საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 490
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 24/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.816
  • Word
490
13/07/2000
სსმ, 28, 24/07/2000
400.010.020.05.001.000.816
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26. 14 ივნისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

2. სანაოსნო კომპანია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირი”.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “გ” და “დ” ქვეპუნქტები:

გ) ქმნის მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების ერთიან სისტემას;

დ) ქმნის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას;”.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

4. გემთმფლობელი პასუხისმგებელია:

ა) გემის ნაოსნობის უსაფრთხოებაზე;

ბ) გემის ნაოსნობისათვის ვარგისიანობის უზრუნველყოფაზე;

გ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილებაზე;

დ) გემის ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფაზე;

ე) ეკიპაჟის წევრებისათვის შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფაზე;

ვ) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალით მომარაგებაზე;

ზ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაზე”.

4. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-5 ნაწილები:

3. სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი სანაოსნო კომპანიის ვალდებულებებზე, ისევე როგორც სანაოსნო კომპანია არ აგებს პასუხს სახელმწიფოს ვალდებულებებზე, მიუხედავად სანაოსნო კომპანიის რეგისტრაციის ადგილის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი თუ საკუთრების ფორმისა.

4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სანაოსნო კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ კომპანიის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე თავისი ქონებით.

5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სანაოსნო კომპანია არ არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა სანაოსნო კომპანიების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე”.

5. მე-80 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები ნავსადგურის კაპიტანს ეკისრება ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნავსადგურში წესრიგის დაცვის შემდეგი ფუნქციები:” შეიცვალოს სიტყვებით ნავსადგურის კაპიტანს ეკისრება შემდეგი ფუნქციები:”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 13 ივლისი.

№490-რს