. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამოწმებს, წარდგენილია თუ არა საჩივარი საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საჩივარი წარდგენილია საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა მას წარმოებაში იღებს. თუ საჩივარი წარდგენილია საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსწორებას ავალებს და ამისთვის უნიშნავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 2 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა, საჩივარი არ არის წარდგენილი საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ ან დაირღვა საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი განუხილველი რჩება. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის დასაშვებობის საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
7. საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საჩივარი და მისთვის დართული მასალების ასლები ეგზავნება მოწინააღმდეგე მხარეს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა უფლებამოსილია გააერთიანოს ორი ან ორზე მეტი საჩივარი ერთ წარმოებად ერთად განხილვისთვის.
8. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს და ამის შესახებ ატყობინებს მხარეებს ამ განჩინების გამოტანიდან 1 დღის ვადაში. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო პალატის სხდომაში მონაწილეობისთვის მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას.
9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივრის განხილვაში მონაწილეობისთვის თავის წარმომადგენელს ნიშნავს.
10. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების უცვლელად დატოვების თაობაზე;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.
11. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განკარგულების/წარდგინების გასაჩივრების საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმების საფუძველი, თუ საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისმა დარღვევამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი განკარგულების/წარდგინების მიღება გამოიწვია.
12. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) ამ კანონის 341 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით გადაისინჯება შესაბამისი კანდიდატის შესაბამისი შეფასება და იმავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს ხელახალ განკარგულებას, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება. ამასთანავე, კანდიდატის შეფასების გადასინჯვისას კანდიდატის უფრო დაბალი შედეგით შეფასება დაუშვებელია;
ბ) ამ კანონის 341 მუხლის მე-13/მე-15 პუნქტით დადგენილი წესით გადაისინჯება იმავე პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება და იმავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს ხელახალ წარდგინებას, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა ამ კანონის 341 მუხლის მე-13/მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე-13/მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება გავლენას არ ახდენს საბჭოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას. ამ შემთხვევაში აღნიშნულ კანდიდატს კენჭი ხელახლა აღარ ეყრება, ხოლო კანდიდატების შერჩევის მიმდინარე ეტაპზე მყოფ დანარჩენ კანდიდატებს კენჭი ამ კანონის 341 მუხლის მე-13/მე-15 პუნქტის შესაბამისად, ხელახლა ეყრებათ.
13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულება/ხელახალი წარდგინება საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს განიხილავს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 1 კვირის ვადაში, ამავე მუხლით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად მიღებული საბჭოს განკარგულება/წარდგინება აღარ საჩივრდება.
14. (ამოღებულია - 01.04.2021, №447).
საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის ორგანული კანონი №7205 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №447 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
მუხლი 35. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი
1. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს კონკურსს.
2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს. ასეთი პირი მოსამართლეობის კანდიდატად ჩაითვლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციისათვის განცხადებების წარდგენის ვადას. ეს ვადა არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. კონკურსი ტარდება მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ.
4. პირის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს მის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ პირის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემების) ამ კანონის 352 მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე.
5. პირი უფლებამოსილია კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება შეიტანოს მისთვის სასურველ მოსამართლის ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე და თითოეულ ვაკანტურ თანამდებობას შესაბამისი პრიორიტეტი მიანიჭოს. მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოსამართლის ვაკანტური თანამდებობისათვის პრიორიტეტის მინიჭება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ავალდებულებს, თავდაპირველად სწორედ ამ თანამდებობაზე გასამწესებლად უყაროს კენჭი მოსამართლეობის კანდიდატს.
6. მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროსთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ.
7. კონკურსი ობიექტურობისა და თანასწორობის პრინციპების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს. კონკურსის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსამართლეობის კანდიდატთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა და სხვა გარემოებებისა.
8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. განხილვის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება იმ მოსამართლეობის კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, რომელთა დოკუმენტებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
9. მოსამართლეობის კანდიდატები ფასდებიან ამ კანონის 35 1 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით, მათთან გასაუბრების და ამ კანონის 35 2 მუხლის შესაბამისად მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე. მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ, ფასდებიან ამ კანონის 36 1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 36 2 და 36 3 მუხლების, 36 4 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა შესწავლის, ქულებით შეფასების სისტემის და გასაუბრების დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული ფორმების საფუძველზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე არ ვრცელდება თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლისთვის დადგენილი შეფასების სისტემა. ეს მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ გამწესდებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის გამწესებისათვის დადგენილი კრიტერიუმებითა და წესით.
10. გასაუბრების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი ავსებს თითოეული მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფურცელს, რომელშიც შეიტანება მოსამართლეობის კანდიდატის ამ კანონის 351 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასების შედეგები. მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფურცლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
11. მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ფურცლებში შეტანილ ინფორმაციას 3 სამუშაო დღის ვადაში აჯამებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რის შემდეგაც იგი შეჯამების შედეგებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეჯამების შედეგების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მოსამართლეობის კანდიდატს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად.
12. მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.
13. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანილი პირის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.
14. მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების ან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლეობის კანდიდატს გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
15. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ მოხდა მოსამართლის ყველა ვაკანტური თანამდებობის დაკავება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 3 თვის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით აცხადებს ახალ კონკურსს.
16. კონკურსის ჩატარების პირობებს, აგრეთვე მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გამოსაყენებელ რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
17. მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების შემთხვევაში ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფურცელი და მასში შეტანილი ინფორმაციის შეჯამების შედეგები საჯარო ინფორმაციაა. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს და მიიღოს მათი ასლები კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 351. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები
1. მოსამართლეობის კანდიდატი შეირჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმის – კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის – საფუძველზე.
2. სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა ფასდება ამ მუხლის მე-3–მე-16 პუნქტების შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატისა – ამ კანონის 363 მუხლისა და 364 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად. ამასთანავე, სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის (გარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრისა) შეფასებისას სავალდებულოა მის მიერ განხილული 5 საქმის შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული (მათ შორის, არანაკლებ 2 საქმის (არსებობის შემთხვევაში) შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა). შესაფასებელი საქმეები შემთხვევითობის პრინციპის დაცვით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია, შეფასდეს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ცოდნის დონე, მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორე, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას ასევე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომის ხასიათი და სერიოზულობა.
3. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:
ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა;
დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია.
4. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია:
ა) სამართლის ნორმების ცოდნა;
ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია;
გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
დ) პროფესიული თვისებები;
ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა;
ვ) პროფესიული აქტივობა.
5. პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი, როგორც მოქალაქის, პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი ან სხვა მოვალეობების, ფინანსური ან სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის გადახდისას, კომუნალური ან სხვა გადასახადის გადახდისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა.
6. დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმტკიცე, შეუვალობა და სხვა.
7. პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი კორექტულობა კოლეგებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი, სასამართლოში წარმართული დავები, რომლებშიც იგი მონაწილეობდა, როგორც მხარე, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდების არსებობა და სხვა.
8. პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და სხვა.
9. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მის მიერ ცოდნის დონე. აღნიშნული მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შესაფასებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.
10. სამართლებრივი დასაბუთების უნარისა და კომპეტენციის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი ანალიტიკური აზროვნების უნარი და პროფესიული გამოცდილება.
11. წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება წერილობით აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი, გამართულად მეტყველების უნარი, სხვისი აზრის მოთმინებით მოსმენის უნარი, ღიაობა, განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და სხვა.
12. პროფესიული თვისებების მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა.
13. აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული წვრთნის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება სიახლეების მიმართ მისი ღიაობა, თვითგანვითარების უნარი, საოფისე კულტურა, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ინტერესი, პროფესიული წვრთნის პროგრამებში მონაწილეობა, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და სხვა.
14. პროფესიული აქტივობის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ ინიციატივის გამოჩენის უნარი, იდეებისა და წინადადებების წამოყენება, მისი სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე დამსახურება და სხვა.
15. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება ამ მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:
ა) მოსამართლეობის კანდიდატი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;
ბ) მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;
გ) მოსამართლეობის კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.
16. კომპეტენტურობის კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება ქულებით, ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა:
ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 25 ქულა;
ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 25 ქულა;
გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 20 ქულა;
დ) პროფესიული თვისებები – 15 ქულა;
ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 10 ქულა;
ვ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.
17. ამ მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად შეფასებულ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს და ამ კანონის 364 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად შეფასებულ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 352. მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება
1. მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ ამ კანონის 364 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მოსამართლეობის კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შესაფასებლად მათთან გასაუბრების ჩატარებამდე იწყებს მათ შესახებ სანდო ინფორმაციის ამ მუხლით დადგენილი წესით მოძიებას.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას საფუძვლიანად სწავლობს მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართ წარსულში არსებული სისხლისსამართლებრივი/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე ინფორმაციას.
3. ამ მუხლის შესაბამისად მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შესაფასებლად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინოს მის შესახებ მოძიებული ინფორმაცია.
4. ინფორმაციის მოძიების შედეგად მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ მიღებული მონაცემები კონფიდენციალურია და რაიმე ფორმით მათი გამჟღავნება დაუშვებელია.
5. ამ მუხლის შესაბამისად მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დაუკავშირდეს მოსამართლეობის კანდიდატის რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატის ნასამართლობის, ადმინისტრაციული და დისციპლინური დავების და დარღვევის ჩადენის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს მოსამართლეობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე/გადამოწმებაზე.
6. მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული იყენებს რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა გამონაკლისის სახით შეიძლება ინფორმაციის მიმწოდებელს დამატებითი შეკითხვებით მიმართოს ან/და ინფორმაციის მისაღებად მის მიმწოდებელთან ზეპირი კომუნიკაცია გამოიყენოს, რაც წერილობით უნდა გაფორმდეს და ინფორმაციის მიმწოდებელმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
7. მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ან/და კომუნიკაცია ერთიან შემაჯამებელ ოქმში უნდა აისახოს.
8. მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით მოძიებული ინფორმაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინება.
9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ინფორმაციის მოძიების შედეგებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების ჩატარებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე უზრუნველყოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის მის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მოსამართლეობის კანდიდატს ასევე უფლება აქვს, გასაუბრების დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია. მოსამართლეობის კანდიდატი აღნიშნულ ინფორმაციას ეცნობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას.
11. მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მის შესახებ ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით მოძიებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები.
12. მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია დალუქული ინახება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ დაცულ ადგილას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.
13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია მისთვის მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში სრულყოფილად შეისწავლოს ეს ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები. ამ ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას.
მუხლი 353. ინტერესთა შეუთავსებლობა
1. მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა ან მშობელი, იგი არ მონაწილეობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურაში.
2. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს შესაბამისი მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მონაწილეობას ვერ მიიღებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურებში, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი თავად მონაწილეობს მოსამართლის ამ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება.
[5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები მოქმედებს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დაწინაურებისა და მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტისას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში, საპროკურორო საბჭოში, საჯარო სამსახურის საბჭოში ან კანონით დადგენილ სხვა უწყებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისას და სხვა საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების მიღებისას. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული წესი არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ განკარგულებაზე, რომელიც არ ეხება სახელობით განსაზღვრულ პირთა წრეს.
6. დაუშვებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მის მიერ აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო.
მუხლი 354. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ:
ა) კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;
ბ) კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა მოსამართლეობის კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;
დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, არსებითად მცდარია, რის დასადასტურებლადაც მოსამართლეობის კანდიდატმა შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა;
ე) კონკურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.
2. საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოსამართლეობის კანდიდატისათვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც მიღებულ საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად 3 დღის ვადაში გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას.
3. საქმის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;
ბ) მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.
4. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე და გამოიწვია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
5. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით ხელახლა განიხილავს მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების ან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ.
6. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების საკითხის ხელახლა განხილვის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების თაობაზე და კონკურსის შედეგად შესაბამისი თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, მოსამართლეობის კანდიდატი ამ ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლედ გამწესდება.
7. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების საკითხის ხელახლა განხილვის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების თაობაზე და კონკურსის შედეგად შესაბამის თანამდებობაზე უკვე გამწესებულია სხვა მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს მოსამართლეობის კანდიდატის იმავე ან სხვა სასამართლოში დანიშვნა.
8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ განმეორებით მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
9. თუ კონკურსის შედეგად მოსამართლის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ამ თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი გამოცხადდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემდეგ, ხოლო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების განმეორებით მიღების შემდეგ.
10. მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენისას, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენება ამ კანონის 365 და 366 მუხლები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 36. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა)
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, უფლებამოსილების ვადისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმებს მიიღებს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები, კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს (კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება). კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას მიიღებს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლო კენჭისყრიდან არაუადრეს 2 კვირისა კანდიდატების დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
3. (ამოღებულია - 01.05.2019, №4526).
4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4 1. სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 4 4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე, სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ მოსამართლეზე, თუ მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ყოფილი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ გასულა. ეს მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ გამწესდებიან შესაბამისი კონკურსის წარმატებით გავლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჭირო რაოდენობის ხმების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის) ფარული კენჭისყრით მიღების შემთხვევაში. იმ მოქმედი მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია 10 წლის ვადით, იგი უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.
42. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ კენჭისყრის ჩატარების შემდეგ ქვეყნდება დასაბუთება. დასაბუთება უნდა შეიცავდეს პროცედურის აღწერას და დანიშნული მოსამართლის დახასიათებას, მათ შორის, მის მიერ დაგროვებულ ქულებს და დასკვნას მისი კეთილსინდისიერების თაობაზე. დასაბუთებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია დაწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
43. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მიიღებს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას, იგი ამ კანონის 367 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მოსამართლეს, რომლის შესახებაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ, სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით. ეს მოსამართლე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.
4 4. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 2 თვის ვადაში უნდა შეაფასონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობა. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 36 4 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
45. მოსამართლე უფლებამოსილია ინტერესთა შეუთავსებლობის მოტივით, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს იმ შემფასებლის/ შემფასებლების აცილება, რომელმაც/რომლებმაც უნდა შეაფასოს/შეაფასონ მისი საქმიანობა შესაბამის პერიოდში, კერძოდ, თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ შემფასებლის/შემფასებლების ობიექტურობაში, დამოუკიდებლობაში ან/და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის სერიოზულ საფუძველს იძლევა. შემფასებლის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის შემფასებელი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში შემფასებელი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მონაწილეობა არ მიიღოს შეფასებაში.
5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს გაუგრძელდა უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. თუ პირი, რომელსაც გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.
6. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს.
1. მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზანია თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის შერჩევის გზით დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.
2. მოსამართლის საქმიანობა ფასდება ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად.
3. მოსამართლეს თანამდებობაზე მისი ყოფნის 3-წლიანი ვადის დაწყებისთანავე უნდა ეცნობოს შეფასების პროცედურისა და იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მისი ცალკეული კრიტერიუმებით შეფასებისას და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 362. მოსამართლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები
მოსამართლის საქმიანობა ფასდება ორი ძირითადი კრიტერიუმით – კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით.
1. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:
ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა;
დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;
ე) ფინანსური ვალდებულება.
2. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია:
ა) სამართლის ნორმების ცოდნა;
ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია;
გ) წერის უნარი;
დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში;
ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა;
ზ) პროფესიული აქტივობა.
3. პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება პირის – როგორც მოსამართლისა და მოქალაქის – პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, სიმართლისმოყვარეობა, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი თუ სხვა მოვალეობების, ფინანსური თუ სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის, კომუნალური ან სხვა გადასახადის გადახდისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა.
4. დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმყარე და შეუვალობა, პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მიუკერძოებლობა, სამართლიანობა და სხვა.
5. პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ სამოსამართლო ეთიკის დაცვა, მისი კორექტულობა კოლეგებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას, მოსამართლის მაღალი წოდების შესაბამისი ქცევა და იმიჯი, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი, ქცევა მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას, მხარედ მისი მონაწილეობით სასამართლოში წარმართული დავები, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდებების არსებობა და სხვა.
6. პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და ხარისხი და სხვა.
7. ფინანსური ვალდებულების მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ინფორმაცია მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ. ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მოსამართლის ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოსამართლის მიუკერძოებლობას.
8. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ცოდნის დონე. ამ მახასიათებლით მოსამართლის შეფასების მიზნით შემფასებელი ითვალისწინებს მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებში სამართლის ნორმების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, გამოყენების სისწორეს. აღნიშნული მახასიათებლით მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი აგრეთვე გამოითხოვს მოსამართლის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას.
9. სამართლებრივი დასაბუთების უნარისა და კომპეტენციის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ განხილულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი და პროფესიული გამოცდილება.
10. წერის უნარის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი.
11. ზეპირი კომუნიკაციის უნარის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება გამართული მეტყველების უნარი, სხვისი აზრის მოთმინებით მოსმენის უნარი, ღიაობა, განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და სხვა.
12. პროფესიული თვისებების, მათ შორის, სასამართლო დარბაზში ქცევის, მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, საქმის ჯეროვნად და პასუხისმგებლობით მომზადება, ქცევა სასამართლო დარბაზში და სასამართლო სხდომის სათანადოდ წარმართვის უნარი, ქცევა მხარეებთან ურთიერთობისას, გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა, გადაწყვეტილების დაუხმარებლად მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, პროდუქტიულობა და სისწრაფე, საპროცესო ვადების დაცვა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა.
13. აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული წვრთნის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება სიახლეების მიმართ მისი ღიაობა, თვითგანვითარების უნარი, საოფისე კულტურა, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ინტერესი, პროფესიული წვრთნის პროგრამებში მონაწილეობა, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და სხვა.
14. პროფესიული აქტივობის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება სამართლებრივი სისტემისა და მართლმსაჯულების საკითხებზე სხვადასხვა ფორმატის დისკუსიებში, შეხვედრებსა და სემინარებში მისი მონაწილეობა, საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ღიად და თავისუფლად გამოხატვა, ინიციატივის გამოჩენის უნარი, იდეებისა და წინადადებების წამოყენება, სამეცნიერო და სხვა სახის პუბლიკაციები, დამსახურება იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე და სხვა.
მუხლი 364. მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურა
1. შემფასებლები მოსამართლის საქმიანობას აფასებენ პარალელურად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. შემფასებლები ვალდებული არიან, ერთმანეთს არ გაუმჟღავნონ შეფასებისას მოპოვებული ინფორმაცია და შეფასების შედეგები.
2. შემფასებელი უფლებამოსილია მოსამართლის საქმიანობის შეფასებისათვის განკუთვნილ 2-თვიან ვადაში ნებისმიერ დროს განახორციელოს საჭირო ღონისძიებები კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შესაფასებლად, მათ შორის, შეისწავლოს საქმეები, დაესწროს შესაფასებელი მოსამართლის მიერ წარმართულ სასამართლო სხდომებს, მოთხოვნისთანავე მიიღოს როგორც შეფასების პერიოდში, ისე შეფასების პერიოდის დაწყებამდე გამართული სასამართლო სხდომების აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, ამ კანონით დადგენილი წესით მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, სამართლებრივი კონსულტაციისათვის მიმართოს იურიდიული წრეების წარმომადგენლებს, პირადად შეხვდეს შესაფასებელ მოსამართლეს და სხვა პირებს და დაუსვას კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაპოვებლად. შემფასებელმა შესაფასებელ მოსამართლეს არ უნდა დაუსვას ისეთი კითხვები, რომლებიც შინაარსობრივად შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნას უტოლდებოდეს. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის მოძიება, რომელიც ამ კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შეფასებასთან დაკავშირებული არ არის. მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის. ინფორმაციის მოპოვების მეთოდი არ უნდა ხელყოფდეს შესაფასებელი მოსამართლის დამოუკიდებლობას.
3. შემფასებლებმა, რომლებიც აფასებენ მოსამართლის საქმიანობას შესაბამის პერიოდში, შეფასებისას პარალელურად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეისწავლონ შესაფასებელი მოსამართლის მიერ განხილული არანაკლებ 5 ერთი და იგივე საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული, მათ შორის, არანაკლებ 2 საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესასწავლი საქმეები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ცოდნის დონის, მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობისა და დამაჯერებლობის, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარის, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარის შეფასება. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას აგრეთვე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომების ხასიათი და სერიოზულობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეთა შეფასების შედეგი არ შეიძლება გახდეს მოსამართლის მიერ ამ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გადასინჯვის ან/და მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი.
5. მოსამართლის შეფასების პროცედურის სრულყოფილად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის თანამშრომლებიც ტექნიკურ დახმარებას უწევენ შემფასებელს და ასრულებენ მის ცალკეულ დავალებებს კონკრეტული კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. აღნიშნული სტრუქტურული ერთეული ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსაც.
6. მოსამართლეს, რომლის საქმიანობაც ფასდება, უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით აცნობოს შემფასებლის მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების თაობაზე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ დაასკვნის, რომ შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ის შეფასების ვალდებულებას წილისყრით დააკისრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს ან განახორციელებს სხვა ღონისძიებებს დარღვევების აღმოფხვრისა და თავიდან აცილების მიზნით.
7. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ კანონის 363 მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:
ა) მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;
ბ) მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;
გ) მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.
8. კომპეტენტურობის კრიტერიუმით მოსამართლე ფასდება ქულების მეშვეობით, ამ კანონის 363 მუხლით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისაგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება:
ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 20 ქულა;
ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 20 ქულა;
გ) წერის უნარი – 20 ქულა;
დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 15 ქულა;
ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში – 15 ქულა;
ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 5 ქულა;
ზ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.
9. შეფასების თითოეული პერიოდის დასრულებისთანავე მოსამართლის შეფასების ანგარიშები დალუქული სახით გადაეცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამ ანგარიშებში მოცემული შეფასების შედეგების გაანალიზების მიზნით შესაფასებელ მოსამართლეს უფლება აქვს, შეფასების თითოეული პერიოდის დასრულების შემდეგ თავისუფლად გაეცნოს ანგარიშებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას. მასალების გატანა დაუშვებელია. მოსამართლის მიერ ანგარიშების გაცნობის შემდეგ ისინი ილუქება და მის პირად საქმეს დაერთვება.
10. მოსამართლის შეფასების ანგარიში მოიცავს:
ა) დასკვნას, რომელშიც სათანადოდ არის აღწერილი და დასაბუთებული შეფასების ორივე კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით გამოვლენილი შედეგები;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით შევსებულ ფორმას, რომელშიც ასახულია კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასების შედეგად ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული დასკვნა და კომპეტენტურობის კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა რაოდენობა;
გ) ყველა წერილობით დოკუმენტს და სხვა მასალას, რომლებზე დაყრდნობითაც შეფასდა მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში.
11. მოსამართლის შეფასების თაობაზე მონაცემები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე კონფიდენციალურია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წევრს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის არცერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს შეფასების შედეგები.
12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აანალიზებს მოსამართლის 3-წლიანი საქმიანობის განმავლობაში განხორციელებული მისი ყველა შეფასების შედეგებს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მიღებული შეფასებების შეჯერების მიზნით გამოიანგარიშება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებით შეფასების სამივე პერიოდში განხორციელებული ექვსი შეფასებისას მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი, რის შემდეგაც განისაზღვრება ამ ჯამის პროცენტული სიდიდე კომპეტენტურობის კრიტერიუმისათვის განსაზღვრული ქულების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მიმართ.
13. თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას შემფასებელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ან/და კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ვერ აღწევს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს სამართლებრივ აქტს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ კანონის 365 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, მოსამართლისთვის მისი გადაცემიდან 1 კვირის ვადაში.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია კენჭისყრით, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და მოსამართლესთან გასაუბრების ჩატარების შესახებ.
15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის 365 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველი, თუ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა შეფასების საბოლოო შედეგზე და არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
16. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი აღარ საჩივრდება.
17. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, იგი ატარებს მოსამართლესთან გასაუბრებას და იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლესთან გასაუბრების შედეგად მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის 365 მუხლით დადგენილი წესით.
18. მოსამართლეს, რომელსაც უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე, უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ შეფასების შედეგები საჯარო არ გახდეს. ამ შემთხვევაში შეფასების შედეგები დალუქული სახით დაერთვება მოსამართლის პირად საქმეს და გაიხსნება მხოლოდ იმ კონკურსის დროს, რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად.
19. თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას სამი ან სამზე მეტი შემფასებელი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლესთან გასაუბრებას და ისმენს მის მოსაზრებას შეფასების შედეგების შესახებ. მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობითი ფორმითაც წარუდგინოს თავისი მოსაზრება შეფასების შედეგების თაობაზე, ასევე ზეპირად ან/და წერილობით წარუდგინოს თვითშეფასება, რაც გულისხმობს მოსამართლის 3-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, მოსამართლის აზრით, მისი ყველაზე წარმატებული და ყველაზე წარუმატებელი გადაწყვეტილების/გადაწყვეტილებების, აგრეთვე მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული შეცდომების ანალიზის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად უსმენს შემფასებლებს.
20. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე გამწესების შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება საქმეს. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში უნდა დაერთოს კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება, თუ რის საფუძველზე დაუჭირა ან არ დაუჭირა მან მხარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების/გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს.
21. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შემთხვევაში მოსამართლის შეფასების ანგარიშები საჯარო ინფორმაციაა და ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს ისინი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით დადგენილი წესით.
1. მოსამართლეს უფლება აქვს, თანამდებობაზე მისი უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ:
ა) შეფასებისას შემფასებელი/გასაუბრებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (წევრები) მიკერძოებული იყო (იყვნენ);
ბ) შეფასებისას შემფასებლის/გასაუბრებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) მიდგომა დისკრიმინაციული იყო;
გ) შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა შესაფასებელი მოსამართლის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;
დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო შეფასებას, არსებითად მცდარია, რის დამადასტურებლადაც შესაფასებელმა მოსამართლემ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა;
ე) შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით განხორციელდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.
2. საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოსამართლისათვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში შეიტანება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც მიღებულ საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად 3 დღის ვადაში გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას.
3. მოსამართლე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.
4. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
5. საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) საკვალიფიკაციო პალატის დასახელებას;
ბ) საჩივრის შემტანი პირის ვინაობას და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებას და მისამართს;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელებას;
დ) მითითებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გასაჩივრების საფუძველზე, აგრეთვე იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს ამ საფუძვლის არსებობას;
ე) საჩივრისათვის დართული წერილობითი მასალების ნუსხას;
ვ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.
6. საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს, რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია შეიტანოს საჩივარი.
7. საჩივრის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამოწმებს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო პალატა იღებს მას წარმოებაში. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო პალატა ავალებს საჩივრის შემტან პირს, გამოასწოროს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა, ან დაირღვა საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი განუხილველი რჩება. საჩივრის დასაშვებობის საკითხს საკვალიფიკაციო პალატა ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
8. საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გაეგზავნოს. საკვალიფიკაციო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
9. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს განიხილავს წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით საკვალიფიკაციო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. საკვალიფიკაციო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას საკვალიფიკაციო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.
10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ნიშნავს თავის წარმომადგენელს.
1. საჩივარი ზეპირი მოსმენით განიხილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის ღია სხდომაზე. საჩივრის განხილვისას მოსამართლის შეფასების ანგარიშები საჯაროა.
2. საკვალიფიკაციო პალატის სხდომას თავმჯდომარეობს საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საკვალიფიკაციო პალატის სხვა წევრი.
3. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს განსახილველ საქმეს. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის მდივანი მოახსენებს სხდომას, თუ ვინ გამოცხადდა სხდომაზე განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან, ეცნობათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს სხდომის თაობაზე და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. საკვალიფიკაციო პალატა ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.
4. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მათ უფლება-მოვალეობებს. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობას, სხდომის მდივნის ვინაობას და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ არსებობს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი.
5. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, აქვთ თუ არა მათ შუამდგომლობა ან განცხადება, რომელიც სხდომამდე ვერ იქნა განცხადებული.
6. პროცესის მონაწილეები ვალდებული არიან, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს სხდომის თავმჯდომარე გაფრთხილებას აძლევს.
7. საქმის განხილვა იწყება საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარის მიერ საქმის შესახებ მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს. სხდომის თავმჯდომარის მიერ საქმის შესახებ მოხსენების შემდეგ იგი სიტყვას აძლევს მხარეებს ახსნა-განმარტებისათვის.
8. პირველად ახსნა-განმარტებას საჩივრის ავტორი/მისი წარმომადგენელი იძლევა. იგი, კერძოდ, განმარტავს, რას ითხოვს, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ის ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას, უარს ხომ არ ამბობს საჩივარზე და სხვა.
9. საჩივრის ავტორის/მისი წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ საკვალიფიკაციო პალატა ისმენს მოწინააღმდეგე მხარის/მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს იმის შესახებ, ხომ არ ცნობს ის საჩივარს და სხვა.
10. თუ საკვალიფიკაციო პალატის სხდომაზე მხოლოდ ერთი მხარე გამოცხადდა, საკვალიფიკაციო პალატა ახსნა-განმარტებას ამ მხარისაგან მიიღებს.
11. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა სცილდება განხილვის საგანს და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სხდომის თავმჯდომარეს მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.
12. საკვალიფიკაციო პალატის წევრს უფლება აქვს, მხარეებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
13. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი.
14. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ რეპლიკებით.
15. პაექრობის დასრულების შემდეგ საკვალიფიკაციო პალატა გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს მხარეებს.
16. სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას და განმარტავს გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს, რის შემდეგაც სხდომას დახურულად აცხადებს.
17. საკვალიფიკაციო პალატის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
18. საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. საკვალიფიკაციო პალატის წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
19. საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსი, მიღებული საჩივრის შინაარსი, საკვალიფიკაციო პალატაში საქმის განხილვის შედეგები, საკვალიფიკაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსი და დასაბუთება.
20. საკვალიფიკაციო პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;
ბ) მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
21. საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 365 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ, საკვალიფიკაციო პალატის აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე და გამოიწვია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
22. საკვალიფიკაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ფორმდება. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საკვალიფიკაციო პალატის წევრები. გადაწყვეტილების ასლი ეგზავნებათ მხარეებს.
23. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახლა მსჯელობს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხზე და საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ამ კანონის 364 მუხლის მე-20 პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.
2. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმეორებითი გადაწყვეტილება საჩივრდება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესებულად ჩაითვლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
4. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტურად ჩაითვლება და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემდეგ, ხოლო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ განმეორებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემფასებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 37. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი
1. ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით კონკურსის გარეშე დაინიშნოს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. თუ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე კონკურსის გარეშე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
1. რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნის ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით მიმართავს ამ კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს/მოსამართლეებს. რეზერვში ჩარიცხული მოსამართლისგან/მოსამართლეებისგან წერილობითი უარის მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნული წინადადებით, პირველ რიგში, მიმართავს იმავე ინსტანციის ტერიტორიულად ახლოს მდებარე სასამართლოების მოსამართლეებს, ხოლო მათგან წერილობითი უარის მიღების შემთხვევაში – იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოების მოსამართლეებს. როგორც რეზერვში ჩარიცხული, ისე მოქმედი მოსამართლეები საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნულ წინადადებაზე თანხმობის/უარის თქმის შესახებ ინფორმაციას აწვდიან წინადადების მიღებიდან 7 დღის ვადაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დასაკისრებლად მოსამართლე შეიძლება მივლინებულ იქნეს სხვა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობით, 1 წლამდე ვადით. მივლინების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ შეირჩა მოსამართლე, აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოში, პირველ რიგში, იმ მოსამართლის მივლინების თაობაზე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ტერიტორიულად ახლოს მდებარე სასამართლოში. დაუშვებელია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მივლინება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში მიეთითება მართლმსაჯულების ინტერესების არსებობის დამადასტურებელი კონკრეტული გარემოებები. იმ მოსამართლეს, რომელიც მივლინებული უნდა იქნეს სხვა სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრის შედეგად გამოავლენს. წილისყრის შედეგად გამოვლენილ მოსამართლეს უნდა მიეცეს სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ დასაბუთებული მოსაზრების ზეპირად ან/და წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მივლინების შესახებ მოსამართლის მოსაზრებას და, თუ მიიჩნევს, რომ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა გამოც მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება მიზანშეუწონელია, ამ პუნქტით დადგენილი წესით ატარებს ხელახალ წილისყრას.
4. ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. მოსამართლის მივლინება მისი თანხმობის გარეშე შესაძლებელია 1 წლამდე ვადით. შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება.
5. რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე მოსამართლის უფლებამოსილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე ახორციელებს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას შესაბამის სასამართლოში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და, იმავდროულად, გონივრულ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცხადებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსს.
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს წევრი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, თუ იგი პირველად აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე ან მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე შეწყვეტილი ჰქონდა მოსამართლის უფლებამოსილება, აგრეთვე სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ თანამდებობაზე, ამ თანამდებობის დაკავებამდე საზეიმო ვითარებაში დებენ ფიცს.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს წევრები ფიცს დებენ საქართველოს პარლამენტის წინაშე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.
3. მოსამართლის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მუხლი 39. მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მუხლი 40. მოსამართლის ხელშეუხებლობა
1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
მუხლი 41. მოსამართლის დაწინაურება
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. (ამოღებულია - 08.02.2017, №255).
3. დაწინაურების კრიტერიუმების მიხედვით მოსამართლის შეფასებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მუხლი 42. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.
2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის საფუძვლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
3. სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.
1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
გ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255);
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ზ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
თ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ი) გარდაცვალება;
კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება;
ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა);
მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა;
ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.
2 1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტები არ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი არ შეიძლება გახდეს თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
1. სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების არდაკისრების შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება რეზერვში. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, იგი რეზერვში ირიცხება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.
3. მოსამართლე, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და არ ამორიცხულა რეზერვიდან, რეზერვში ყოფნის პერიოდში იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის თანამდებობრივ სარგოს. რეზერვში მყოფ მოსამართლეს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება რეზერვში ჩარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში. აღნიშნულ მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მოსამართლე რეზერვიდან ამორიცხულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების ვადით. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
4. მოსამართლე ამოირიცხება რეზერვიდან თანამდებობრივი სარგოს მიღების პერიოდში მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ან პირადი განცხადების საფუძველზე.
1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმეთა განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
2. მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
3. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან ავტომატურად იწვევს მის ჩამოცილებას სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლის მიმართ ჩერდება ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების გაცემა.
5. გამართლების შემთხვევაში მოსამართლეს მიუღებელი ხელფასი და სხვა მატერიალური შეღავათები სრულად აუნაზღაურდება.
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
თავი VII. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მუხლი 47. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ანგარიშს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს, რომელთაგან თითო წევრი მაინც წარმოადგენს თითოეული ინსტანციის სასამართლოს, ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
21. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/5-ს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ერთიანად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, მისი არჩევის პროცედურა ხელახლა გაიმართება კენჭისყრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები.
4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება), უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის, მათი ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, ამ კანდიდატურების განხილვისა და საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
6. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა.
7. (ამოღებულია - 06.12.2018, №3903).
8. (ამოღებულია - 06.12.2018, №3903).
9. (ამოღებულია - 06.12.2018, №3903).
10. (ამოღებულია - 06.12.2018, №3903).
11. (ამოღებულია - 06.12.2018, №3903).
111. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პირველ შემთხვევაში კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურისა.
12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს (დაინიშნოს) ზედიზედ ორჯერ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს (დაინიშნოს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.
13. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის ეძლევა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.
16. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
161. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, ხოლო ნორმატიული აქტი − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება.
162. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული განკარგულება უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა ეს განკარგულება. პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, უფლება აქვს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული განკარგულების მიღებამდე წერილობით წარუდგინოს თავისი მოსაზრება.
17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
18. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისთვის დაკისრების, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
მუხლი 48. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ვ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ზ) გარდაცვალება;
თ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;
ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
ლ) წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მოსამართლის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია მოსამართლის თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება (გადაყენება).
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
მუხლი 49. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა);
ბ) განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;
გ) განსაზღვრავს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა სპეციალიზაციას;
დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობას;
დ 1) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;
ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;
ე1) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს;
ე 2) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესს;
ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;
ზ) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;
თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს;
ი) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლის წახალისების შესახებ;
კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე;
კ 1) თავისი არამოსამართლე წევრებისაგან, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ირჩევს 1 წევრს იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენად;
კ 2) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს;
კ3) ამტკიცებს სასამართლო მედიაციის პროგრამას/პროგრამებს;
კ4) ამტკიცებს მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს;
კ5) ახორციელებს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
კ6) უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას და ამ მიზნით, შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებსა და მეთოდიკას, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სასამართლოში ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, საბჭოს სხდომების ოქმები და საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის (შემდგომ − დამოუკიდებელი ინსპექტორი) მიერ წარდგენილი დასკვნების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაცია და საბჭოს მიერ დისციპლინური დევნის დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირისათვის სხდომის აუდიოჩანაწერის ხელმისაწვდომობას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომაზე განსახილველი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის პროექტი.
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
მუხლი 50. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მის სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.
5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
მუხლი 501. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის არჩევის წესი
1. იურიდიული დახმარების საბჭოს 1 წევრს თავისი არამოსამართლე წევრებისაგან ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სხდომაზე დამსწრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომლის ასარჩევადაც იმართება კენჭისყრა.
2. თუ კენჭისყრის შედეგად ვერ შეირჩა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი, დასახელებულ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 1/3-ისა.
მუხლი 51. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:
ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;
გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
მუხლი 511. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური
1. მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი.
2. დამოუკიდებელ ინსპექტორს კონკურსის საფუძველზე, 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ით, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინადადებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
21. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
22. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.
4. დამოუკიდებელ ინსპექტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ანდა შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონის XIII 1 თავით.
6. დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ვ) გარდაცვალება;
ზ) ამ უფლებამოსილების წელიწადში 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობა;
თ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა;
ი) მოსამართლისა და საჩივრის ავტორის უფლებების უხეში დარღვევა, რამაც საქმის შედეგზე არსებითი გავლენა მოახდინა;
ი1) დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამჟღავნება;
კ) ქმედება, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს (რისთვისაც დამოუკიდებელ ინსპექტორს შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი) და ლახავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;
ლ) დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას კენჭს უყრის გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. კენჭისყრის ჩატარებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ახსნა-განმარტება და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრებები საკითხის შესახებ.
81. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურების შესაბამისად.
9. დამოუკიდებელ ინსპექტორს აქვს დამოუკიდებელი დოკუმენტბრუნვა.
10. დამოუკიდებელი ინსპექტორი კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებს. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
11. დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ზეგავლენის მოსახდენად დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია ასეთი ჩარევის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
12. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული საქმიანობის (მათ შორის, მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების) შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ გაწეული საქმიანობის (მათ შორის, მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების) თაობაზე ინფორმაცია 4 თვეში ერთხელ მაინც პროაქტიულად ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე.
13. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანხმობის გარეშე არ შეიძლება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის მიმდინარე ხარჯებთან შედარებით.
მუხლი 52. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია
1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას.
2. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იქმნება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უადრეს 10 დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდის დამთავრებამდე.
მუხლი 53. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.
2. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს გამოცდის ჩატარებას ტესტური მეთოდით. მისი წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირი აბარებს წერით გამოცდას. ტესტური მეთოდით გამოცდა და წერითი გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი;
ბ) სისხლის სამართალი;
გ) სისხლის სამართლის პროცესი;
დ) სამოქალაქო სამართალი;
ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;
ვ) ადმინისტრაციული სამართალი;
ზ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
თ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალას კარგავს, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან არ აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ.
თავი VIII. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
მუხლი 54. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
1. საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (შემდგომ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი).
2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. საერთო სასამართლოების დეპარტამენტში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.
5. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.
6. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
7. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.
8. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.
9. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.
10. საერთო სასამართლოების დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, საერთო სასამართლოების დეპარტამენტს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის ორგანული კანონი №2943 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
მუხლი 55. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილება
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:
ა) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად;
ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით;
გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით;
დ) ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას;
ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.
თავი IX. სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
მუხლი 56. სასამართლოს აპარატი, სასამართლოს მენეჯერი
1. მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები.
2. სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოსამსახურეებს (სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის გარდა).
3. უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
5. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები საჯარო მოსამსახურეები არიან. სასამართლოს აპარატის მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სარგებლობენ ყველა სოციალური გარანტიით, რომლებიც აქვთ შესაბამისად საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელესა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I, № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286
მუხლი 561. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი
1. საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი:
ა) შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, საერთო სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლებს, მოსამართლეთა მივლინების საჭიროებას, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შესაბამის საერთო სასამართლოებს;
ბ) ზედამხედველობს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირებას და მის დასახვეწად რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
გ) ზედამხედველობს საერთო სასამართლოების რესურსების ეფექტიან და მიზნობრივ გამოყენებას და ამისათვის კოორდინაციას უწევს საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების საქმიანობას;
დ) შეისწავლის როგორც კერძო სექტორში, ისე საჯარო სექტორში არსებულ მენეჯერულ გამოცდილებას, აგრეთვე სასამართლო მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილებას, ხელს უწყობს საერთო სასამართლოებში მენეჯერული კულტურის დანერგვას, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით ხელს უწყობს საერთო სასამართლოების თავმჯდომარეთა, სასამართლოების მენეჯერთა და სასამართლოების აპარატის სხვა მოხელეთა მენეჯერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას;
ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნებსა და რეკომენდაციებს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების მნიშვნელოვან საკითხებზე;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
1. სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, იცის სამართალწარმოების ენა, აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოხელის სერტიფიკატი, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ანაზღაურებადი სტაჟირებისას პირი ინიშნება სასამართლოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე. ანაზღაურებად სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.
3. სასამართლოს აპარატის მოხელედ დანიშვნისას პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სტაჟირების ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად , გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
დ ) აქვს სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
4 . პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გ ათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
5. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება საერთო სასამართლოში.
6. სასამართლოს აპარატის იმ მოხელის, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, აგრეთვე სხვა მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის ორგანული კანონი №6092 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
მუხლი 58. მოსამართლის თანაშემწე და სასამართლო სხდომის მდივანი
1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.
2. სასამართლოში საქმეები იხილება სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 581. მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება
1. რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით.
2. საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია მოსამართლეთა შორის საქმეების ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით განაწილება, რაც გულისხმობს საქმეების შემოსვლის რიგითობისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას.
მუხლი 59. სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის სამსახური
1. საქართველოს საერთო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების სტრუქტურებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობების დაცვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სასამართლოების მანდატურის სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
3. სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
4. სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
5. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.
6. სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მუხლი 60. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი
1. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
2. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 59-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.
3. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;
გ) სასამართლოს მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 61. სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობანი
1. სასამართლოს მანდატური:
ა) უზრუნველყოფს მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოებას;
ბ) ახორციელებს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წესრიგის დაცვას;
გ) ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;
დ) იცავს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობებს;
ე) ამოწმებს სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნას, მოსამართლის მითითებით უზრუნველყოფს სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანას და დაცვას;
ვ) აღკვეთს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამართალდარღვევას, ავლენს სამართალდამრღვევს, აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს ამის თაობაზე დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სასამართლოს მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:
ა) გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს პოლიციას.
1. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.
2. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;
ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე და სასამართლოში მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას;
გ) მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას;
დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.
3. სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, იარაღი გამოიყენოს შემდეგ შემთხვევებში:
ა) შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებისას ან მისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;
ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე ანდა სასამართლოში მყოფ პირზე შეიარაღებული თავდასხმისას.
4. სასამართლოს მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების დროს:
ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეასრულოს მისი მოთხოვნები, იმ შემთხვევის გარდა, როცა დაყოვნება გამოიწვევს სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნას ან სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;
ბ) ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;
გ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს ეს სასამართლოს თავმჯდომარეს (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს);
დ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
5. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. მათ მიმართ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მათ მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას ან შეიარაღებული თავდასხმისას.
თავი XI. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია
მუხლი 63. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია შედგება უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.
2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.
3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, რომლებიც განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 64. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 63-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება ადმინისტრაციული კომიტეტი.
2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე; აქტები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.
3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
მუხლი 65. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:
ა) მის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს:
ა.ა) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს;
ა.ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს;
ა.გ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს;
ბ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;
გ) ისმენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;
დ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს, აგრეთვე ამტკიცებს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულებას და სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულების საფუძველზე ირჩევს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს წევრებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.
3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომელსაც, ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აქვს უფლება, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, და ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე აღნიშნული თანამდებობა. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის ან სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოთ აღნიშნული თანამდებობა, საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება საბჭოს წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. თუ იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც აქვს უფლება, შეითავსოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, არჩევის მსურველთა რაოდენობა ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლებია, ან თუ კენჭისყრის შედეგად საჭირო რაოდენობის ხმები ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლებმა პირმა მიიღო, ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც არ უკავია სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.
4. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე მეტმა კანდიდატმა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. 2 ან მეტი კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება მათგან საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა არანაკლებ 1/4-ს.
5. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე ნაკლებმა კანდიდატმა, იმ კანდიდატებს, რომელთაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა 1/4-ზე ნაკლები.
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
მუხლი 66. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 1/5-ის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს (იქნენ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (წევრები), საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი (წევრები), ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი (წევრები). საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი. ამ კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ამ კანონით განსაზღვრული მისი სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კონფერენციის რეგლამენტითა და აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების დებულებებით.
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
თავი XI1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა
მუხლი 661. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატუსი, მიზანი და ფუნქციები
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა (შემდგომ – სკოლა), როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იქმნება ამ კანონის საფუძველზე.
2. სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და მისთვის პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა.
3. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება.
სკოლის მართვის ორგანოებია: სკოლის დამოუკიდებელი საბჭო და სკოლის დირექცია.
მუხლი 663. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება
1. სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომ – დამოუკიდებელი საბჭო). დამოუკიდებელი საბჭო შედგება 7 წევრისგან.
2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ამ კანონით დადგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.
3. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
4. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს, რომლებიც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციიდან წარმოდგენილი თითო მოსამართლეები არიან, 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საბჭოს 2 წევრს (1 მოსამართლე წევრს და 1 არამოსამართლე წევრს) მათი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა უკავიათ და საჯარო დაწესებულებაში არ მუშაობენ, 4 წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
5. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ დამოუკიდებელი საბჭოს წევრთაგან, მისი, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ერთი და იგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.
7. დამოუკიდებელი საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტის შედგენის წესს;
გ) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად ჩარიცხვისა და იუსტიციის მსმენელის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე;
დ) ისმენს სკოლის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ;
ე) სკოლის დირექტორის წარდგინებით:
ე.ა) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;
ე.ბ) ამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგენს სკოლის ბიუჯეტს;
ე.გ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს;
ე.დ) ამტკიცებს სახელფასო ფონდსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას, იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობას;
ე.ე) ირჩევს სკოლის დირექტორის მოადგილეს და სტაჟირების ხელმძღვანელს;
ე.ვ) ამტკიცებს სასწავლო (თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა), სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს;
ე.ზ) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს;
ე.თ) ამტკიცებს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას;
ვ) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის დამოუკიდებელ საბჭოში საქმიანობა არ ანაზღაურდება.
მუხლი 664. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლება
1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) იმ თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც მას დამოუკიდებელი საბჭოს წევრად არჩევისას ეკავა;
გ) თავისი უფლებამოსილების ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განუხორციელებლობა;
დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
თ) გარდაცვალება.
2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს − საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.
მუხლი 665. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა
1. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა მოიწვევა არანაკლებ წელიწადში ორჯერ. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
2. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე 1 კვირით ადრე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.
3. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას ესწრება სკოლის დირექტორი, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.
4. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. დამოუკიდებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. დამოუკიდებელი საბჭო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
6. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სხდომის ოქმთან ერთად ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.
7. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესები განისაზღვრება დამოუკიდებელი საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
დოკუმენტის კომენტარები