დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3569-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 400010020.05.001.019183 |
|
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3031 მუხლი: „მუხლი 3031 „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე დავებს განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები.“. 2. 304-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები: „11. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი, რომლის საერთო ტევადობა 1 000 რეგისტრულ ტონას აღემატება, ვალდებულია საბუნკერო საწვავით დაბინძურებით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევის უზრუნველსაყოფად იქონიოს შესაბამისი დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელსაც გემთმფლობელი წარუდგენს სააგენტოს. გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საზღვრები დგინდება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად. 12. გემთმფლობელის მიერ ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი დაზღვევის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენისა და მისი ოდენობის განსაზღვრისთვის გამოიყენება „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილი წესი.“. 3. 370-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, ზიანის გამომწვევი ინციდენტიდან 6 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული. თუ ინციდენტი რამდენიმე შემთხვევისგან შედგება, 6-წლიანი პერიოდი აითვლება პირველი შემთხვევის დადგომის დღიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
|
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3569-Iს |
დოკუმენტის კომენტარები