საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6386-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.016808
  • Word
6386-Iს
05/06/2012
ვებგვერდი, 19/06/2012
400010020.05.001.016808
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 და მე-12 მუხლებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11

1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთანსაჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან და სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებული არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსსაჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისა და სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ, გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას.

3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, საზღვაო ნავსადგურებსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთანსაჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან შეთანხმებით.

    მუხლი 12

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის, არაწყალწყვის გემს და ჰიდროთვითმფრინავს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ:

ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთისა და ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვისათვის , სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, საფრთხეში აღმოჩენილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად;

ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ-საკარანტინო მომსახურების გაწევა , ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა. შ.);

გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის;

დ) სპორტული ღონისძიებებისათვის;

ე) სხვა მიზნებისათვის.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვისგემი“ არის წყალზედა მოტივტივე პლატფორმა და ინსტალაცია.

3. ზომამცირე გემი არის 7 (შვიდ) მეტრზე ნაკლები სიგრძის გემი, რომელიც განკუთვნილია დასვენება-გართობისათვის, ბიზნეს- და სამეურნეო საქმიანობისათვის, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისათვის, მიუხედავად გემის ტიპისა, წარმოშობისა და ნაოსნობის რაიონისა.“.

2. მე-15 მუხლისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3 . 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 27

1. საზღვაო ნაოსნობის თავისებურებების გათვალისწინებით სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა ურთიერთობები, თუ მათ არ აწესრიგებს ეს კოდექსი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა შესაბამისი კანონმდებლობებით, კანონის ანალოგიით ან საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით.

2. საზღვაო ნაოსნობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კანონმდებლობებ ისა, რეგულირდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და მისი ორგანოების მიერ მიღებული რეზოლუციებით.“.

4 . II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გემის რეგისტრაცია“.

5. 28-ე−36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 28

ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) გემი:

.) დიდი გემი მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონა ან 100 ტონაზე მეტი;

.) პატარა გემიმცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონაზე ნაკლები, გარდა ზომამცირე გემისა;

.) მშენებარე გემიმშენებარე მცურავი საშუალება, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემის კორპუსის ნომრით ან სხვა რაიმე საშუალებით;

) მთავარი რეგისტრატორისააგენტოს დირექტორი;

) რეგისტრატორიპირი, რომელზედაც მთავარმა რეგისტრატორმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მოახდინა თავისი უფლებამოსილებების დელეგირება;

) რეესტრისაქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სააგენტო;

) გემის რეგისტრაციის შეჩერებაგემის რეგისტრაციის მოწმობის ან დროებითი რეგისტრაციის მოწმობის შეჩერება, რის საფუძველზედაც გემს ჩამოერთმევა საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება;

) გემის რეგისტრაციიდან მოხსნაგემის რეესტრიდან ამოღება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე;

) გემის რეგისტრაციის შეწყვეტაგემის რეესტრიდან ამოღება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით;

) რეგისტრაციაგემის დროებითი, ვადიანი ან მუდმივი რეგისტრაცია:

.) მუდმივი რეგისტრაციაგემის რეესტრში განუსაზღვრელი ვადით რეგისტრაცია;

.) ვადიანი რეგისტრაციაგემის რეესტრში გარკვეული ვადით რეგისტრაცია გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე;

.) დროებითი რეგისტრაციაგემის რეესტრში რეგისტრაცია ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში.

    მუხლი 29

1. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლება გემს ენიჭება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება ენიჭება მშენებარე გემს.

3. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების ყველა ფორმა.

4. გემის რეესტრში რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი ან მუდმივი, ნაოსნობის უფლებით ან ნაოსნობის უფლების გარეშე.

5. რეესტრში რეგისტრირდება გემი, რომელიც არის:

) საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება;

) საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება;

) უცხო ქვეყნის გემთმფლობელის საკუთრება, რომელსაც საქართველოში ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

) ამ კოდექსიდან გამომდინარე ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებით ექსპლუატაციაში მყოფი გემი.

6. საქართველო არ ცნობს გემის პარალელურ რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. საქართველო არ ცნობს სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას, თუ ეს გემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოიხსნება რეგისტრაციიდან ან მას არ შეუჩერდება რეგისტრაცია.

8. ბერბოუტ-ჩარტერის შემთხვევაში გემი შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოში, თუ დაფრახტვის მომენტში მისი დროშის სახელმწიფოს რეესტრში რეგისტრაცია შეჩერებულია ან ეს გემი არ არის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრირებული.

9. თუ გემი რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში, საქართველოში მისი დარეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ამ გემის სხვა ქვეყნის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ.

10. გემზე საქართველოს სახელმწიფო დროშის სათანადო უფლების გარეშე აღმართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 30

1. გემის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო, რომელიც გასცემს შესაბამის მოწმობებს.

2. სააგენტო აწარმოებს რეესტრს, ამტკიცებს გემის რეგისტრაციის, რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს.

3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე, 6 (ექვსი) თვის ვადით, 1 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული 1-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მთავარი რეგისტრატორის თანხმობით, დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს, მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია.

    მუხლი 31

1. მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

2. რეგისტრატორი გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. მთავარ რეგისტრატორს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება შეუძლია მოახდინოს მხოლოდ შემდეგ პირებზე:

) სააგენტოს თანამშრომელზერეგისტრატორზე;

) საქართველოს საჯარო მოსამსახურეზე;

) საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირზე;

) აღიარებულ ორგანიზაციაზე, ამ კოდექსის II 1  თავის შესაბამისად.

    მუხლი 32

1. რეესტრი შედგება წიგნებისაგან, კერძოდ:

) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნისაგან;

) შიდა ნაოსნობის გემების წიგნისაგან;

) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისაგან;

) მშენებარე გემების წიგნისაგან.

2. ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში.

3. გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში. იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა.

4. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად.

5. გემის რეესტრში რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლების პირველადი მტკიცებულება.

6. ზომამცირე გემის რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო.

    მუხლი 33

1. საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია.

2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია.

3. ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირდება გემი, რომლის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციაც შეჩერებულია და რომლის ასეთად დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი.

4. მესაკუთრის მოთხოვნით, მშენებარე გემი მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირდება მხოლოდ იმ პირობით, რომ გემის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით, გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით. მშენებარე გემის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი. გემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს მისი დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას, მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას.

    მუხლი 34

1. რეესტრში რეგისტრირდება გემი, რომელზედაც ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება ამ კოდექსის II 1   თავის შესაბამისად.

2. პატარა გემი, რომლის ასაკიც არ აღემატება 3 (სამ) წელს, არ არის ვალდებული, გაიაროს ტექნიკური ზედამხედველობა ყოველწლიურად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 35

1. გემის რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით.

2. რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი და მუდმივი.

3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე.

4. პატარა გემის რეგისტრაცია არის მუდმივი და მისი შეჩერება, შეწყვეტა ან გემის რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.

5. დიდი გემის რეგისტრაციის მოწმობა ექვემდებარება ყოველწლიურ დამოწმებას.

6. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით, რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.

7. გემს აქვს სახელი, რომელსაც მას ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც შეიძლება შეიცვალოს გემთმფლობელის მოთხოვნით.

    მუხლი 36

1. გემის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია:

) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა;

) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა;

) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ;

) ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.

2. გემის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია:

) გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის გადაუხდელობა;

) რეგისტრირებული გემთმფლობელის სათანადო წერილობითი განცხადების არსებობა;

) გემის მდგომარეობის საზღვაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა;

) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა;

) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ;

) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა.

3. გემის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებია:

) გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გემის რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნა;

) გემის ჩამოწერა;

) გემის შემდგომი ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის უვარგისად ცნობა;

) გემის დაღუპვა;

) ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლა (ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შემთხვევაში);

) გემის მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნა;

) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა.

4. გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

) რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად განადგურება, მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად;

) გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთან ან/და გემის რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა;

) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების, ნაოსნობის უშიშროების და ზღვის გარემოს დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობა;

) გემის სხვა სახელმწიფოს ნავსადგურში დაკავება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემთმფლობელი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება მთავარი რეგისტრატორის ინდივიდუალურსამართლებრივი აქტით.

7. გემის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ან შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მთავარ რეგისტრატორს უფლება აქვს, უარი თქვას გემის რეგისტრაციიდან მოხსნაზე/რეგისტრაციის შეწყვეტაზე, თუ გემთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება სააგენტოს წინაშე არ შესრულებულა სრულად ან შესრულდა ნაწილობრივ. სააგენტო არ გასცემს რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას, თუ გემის რეგისტრაციის მოწმობა ან სხვა მოთხოვნილი მოწმობები მას არ ჩაჰბარდება.

8. პატარა გემის რეგისტრაციიდან მოხსნის/რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

) გემის დაღუპვა;

) გემთმფლობელის წერილობითი განცხადება;

) გემთმფლობელის შეცვლა.“.

6. 38-ე−42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 38

1. გემი სანაოსნოდ დაიშვება, თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება ნაოსნობის უშიშროების, ზღვის გარემოს დაცვისა და საზღვაო უსაფრთხოების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისობას ადგენს სააგენტო ან/და აღიარებული ორგანიზაცია ამ კოდექსის II 1  თავის შესაბამისად.

    მუხლი 39

1. საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები:

) რეგისტრაციის მოწმობა;

) გემის ეკიპაჟის განრიგი;

) გემის ჟურნალი;

) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემს);

) გემის რადიოსადგურის ჟურნალი;

) სანიტარიული ჟურნალი;

) გემის სანიტარიული მოწმობა;

) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად;

) სხვა საბუთები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

2. გემის, გემის რადიოსადგურის, სანიტარიული და სამანქანო ჟურნალები იწარმოება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. ამასთანავე, სანიტარიული ჟურნალის წარმოებისა და გაცემის წესს სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ამ მუხლში აღნიშნული საბუთების დედნები უნდა ინახებოდეს გემზე. გემზე შეიძლება ინახებოდეს რეგისტრაციის მოწმობის ასლი მანამ, სანამ გემი დედანს არ მიიღებს.

4. სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ სატონაჟო მოწმობა. სპეციალური მომსახურების გემის წყალწყვა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით.

5. პატარა გემი არ არის ვალდებული, ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი, თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. საქართველოს გემებს, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საბუთების გარდა, უნდა ჰქონდეთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო მოწმობები.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამონაკლისის დაშვება სააგენტოს შეუძლია მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

    მუხლი 40

1. გემის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესით.

2. სააგენტოს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციებსა და ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციებზე, რათა მათ გასცენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოწმობები.

3. გემის რადიოსადგურის მოწმობას გასცემს სააგენტო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით.

4. გამონაკლის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II 1  თავით გათვალისწინებულ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, ამავე კოდექსით განსაზღვრული მოწმობების გარეშე გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება მოწმობების არქონის ან მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

5. სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II 1  თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით, გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც ჩართულია სანაპირო ნაოსნობაში, თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

    მუხლი 41

საქართველოს ნავსადგურში სხვა ქვეყნის დროშით შემოსული გემის განზომილებათა, სამგზავრო, სატვირთო მარკის და გემის რადიოსადგურის მოწმობების აღიარება ხორციელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა მხარეც არის საქართველო.

    მუხლი 42

საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყანაზე, სხვა ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით.“.

7. 43- და 44- მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის II 1  თავი:

„თავი II 1

საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი ორგანიზაციების აღიარება, მათი უფლებამოსილებები, ფუნქციონირების წესები და სტანდარტები

    მუხლი 44 1

ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) უფლებამოსილების მინიჭებასაქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციისთვის უფლებამოსილების დელეგირების (გადაცემის) სათანადო აქტი;

) გემისაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ტიპის გემი;

) საქართველოს გემიამ კოდექსის დებულებების შესაბამისად საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი;

) გემთმფლობელიგემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი;

) სატვირთო გემიგემი, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და არ არის სამგზავრო გემი;

) სამგზავრო გემიგემი, რომელიც იტევს 12 მგზავრზე მეტს და რომელზედაც მგზავრი არის ნებისმიერი პირი, გარდა:

.) კაპიტნისა, ეკიპაჟის წევრებისა და გემზე დასაქმებული სხვა პირებისა;

.) 1 (ერთ) წლამდე ასაკის ბავშვისა;

) სატვირთო გემის უსაფრთხოების რადიოკავშირის რადიომოწმობამოწმობა, რომელიც გათვალისწინებულია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესწორებული რადიოწესებით;

) კლასის მოწმობააღიარებული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული წესებისა და პროცედურების საფუძველზე მათ მიერვე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის განსაზღვრულ მიზნებთან ან მომსახურებასთან შესაბამისობას;

) ინსპექტირება და შემოწმება საქართველოს გემის აუცილებელი ინსპექტირება და შემოწმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის აქტების, სტანდარტების, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე;

) საერთაშორისო ხელშეკრულებები:

.) საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ, 1974 წ., 1978 წლის ოქმით, ცვლილებათა გათვალისწინებით;

.) საერთაშორისო კონვენცია სატვირთო მარკის შესახებ, 1966 წ., ცვლილებათა გათვალისწინებით;

.) საერთაშორისო კონვენცია ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ (MARPOL), 1973 წ., 1978 წლის ოქმით, ცვლილებათა გათვალისწინებით;

.) საერთაშორისო კონვენცია ხომალდების გაზომვის შესახებ (TONNAGE 69), 1969 წ., ცვლილებათა გათვალისწინებით;

.) „კ.ა“−„კ.დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებების ოქმები, სხვა დაკავშირებული დოკუმენტები და სათანადო კოდექსები, ცვლილებათა გათვალისწინებით;

.) სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებსაც სავალდებულოდ აღიარებს საქართველო და რომლებიც შეეხება საზღვაო უსაფრთხოებას, ნაოსნობის უშიშროებას და ზღვის გარემოს დაცვის საკითხებს;

) ადგილსამყოფელირეგისტრირებული ოფისის ადგილსამყოფელი, ცენტრალური ადმინისტრაციის ან ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის ადგილი;

) გემის ოპერატორიგემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი (ბერბოუტ-ჩარტერერი), რომელსაც გემთმფლობელმა დააკისრა გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელმაც ამ პასუხისმგებლობის აღებისას განაცხადა თანხმობა, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და იკისროს სათანადო პასუხისმგებლობა;

) კონტროლი ორგანიზაციასთან მიმართებითუფლებები, კონტრაქტები ან სხვა, კანონით განსაზღვრული ან ფაქტობრივი საშუალებები, რომლებიც ცალმხრივად ან ერთობლივად ანიჭებს პირს შესაძლებლობას, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს იურიდიულ პირზე ამ კოდექსით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად;

) წესები და პროცედურებიაღიარებული ორგანიზაციის მიერ გემის დიზაინის, კონსტრუქციის, აღჭურვილობის, მოვლა-შენახვისა და შემოწმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

) მინისტრისაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

) ორგანიზაციაიურიდიული პირი, კერძოდ, საკლასიფიკაციო საზოგადოება ან სხვა კერძო დაწესებულება, მისი ფილიალი, მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პირი, რომლებიც ერთობლივად ან ცალ-ცალკე ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ამ კოდექსის მოქმედების სფეროში ექცევა;

) გემების შემმოწმებელიპირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში გემების შემმოწმებლად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად;

) აღიარებული ორგანიზაციაამ კოდექსის თანახმად აღიარებული ორგანიზაცია;

) სავალდებულო მოწმობასაერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს მიერ ან საქართველოს სახელით გაცემული მოწმობა;

) IMO- A.847 (20) რეზოლუციასაერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1997 წლის 27 ნოემბრის რეზოლუცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დოკუმენტების იმპლემენტაციისათვის დროშის სახელმწიფოს დასახმარებლად შემუშავებული სახელმძღვანელოს შესახებ, დანართისა და დამატება 1-ის ჩათვლით;

) IMO- A.739 (18) რეზოლუციასაერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1993 წლის 4 ნოემბრის რეზოლუცია ადმინისტრაციის სახელით მოქმედი ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების მისანიჭებლად სახელმძღვანელოს შესახებ;

) MSC/Circ. 710 და MEPC/Circ. 307 ცირკულარები – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1995 წლის 9 ოქტომბრის ცირკულარები ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ;

) გადამცემი ორგანიზაციაგემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასიც ჰქონდა გემს;

) მიმღები ორგანიზაციაგემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასიც ექნება გემს.

    მუხლი 44 2

1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებისას.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებების განხორციელებისას ყველა ასეთი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთან წინასწარი კონსულტაციები გაიაროს იმის თაობაზე, თუ რა უფლებამოსილებების დელეგირებას ითხოვს იგი.

3. კონსულტაციების შედეგად ორგანიზაციასთან სააგენტოს შეთანხმება წერილობით ფორმდება. ეს შეთანხმება უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 44 15   მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემთან დაკავშირებით მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სააგენტო უფლებამოსილია აღიარებული ორგანიზაციებისათვის შეიმუშაოს საქართველოს გემების ინსპექტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების თაობაზე სავალდებულო ინსტრუქციები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და IMO- A.847 (20) რეზოლუციის დანართისა და დამატება 1-ის შესაბამისად.

5. სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად ახორციელებს აღიარებული ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას და კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

6. საქართველო უფლებამოსილია მიიღოს ფინანსური კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისგან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი ან ზიანი, ფიზიკური ზიანი ან დაღუპვა გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ქმედებით.

7. სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

    მუხლი 44 3

1. სააგენტოს უფლება აქვს, გემის შემმოწმებელს ან აღიარებულ ორგანიზაციას სრულად ან შეზღუდულად გადასცეს უფლებამოსილება, რათა მან განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ინსპექტირება და შემოწმება, სატვირთო მარკის მონიშვნა, ტევადობის გაზომვა, გემის მშენებლობისა და შეკეთების მონიტორინგი, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისი მოწმობის გაცემა და განახლება, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ მოწმობის გაცემა და განახლება, ამ კოდექსის 44 12  მუხლთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.

2. სააგენტო ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გაცემულ ყველა მოწმობას, რომლებშიც აღნიშნულია გამონაკლისები საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, მიუხედავად იმისა, ისინი მუდმივია თუ დროებითი, აგრეთვე ასეთ მოწმობებში შეტანილ ყველა ცვლილებას.

3. სატვირთო გემის რადიოსადგურის მოწმობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძო ორგანიზაციას, რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ, აქვს სათანადო პრაქტიკა და ჰყავს კვალიფიციური პერსონალი, შეიძლება მიენიჭოს რადიოსაკომუნიკაციო უსაფრთხოების დამოუკიდებლად შეფასების უფლებამოსილება.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების მისაღებად კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ და სააგენტოს მიერ დადგენილ და გამოქვეყნებულ მოთხოვნებს. კერძო ორგანიზაციის აღიარება და მისთვის მოვალეობათა გადაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. სააგენტოს უფლება აქვს, გააუქმოს იმ კერძო ორგანიზაციის აღიარება, რომელიც აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან რომლის მიერ შესრულებული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად ფასდება.

    მუხლი 44 4

სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს აღიარებული ორგანიზაციის ვალდებულება, დააფუძნოს საქართველოში წარმომადგენლობა.

    მუხლი 44 5  

1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს MSC/Circ. 710 და MEPC/Circ. 307 ცირკულარების მოთხოვნებს. სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი, მიიღოს გადაწყვეტილება მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას.

2. საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. წერილობითი შეთანხმების პროექტი და მისი განხილვის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. წერილობითი შეთანხმების პროექტი ასევე უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებას, რომელთა მიერ სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო შეამოწმებს განმცხადებელი ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3. სააგენტოს უფლება აქვს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტს.

4. ორგანიზაციის მიერ ყალბი დოკუმენტების ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

5. ორგანიზაცია უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ სააგენტოსთან წერილობითი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ეს შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ.

    მუხლი 44 6

1. საქართველო უფლებამოსილია სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით განსაზღვრული აღიარებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით მიიღოს კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისაგან, თუ სასამართლო ან არბიტრაჟი საქართველოს დააკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის, დაზარალებული მხარეებისათვის კომპენსაციის გადახდას ზიანისათვის, რომელიც გამომდინარეობს ნებისმიერი ინციდენტისგან, რომელიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან ანდა პირად ზიანთან ან სიკვდილთან და გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ან მისი ორგანოს, თანამშრომლის, აგენტის ან ამ ორგანიზაციის სახელით მოქმედი სხვა პირის ბრალეული ქმედებით.

2. სააგენტოს და აღიარებულ ორგანიზაციას შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე.

    მუხლი 44 7

1. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ამ კოდექსის 44 3  მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები, სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ასეთ ორგანიზაციას მისი უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე.

2. თუ ორგანიზაციის აღიარებასუქმებს ან აჩერებს ევროკომისია, ეს ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს ან მას დროებით უჩერდება უფლება, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ორგანიზაციის უფლებამოსილება შეჩერდება ან გაუქმდება სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილებით, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება.

4. სააგენტომ ამ მუხლით გათვალისწინებული შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ინტერესებით.

5. თუ სააგენტო აღიარებულ ორგანიზაციას შეუჩერებს აღიარებას, ამ ორგანიზაციას იმავე ვადით შეუჩერდება ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს გემისათვის მოწმობების გაცემისა და განახლების უფლებამოსილება.

 6. ამ მუხლის პირველიმე-5 ნაწილები გავლენას არ ახდენს იმ მოწმობების მოქმედებაზე, რომლებიც გაცემულია ორგანიზაციის აღიარების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.

    მუხლი 44 8

1. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ.

2. ორგანიზაციის უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით, საჯაროდ ქვეყნდება.

    მუხლი 44 9

1. სააგენტო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციების მუშაობის მონიტორინგი, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი სათანადოდ ასრულებენ ამ კოდექსის 44 3  მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

2. სააგენტო აღიარებული ორგანიზაციის მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ და ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების ანგარიშის გამოქვეყნება არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა.

3. ამ კოდექსის 445  მუხლის თანახმად სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხის მართვის სისტემის შედეგები.

    მუხლი 44 10

1. ამ მუხლით განსაზღვრული უფლებები ენიჭება გემის ინსპექტორს შეფასების, კონტროლის ან ამ კოდექსის 44 9  მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სათანადო პროცედურების განსახორციელებლად.

2. გემის ინსპექტორს მინიჭებული აქვს უფლება, უფლებამოსილების განხორციელებისას მარტო ან იმ პირის თანხლებით, რომლის დასწრებასაც იგი აუცილებლად მიიჩნევს, და იმ დანადგარითა და მატერიალური აღჭურვილობით, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს:

) ავიდეს საქართველოს ნებისმიერ გემზე, მოიპოვოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, როგორც ნავსადგურში, ისე ნაოსნობის დროს, გააკონტროლოს და შეამოწმოს საქართველოს ნებისმიერი გემი, რომელიც შემოწმებისას აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება;

 ბ) შევიდეს, გააკონტროლოს, შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქართველოში ან სხვაგან არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება, გარდა კერძო საკუთრებისა, თუ არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ იგი არის შესაფასებელი აღიარებული ორგანიზაციის ქონება ან მას ეს აღიარებული ორგანიზაცია იყენებს თავისი საქმიანობის მიზნებისათვის;

) შეამოწმოს ნებისმიერი სახით არსებულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები, წიგნები და დოკუმენტები, რომლებიც ინახება ამ ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს გემზე, ან ამავე ნაწილის „ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაში ან სხვა ადგილას (გარდა კერძო საკუთრებისა), თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ისინი შეიცავენ მისთვის საინტერესო ინფორმაციას, ან თუ დაშვება დაკავშირებულია უშუალოდ იმ მიზანთან, რომლისთვისაც მას მინიჭებული აქვს ინსპექტირების ჩატარების უფლება. გემის ინსპექტორს უფლება აქვს, გადაიღოს აღნიშნული ინფორმაციის ან ამონარიდების ასლები, თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ეს ინფორმაცია ან ამონარიდები შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამხილებად სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს გემის ოპერატორი, კაპიტანი ან სხვა მეზღვაური, ანდა აღიარებული ორგანიზაცია ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია იმავე ნაწილისქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, გარდა კერძო საკუთრებისა, ვალდებული არიან უზრუნველყონ გემის ინსპექტორი დახმარებითა და აუცილებელი ინფორმაციით, რომლებიც საჭიროა ინსპექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

    მუხლი 44 11

1. საქართველოს ყველა გემი, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კლასი.

2. აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემებისა, უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ყველა გემი, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში ან რომელთა რეგისტრული ტონა არის 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა.

3. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება გასართობ იახტებზე.

 

    მუხლი 44 12

საქართველოს გემები უნდა აშენდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ელექტრომექანიზმების, სამანქანო და საკონტროლო მექანიზმების დამონტაჟების მოთხოვნების თანახმად და უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს.

    მუხლი 44 13

1. აღიარებული ორგანიზაცია თანამშრომლობს სააგენტოსთან და გემების ინსპექტორებთან, რათა ხელი შეუწყოს მისი კლასისთვის მიკუთვნებულ გემებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას.

2. აღიარებული ორგანიზაცია სააგენტოს აწვდის ყველა არსებით ინფორმაციას საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ.

3. აღიარებული ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ ინფორმაციას, გეგმური შემოწმების, რეკომენდაციების, გემისთვის გაცემული კლასის პირობებისა და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი, მისი კლასისთვის მიკუთვნებული გემების ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.

4. აღიარებულ ორგანიზაციას, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის 44 5  მუხლიდან გამომდინარე უფლებამოსილებით, ეკრძალება საქართველოს გემზე მოწმობის გაცემა, თუ ამ გემს უსაფრთხოების მიზნით გაუქმებული აქვს კლასი ან იგი კლასის ცვლილების პროცესშია, მანამ, სანამ სააგენტო არ გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, აუცილებელია თუ არა სრული ინსპექტირების ჩატარება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის პირობების დარღვევით გაცემული მოწმობა ბათილია.

6. საქართველოს გემის მიერ კლასის შეცვლის შემთხვევაში:

) გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამომავლო გეგმური შემოწმების, რეკომენდაციისა და გემისთვის გაცემული კლასის პირობების, ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ;

) გადაცემის დროს გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას გადასცეს გემის სრულყოფილი საარქივო ჩანაწერები;

) მიმღებ ორგანიზაციას უფლება აქვს, გასცეს მოწმობები გემისთვის მხოლოდ ყველა გეგმური შემოწმებისა და კონტროლის დამაკმაყოფილებელ დონეზე ჩატარების შემდეგ და გადამცემი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, ყველა სამომავლო რეკომენდაციისა და გემისთვის წინა პერიოდში გაცემული კლასის პირობების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;

) გემისთვის სათანადო მოწმობის გაცემამდე მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია გადამცემი ორგანიზაციისგან მიიღოს ინფორმაცია მოწმობის გაცემის თარიღის შესახებ, განთავსების ადგილისა და ღონისძიებების დაზუსტების მიზნით, რომლებიც საჭიროა თითოეული გეგმური შემოწმებისთვის, რეკომენდაციისთვის და კლასის მინიჭების პირობისთვის.

    მუხლი 44 14

1. სააგენტოს დირექტორი ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის დასარეგულირებლად უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.

    მუხლი 44 15

წერილობით შეთანხმებას საქართველოს სახელით ხელს აწერს სააგენტო, ხოლო აღიარებული ორგანიზაციის სახელით − მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს შეთანხმება სრულად უნდა ეფუძნებოდეს IMO- A.739 (18) რეზოლუციის მე-2 დანართის, MSC/Circ. 710 და MEPC/Circ. 307 ცირკულარებით გათვალისწინებული მოდელური ხელშეკრულების დებულებებს.

    მუხლი 44 16  

1. აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების, მათ შორის, პატარა და ზომამცირე გემების, ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ორგანიზაცია, რომელსაც აკრედიტაციას მიანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირიაკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოაკრედიტაციის ცენტრი. საჯარო სამართლის იურიდიული პირიაკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოაკრედიტაციის ცენტრი განსაზღვრავს აკრედიტაციის მინიჭების პროცედურებს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკური ზედამხედველობისააგენტოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების უფლება აქვს ასევე აღიარებულ ორგანიზაციას.

3. აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. აკრედიტაციის მიზნებისათვის ორგანიზაციის აღიარების აუცილებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო თავისი ნორმატიული აქტით. სააგენტო ასევე ადგენს/ამტკიცებს იმ ტექნიკურ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც ორგანიზაცია განახორციელებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაცია განსაზღვრავს პატარა და ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს.“.

9. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 58

სამხედრო საფრთხის, სამხედრო მოქმედების, აგრეთვე მეკობრეთა თავდასხმის შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია, გარემოებათა გათვალისწინებით, ისე, რომ ზიანი არ მიადგეთ გემის ბორტზე მყოფ ადამიანებს, განახორციელოს საერთაშორისო სამართლით ნებადართული ყველა ღონისძიება, რათა არ დაუშვას გემის ბორტზე მყოფი ადამიანების, არსებული საბუთების, ტვირთისა და სხვა ქონების თავდამსხმელთა მიერ ხელში ჩაგდება.“.

10. 78- მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურებების გამწევი კომპანიები ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე წარუდგინონ სააგენტოს სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია.“.

11. 79 1  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 79 1

საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

12. 82- მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ყველა გემი (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) ვალდებულია ნავსადგურიდან გასვლამდე საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისაგან მიიღოს გასვლის წერილობითი თანხმობა.“.

13. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 1  მუხლი:

    „მუხლი 83 1

1. გემის დაპატიმრება ხდება მხოლოდ საზღვაო სარჩელის უზრუნველსაყოფად.

2. საზღვაო სარჩელი გამომდინარეობს გემის საკუთრებიდან და სხვა ქონებრივი ურთიერთობიდან, რომელიც წარმოიშობა გემის მშენებლობის, მართვის, ექსპლუატაციის, კომერციული გამოყენების, იპოთეკის ან გადარჩენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებისას.

3. გემის დაპატიმრებასა და გათავისუფლებასხდენს მხოლოდ სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის დაპატიმრება და მისთვის სასჯელის დაკისრება შეიძლება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.“.

14. 86 1   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 86 1  

1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულისნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი.

2. ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს განათლება გემთწამყვანის სპეციალობით, 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის წოდება და ასეთი გემის კაპიტნად მუშაობის მინიმუმ 12 თვის სტაჟი.

3. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;

) გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საზღვაო ნავსადგურში შესვლის/საზღვაო ნავსადგურიდან გასვლის გაფორმება თავის მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად;

) საქართველოს ნავსადგურში შემოსული გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

) შესაბამისი ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე თანხმობის მიცემა;

) ნავსადგურის აკვატორიაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია;

) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების კონტროლი.

4. სააგენტოს თავისი ფუნქციების შესრულებისას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

) დააკავოს გემი ან/და ტვირთი;

) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემის დოკუმენტები, მეზღვაურთა სერტიფიკატები, აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები;

) საზღვაო ნავსადგურს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებსაქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

5. თუ უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისას ვერ წარმოადგენს ამ კოდექსითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბუთებს, გემთმფლობელის ხარჯზე, ტექნიკური ზედამხედველობის წესით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს მისი ტვირთტევადობა, მგზავრთტევადობა, წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის განსაზღვრა და რადიოსადგური საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემების შემოწმებისთვის დადგენილი წესების შესაბამისად.“.

15. 196 -ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ ამ კოდექსის 42- მუხლის გათვალისწინებით.“.

16. 265 -ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გემის აბანდონი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კოდექსის 42- მუხლის შესაბამისად.“.

17. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXIV 1  და XXIV 2 თავები:

„თავი XXIV 1

მეზღვაურის სამუშაო ფორმები

    მუხლი 374 1

საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე მეზღვაურები ვალდებული არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა. სამუშაო ფორმა უნდა შეესაბამებოდეს შრომის პირობებს და უნდა ჰქონდეს სიმბოლიკა, რომელიც განასხვავებს მეზღვაურთა კომპეტენციის დონეებს.

    მუხლი 374 2

1. სააგენტოს თანამშრომლები ვალდებული არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა.

2. სააგენტოს იმ თანამშრომელთა სიას, რომლებიც ვალდებული არიან ატარონ სამუშაო ფორმა, განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 3743

ამ კოდექსის 3741  და 374 2   მუხლებში აღნიშნული სამუშაო ფორმების ძირითად მახასიათებლებს განსაზღვრავს სააგენტო.

თავი XX IV2

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 374 4

1. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II 1  თავის ამოქმედებამდე, იგი ჩაითვლება ამავე კოდექსის დებულებების შესაბამისად გაცემულად და ძალის მქონედ, თუ მისი გამცემი ორგანიზაცია მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად.

2. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II 1  თავის ამოქმედებამდე და მისი გამცემი ორგანიზაცია ვერ მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად, ამ მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემული მოწმობის მოქმედების ვადით.“.  

18. საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი

საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები

1. გემიადამიანების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი მცურავი სატრანსპორტო საშუალება.

2. ბარჟამცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბუქსირით მოძრაობს (კარჭაპი).

3. ბუქსირი (ბუქსირმზიდი) – საბაგირე გემი.

4. საბუქსირეგემი ან სხვა მცურავი ობიექტი, რომელიც ბუქსირის (ბუქსირმზიდის) მეშვეობით დაცურავს (მოძრაობს).

5. კრუიზისაზღვაო მოგზაურობა.

6. ფრახტიგემით ტვირთის გადაზიდვის ქირა.

7. დაფრახტვაგემის გარკვეული ვადით დაქირავება.

8. დამფრახტავიგემის დამქირავებელი.

9. გამფრახტავიგემის გამქირავებელი.

10. ჩარტერიგემთმფლობელსა და გემის დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის დაფრახტვის შესახებ.

11. ბერბოუტ-ჩარტერიგემის უეკიპაჟოდ დაქირავება.

12. ტაიმ-ჩარტერი – გემის ეკიპაჟით დაქირავება გარკვეული დროით.

13. სარეისო ჩარტერიდაფრახტვა გემით განსაზღვრული რაოდენობის ტვირთის წინასწარ შეთანხმებულ ნავსადგურებს შორის გადაზიდვის მიზნით.

14. გემის იპოთეკაგემის იპოთეკით დატვირთვა ამ კოდექსის შესაბამისად.

15. ოპერატორი:

) თანამდებობის პირი, რომელიც იღებს და უშუალო შემსრულებელს აცნობს დისპეტჩერის განკარგულებას;

) ბერბოუტ-ჩარტერის დროს გემთმფლობელი ან დამფრახტავი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ოფიციალურად ეკისრება მფლობელის ან დამფრახტავის პასუხისმგებლობა.

16. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორიპირი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულია საკუთარ განკარგულებაში მიიღოს ტვირთი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვის ობიექტია. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორად არ ჩაითვლება პირი, რომელიც, ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, გადამზიდველია.

17. სტალიური დროზუსტად განსაზღვრული სუფთა დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა.

18. კონტრსტალიური დროდამატებითი დრო გემის სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ.

19. დისპაჩიპრემია, რომელსაც გემთმფლობელი უხდის ტვირთის პატრონს გემის ვადაზე ადრე დატვირთვისათვის ან გადმოტვირთვისათვის.

20. დემერეჯიშეთანხმებული თანხის ოდენობა, რომელსაც ჩარტერერი უხდის გემთმფლობელს გემის მოცდენისათვის კონტრსტალიური დროის მიხედვით.

21. დისპაშიავარიის შემთხვევაში იმ ზარალის გაანგარიშება, რომელიც მიადგა ტვირთსა და გემს.

22. ნავსადგურის კაპიტანისაზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის.

23. სალოცმანო სამსახური – „მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და საწარმოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სალოცმანო მომსახურებას სერტიფიცირებული ლოცმანის მეშვეობით, სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

24. ლოცმანი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან გემის გაცილებას.

25. კონოსამენტიდოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა და რომელშიც აღნიშნულია ტვირთის ყველა რეკვიზიტი (საზღვაო ზედნადები).

26. საორდერო კონოსამენტიკონოსამენტი, რომელშიც მითითებული არ არის ტვირთის მიმღები და აღნიშნულია მხოლოდ ის პირი, რომლის ბრძანებითაც შეიძლება გაიცეს ტვირთი.

27. კაბოტაჟისანაპირო ნაოსნობა ერთი სახელმწიფოს ნავსადგურებს შორის.

28. სადისბურსმენტო ანგარიშიდოკუმენტი, რომლითაც ხდება გემთმფლობელსა და ნავსადგურს შორის ანგარიშსწორება.

29. სურვეირული მომსახურებაცარიელი და დატვირთული გემების აზომვა, მათი ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, აგრეთვე ტვირთის რაოდენობის, მისი დანაკლისისა და დაზიანების შემოწმება და . ..

30. დროშის სახელმწიფო კონტროლიიმ სახელმწიფოს მიერ ეკიპაჟისა და კომპანიის კონტროლი, რომლის დროშითაც დაცურავს გემი.

31. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისახელმწიფოს კონტროლი მის ნავსადგურში შესულ გემებზე.

32. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრისაქართველოში რეგისტრირებული გემების მონაცემთა ბაზა.

33. საკლასიფიკაციო საზოგადოებატექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის წესების შესაბამისად და რომლის ზედამხედველობითაც ხორციელდება გემების დაპროექტება, მშენებლობა და . ..

34. პირდაპირი შერეული გადაზიდვატვირთის სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა.

35. პირდაპირი საწყლოსნო გადაზიდვაგაგზავნის და დანიშნულების ადგილებს შორის ტვირთის დატვირთვის გარეშე საერთაშორისო გადაზიდვა წყლისა და საზღვაო გზების მეშვეობით (მაგალითად, ჰამბურგიდან ფოთამდე ან ბათუმამდე მდინარეებითელბითა და დუნაითდა შავი ზღვით).

36. BIMCO – ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენციასაერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც: აერთიანებს გემთმფლობელებს, ბროკერებსა და გემის აგენტებს; ქმნის და ამტკიცებს საზღვაო გადაზიდვების უნიფიცირებულ ფორმებს, კონოსამენტებს და სხვა საზღვაო კომერციულ დოკუმენტებს. BIMCO აღიარებულია მსოფლიოს ყველა არბიტრაჟის მიერ. საზღვაო-კომერციული შეთანხმების შედგენისას აუცილებელია მისი დოკუმენტებით ხელმძღვანელობა.

37. გემის ზღვაოსნობაუნარიანობაგემის ზღვაოსნობის თვისებათა ერთობლიობა, რომლითაც უზრუნველყოფილია მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ცურვა.

38. სათანადო მზრუნველობაგემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც გადამზიდავის კომპეტენტური და გონივრული ძალისხმევა ჰააგის წესების მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „a“, „b“ და „c“ ნაწილებით გათვალისწინებული აუცილებელი პირობების შესასრულებლად.

39. ზღვაში ჩაძირული ქონებაზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი დაკარგული, უპატრონო, მიგდებული ქონება, კერძოდ, ნაპირზე გამორიყული ტვირთი, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები, ნებისმიერი გემი, ქონება, რომელიც გადაიზიდებოდა გემით ან მისი მეშვეობით, და . ..“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 5 ივნისი.

№6386- I