საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6546-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.016845
  • Word
6546-Iს
22/06/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
400010020.05.001.016845
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

 „ა1 ) III1  თავში საკრუინგო საქმიანობა“ – იგულისხმება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირის საშუამავლო საქმიანობა გემებზე მეზღვაურთა დასაქმების მიზნით;“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1   თავი:

თავი III1

საკრუინგო საქმიანობა

    მუხლი 691

1. საკრუინგო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილმა იურიდიულმა პირმა გემებზე მეზღვაურთა დასაქმების მიზნით.

2. საკრუინგო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 692

1. ამ თავის მიზნებისათვის სააგენტო აღიარებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირს. მისი აღიარების წესი, პირობები და მონიტორინგის შესახებ დებულებები, აღიარების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით.

2. ამ თავის მიზნებისათვის სააგენტო განსაზღვრავს მეზღვაურთა პირადი მონაცემების მოპოვების, გამოყენებისა და მესამე მხარისათვის გადაცემის პირობებს და მეზღვაურთა პირადი მონაცემების დაცვის წესებს.  

    მუხლი 693

საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი ვალდებულია:

ა) აწარმოოს თავის მიერ დასაქმებული ან/და დასასაქმებელი მეზღვაურების მუდმივად განახლებადი რეესტრი, რომელზედაც მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო;

ბ) უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა დასაქმების პროცესში უშუალოდ მონაწილე პირებ ჰქონდეთ შესაბამისი კომპეტენცია;

გ) შეამოწმოს დასაქმების კანდიდატი მეზღვაურის კვალიფიკაცი და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესასრულებელი სამუშაოს მოთხოვნებთან შესაბამისობა, ასევე შრომითი ხელშეკრულების ან კოლექტიური ხელშეკრულების  საქართველოს კანონმდებლობას და მეზღვაურთა დასაქმების სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა;

დ) შესაძლებლობის ფარგლებში შეამოწმოს გემთმფლობელს შესაბამისი საშუალებები სხვა სახელმწიფოს ნავსადგურებში მიტოვებული მეზღვაურების დასაცავად;

ე) დასაქმებამდე გააცნოს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულების პირობები, მათ შორის,  შესასრულებელი სამუშაოს, მეზღვაურის უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე;

ვ) გამოიკვლიოს და უპასუხოს ნებისმიერ პრეტენზიას, რომელიც უკავშირდება მის საქმიანობას, და სააგენტოს შეატყობინოს ნებისმიერი გადაუწყვეტელი პრობლემის შესახებ;

ზ) უზრუნველყოს შესაძლებლობის ფარგლებში გემთმფლობელის მიერ შრომით ხელშეკრულებაში მეზღვაურთა სოციალური დაცვის პირობების გათვალისწინება და მათი ჯეროვანი შესრულება;

თ) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მეზღვაურისათვის ხელშეკრულების ასლის მიწოდება;

ი) უზრუნველყოს, რომ შრომითმა ხელშეკრულებამ მეზღვაური დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს და არ შექმნას მისი შრომითი თუ სხვა სახის ექსპლუატაციის საფრთხე;

კ) უზრუნველყოს გემთმფლობელის მიერ შესაბამისი პასუხისმგბლობის აღება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებაში შემდეგი მინიმალური დებულებების გათვალისწინებით:

კ.ა) მეზღვაურის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი;  დამსაქმებლის რეკვიზიტები;

კ.ბ) მეზღვაურის მიერ დაკავებული თანამდებობის დასახელება;

კ.გ) მეზღვაურის დასაქმების ხანგრძლივობა;

კ.დ) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;

კ.ე) მეზღვაურის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის მეთოდი;

კ.ვ) მეზღვაურის შვებულების ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კ.ზ) დისციპლინური გადაცდომისთვის დაწესებული სახდელი;

კ.თ) მეზღვაურის რეპატრიაციასთან დაკავშირებული დებულებები;

ლ) უზრუნველყოს შესაძლებლობის ფარგლებში გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება სხვა სახელმწიფოს ნავსადგურში გემის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში;

მ) უზრუნველყოს, რომ საკრუინგო საქმიანობა განხორციელდეს სააგენტოს მიერ აღიარებული ხარისხის მართვის სისტემის საფუძველზე.“.

მუხლი 2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამ კანონის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მომზადება.  

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 693  მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 693  მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან.  

 

საქართველოს პრეზიდენტი                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6546-Iს