საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1816-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.020626
1816-IXმს-Xმპ
20/09/2022
ვებგვერდი, 30/09/2022
400010020.05.001.020626
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში (წყლებში), განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე ნაოსნობის ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 374მუხლი:

„მუხლი 3745

საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2022 წ.

N1816-IXმს-Xმპ