საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4923-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.019540
4923-IIს
28/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
400010020.05.001.019540
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო ნავსადგური სახელმწიფო საბაჟო, სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ სამსახურებს, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სათანადო ფართობით და უქმნის ნორმალური მუშაობის პირობებს.“.

2. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 127

ტვირთის გამგზავნი ვალდებულია გადამზიდავს დროულად გადასცეს  ტვირთთან დაკავშირებული ყველა საბუთი ნავსადგურის, სანიტარიული და სხვა ადმინისტრაციული წესების, აგრეთვე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ტვირთის გამგზავნი პასუხისმგებელია გადამზიდავის წინაშე მისთვის აღნიშნული საბუთების დაგვიანებით გადაცემით, არასწორად ან არასრულად შედგენით გამოწვეული ზიანისათვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4923-IIს