დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5961-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400010020.05.001.016663 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 127
ტვირთის გამგზავნი ვალდებულია დროულად გადასცეს გადამზიდავს ტვირთთან დაკავშირებული ყველა საბუთი ნავსადგურის, სანიტარიული, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესებისა და სხვა ადმინისტრაციული წესების მოთხოვნათა შესაბამისად და პასუხისმგებელია გადამზიდავის წინაშე საბუთების დაგვიანებით გადაცემის, არასწორად ან არასრულად შედგენის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 27 მარტი.
№5961-I ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები