დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2061 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025864 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2061
2020 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის („კორონავირუსით (SARS -CoV -2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
12. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში/ობიექტებზე (სამედიცინო დაწესებულებებში, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს პროკურატურის სისტემაში, საქართველოს სასამართლოებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საუბნო/საოლქო კომისიებში, გაერთიანებული წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის, გაზგამანაწილებელ, სამთომომპოვებელ და სხვა სტრატეგიულ ობიექტებში) დასაქმებულებში კორონავირუსით (SARS – CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დადასტურების შემთხვევაში, მათთან კონტაქტში მყოფი სხვა დასაქმებულების საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული კონტაქტების ტესტირება განხორციელდეს 72 საათში ერთხელ, სიმპტომების მიუხედავად, ამ დაწესებულებების/ობიექტების ხელმძღვანელების ოპერაციული შტაბისადმი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები