საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1664-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.018609
1664-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
400010020.05.001.018609
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 320 

ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1664-რს