საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4106-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.019396
4106-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 10/01/2019
400010020.05.001.019396
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაციის შემთხვევისა და ამ კოდექსის 4411 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. 4411 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:

„4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 500 ან 500-ზე მეტი რეგისტრული ტონის საერთო ტევადობის გემს, რომელიც გამოიყენება მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი მიზნით, შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გემების ტექნიკური ზედამხედველობის პირობას, ტექნიკური ზედამხედველობის სტანდარტს და საერთაშორისო მოწმობების გაცემის წესს აღიარებული ორგანიზაცია ათანხმებს სააგენტოსთან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4106-რს