საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4421-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317051, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.016232
  • Word
4421-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317051, 17/03/2011
400010020.05.001.016232
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 320 

ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო..

 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2011 წლის 15 აპრილამდე საქართველოს საზღვაო კოდექსის 320-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლი განახორციელონ ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.

 მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2011 წლის 16 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი

№4421-Iს           

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.