დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 975 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025840 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (05/08/2020 - 27/08/2020)
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №975
2020 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კორონავირუსით (SARS -CoV -2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“.
2 . ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი ექვემდებარება ცვლილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.
3. ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის.
4. ტესტირებას დაქვემდებარებული სხვა დამატებითი ჯგუფების ჩამონათვალი და მათი ტესტირების მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დანართი
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი
1. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან:
ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები;
ბ) დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები;
გ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილი პაციენტები;
დ) ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით, ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;
ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;
ვ) ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი;
ვ1) პირველადი ჯანდაცვის (მათ შორის, სოფლის ექიმი და ექთანი) სამედიცინო პერსონალი;
ზ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები;
თ) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებში:
თ.ა) მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;
თ.ბ) ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე;
თ1) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე ბავშვთა სახლებში, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებში:
თ1.ა) ჩარიცხული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;
თ1.ბ) ჩასარიცხი ბენეფიციარები, მომსახურებაში განთავსებამდე;
თ1.გ) მომსახურებიდან დროებით გასული/გაყვანილი ბენეფიციარები, დაბრუნების დროს;
თ1.დ) მომსახურებიდან არდადეგების დროს გაყვანილი ბენეფიციარები გაყვანისა და დაბრუნების დროს;
ი) ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე;
კ) ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი;
ლ) იმ სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალი, რომლებშიც მკურნალობენ ტუბერკულოზზე დიაგნოსტირებულ პაციენტებს;
მ) დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;
ნ) საკარანტინე სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები საკარანტინე სივრცის დატოვებამდე ან/და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე;
ო) საკარანტინე სივრცეებში მომუშავე პერსონალი;
პ) საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები;
ჟ) ამ პუნქტის „გ“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულების გარდა სხვა ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები;
რ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ეროვნული ცენტრი) და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტაქტების კვლევას და/ან ტესტირებას;
ს) ახალი კორონავირუსის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (შემდგომში – პჯრ)) ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი;
ტ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები;
უ) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები (იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარება სავალდებულოა);
ფ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები;
ქ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან;
ღ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები (საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები).
2. ამ წესის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – ამ წესის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. ამ წესის პირველი პუნქტის „ვ1“, „ზ“, „თ.ა“, „კ“ „ლ“, „მ“, „ო“, „პ“ „ჟ“, „რ“, „ს“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – ამ წესის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4. ამ წესის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან მორიგეობის ვადის გათვალისწინებით გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – ამ წესის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5. ამ წესის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულ პირთა ნაცხის აღება საკარანტინე სივრცის დატოვებამდე 24 საათით ადრე, ასევე „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ნაცხის აღება განხორციელდეს საკარანტინე სივრცეებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მიერ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საკარანტინე სივრცეების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურთან შეთანხმებით, ნაცხის აღება ხორციელდება ეროვნულ ცენტრში საკვლევი მასალის ამღებად რეგისტრირებული სხვა დაწესებულების მიერ) და გადაგზავნილ იქნეს ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში.
6. ამ წესის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითიზოლაციაში მყოფი პირების ნაცხის აღება თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე განხორციელდეს მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ და გადაგზავნილ იქნეს ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში.
7. ამ წესის პირველი პუნქტის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისათვის ნაცხის აღება და გადაგზავნა ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი პერსონალის მიერ, სადაც აღნიშნული პირები არიან რეგისტრირებულნი.
8. ამ წესის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირება განხორციელდეს „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208–№01-55/ნ–№127 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
9. ამ წესის პირველი პუნქტით განსაზღვრული კორონავირუსით (SARS -CoV -2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება ჩატარდეს პჯრ მეთოდით.
დოკუმენტის კომენტარები