საზღვაო კოდექსი

საზღვაო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997
სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
715
15/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997
400.010.020.05.001.000.212
საზღვაო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/06/2012 - 12/06/2012)

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსი

თავი I.

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს საზღვაო კოდექსი (შემდეგში – „კოდექსი“) არეგულირებს საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. „საზღვაო ნაოსნობა“ გულისხმობს გემების გამოყენებას მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ფოსტის გადასაზიდად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის ძიება-მოპოვების, საბუქსირო და სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და სხვა სამეურნეო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის.

    მუხლი 2

კოდექსი ვრცელდება საზღვაო გემებით ზღვებში, მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებსა და სხვა სანაოსნო გზებზე მიმოსვლაზე, თუ არ არსებობს საქართველოს სხვა სპეციალური კანონი ან საერთაშორისო ხელშეკრულება.

    მუხლი 3

სამხედრო-საზღვაო დროშით მცურავ გემებზე კოდექსის წესები არ ვრცელდება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც არ უნდა ითვალისწინებდეს ამ გემებისა და ტვირთის დაკავების, დაპატიმრების ან ამოღების შესაძლებლობას. კოდექსის წესები სამხედრო-საზღვაო გადაზიდვასთან დაკავშირებით გამოიყენება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ასეთი გადაზიდვის მარეგულირებელ სპეციალურ კანონმდებლობაში.

    მუხლი 4

საზღვაო ტრანსპორტის მონაწილეობით განხორციელებულ პირდაპირ-შერეულ და პირდაპირ-საწყლოსნო მიმოსვლით გადაზიდვასთან დაკავშირებით, კოდექსის წესები გამოიყენება პირდაპირ მასში მითითებულ შემთხვევებში, ასევე იმ ნაწილში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ასეთი გადაზიდვის მარეგულირებელ სპეციალურ კანონმდებლობაში.

    მუხლი 5

საქართველოს ნავსადგურებს შორის გადაზიდვა და ბუქსირზიდვა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემით. უცხო ქვეყნის გემს საქართველოს ნავსადგურებს შორის სამუშაოს შესრულება შეუძლია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

    მუხლი 6

საქართველოსა და საზღვარგარეთის ნავსადგურებს შორის გადაზიდვისა და ბუქსირზიდვის სამუშაოებს ახორციელებენ ნებისმიერი ქვეყნის კუთვნილი გემები.

    მუხლი 7

1. კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საზღვაო ნაოსნობა“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განახორციელონ ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა, რომელთა საკუთრებაში ან მფლობელობაშია გემები.

2. სანაოსნო კომპანია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირი

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

    მუხლი 8

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ახორციელებს საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 9

სააგენტო:

ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლსა და საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

ბ) ქმნის მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების ერთიან სისტემას;

გ) ხელმძღვანელობს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას;

დ) ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 10

საქართველოს ნავსადგურში შემოსული ყველა გემი ვალდებულია იმყოფებოდეს დროშის სახელმწიფოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

    მუხლი 11

1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან და სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს და სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ, გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №784-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.252

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    [მუხლი 11

1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა , აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან და სააგენტოსთან შეთანხმებით .

2. ფიზიკური და იურიდიული პირები , რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს , ვალდებული არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისა და სააგენტოს მოთხოვნით , მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ , გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა - ნაგებობანი , რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან / და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას .

3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში , საზღვაო ნავსადგურებსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან შეთანხმებით . (ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 12

კოდექსის მიხედვით „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის არაწყალწყვის გემებს და ჰიდროთვითმფრინავებს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ:

ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, ხიფათში ჩავარდნილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად;

ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ-საკარანტინო სამსახური, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა.შ.);

გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის;

დ) სპორტული ღონისძიებებისათვის;

ე) სხვა მიზნებისათვის.

    [მუხლი   12

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის გემი მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს , მათ შორის, არაწყალწყვის გემსა და ჰიდროთვითმფრინავს , რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად , კერძოდ :

) მგზავრთა გადასაყვანად , ტვირთისა და ბარგის გადასაზიდად , ფოსტის გადასატანად , თევზისა და სხვა საზღვაო რეწვისათვის , სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად , ზღვაში მყოფი , საფრთხეში აღმოჩენილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად , გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის , ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად ;

) საგანგებო სამსახურის გასაწევად ( სარეწების დაცვა , სანიტარიულ - საკარანტინო მომსახურების გაწევა , ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და . .);

) სამეცნიერო , სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის ;

) სპორტული ღონისძიებებისათვის ;

) სხვა მიზნებისათვის .

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის გემი“ არის წყალზედა მოტივტივე პლატფორმა და ინსტალაცია .

3. ზომამცირე გემი არის 7 ( შვიდ ) მეტრზე ნაკლები სიგრძის გემი , რომელიც განკუთვნილია დასვენება - გართობისათვის , ბიზნეს- და სამეურნეო საქმიანობისათვის, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისათვის , მიუხედავად გემის ტიპისა , წარმოშობისა და ნაოსნობის რაიონისა . (ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან)]

 

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 13

კოდექსის მიხედვით „თევზსაჭერი გემი“ არის ნებისმიერი გემი, რომელსაც იყენებენ თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის. გემის განუყოფელი ნაწილი არის რეწვის იარაღი. სხვა გემის მიერ მისი დაზიანება განიხილება, როგორც საზღვაო ინციდენტი.

    მუხლი 14

1. გემთმფლობელად იწოდება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განაგებს გემს, განურჩევლად იმისა, გემის მესაკუთრეა, თუ სარგებლობს ამ გემით სხვა რომელიმე კანონიერ საფუძველზე.

2. გემის მესაკუთრეა სახელმწიფო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მარეგისტრირებელი სახელმწიფოს გემების რეესტრში შეტანილია როგორც გემის მესაკუთრე, თუ არ არსებობს პირდაპირი მითითება სხვა რამეზე.

3. ყოველ სანაოსნო კომპანიას ჰყავს მმართველი, რომელიც პასუხისმგებელია ზღვაოსნობის უსაფრთხოებასა და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაზე.

4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება;

ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება;

გ) გემის ტექნიკური გამართულობა;

დ) ეკიპაჟის წევრებისათვის შრომის უსაფრთხო პირობები;

ე) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალით მომარაგება;

ვ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

    მუხლი 15

კოდექსში აღნიშნული ტერმინები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ მოყვანილ თავებში, გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:

ა) II თავში – „გემი“ (ამ კოდექსის 42-ე მუხლში აღნიშნულის გარდა) იგულისხმება საქართველოში რეგისტრირებული გემები თევზსაჭერი გემების ჩათვლით;

[ა) ( ამოღებულია – 05.06.2012, №6386); (ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან)]

ბ) IV თავში – „საზღვაო ნავსადგური“ იგულისხმება საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგური, სამხედროს გარდა;

გ) V თავში – „საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი“ იგულისხმება საქართველოს ყველა არასამხედრო ნავსადგურის კაპიტანი თევზჭერის ნავსადგურის კაპიტნის ჩათვლით;

დ) VI თავში – „საზღვაო სალოცმანო სამსახური“ იგულისხმება სანაოსნო ურთიერთობა, რომელსაც ადგილი აქვს საქართვ ელოს სახელმწიფო საზღვაო ლოცმანების მიერ ნავსადგურების მისასვლელებთან, ნავსადგურების შიგა წყლების ფარგლებში, ასევე ნავსადგურებს შორის გემების გაცილებისას;

ე) VII თავში – „ზღვაში ჩაძირული ქონება“ - იგულისხმება საქართველოს ტერიტორიულ ან შიგა წყლებში ჩაძირულ ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობა;

ვ) XXI თავში – „გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ - იგულისხმება გემთმფლობელი, რომელსაც ეკუთვნის საქართველოს სა ხელმწიფო ალმით მცურავი გემი.

უცხო ქვეყნის ალმით მცურავი ბირთვული გემების გემთმფლობელისა და ოპერატორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება გემის დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობით, მაგრამ თუ მისი ფარგლები ამ კოდექსისაზე დაბალია, მაშინ გამოიყენება ამ კოდექსის მოთხოვნები;

ზ) XXII თავში – „პრივ ილეგიური მოთხოვნები იგულისხმება შემთხვევა, როდესაც დავა განიხილება საქართველოში;

თ) XXIII თავში – „საზღვაო პროტესტი“ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც საზღვაო პროტესტი წარედგინება ნოტარიუსს და/ან საქართველოს შესაბამის პირს;

ი) XXIV თავში – „პრეტენზია და სარჩელი“ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ურთიერთობები რეგულირდება ამ კო დექსით, ამასთან კოდექსის 364-ე და 374-ე მუხლების დებულებები ეხება მხოლოდ საქართველოში წარმოშობილ ურთიერთობებს;

კ) მხარეთა უფლება-მოვალეობანი ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი VIII), მგზავრთა საზღვაო გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი IX), საზღვაო კრუიზის (თავი X), გემის გარკვეული ვადით დაქირავების (თავი XI), გემის უეკიპაჟოდ დაქირავების (თავი XII), საზღვაო იპოთეკის (თავი XIII), ბუქსირზიდვის ხელშეკრულების (თავი XIV) და საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების (თავი XV) მიხედვით განისაზღვრება გაფორმების ადგილის კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 16

1. საქართველოს საზღვრებს გარეთ მცურავი გემების საკუთრების ან სხვა ქონებრივი უფლებების, აგრეთვე ამ უფლებათა წარმოქმნის, შეცვლისა თუ შეწყვეტის საკითხი განისაზღვრება გემის დროშის სახელმწიფო კანონმდებლობით.

2. უფლება მშენებარე გემზე განისაზღვრება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ეს გემი შენდება, თუ გემის მშენებლობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი სანაოსნო კომპანიის ვალდებულებებზე, ისევე როგორც სანაოსნო კომპანია არ აგებს პასუხს სახელმწიფოს ვალდებულებებზე, მიუხედავად სანაოსნო კომპანიის რეგისტრაციის ადგილის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი თუ საკუთრების ფორმისა.

4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სანაოსნო კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ კომპანიის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე თავისი ქონებით.

5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სანაოსნო კომპანია არ არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა სანაოსნო კომპანიების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

    მუხლი 17

 1. გემის ეკიპაჟის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, გემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ეკიპაჟის წევრთა ურთიერთობა განისაზღვრება გემის დროშის სახელმწიფოს კანონით.

2. გემის ეკიპაჟის წევრთა და გემთმფლობელთა ურთიერთობა განისაზღვრება გემის დროშის სახელმწიფოს კანონით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, რომელიც არეგულირებს ამ ურთიერთობებს.

    მუხლი 18

1. უფლება ტერიტორიულ წყლებში ან შიგა წყლებში ჩაძირულ ქონებაზე (გემი, მისი ნამსხვრევები, აღჭურვილობა, ტვირთი და ა.შ.), აგრეთვე ამ ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობა განისაზღვრება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიულ ან შიგა წყლებშიც მდებარეობს ჩაძირული ქონება.

2. ღია ზღვაში ჩაძირული გემის, მასზე არსებული ტვირთისა და სხვა ნივთების მიმართ გამოიყენება გემის დროშის სახელმწიფოს კანონი.

    მუხლი 19

1. საერთო ავარიასთან დაკავშირებული ურთიერთობა რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ნავსადგურშიც შევიდა გემი საერთო ავარიის გამომწვევი შემთხვევის შემდეგ, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ მხარეები, რომელთა ინტერესებსაც შეეხო საერთო ავარია, არიან საქართველოს რეზიდენტები, მაშინ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საერთო ავარიის მატერიალური პასუხისმგებლობა ნაწილდება ამ კოდექსის 273 - 289-ე მუხლებით.

    მუხლი 20

1. ტერიტორიულ და შიგა წყლებში გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება რეგულირდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა შეჯახება.

2. თუ შეჯახება მოხდა ღია ზღვაში და შეჯახებასთან დაკავშირებული დავა განიხილება საქართველოში, გამოიყენება კოდექსის XVII თავში მოცემული წესები.

3. თუ შეჯახებული გემები ნაოსნობენ ერთსა და იმავე ქვეყნის დროშით და შეჯახება არ ეხება მესამე მხარის ინტერესებს, მაშინ გამოიყენება გემის დროშის სახელმწიფოს კანონი განურჩევლად იმისა, თუ სად მოხდა შეჯახება.

    მუხლი 21

საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბირთვულ-ენერგეტიკული მოწყობილობით აღჭურვილი გემით (შემდეგში – „ბირთვული გემი“) ბირთვული ზიანის მიყენების შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის XIX თავის წესები.

    მუხლი 22

თუ გემის მიერ მიყენებული ზიანი განსაზღვრული არ არის ამ კოდექსის მე-20 და 32-ე მუხლებით, ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, სადაც ადგილი ჰქონდა ზიანის გამომწვევ ქმედებას ან სხვა გარემოებას, რომელმაც შექმნა საფუძველი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის, ხოლო, თუ ზიანი მიყენებულია ღია ზღვაში, ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს გემის დროშის სახელმწიფოს კანონი.

    მუხლი 23

1. ტერიტორიულ და შიგა წყლებში გემის ან სხვა ობიექტის გადარჩენისათვის დაჯილდოების საქმეს არეგულირებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა გადარჩენა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო თუ ეს მოხდა ღია ზღვაში და გადარჩენასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავა განიხილება საქართველოში, – გამოიყენება კოდექსის XX თავის წესები.

2. თუ გადარჩენილი და გადამრჩენი გემები ერთი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობენ, საქმე განიხილება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, გადარჩენის ადგილის განურჩევლად.

3. გემთმფლობელსა და გადამრჩენი გემის ეკიპაჟს, ასევე ამ ეკიპაჟის წევრებს შორის გადარჩენისათვის გამოყოფილი ჯილდო განაწილდება გემის დროშის სახელმწიფოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 24

უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და სავაჭრო ნაოსნობის წეს-ჩვეულებათა გამოყენება კოდექსით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებში შესაძლებელია, თუ მხარეები შეთანხმდებიან ამის შესახებ, მაგრამ არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

    მუხლი 25

ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ქონებრივი დავა, რომელშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნების ფიზიკური თუ იურიდიული პირები, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს უცხო ქვეყნის სასამართლოს ან არბიტრაჟს.

    მუხლი 26

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ან კონვენცია, რომლის წევრიც საქართველოა, შეიცავს ამ კოდექსისაგან განსხვავებულ წესებს, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან კონვენციის წესები.

    მუხლი 27

საზღვაო ნაოსნობის თავისებურებების გათვალისწინებით სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სხვა შესაბამისი კანონმდებლობით, კანონის ანალოგიით ან საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით, თუ მათ არ აწესრიგებს ეს კოდექსი.

    [მუხლი 27

1. საზღვაო ნაოსნობის თავისებურებების გათვალისწინებით სამოქალაქო , ადმინისტრაციული და სხვა ურთიერთობები , თუ მათ არ აწესრიგებს ეს კოდექსი , რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო , ადმინისტრაციული და სხვა შესაბამისი კანონმდებლობ ებ ით , კანონის ანალოგიით ან საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით .

2. საზღვაო ნაოსნობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კანონმდებლობებისა , რეგულირდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და მისი ორგანოების მიერ მიღებული რეზოლუციებით. ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან )]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

თავი II.

გემი

[ გემის რეგისტრაცია ( ამოქმედდეს 2012 წ ლის 16 სექტემბრიდან )]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 28

1. გემი, რომელიც სარგებლობს საქართველოს სახელმწიფო ალმით, არის საქართველოს ეროვნული კუთვნილება.

2. გემის საქართველოსადმი ეროვნული კუთვნილება განისაზღვრება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით.

3. საქართველოს გემის მიმართ მოქმედებს საქართველოში დაკანონებული საკუთრების ყველა ფორმა.

4. საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლება აქვს გემს, რომელიც წარმოადგენს:

ა) საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებას;

ბ) საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებას;

გ) უცხოელ გემთმფლობელთა საკუთრებას, რომელთაც საქართველოში ჰყავთ თავიანთი უფლებამოსილი წარმომადგენლები;

დ) ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებით ექსპლუატაციაში მყოფ გემს.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

    [მუხლი 28

ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

) გემი :

. ) დიდი გემი მცურავი საშუალება , რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონა ან 100 ტონაზე მეტი ;

. ) პატარა გემი მცურავი საშუალება , რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონაზე ნაკლები , გარდა ზომამცირე გემისა ;

. ) მშენებარე გემი მშენებარე მცურავი საშუალება , რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემის კორპუსის ნომრით ან სხვა რაიმე საშუალებით;

) მთავარი რეგისტრატორი სააგენტოს დირექტორი ;

) რეგისტრატორი პირი , რომელზედაც მთავარმა რეგისტრატორმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მოახდინა თავისი უფლებამოსილებების დელეგირება ;

) რეესტრი საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი , რომელსაც აწარმოებს სააგენტო ;

) გემის რეგისტრაციის შეჩერება გემის რეგისტრაციის მოწმობის ან დროებითი რეგისტრაციის მოწმობის შეჩერება , რის საფუძველზედაც გემს ჩამოერთმევა საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება ;

) გემის რეგისტრაციიდან მოხსნა გემის რეესტრიდან ამოღება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე ;

) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა გემის რეესტრიდან ამოღება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით ;

) რეგისტრაცია გემის დროებითი , ვადიანი ან მუდმივი რეგისტრაცია :

. ) მუდმივი რეგისტრაცია გემის რეესტრში განუსაზღვრელი ვადით რეგისტრაცია ;

. ) ვადიანი რეგისტრაცია გემის რეესტრში გარკვეული ვადით რეგისტრაცია გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე ;

. ) დროებითი რეგისტრაცია გემის რეესტრში რეგისტრაცია ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან )]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 29

1. საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლება გემს ეძლევა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. საზღვარგარეთ შეძენილი გემი საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის უფლებას იძენს საქართველოს კონსულის მიერ ამ უფლების დამადასტურებელი დროებითი მოწმობის გაცემის შემდეგ.

3. დროებითი მოწმობა შეიძლება გაიცეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში გემის რეგისტრაციამდე, არა უმეტეს ერთი წლის ვადით.

4. სათანადო უფლების გარეშე გემზე საქართველოს სახელმწიფო ალმის აღმართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

    [მუხლი   29

1. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის ( ნაოსნობის) უფლება გემს ენიჭება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან .

2. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება ენიჭება მშენებარე გემს .

3. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების ყველა ფორმა .

4. გემის რეესტრში რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი , ვადიანი ან მუდმივი, ნაოსნობის უფლებით ან ნაოსნობის უფლების გარეშე .

5. რეესტრში რეგისტრირდება გემი , რომელიც არის :

) საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება ;

) საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება ;

) უცხო ქვეყნის გემთმფლობელის საკუთრება , რომელსაც საქართველოში ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;

) ამ კოდექსიდან გამომდინარე ბერბოუტ - ჩარტერის ხელშეკრულებით ექსპლუატაციაში მყოფი გემი .

6. საქართველო არ ცნობს გემის პარალელურ რეგისტრაციას , გარდა ამ მუხლის მე -8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

7. საქართველო არ ცნობს სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას , თუ ეს გემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოიხსნება რეგისტრაციიდან ან მას არ შეუჩერდება რეგისტრაცია .

8. ბერბოუტ-ჩარტერის შემთხვევაში გემი შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოში , თუ დაფრახტვის მომენტში მისი დროშის სახელმწიფოს რეესტრში რეგისტრაცია შეჩერებულია ან ეს გემი არ არის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრირებული .

9. თუ გემი რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში , საქართველოში მისი და რეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ამ გემის სხვა ქვეყნის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების , შეწყვეტის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ .

10. გემზე საქართველოს სახელმწიფო დროშის სათანადო უფლების გარეშე აღმართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან)]  

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 30

1. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომლის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება.

2. სააგენტო აწარმოებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს, ადგენს გემის რეგისტრაციის პირობებს, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    [მუხლი 30

1. გემის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო , რომელიც გასცემს შესაბამის მოწმობებს .

2. სააგენტო აწარმოებს რეესტრს , ამტკიცებს გემის რეგისტრაციის, რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს .

3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე, 6 ( ექვსი ) თვის ვადით , 1 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით .

4. ამ მუხლის მე -3 ნაწილში მითითებული 1- წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ , განსაკუთრებულ შემთხვევაში , გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე , მთავარი რეგისტრატორის თანხმობით , დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს , მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა . დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს , რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 31

100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის რეგისტრაცია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დასტურდება საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობით, ხოლო 100 ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემისა – გემის ბილეთით.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

    [მუხლი 31

1. მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს .

2. რეგისტრატორი გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში .

3. მთავარ რეგისტრატორს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება შეუძლია მოახდინოს მხოლოდ შემდეგ პირებზე :

) სააგენტოს თანამშრომელზე რეგისტრატორზე ;

) საქართველოს საჯარო მოსამსახურეზე ;

) საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირზე ;

) აღიარებულ ორგანიზაციაზე , ამ კოდექსის II 1  თავის შესაბამისად . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 32

1. გემის რეგისტრაციის მომენტიდან საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის გემების რეესტრში ამ გემთან დაკავშირებით ადრე გაკეთებულ ჩანაწერს.

2. საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის გემების რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას, თუ ეს გემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოიხსნება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან.

3. უეკიპაჟოდ გემის გარკვეული ვადით დაფრახტვის შემთხვევაში (ბერბოუტ-ჩარტერი), ეს გემი შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს საქართველოში, თუ იგი დაქირავების მომენტში სხვა ქვეყნის გემების რეესტრში არ იყო რეგისტრირებული.

4. თუ გემი რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის გემების რეესტრში, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მისი რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სხვა ქვეყნის გემების სახელმწიფო რეესტრში აღნიშნული ჩანაწერის შეჩერების შემდეგ. იმ შემთხვევაში, როცა სხვა ქვეყანაში ნებადართულია გემის რეგისტრაცია რამდენიმე ქვეყნის რეესტრში, ასეთ მოთხოვნაზე შესაძლებელია უარის თქმა.

5. გემი მოიხსნება რეგისტრაციიდან, თუ:

ა) ჩამოწერეს;

ბ) ცნეს უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისა და რემონტისათვის;

გ) ჩამოერთვა საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლება;

დ) დაიღუპა.

6. გემი საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის უფლებას ჰკარგავს, თუ:

ა) არ შეესაბამება ამ კოდექსის დებულებებს ან/და გემის რეგისტრაციის პირობებს;

ბ) გავიდა ბერბოუტ-ჩარტერის ვადა, რომელიც გემს ანიჭებდა საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის უფლებას;

გ) გემის მესაკუთრემ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტა.

7. საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავ გემს სხვა ქვეყნის ალმით ცურვის უფლება მიეცემა:

ა) ბერბოუტ-ჩარტერის უფლების მიღების შემდეგ;

ბ) სპეციალური ორგანოს გადაწყვეტილებით, როცა საქმე ეხება თევზსარეწ გემს (არა უმეტეს ორი წლისა).

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

    [მუხლი 32

1. რეესტრი შედგება წიგნებისაგან , კერძოდ :

) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნისაგან ;

) შიდა ნაოსნობის გემების წიგნისაგან ;

) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისაგან ;

) მშენებარე გემების წიგნისაგან .

2. ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში .

3. გემზე საკუთრების უფლება , სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები ( საზღვაო გირავნობა , საზღვაო იპოთეკა და სხვ ა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში . იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია , რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა , რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა ( საზღვაო გირავნობა , საზღვაო იპოთეკა და სხვა ), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით , რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა .

4. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს , რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია . გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად .

5. გემის რეესტრში რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის ( ნაოსნობის) უფლების პირველადი მტკიცებულება .

6. ზომამცირე გემის რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო. ( ამოქმედდეს 2012 წ ლის 16 სექტემბრიდან )]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 33

გემს აქვს სახელწოდება, რომელსაც ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც ეცვლება მფლობელის შეცვლასთან ერთად.

    [მუხლი 33

1. საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი , რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო ნაოსნობისათვის , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ხდება გემის ბერბოუტ - ჩარტერით რეგისტრაცია .

2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი , რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ხდება გემის ბერბოუტ - ჩარტერით რეგისტრაცია .

3. ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირდება გემი , რომლის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციაც შეჩერებულია და რომლის ასეთად დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი .

4. მესაკუთრის მოთხოვნით , მშენებარე გემი მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირდება მხოლოდ იმ პირობით , რომ გემის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით, გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით . მშენებარე გემის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი . გემის მშენებლობის დასრულების შემდეგ , თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს მისი დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას , მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 34

1. გემი სანაოსნოდ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მისი ზედამხედველი საკლასიფიკაციო საზოგადოება დაადგენს, რომ იგი აკმაყოფილებს ნაოსნობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

2. საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე აღნიშნული მცურავი ობიექტის კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1923-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.233

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3750-სსმI, №62,05.11.2010წ., მუხ.390

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6171 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

    [მუხლი 34

1. რეესტრში რეგისტრირდება გემი , რომელზედაც ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება ამ კოდექსის II 1   თავის შესაბამისად .

2. პატარა გემი , რომლის ასაკიც არ აღემატება 3 (სამ ) წელს, არ არის ვალდებული, გაიაროს ტექნიკური ზედამხედველობა ყოველწლიურად , თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან )]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 35

შიგა ნაოსნობის გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს აწესებს საკლასიფიკაციო საზოგადოება სააგენტოსთან შეთანხმებით.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    [მუხლი 35

1. გემის რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით .

2. რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი , ვადიანი და მუდმივი .

3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე .

4. პატარა გემის რეგისტრაცია არის მუდმივი და მისი შეჩერება , შეწყვეტა ან გემის რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში .

5. დიდი გემის რეგისტრაციის მოწმობა ექვემდებარება ყოველწლიურ დამოწმებას .

6. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით , რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად , მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა .

7. გემს აქვს სახელი , რომელსაც მას ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც შეიძლება შეიცვალოს გემთმფლობელის მოთხოვნით . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან )]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 36

1. გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები:

ა) საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლება (გემის პატენტი);

ბ) გემის საკუთრების მოწმობა;

გ) გემის ზომათა მოწმობა (სატონაჟო სერტიფიკატი);

დ) მოწმობა უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ;

ე) მოწმობა ზღვის ნავთობით დაბინძურებისათვის სამოქალაქო და ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) გემის ეკიპაჟის წევრთა სია (ეკიპაჟის განრიგი);

ზ) გემის ჟურნალი;

თ) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემებისათვის);

ი) გემის რადიოსადგურის ჟურნალი;

კ) სანიტარიული ჟურნალი;

ლ) გემის სანიტარიული მოწმობა;

მ) იმ საერთაშორისო საზღვაო ხელშეკრულებების მოთხოვნებიდან გამომდინარე სხვა საბუთები, რომლებთანაც მიერთებულია საქართველო;

ნ) მეზღვაურის პირადობის მოწმობა (მეზღვაურის წიგნაკი) ;

ო) მგზავრთა გადაყვანის მოწმობა (თუ გადაჰყავს 12-ზე მეტი მგზავრი);

პ) გემის რადიოსადგურის სერტიფიკატი და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად;

ჟ) მოწმობა გემის სატვირთო მარკის (წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის) შესახებ, თუ იგი გამოიყენება ამ კოდექსის მე-12 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

2. გემის, რადიოსადგურის, სანიტარიული და სამანქანო ჟურნალების წარმოება ხორციელდება საერთაშორისო საზღვაო ნორმებისა და აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

    [მუხლი 36

1. გემის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია :

) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა ;

) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა ;

) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა , რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის , საერთაშორისო უსაფრთხოების , მართლწესრიგის , მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ;

) ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა .

2. გემის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია :

) გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში ;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის გადაუხდელობა ;

) რეგისტრირებული გემთმფლობელის სათანადო წერილობითი განცხადების არსებობა ;

) გემის მდგომარეობის საზღვაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა ;

) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა ;

) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა , რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის , საერთაშორისო უსაფრთხოების , მართლწესრიგის , მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ;

) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა .

3. გემის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებია:

) გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გემის რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნა ;

) გემის ჩამოწერა ;

) გემის შემდგომი ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის უვარგისად ცნობა ;

) გემის დაღუპვა;

) ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლა ( ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შემთხვევაში );

) გემის მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნა;

) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა .

4. გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

) რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად განადგურება , მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად ;

) გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთან ან / და გემის რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა ;

) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების , ნაოსნობის უშიშროების და ზღვის გარემოს დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობა;

) გემის სხვა სახელმწიფოს ნავსადგურში დაკავება .

5. ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემთმფლობელი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ .

6. ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება მთავარი რეგისტრატორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით .

7. გემის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ან შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მთავარ რეგისტრატორს უფლება აქვს, უარი თქვას გემის რეგისტრაციიდან მოხსნაზე /რეგისტრაციის შეწყვეტაზე , თუ გემთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება სააგენტოს წინაშე არ შესრულებულა სრულად ან შესრულდა ნაწილობრივ . სააგენტო არ გასცემს რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას , თუ გემის რეგისტრაციის მოწმობა ან სხვა მოთხოვნილი მოწმობები მას არ ჩაჰბარდება .

8. პატარა გემის რეგისტრაციიდან მოხსნის/რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია :

) გემის დაღუპვა ;

) გემთმფლობელის წერილობითი განცხადება ;

) გემთმფლობელის შეცვლა . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან )]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 37 (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

    მუხლი 38

1. სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ განზომილებათა მოწმობა. სპეციალური მომსახურების გემის ტევადობა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით.

2. გემი, რომელიც ნაოსნობს სანავსადგურო ან სანაპირო წყლებში, არ არის ვალდებული ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი, თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    [მუხლი 38

1. გემი სანაოსნოდ დაიშვება , თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება ნაოსნობის უშიშროების, ზღვის გარემოს დაცვისა და საზღვაო უსაფრთხოების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისობას ადგენს სააგენტო ან / და აღიარებული ორგანიზაცია ამ კოდექსის II 1  თავის შესაბამისად . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან )] .

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 39

1. (ამოღებულია).

2. თევზსაჭერ გემს უნდა ჰქონდეს თევზსაჭერი გემის უსაფრთხოების დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობა. ეს დებულება არ ეხება გემებს, რომლებიც გამოიყენება:

ა) სპორტისა და დასვენებისათვის;

ბ) თევზისა და ზღვის სხვა რესურსების გადასამუშავებლად;

გ)სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესასრულებლად და სწავლებისათვის;

დ) თევზის გადასაზიდად.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

    [მუხლი 39

1. საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები :

) რეგისტრაციის მოწმობა ;

) გემის ეკიპაჟის განრიგი ;

) გემის ჟურნალი ;

) სამანქანო ჟურნალი ( მექანიკური ძრავის მქონე გემს );

) გემის რადიოსადგურის ჟურნალი ;

) სანიტარიული ჟურნალი ;

) გემის სანიტარიული მოწმობა ;

) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად ;

) სხვა საბუთები , რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით .

2. გემის , გემის რადიოსადგურის , სანიტარიული და სამანქანო ჟურნალები იწარმოება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით . ამასთანავე , სანიტარიული ჟურნალის წარმოებისა და გაცემის წესს სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით .

3. ამ მუხლში აღნიშნული საბუთების დედნები უნდა ინახებოდეს გემზე . გემზე შეიძლება ინახებოდეს რეგისტრაციის მოწმობის ასლი მანამ , სანამ გემი დედანს არ მიიღებს .

4. სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ სატონაჟო მოწმობა . სპეციალური მომსახურების გემის წყალწყვა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით , რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით .

5. პატარა გემი არ არის ვალდებული, ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი , თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი .

6. საქართველოს გემებს , რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში , ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საბუთების გარდა , უნდა ჰქონდეთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო მოწმობები .

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამონაკლისის დაშვება სააგენტოს შეუძლია მიზანშეწონილობიდან გამომდინარე . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან )]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 40

1. საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობას , გემის ბილეთს , გემის საკუთრების მოწმობას და რადიოსადგურის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო თავის მიერ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დადგენილი წესით .

2. (ამოღებულია).

3. განზომილებათა მოწმობას, სამგზავრო მოწმობას, მოწმობას სატვირთო მარკის შესახებ, აგრეთვე გემის სხვა საბუთებს, რომლებიც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, გასცემს საკლასიფიკაციო საზოგადოება.

4. საკლასიფიკაციო საზოგადოების ნებართვით და სააგენტოსთან შეთანხმებით, ზოგიერთი კატეგორიის გემს შეიძლება არ ჰქონდეს განზომილებათა მოწმობა ან მოწმობა სატვირთო მარკის შესახებ.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    [მუხლი 40

1. გემის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესით .

2. სააგენტოს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციებსა და ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციებზე , რათა მათ გასცენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოწმობები .

3. გემის რადიოსადგურის მოწმობას გასცემს სააგენტო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით .

4. გამონაკლის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია , ამ კოდექსის II 1  თავით გათვალისწინებულ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით , ამავე კოდექსით განსაზღვრული მოწმობების გარეშე გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება მოწმობების არქონის ან მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის დროს , თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს .

5. სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II 1  თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით, გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე , რომელიც ჩართულია სანაპირო ნაოსნობაში , თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების ჩატარება . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან )]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 41

კოდექსის 36-ე მუხლში აღნიშნული საბუთების დედნები უნდა ინახებოდეს გემზე. გემის საკუთრების მოწმობა და გემის ბილეთი გემზე შეიძლება ინახებოდეს სანოტარო წესით დამტკიცებული ასლის სახით.

    [მუხლი   41

საქართველოს ნავსადგურში სხვა ქვეყნის დროშით შემოსული გემის განზომილებათა , სამგზავრო , სატვირთო მარკის და გემის რადიოსადგურის მოწმობების აღიარება ხორციელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე , რომელთა მხარეც არის საქართველო . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან )]  

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 42

1. საქართველოს ნავსადგურში უცხო ქვეყნის დროშით შემოსული გემის განზომილებათა, სამგზავრო, სატვირთო მარკის მოწმობებისა და გემის რადიოსადგურის ლიცენზიის აღიარება ხორციელდება იმ საერთაშორისო კონვენციების საფუძველზე, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

2. თუ უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისას ვერ წარმოადგენს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ საბუთებს, გემთმფლობელის ხარჯზე, ტექნიკური ზედამხედველობის წესით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს მისი ტვირთტევადობა, მგზავრთტევადობა, წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის განსაზღვრა და რადიოსადგური საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსანი გემების თანაბარ საფუძველზე.

    [მუხლი   42

საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყანაზე , სხვა ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით . ( ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან )]

 

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 43

1. გემის დაპატიმრება ხდება მხოლოდ „საზღვაო სარჩელის“ უზრუნველსაყოფად.

2. „საზღვაო სარჩელი“ გამომდინარეობს გემის საკუთრებისა და სხვა ქონებრივი ურთიერთობიდან, რომელიც წარმოიშობა გემის მშენებლობის, მართვის, ექსპლუატაციის, კომერციული გამოყენების, იპოთეკის ან გადარჩენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებისას.

3. გემის დაპატიმრება ან გათავისუფლება ხდება მხოლოდ სასამართლოს, საარბიტრაჟო სასამართლოს ან საზღვაო არბიტრაჟის კომისიის თავმჯდომარის მიერ.

4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის დაპატიმრება ან რაიმე სასჯელის დადება შეიძლება მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობით.

    [მუხლი 43   (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 44

საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყნისათვის, უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით.

    მუხლი 44   (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

[თავი II 1 .

საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი ორგანიზაციების აღიარება , მათი უფლებამოსილებები , ფუნქციონირების წესები და სტანდარტები  (ამოქმედდეს 2012 წლის 16 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    [მუხლი 44 1

ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

) უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციისთვის უფლებამოსილების დელეგირების ( გადაცემის) სათანადო აქტი ;

) გემი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ტიპის გემი ;

) საქართველოს გემი ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი ;

) გემთმფლობელი გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი ;

) სატვირთო გემი გემი , რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და არ არის სამგზავრო გემი ;

) სამგზავრო გემი გემი , რომელიც იტევს 12 მგზავრზე მეტს და რომელზედაც მგზავრი არის ნებისმიერი პირი , გარდა :

. ) კაპიტნისა