საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3043-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.020882
3043-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
400010020.05.001.020882
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი , №25-26, 14 ივნისი , 1997, გვ . 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 2

ეს კოდექსი ვრცელდება საზღვაო გემებით ზღვებში , მდინარეებში , ტბებში , წყალსაცავებსა და სხვა სანაოსნო გზებზე მიმოსვლაზე , თუ არ არსებობს ამავე კოდექსით განსაზღვრული გამონაკლისი , საქართველოს სხვა სპეციალური კანონი ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება .“.

2. მე -10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 10

საქართველოს ნავსადგურში შემოსული ყველა გემი ვალდებულია იმყოფებოდეს დროშის სახელმწიფოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ ან დროშის სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საერთაშორისო კონვენციის სტანდარტების დაცვით იყოს სრულად სერტიფიცირებული .“.

3. მე -14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 14

1. გემთმფლობელი არის გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში , თუ საქართველოს კანონმდებლობაშიგემთმფლობელისხვაგვარად არ არის განმარტებული .

2. გემთმფლობელს შეუძლია დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც განახორციელებს იმ უფლებებს და შეასრულებს იმ მოვალეობებს , რომლებიც გამომდინარეობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლისსაზღვაო შრომის კონვენციიდან “ (MLC 2006), მისი შესწორებების გათვალისწინებით . აღნიშნული პირი შესაძლებელია იყოს იგივე პირი , რომელიც დანიშნულია 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის მიმართ , და სერტიფიცირებულიაგემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებსაერთაშორისომართვის კოდექსის (ISM კოდექსი ) შესაბამისად , რომელიც მიღებულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ასამბლეის 1993 წლის 4 ნოემბრის A.741(18) რეზოლუციით და რომელშიც ცვლილებები იქნა შეტანილი საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2000 წლის 5 დეკემბრის MSC.104(73) რეზოლუციით .

3. თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლისსაზღვაო შრომის კონვენციიდან “ (MLC 2006) გამომდინარე დებულებების შესასრულებლად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გემთმფლობელის ნაცვლად სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირია დანიშნული , აღნიშნული პირი საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციასა და საზღვაო შრომის სერტიფიკატში , აგრეთვესაზღვაო შრომის კონვენციიდანგამომდინარე სხვა სერტიფიკატში მიეთითება , როგორც გემთმფლობელი .

4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს :

) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება ;

) ადამიანის , გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება ;

) გემის ტექნიკური გამართულობა ;

) გემის ეკიპაჟის წევრებისთვის შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა ;

) გემის სურსათ -სანოვაგით , წყლითა და საპოხ -საცხები და საწვავი მასალებით მომარაგება ;

) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა ;

) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება .“.

4. მე -15 მუხლის 1ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს .

5. მე -16 მუხლის პირველი და მე -2 ნაწილები ამოღებულ იქნეს .

6. მე -17 მუხლი ამოღებულ იქნეს .

7. მე -18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 18

უფლება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ან შიგა წყლებში ჩაძირულ ქონებაზე (გემი , მისი ნამსხვრევები , აღჭურვილობა , ტვირთი და სხვა ), აგრეთვე ამ ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით .“.

8. 22- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 22

თუ გემის მიერ მიყენებული ზიანი ამ კოდექსის მე -20 და 21- მუხლებით განსაზღვრული არ არის , ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა , სადაც განხორციელდა ზიანის გამომწვევი ქმედება ან არსებობდა სხვა გარემოება , რომელმაც შექმნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი , ხოლო თუ ზიანი საქართველოს დროშით მცურავი გემის მიერ ღია ზღვაშია მიყენებულისაქართველოს კანონმდებლობა .“.

9. 28- მუხლის :

) „ .და .ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

. ) პატარა გემიმცურავი საშუალება , რომლის რეგისტრული ტონა 100 ტონაზე ნაკლებია , მათ შორის , ზომამცირე გემი ;

. ) მშენებარე გემიმშენებარე მცურავი საშუალება , რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემის კორპუსის ნომრით ან სხვაგვარად . მშენებარე გემი შესაძლებელია დარეგისტრირდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში , რისთვისაც საჭიროა მომავალი გემთმფლობელისა და გემთმშენებლის ერთობლივი თანხმობა . მშენებარე გემის რეგისტრაციის ფაქტი არ არის მისი კუთვნილების დამადასტურებელი , იურიდიული ძალის მქონე ერთადერთი ფაქტი ;“;

) „ “−„ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) გემის რეგისტრაციის შეჩერებაამ კოდექსითგათვალისწინებულიგემის რეგისტრაციის შეჩერება , რის საფუძველზედაც გემს დროებით ჩამოერთმევა საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება ;

) გემის რეგისტრაციიდან მოხსნაგემის რეგისტრაციის გაუქმება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე ან იმ შემთხვევაში , თუ გემთმფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი დროებით დარეგისტრირებული გემისრეგისტრაციის ვადის გასვლამდე არ მიმართავს სააგენტოს გემის მუდმივი ან ვადიანი რეგისტრაციისთვის ;

) გემის რეგისტრაციის შეწყვეტაგემის რეგისტრაციის გაუქმება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით , ამ კოდექსის 36- მუხლის მე -4 ნაწილის შესაბამისად ;“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1და 2ქვეპუნქტები :

1) გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენაამ მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა , რის საფუძველზედაც გემს აღუდგება საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება ;

2) გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმებადიდი გემისთვისგემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმების მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის განახლება , ხოლო პატარა გემისთვისრეგისტრაციის მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში ) განახლება ;“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი :

) უნიკალური ნომერიციფრების , ასოების ან სხვა სიმბოლოების წყობა , რომელიც გამოიყენება სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ელექტრონულ მოწმობაზე ამ მოწმობის იდენტიფიცირებისთვის .“.

10. 29- მუხლის :

) მე -2 ნაწილი ამოღებულ იქნეს ;

) მე -8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„8. ბერბოუტ -ჩარტერის შემთხვევაში გემი შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოში , თუ დაფრახტვის მომენტში მისი დროშის სახელმწიფო თანახმაა , გემის სახელმწიფო რეგისტრაცია რეესტრში განხორციელდეს . ამასთანავე , აღნიშნულ სახელმწიფოში გემის სახელმწიფო საზღვაო დროშით ცურვის უფლება შეჩერებული უნდა იყოს . ბერბოუტ -ჩარტერით გემის საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრაციის შემთხვევაში გემთან დაკავშირებული საკუთრებისა და სხვა ქონებრივი უფლებების (საზღვაო იპოთეკა და გირავნობა ) რეგისტრაცია შეიძლება დარჩეს გემის ძირითად რეესტრში , ხოლო საქართველოს დროშით ცურვის უფლებას გემი მიიღებს ბერბოუტ -ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესაბამისად .“.

11. 31- მუხლის მე -3 ნაწილისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს .

12. 32- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის :

) 11 და 12 ნაწილები :

„11. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რეესტრი შეიძლება ელექტრონული ფორმით იწარმოებოდეს , მათ შორის , შეიძლება გაიცეს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ელექტრონული მოწმობები .

12. გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდებაელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებსაქართველოს კანონით .“;

) 41 ნაწილი :

„41. აკრძალულია ბერბოუტ -ჩარტერის წიგნში რეგისტრირებულ გემზე საზღვაო იპოთეკის ან სხვა ქონებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია .“.

13. 35- მუხლის :

) მე -4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. პატარა გემისა და ზომამცირე გემის რეგისტრაცია მუდმივია და ყოველწლიურად განახლდება .“;

) მე -6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. ბერბოუტ -ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით , რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ -ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან შესაბამისი გემისთვის უცხო ქვეყნის სათანადო რეესტრში სახელმწიფოს საზღვაო დროშით ნაოსნობის უფლების შეჩერების ვადის შესაბამისად , რომელიც 2 კალენდარულ წელს არ უნდა აღემატებოდეს . ბერბოუტ -ჩარტერის რეგისტრაცია შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი პერიოდით , რომელიც აღნიშნული გემის ძირითადი დროშის სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში 2 კალენდარულ წელზე მეტი არ უნდა იყოს .“.

14. 36- მუხლის მე -2 ნაწილის :

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები :

) რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა , თუ ამ ვადის გასვლამდე გემთმფლობელი არ მოითხოვს რეგისტრაციის განახლებას ამ კოდექსის 35- მუხლის მე -4 ნაწილის შესაბამისად ან რეგისტრაციის მოწმობის დამოწმებას იმავე მუხლის მე -5 ნაწილის შესაბამისად ;

) გემის ტექნიკური ზედამხედველობის შეჩერების ან მოხსნის თაობაზე აღიარებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების არსებობა .“.

15. 39- მუხლის პირველიმე -3ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები :

) რეგისტრაციის მოწმობა ;

) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტი (გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა );

) გემის ჟურნალი ;

) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემის შემთხვევაში );

) გემის რადიოსადგურის ჟურნალი (საჭიროების შემთხვევაში );

) გემის სანიტარიული მოწმობა ;

) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად ;

) გემის ეკიპაჟის წევრთა სია ;

) სხვა საბუთები (მოწმობები და . .), რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით .

2. ამ მუხლში აღნიშნული ჟურნალები იწარმოება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით . შევსებული ჟურნალები გემზე 3 წლის განმავლობაში ინახება .

3. ამ მუხლში აღნიშნული ძირითადი საბუთების მატერიალური ან ელექტრონული ვერსიები გემზე უნდა ინახებოდეს . გემისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული მოწმობის , მათ შორის , აღნიშნული მოწმობის პერიოდული დამოწმების , აგრეთვე მისი წარმომავლობის , კანონიერი ძალის (ვალიდაციის ) და ნამდვილობის დადასტურების მკაფიო და მარტივი ინსტრუქცია მოწმობაში არსებული ინფორმაციის დასადასტურებლად .“.

16. მე -40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -6 ნაწილი :

„6. სააგენტოს უფლება აქვს , ამ კოდექსის II​1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე , რომელიც შეძენილია და იმყოფება საქართველოს ფარგლების გარეთ , დარეგისტრირდა შიდა ნაოსნობის გემების წიგნში და აპირებს რეგისტრაციის მიწერის ნავსადგურში გადასვლას .“.

17. 441 მუხლის :

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) სატვირთო გემიგემი , რომელიც სამგზავრო გემი არ არის ;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) საერთაშორისო კონვენციასაერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია , რომლის მონაწილეც არის საქართველო ;“.

18. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4417 მუხლი :

მუხლი 4417

1. გემის ინსპექტორს ან გემების შემმოწმებელს , რომელიც სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის სახელით მუშაობს , ინსპექტირების /შემოწმების , გემის სერტიფიცირების ან ამ კოდექსის 443 მუხლის მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს შემდეგი უფლებები :

) ავიდეს საქართველოს დროშით მცურავ გემზე ;

) განახორციელოს ყველა საჭირო ინსპექტირება და შემოწმება , რომელთა ჩატარებაც მოითხოვება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციებით , რომელთა მხარეც არის საქართველო ;

) მოითხოვოს დაფიქსირებული შეუსაბამობებისა და ხარვეზების აღმოფხვრა ;

) აუკრძალოს გემს ნაოსნობა , თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი , რომ დაფიქსირებული შეუსაბამობები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციების სერიოზული დარღვევაა , ემუქრება გემზე მყოფ მეზღვაურთა უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას ან მიმართულია საზღვაო უშიშროების წინააღმდეგ .

2. გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა უნდა განახორციელოს ყველა შესაბამისი ღონისძიება გემის უსაფუძვლო მოცდენის თავიდან ასაცილებლად .

3. გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა , რომელიც ახორციელებს გემის ინსპექტირებას /შემოწმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლისსაზღვაო შრომის კონვენციის “ (MLC 2006) სტანდარტების დაცვის კუთხით , უნდა უზრუნველყოს , რომ ინსპექტირების ანგარიშის ასლი გადაეცეს გემის კაპიტანს . ამასთანავე , ინსპექტირების ანგარიშის ასლი უნდა განთავსდეს გემზე თვალსაჩინო ადგილას , აგრეთვე გაეგზავნოს სააგენტოს .

4. გემთმფლობელს , დამფრახტავს ან კომპანიას ეკრძალება გემის ინსპექტორის ან გემების შემმოწმებლის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების პროცესში მისთვის ხელის შეშლა .“.

19. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის II2 თავი :

თავი II2

 გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები

 

მუხლი 4418

1. ამ მუხლის მიზნებისთვის საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემი , რომლის საერთო ტევადობა 500 ტონაზე მეტია და რომელიც აშენებულია საქართველოსთვის , შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლისსაზღვაო შრომის კონვენციის “ (MLC 2006) ძალაში შესვლამდე მიიჩნევა არსებულ გემად (existing ship).

2. არსებული გემი უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელ და დასასვენებელ კონსტრუქციებსა და აღჭურვილობებთან დაკავშირებულ იმ მოთხოვნებს , რომლებიც განსაზღვრულია ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციითა (ახალი რედაქცია ) და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციით (დამატებითი დებულებები ).

3. არსებულ გემს უნდა ჰქონდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი , რომელიც ადასტურებს , რომ აღნიშნულ გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები შეესაბამება ამ მუხლის მე -2 ნაწილში მითითებული კონვენციების მოთხოვნებს .

4. სააგენტოს უფლება აქვს , არსებულ გემზე დაუშვას გამონაკლისი შემდეგი ნორმებიდან :

) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე -11 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე -6 მუხლიდან , თუ გემზე არსებული სასადილო ოთახი შესაფერისია გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის მიერ გამოსაყენებლად ;

) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე -12 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე -7 მუხლიდან , თუ გემზე არსებული სივრცეები , რამდენადაც ეს შესაძლებელია , შეესაბამება აღნიშნული მუხლების მოთხოვნებს .

5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს გემი , რომელიც აშენებულია საქართველოსთვის , შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლისსაზღვაო შრომის კონვენციის “ (MLC 2006) ძალაში შესვლის შემდეგ მიიჩნევა ახალ გემად . აღნიშნული გემი ჩაითვლება იმ დღეს აშენებულად , როდესაც მისი კილი ჩაიდება ან როდესაც იგი წარმოდგენილი იქნება მშენებლობის ანალოგიურ სტადიაზე .

6. ახალი გემი უნდა შეესაბამებოდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლისსაზღვაო შრომის კონვენციის “ (MLC 2006) A3.1 სტანდარტსა და იმავე კონვენციის B3.1.1-3.1.12 სახელმძღვანელო პრინციპებს .

7. ამ მუხლის მე -2 ნაწილის მიზნებისთვის განათების , ვენტილაციის , დრენაჟებისა და გათბობის სისტემების მიმართ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო .“.

20. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა “.

21. 45- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 45

1. ამ თავის მიზნებისთვის :

) „გემთმფლობელინიშნავს გემის მეპატრონეს , ფიზიკურ ან იურიდიულ პირს , მაგალითად , მენეჯერს , აგენტს ან ბერბოუტ -ჩარტერერს , რომელსაც გემის მფლობელმა დააკისრა პასუხისმგებლობა გემის ექსპლუატაციისთვის , ამასთანავე , რომელმაც აღნიშნულ პროცესში განაცხადა თანხმობა , რომ აიღოს გემთმფლობელისთვის დაკისრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლისსაზღვაო შრომის კონვენციის “ (MLC 2006) შესაბამისად , მიუხედავად იმისა , შეასრულებს თუ არა სხვა პირი ან ორგანიზაცია გემთმფლობელის სახელით სხვა გარკვეულ მოვალეობებს ;

) „მეზღვაურინიშნავს პირს , რომელიც მუშაობს თანამდებობაზე იმ გემზე , რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლების (sheltered waters) ან საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა .

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული , ეს თავი ვრცელდება იმ გემზე , რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლებისა (sheltered waters) და საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა .“.

22. 48- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 48

1. გემის კაპიტნის ბრძანება მისი კომპეტენციის ფარგლებში ზედმიწევნით უნდა შეასრულოს გემზე მყოფმა ყველა პირმა . თუ გემზე მყოფი რომელიმე პირი კაპიტნის ბრძანებას არ შეასრულებს , კაპიტანი ვალდებულია მის მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს .

2. გემის კაპიტნის უფლებამოსილება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება ) იმ უფლებას , რომ მან უარი თქვას გემის სანაოსნოდ გაყვანაზე , როდესაც გემი უსაფრთხოდ არ მიაჩნია , გემზე ასვლაზე უარი განუცხადოს ნებისმიერ პირს , გარდა სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირისა , რომელიც ასრულებს მოვალეობასზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ “ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად , ასევე უარი თქვას ნებისმიერი სახის ტვირთის დატვირთვაზე .

3. თუ გემის კაპიტანი პროფესიული განსჯის საფუძველზე მიიჩნევს , რომ არსებობს კონფლიქტი გემის მიმართ წაყენებულ საზღვაო უშიშროების მოთხოვნასა და საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას შორის , იგი უპირატესობას ანიჭებს საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას , საჭიროების შემთხვევაში იღებს დროებით ზომებს საზღვაო უშიშროებისთვის და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს .“.

23. 52- და 53- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 52

გემზე ბავშვის დაბადების შემთხვევაში გემის კაპიტანი ამ ფაქტს გემის საბორტო ჟურნალში აღრიცხავს და მიუთითებს ბავშვის დედისა და მამის სახელებს , დაბადების თარიღებსა და მოქალაქეობას , აგრეთვე ბავშვის დაბადების თარიღსა და სქესს და ინფორმაციას იმის შესახებ , ბავშვი ცოცხალი დაიბადა თუ არა . გემის საბორტო ჟურნალში კაპიტნის მიერ გაკეთებულ ჩანაწერს ორი მოწმე აწერს ხელს . აღნიშნული ჩანაწერის ასლი , რომელზედაც მითითებულია ორი მოწმის ხელმოწერები , გადაეცემა ბავშვის მშობელს შესაბამის სამოქალაქო ორგანოში დაბადების რეგისტრაციისთვის .

მუხლი 53

1. გემის კაპიტანი ვალდებულია დაამოწმოს გემზე მყოფი პირის ანდერძი , შეინახოს იგი და გადასცეს საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს ან საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში .

2. საქართველოს დროშით მცურავ გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია გემის საბორტო ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს . ამ ჩანაწერს ამოწმებს ორი მოწმე , რომელთაგან ერთი უნდა იყოს გემის ექიმი (გემზე მისი ყოფნის შემთხვევაში ).

3. გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია მოამზადოს გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი . ამ ასლს ორი მოწმე ადასტურებს .

4. ქონება (ნივთები ), რომელიც (რომლებიც ) გემზე გარდაცვლილ პირს ეკუთვნოდა , უნდა აღიწეროს და გემზე უსაფრთხოდ უნდა იქნეს შენახული , რათა პირველი შესაძლებლობისთანავე გადაეცეს გარდაცვლილის მემკვიდრეს გემთმფლობელის ხარჯით ან იმ პირის ხარჯით , რომელიც გემის მართვას ახორციელებს .

5. გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი უნდა გადაეცეს საქართველოს უახლოეს საკონსულო დაწესებულებას , ხოლო საქართველოს ნავსადგურში დაბრუნებისასნავსადგურის კაპიტანს .

6. გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს გემზე პირის გარდაცვალების (დაღუპვის ) ფაქტი და მიაწოდოს მას შესაბამისი ახსნა -განმარტება .

7. გემთმფლობელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე განახორციელოს გემზე გარდაცვლილი პირის ნეშტის გადასვენება საკუთარი ხარჯით .

8. თუ გემზე გარდაცვლილი პირი არ ექცევა ტერმინისმეზღვაურიგანმარტებაშიმეზღვაურთა შრომის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად , ხოლო გარდაცვლილის ახლობლებს არ აქვთ მისი ნეშტის გადასვენების საშუალება , გემის კაპიტანს უფლება აქვს , მიიღოს გარდაცვლილის ზღვაში დაკრძალვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით .“.

24. 55- და 56- მუხლები ამოღებულ იქნეს .

25. 59- მუხლი ამოღებულ იქნეს .

26. 62- −64- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 62

მეზღვაურთა დასაქმების პროცედურები , მათი უფლებები და მოვალეობები , აგრეთვე მეზღვაურთა სოციალური დაცვის შესახებ დებულებები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით , „მეზღვაურთა შრომის შესახებსაქართველოს კანონით , საზღვაო დისციპლინური წესდებითა და მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით .

 

მუხლი 63

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად , გემის ეკიპაჟი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები , ნაოსნობის უსაფრთხოების , ზღვის გარემოს დაცვის , ტვირთის უდანაკარგოდ გადატანისა და გემის გამართული ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით შეასრულოს გემის კაპიტნის განკარგულებები და მოთხოვნები , იხელმძღვანელოს სააგენტოს სამართლებრივი აქტებითა და კომპანიის წესებით .

მუხლი 64

1. საქართველოს დროშით მცურავი გემი , რომელზედაც ეს თავი ვრცელდება , ვალდებულია ბორტზე ჰქონდეს :

) მოქმედი სერტიფიკატი , რომელიც გაცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლისსაზღვაო შრომის კონვენციის “ (MLC 2006) შესაბამისად ;

) საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) პრაქტიკის კოდექსის უახლესი ვერსიის გამოცემის ასლი ; საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსი (ILO- პრაქტიკის კოდექსი ), აგრეთვე მეზღვაურის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ დამატებითი მითითება , რომელიც შეიძლება მიიღოს ან გამოაქვეყნოს სააგენტომ .

2. საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამუშაოები უნდა შესრულდეს საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO- პრაქტიკის კოდექსი ) დებულებების გათვალისწინებით .

3. კომპანია , გემთმფლობელი ან პირი , რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს გემის ოპერირებისთვის , ვალდებულია აღნიშნულ გემზე დანერგოს შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები , ჯანმრთელობის მართვის პოლიტიკა და პროგრამა საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO- პრაქტიკის კოდექსი ) მოთხოვნების შესაბამისად . ეს ვალდებულება უნდა მოიცავდეს :

) გემზე საწარმოო უბედური შემთხვევის , დაზიანებისა და დაავადების პრევენციის გონივრულ ზომებს , გარემოსდაცვითი ფაქტორებისა და ქიმიკატების მავნე გავლენის შემცირებისა და პროფილაქტიკის ზომებს , საწარმოო ტრავმის ან პროფესიული დაავადების რისკის შემცირების ზომებს , რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემის აღჭურვილობის გამოყენებით ;

) მეზღვაურთა ტრენინგს , ინსტრუქციებს საწარმოო უბედური შემთხვევის პრევენციისთვის , საწარმოო ტრავმისა და პროფესიული დაავადების პროფილაქტიკისთვის , შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უწყვეტი გაუმჯობესების ღონისძიებებს , რომლებშიც მონაწილეობენ მეზღვაურთა წარმომადგენლები და მათი განხორციელებით დაინტერესებული ყველა სხვა პირი ;

) ინსპექტირების , ანგარიშგებისა და ხარვეზის გამოსწორების შესაბამის პროცედურებს , რომლებიც უნდა მოიცავდეს აგრეთვე გემზე მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების ფაქტების მოკვლევისა და ანგარიშგების პროცედურებს ;

) 18 წლამდე მეზღვაურთა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის წესებს ;

) გემის კაპიტნის ან მის მიერ განსაზღვრული პირის სპეციფიკურ ვალდებულებებს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროგრამის განსახორციელებლად ;

) გემის უსაფრთხოების კომიტეტის საქმიანობაში გემის ეკიპაჟის წევრთა დანიშნული ან არჩეული წარმომადგენლის მონაწილეობის პროცედურებს ;

) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით რისკის შეფასების პროცედურებს , რომლებიც მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას შესაბამისი გემის შესახებ , აგრეთვე სააგენტოს მიერ გამოცემულ ინფორმაციას .

4. კომპანია , გემთმფლობელი ან საქართველოს დროშით მცურავი გემის ოპერირებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გემის უსაფრთხოების კომიტეტის ჩამოყალიბება გემის ეკიპაჟის არანაკლებ 5 წევრისგან . აღნიშნული კომიტეტი საქმიანობას ახორციელებს საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO- პრაქტიკის კოდექსი ) დებულებების გათვალისწინებით .“.

27. 65- მუხლი ამოღებულ იქნეს .

28. 66- და 67- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 66

1. საქართველოს დროშით მცურავ გემზე მიწოდებული საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს გემზე მყოფ მეზღვაურთა რაოდენობას და მათ რელიგიურ და კულტურულ წეს -ჩვეულებებს , ითვალისწინებდეს გემის ნაოსნობის ხანგრძლივობას , იყოს სათანადო რაოდენობის . ამასთანავე , დაცული უნდა იყოს მათი კვებითი ღირებულება , ხარისხი და მრავალფეროვნება .

2. გემზე სასმელი წყლისა და საკვების შესაბამისობას , ხარისხსა და რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტო .

3. გემის სამზარეულო ისე უნდა იყოს ორგანიზებული , ხოლო მისი აღჭურვილობამოწყობილი , რომ მეზღვაურებისთვის ადეკვატური , მრავალფეროვანი და მაღალი კვებითი ღირებულების საკვები ჰიგიენურ პირობებში მომზადდეს .

4. სავალდებულოა საქართველოს დროშით მცურავი გემისთვის შესაბამისი კვალიფიციური მზარეულის შერჩევა . ამასთანავე , თუ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტში მითითებული მეზღვაურთა საერთო რაოდენობა ათზე ნაკლებია , შესაძლებელია გემს არ ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული . აღნიშნულ შემთხვევაში გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს , რომ გემზე მყოფი პირი , რომელსაც საკვების მომზადება ევალება , საკვები პროდუქტების მოვლის , შენახვისა და მომზადების საკითხებში სათანადოდ გაწვრთნილი იყოს ამ მუხლის მე -7 ნაწილის შესაბამისად .

5. კვალიფიციური მზარეული არის პირი , რომელიც ასეთად მიჩნეულიამეზღვაურთა შრომის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად .

6. მეზღვაურს , რომელიც საქართველოს დროშით მცურავ გემზე საზღვაო კულინარიის მიმართულებით მუშაობს , გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი თავისი თანამდებობის შესაბამისად .

7. ამ მუხლის მიზნებისთვის პირად , რომელსაც გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი , მიიჩნევა პირი , რომელმაც გაიარა შემდეგ კურსთაგან ერთ -ერთი :

) სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი ;

) გემთმფლობელის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი კურსი , რომელიც მოიცავს სულ მცირე სამზარეულოში პირადი უსაფრთხოების დაცვის მეთოდებს , საკვების ჰიგიენისა და პირადი ჰიგიენის საკითხებს .

8. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ვალდებულია არანაკლებ კვირაში ერთხელ განახორციელოს სასმელი წყლის , საკვების , საკვები პროდუქტების საწყობის , სამზარეულოს და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის მონიტორინგი (ინსპექტირება ).

9. ამ მუხლის მე -8 ნაწილში მითითებული მონიტორინგის (ინსპექტირების ) გარდა , საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ვალდებულია ყოველთვიურად განახორციელოს გემზე არსებული საცხოვრებელი ადგილების ინსპექტირება , რათა დარწმუნდეს , რომ საცხოვრებელი ოთახები ჰიგიენურია და ღირსეულ განთავსებას უზრუნველყოფს .

10. ამ მუხლის მე -8 და მე -9 ნაწილებით მოთხოვნილი მონიტორინგი (ინსპექტირება ) და მისი განხორციელების დროს აღმოჩენილი შეუსაბამობა გემზე აღმოჩენილ სხვა შეუსაბამობებთან ერთად აღირიცხება სათანადო დოკუმენტში და მიეთითება მის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებები .

მუხლი 67

საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელმა ან მისი ოპერირებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს , რომ :

) გემი სრულად შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს , რომლებსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი . ამასთანავე , აღნიშნულ სტანდარტებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ამოწმებს შესაბამისი კომპეტენტური პირი ;

) გემზე განათავსოს გემების საერთაშორისო სამედიცინო სახელმძღვანელოს უახლესი ვერსია , ხოლო თუ გემს საშიში ტვირთი გადააქვსაგრეთვე საშიშ ტვირთებთან დაკავშირებული შემთხვევების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სახელმძღვანელო ;

) გემზე იმყოფებოდეს კვალიფიციური ექიმი , როდესაც გემი საერთაშორისო ნაოსნობაში 3 დღეზე მეტი ხნით არის ჩართული და 100 ან 100-ზე მეტი პირი გადაჰყავს .“.

29. 68- და 69- მუხლები ამოღებულ იქნეს .

30. III1 თავი ამოღებულ იქნეს .

31. 336- მუხლი ამოღებულ იქნეს .

32. 337- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) მოთხოვნები , რომლებიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან (ნავსადგურის ნაგებობების , წყლის აუზების , სანაოსნო გზების , სანავიგაციო საშუალებების დაზიანების ჩათვლით ), რომელიც მოხდა გემზე ან რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს მის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციასთან ;“.

33. 343- მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. თავისი პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად გემთმფლობელს უფლება აქვს , შექმნას ფონდი სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში , სადაც მას მოთხოვნა წაუყენეს . ამასთანავე , შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლისსაზღვაო შრომის კონვენციდან “ (MLC 2006) გამომდინარე ფინანსური გარანტიების სისტემა , ამ კონვენციის A2.5.2 სტანდარტის შესაბამისად , უნდა უზრუნველყოფდეს პირდაპირ წვდომას , საკმარის დაფარვასა და გადაუდებელ ფინანსურ დახმარებას საქართველოს დროშით მცურავ გემზე მყოფი მიტოვებული მეზღვაურისთვის .“.

მუხლი 2. 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმასაზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა .

  მუხლი 3

1. ეს კანონი , გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე -3 და მე -4 ნაწილებისა , მე -17 ნაწილისქვეპუნქტისა და მე -18−33- ნაწილებისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე -3 და მე -4 ნაწილები , მე -17 ნაწილისქვეპუნქტი და მე -18−33- ნაწილები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან .

 

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N3043-XIმს-Xმპ