საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4598
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 10/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.05.001.002.790
  • Word
4598
30/03/2007
სსმ, 11, 10/04/2007
310.020.000.05.001.002.790
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) ახორციელებს საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9

ადმინისტრაცია:

ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო და საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს;

ბ) ქმნის მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების ერთიან სისტემას;

გ) ხელმძღვანელობს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას.“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 11

1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ადმინისტრაციასთან, ხოლო ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ადმინისტრაციის მოთხოვნით ვალდებული არიან მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ, გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას.“.

3. 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრისა და საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების წესებს შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაცია.“.

4. 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს მცირეტონაჟიანი გემების ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებული ინსპექცია ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესით.“.

5. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35

შიგა ნაოსნობის გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს აწესებს საკლასიფიკაციო საზოგადოება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.“.

6. 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გემის ეკიპაჟისა (ეკიპაჟის განრიგი) და გემზე მყოფ მგზავრთა სიების შედგენა, გემის, რადიოსადგურისა და სამანქანო ჟურნალის წარმოება ხდება ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

3. სანიტარიული ჟურნალის წარმოება ხდება იმ ფორმითა და წესით, რომელთაც ადგენს ადმინისტრაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

7. მე-40 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლებას, გემის საკუთრების მოწმობას და რადიოსადგურის ლიცენზიას გასცემს ადმინისტრაცია.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკლასიფიკაციო საზოგადოების ნებართვით და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ზოგიერთი კატეგორიის გემს შეიძლება არ ჰქონდეს განზომილებათა მოწმობა ან მოწმობა სატვირთო მარკის შესახებ.“.

8. 47-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წოდებების მინიჭება ხდება ადმინისტრაციაში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო დიპლომითა და საკვალიფიკაციო მოწმობით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავება შეუძლია კაპიტნის წოდების მქონე პირს სპეციალური გამოცდების ჩაბარებისა და ადმინისტრაციის სპეციალური კოლეგიის მიერ დამტკიცების შემდეგ.“.

9. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაცია ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით განსაზღვრავს ეკიპაჟის მინიმალურ დასაშვებ შემადგენლობას, რომლითაც შეიძლება გემის ზღვაში გასვლა.“.

10. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 69

საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გემის ეკიპაჟი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა; ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვის გარემოს დაცვის, ტვირთის უდანაკარგოდ გადატანის, გემის გამართული ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით შეასრულოს კაპიტნის განკარგულებები და მოთხოვნები, იხელმძღვანელოს ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კომპანიის წესებით.“.

11. 71-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო ნავსადგურის უფროსი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

12. 75-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

13. 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგური, თავისი წესდებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებს სანავსადგურო წესების შესაბამისად, რომელთაც ამტკიცებს ადმინისტრაცია.“.

14. მე-80 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი, რომელიც ხელმძღვანელობს ნავსადგურის ზედამხედველობის სამსახურს, ადმინისტრაციის უშუალო დაქვემდებარებაშია და მოქმედებს ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული დებულებით, აქვს თავისი ვიმპელი, ბეჭედი და ბალანსი.“.

15. 81-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო ნავსადგურის კაპიტანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.“.

16. 87-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო სალოცმანო სამსახურის დებულებას ამტკიცებს ადმინისტრაცია. სალოცმანო სამსახური ექვემდებარება ნავსადგურის კაპიტანს, რომელიც ნიშნავს და ათავისუფლებს ლოცმანს.“.

17. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 88

სახელმწიფო-საზღვაო ლოცმანად (შემდგომში – ლოცმანი) შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს 1600 სარეგისტრაციო ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის დიპლომი, ადმინისტრაციის საკვალიფიკაციო კომისიას ჩააბარებს გამოცდას დადგენილი პროგრამით, აქვს გემზე მუშაობისათვის საჭირო ჯანმრთელობა და იცის გემის სამართავად საკმარისი ინგლისური ენა.“.

18. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაცია დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან შეთანხმებით ადგენს სავალდებულო და არასავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონებს, გემების კატეგორიებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან აუცილებელ სალოცმანო გაცილებას, და საყოველთაო გაცნობისათვის აქვეყნებს ლოციებსა და „ზღვაოსანთა უწყებებში“.“.

19. 95-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გემზე მისვლისას ლოცმანი ვალდებულია კაპიტანს წარუდგინოს ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული სალოცმანო მოწმობა და სალოცმანო ქვითარი.“.

20. 99-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

21. 104-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 110

ჩაძირული სამხედრო ქონების ამოღებას, მოცილებას ან განადგურებას ახდენენ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალები ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.“.

23. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 116

1. ტვირთის მიღება, შემოტანა ან გატანა შეიძლება აკრძალოს ადმინისტრაციამ მხოლოდ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

2. გადასაზიდად ტვირთის მიღების აკრძალვა, დროებით შეჩერება ან შეზღუდვა შეიძლება შემოღებულ იქნეს გარკვეული მიმართულებით კონკრეტული ნავსადგურიდან ან კონკრეტულ ნავსადგურამდე გადაზიდვისას. ამის შესახებ ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აცნობებს ტვირთის გამგზავნსა და შესაბამის უწყებებს.

3. სტიქიური მოვლენების, მარცხისა და ავარიის, ასევე კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, როდესაც შეწყვეტილია მოძრაობა, ნავსადგურის კაპიტნის განკარგულებით შეიძლება დროებით შეჩერდეს ან/და შეიზღუდოს ტვირთის მიღება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება ადმინისტრაციას, რომელიც განსაზღვრავს ტვირთის მიღების დროებით შეჩერების ან/და შეზღუდვის ვადებს და აქვეყნებს „ზღვაოსანთა უწყებებში“.“.

24. 153-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის წესები და ვადა, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“.

25. 163-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 163

ფრახტი და სხვა გადასახდელები, რომლებიც ერგება გადამზიდავს, აგრეთვე მათი გადახდის ვადა განისაზღვრება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებით. გამგზავნი ან მიმღები ვადაგადაცილებული ფრახტისათვის საურავს იხდის ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად.“.

26. 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შეღავათებისა და მომსახურების წესებს, რომელთა მიღების უფლება აქვს მგზავრს, ამტკიცებს ადმინისტრაცია.“.

27. 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მგზავრს, რომელმაც აცნობა გადამყვანს საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, უფლება აქვს უკან დაიბრუნოს მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის, ვადისა და ოდენობის ფარგლებში.“.

28. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 173

თუ შესანახად ჩაბარებული ბარგი არ იქნა მოთხოვნილი გემის ნავსადგურში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში, იგი შეიძლება გაიყიდოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით.“.

29. 206-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იპოთეკის აღრიცხვის წესს ადგენს ადმინისტრაცია.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაცია ვალდებულია ამონაწერი საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან მიაწოდოს დამგირავებელს, მოთხოვნისას კი – ასევე მოგირავნესა და სხვა დაინტერესებულ პირებს.“.

30. 305-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მოწმობის გაცემის, შემოწმების და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს ადმინისტრაცია.“.

31. 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მოწმობის გაცემის, შემოწმების და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს ადმინისტრაცია.“.

32. 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 320

ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4598–Iს