კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 975
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025840
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
975
15/06/2020
ვებგვერდი, 15/06/2020
000000000.00.003.025840
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (18/11/2021 - 03/12/2021)

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №975

2020 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი 

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი.

2 . ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი ექვემდებარება ცვლილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

3. ამ განკარგულებით განსაზღვრულ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა ამავე განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა ტესტირება 2022 წლის 1 იანვრამდე ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით.

4. ტესტირებას დაქვემდებარებული სხვა დამატებითი ჯგუფების ჩამონათვალი და მათი ტესტირების მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

5. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ტესტირების რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                    გიორგი გახარია

 

დანართი №1

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი

1. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან:

ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები, მათ შორის:

ა.ა) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება) დამტკიცებული წესების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული №1 და №2 დანართებით, ასევე „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის №01-467/ო ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილი პაციენტები;

ა.ბ) ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

ა.გ) „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით (შემდგომში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანება) განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით), რომელიც მოიცავს ექიმის კონსულტირებას;

ბ) დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით;

გ) სამედიცინო პერსონალი, მათ შორის:

გ.ა) ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი, მათ შორის, არასამედიცინო პროფილის პერსონალი;

გ.ბ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები;

გ.გ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურების თანამშრომლები;

გ.დ) ნებისმიერი სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჩართულია სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო სერვისების მიწოდებაში, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, სოფლის ექიმისა და ექთნის ჩათვლით;

დ) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში:

დ.ა) მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;

დ.ბ) ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე;

ე) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე ბავშვთა სახლებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებში:

ე.ა) ჩარიცხული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;

ე.ბ) ჩასარიცხი ბენეფიციარები, მომსახურებაში განთავსებამდე;

ე.გ) მომსახურებიდან დროებით გასული/გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს;

ე.დ)  მომსახურებიდან არდადეგების დროს გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს;

ე​1) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 24-საათიანი სტრუქტურული ერთეულების − ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები) ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი, ასევე აღნიშნული სააგენტოს რაიონულ/რეგიონულ ცენტრებში მომუშავე თანამშრომლები (სოციალური მუშაკები, იურისტები, ფსიქოლოგები და სპეციალისტები);

2) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შესაბამისი სამსახურების (მ.შ. მოქალაქეთა მისაღები, მონიტორინგის სამმართველო, რეგისტრაციის სამმართველო, სოციალური სამმართველო, ინტეგრაციის სამსახური, საარსებო წყაროების დეპარტამენტი) თანამშრომლები;

ვ) ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე;

ზ) დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;

1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები;

თ) საქართველოში შემოსული, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ის პირები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინე სივრცეებში და მათი მომსახურე პერსონალი:

თ.ა) კარანტინის ამოწურვისას, შესაბამისი ჩვენების არსებობისას ან  საკარანტინე სივრცის დადგენილ ვადაზე ადრე დატოვებისას და თვითიზოლაციაზე გადასვლისას, ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე;

თ.ბ) საკარანტინე სივრცის მომსახურე პერსონალი;

ი) საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები;

კ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ეროვნული ცენტრი) და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი;

ლ) ახალი კორონავირუსის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (შემდგომში – პჯრ)) ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი;

მ) (ამოღებულია - 20.11.2020, №2310) ;

ნ) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები (იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარება სავალდებულოა);

ო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის:

ო.ა) ის მოსამსახურეები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან;

ო.ბ) საკარანტინე სივრცეებში განთავსებული ბრალდებულები/ მსჯავრდებულები საცხოვრებელ საკნებში შესახლებამდე;

ო.ბ1) სპეციალური პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების პერსონალი, აგრეთვე ბრალდებულები/მსჯავრდებულები, აღნიშნული დაწესებულების კარანტინზე გადაყვანის შემთხვევაში;

ო.გ) ის მოსამსახურეები, რომლებიც არ იმყოფებიან ყაზარმულ რეჟიმზე, მაგრამ უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/ მსჯავრდებულებთან და/ან ყაზარმულ რეჟიმზე მყოფ სხვა მოსამსახურეებთან;

ო.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები;

ო.ე) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე;

პ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან;

ჟ) (ამოღებულია - 09.10.2020, №1959);

რ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-9 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში – შრომის ინსპექციის სამსახური) მითითების საფუძველზე;

ს) სტრატეგიული დანიშნულების ორგანიზაციებსა და სამსახურებში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა) დასაქმებული პირები, რანდომულად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიით;

1) საქართველოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების, აგრეთვე სსიპ − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლები;

2) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო/ადგილობრივი დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები;

ტ) სტაციონარულ (მ. შ., დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები და არასრულწოვანი პაციენტების შემთხვევაში – მათი თავმდგომი პირი, სიმპტომების მიუხედავად;

უ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის (უპირატესად, ადმინისტრაცია, პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო, შიდა აუდიტის დეპარტამენტი) შესაბამისი თანამშრომლები;

ფ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული:

ფ.ა) სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (უპირატესად, ადმინისტრაციული დეპარტამენტი და პირები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიების განხორციელებაში) შესაბამისი თანამშრომლები;

ფ.ბ) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ დაკონტრაქტებული ცენტრალური ონლაინკლინიკის თანამშრომლები;

ქ) სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მსახურები (რელიგიური წარმომადგენლობის მიუხედავად);

ღ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისა და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის „144“-ის თანამშრომლები;

ყ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმღებსა და დროებითი განთავსების ცენტრებში:

ყ.ა) მოსათავსებელი უცხოელები – დაუყოვნებლივ;

ყ.ბ) მოთავსებული უცხოელები და მომსახურე პერსონალი – 14 დღეში ერთხელ;

ყ.გ) კორონავირუსით (SARS – CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დადასტურების შემთხვევაში, კონტაქტში მყოფი უცხოელები და სხვა მომსახურე პერსონალი – 72 საათში ერთხელ, სიმპტომების მიუხედავად, მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელების ოპერაციული შტაბისადმი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

შ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით განსაზღვრული ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები, შემდეგი პროცენტული გაანგარიშებით:

შ.ა) ეკონომიკური:

შ.ა.ა) სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები) მომუშავე პირები – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

შ.ა.ბ) ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული) მომუშავე პირები – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

შ.ა.გ) საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომუშავე პირები (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა) – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

შ.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით; ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ (იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია დარეგისტრირდება შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში). გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით;

შ.გ)  ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულის  შუამდგომლობა, ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციურად მუშაობის რეჟიმით;

შ.დ) სპორტულ/სავარჯიშო დარბაზებსა და საცურაო აუზებზე დასაქმებული პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 50%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

შ.ე) აზარტული და მომგებიანი თამაშის მომსახურების დაწესებულებაში დასაქმებული პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 50%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

შენიშვნა: ამ წესის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის:

1. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ტესტირების პროცესის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს იმ პირთა აღრიცხვა, რომლებიც ამ პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტების ტერიტორიაზე ახორციელებენ საქმიანობას (ამ პირთა სათანადო თანხმობით) და მათი მონაცემების რეგისტრაცია საქმიანობის განხორციელების განაცხადთან ერთად.

2. ამ პუნქტით განსაზღვრული ტესტირების ჩატარების საკითხები, მათ შორის, ტესტირებიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები და ინფორმაციის დამუშავების პროცედურები დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

3. ამ პუნქტით განსაზღვრული ტესტირების ჩატარებისას არ არის სავალდებულო ტესტირების პროცენტული ოდენობის ზუსტი შესაბამისობით დაცვა, იმ შემთხვევაში, თუ ტესტირება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით გამოცხადებული უქმე დღეების დროს.

4. „შ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირების ყოველ 14 დღეში ჩატარების ვალდებულება გადავადდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის შესაბამისად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების თარიღამდე.

ჩ) მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში მომუშავე პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 20%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით; 

ც) თეატრებსა და პროფესიულ ანსამბლებში მომუშავე პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 20%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

ძ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოსათავსებელი/მოთავსებული პირები, სადაც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს;

წ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეები, ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსის (მ. შ. უცხო ქვეყნის დიპლომატები) წარმომადგენლები, ასევე ჩამოთვლილ პირებთან მომუშავე და დამხმარე პერსონალი;

ჭ) ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირები (გამოსაცდელები) საგამოცდო ფურცლის წარდგენის შემთხვევაში;

შენიშვნა: ამ წესის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირება ხორციელდება პჯრ მეთოდით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებამდე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად.

ხ) ორსული ქალები.

2. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.ა“ – „გ.გ“, „ზ“, „ლ“, „ო.ა“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ, გარდა მე-4 და 4პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.დ“, „დ.ა“, „ე.ა“, „ე​1“, „ე​2“, თ.ბ“, „ი“, „კ“, „პ“, „რ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, გარდა 31 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

31. ამ წესის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ფარგლებში, ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების სამმართველოს თანამშრომლები და „ფ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები პჯრ ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ.

4. ამ წესის პირველი პუნქტის „ო.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, გეგმური ტესტირების შუალედში, ექვემდებარებიან ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ.

41. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, დაუცველი კონტაქტების შემთხვევაში, ასევე „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან ყოველ 72 საათში ერთხელ.

4​2. ამ წესის პირველი პუნქტის „ო.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან ყოველ 72 საათში ერთხელ.

43. ამ წესის პირველი პუნქტის „ო.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ.

44. ამ წესის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირება განხორციელდეს შესაბამისი მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, უპირატესად, ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით, ამავე ცენტრის მიერ, საოკუპაციო  ხაზის მიმდებარედ ორგანიზებულ სპეციალური ტესტირების პუნქტებში.

45. ამ წესის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან ყოველ 7 დღეში ერთხელ.

46. ამ წესის პირველი პუნქტის „ს2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას  ექვემდებარებიან  საქართველოს  ცენტრალური  საარჩევნო  კომისიის საჭიროებისა და მოთხოვნის შესაბამისად.

5. ამ წესის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარანტინე სივრცეებში ნაცხის აღება/ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება  განხორციელდეს საკარანტინე სივრცეებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მიერ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საკარანტინე სივრცეების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურთან შეთანხმებით ნაცხის აღება ხორციელდება ეროვნულ ცენტრში საკვლევი მასალის ამღებად რეგისტრირებული სხვა დაწესებულების მიერ) და გადაგზავნილ იქნეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულ რომელიმე ლაბორატორიაში. ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირების ტესტირება განხორციელდეს მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, უპირატესად პჯრ მეთოდით პულირების გზით.

6. ამ წესის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითიზოლაციაში მყოფი პირების ნაცხის აღება/ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება  განხორციელდეს მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტესტირების პუნქტებში, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საკვლევი მასალის ამღებად.

7. ამ წესის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისათვის ნაცხის აღება და გადაგზავნა ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი პერსონალის მიერ, სადაც აღნიშნული პირები არიან რეგისტრირებულნი (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აღნიშნულ დაწესებულებებთან შეთანხმებით, ნაცხის აღება ხორციელდება ეროვნულ ცენტრში საკვლევი მასალის ამღებად რეგისტრირებული სხვა დაწესებულების მიერ).

8. (ამოღებულია - 20.11.2020, №2310) .

9. ამ წესის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის ნაცხის აღება განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით განსაზღვრული ამბულატორიული დაწესებულებებისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული სიების შესაბამისად.

10. (ამოღებულია - 04.11.2020, №.2166).

11. (ამოღებულია - 04.11.2020, №.2166).

12. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში/ობიექტებზე (სამედიცინო დაწესებულებებში, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს პროკურატურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში, საქართველოს სასამართლოებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საუბნო/საოლქო კომისიებში, გაერთიანებული წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის, გაზგამანაწილებელ, სამთომომპოვებელ და სხვა სტრატეგიულ ობიექტებში) დასაქმებულებში კორონავირუსით (SARS – CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დადასტურების შემთხვევაში, მათთან კონტაქტში მყოფი სხვა დასაქმებულების საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული კონტაქტების ტესტირება განხორციელდეს 72 საათში ერთხელ, სიმპტომების მიუხედავად, ამ დაწესებულებების/ობიექტების ხელმძღვანელების ოპერაციული შტაბისადმი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

121. ამ წესით განსაზღვრული ის პირები, რომელთა SARS-CoV-2-ზე ტესტირება ხორციელდება გეგმურად (7 დღეში, 14 დღეში ან 72 საათში ერთხელ) და აქვთ ექიმის მიერ გაცემული გადატანილი COVID-19-ის დამადასტურებელი ცნობა, არ ექვემდებარებიან გეგმურ ტესტირებას გამოჯანმრთელების თარიღიდან მომდევნო 3 (სამი) თვის განმავლობაში.

13. ამ წესით განსაზღვრული პრიორიტეტული პირების ტესტირება ხორციელდება ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი ტესტით ან  პჯრ მეთოდით.

131. ამ წესის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებში ტესტირება ხორციელდება პჯრ მეთოდით, არაუმეტეს 20%-ის პულირების გზით.

14. 2022 წლის 1 იანვრამდე ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „თ“, „ო.გ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით, ასევე 41 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებში.

15. ამ წესის მე-14 პუნქტით განსაზღვრული მეთოდით ტესტირებისას:

ა)  გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის დადებითი შედეგი არ საჭიროებს პჯრ მეთოდით გადამოწმებას;

ბ) უსიმპტომო პირების შემთხვევაში, ანტიგენის დადებითი შედეგის გადამოწმება პჯრ მეთოდით ხორციელდება  ექიმის გადაწყვეტილებით;

გ) უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისად, გადამოწმება პჯრ მეთოდით ხორციელდება  ექიმის გადაწყვეტილებით.

16. 2022 წლის 1 იანვრამდე ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ტესტირება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

17. ამ წესის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან ერთჯერადად პჯრ და/ან ანტიგენის ტესტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას. დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაავადების სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს ჩაუტარდებათ განმეორებითი ტესტირება.

18. ამ წესის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სსიპ − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მიეცეს უფლება, აწარმოოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეების, ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, დიპლომატიური კორპუსის (მ. შ. უცხო ქვეყნის დიპლომატები) წარმომადგენლების, მათთან მომუშავე და დამხმარე პერსონალის ტესტირება, განსაზღვროს ტესტირების პერიოდულობა და სახეობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.

19. ამ წესის პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით გათვალისწინებული რვა ანტენატალური ვიზიტისას PCR მეთოდით.

20. ამ წესის პირველი პუნქტის „ო.ბ1“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეებში განთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების პერსონალის PCR მეთოდით ტესტირება განხორციელდება არაგეგმურად (საჭიროების შესაბამისად შემუშავებული განრიგით).

დანართი №2

(ამოღებულია - 02.12.2020,№2345)

42. 24/01/2024 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 157 - ვებგვერდი, 27/03/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 31/05/2023 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1030 - ვებგვერდი, 05/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 14/06/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1072 - ვებგვერდი, 15/06/2022 39. 29/03/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 559 - ვებგვერდი, 30/03/2022 38. 28/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 366 - ვებგვერდი, 01/03/2022 37. 28/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 367 - ვებგვერდი, 01/03/2022 36. 01/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 180 - ვებგვერდი, 02/02/2022 35. 17/01/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 74 - ვებგვერდი, 01/02/2022 34. 29/12/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2416 - ვებგვერდი, 01/02/2022 33. 03/12/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2133 - ვებგვერდი, 01/02/2022 32. 18/11/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2008 - ვებგვერდი, 18/11/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 10/11/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1970 - ვებგვერდი, 11/11/2021 30. 30/09/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1752 - ვებგვერდი, 07/10/2021 29. 30/09/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1751 - ვებგვერდი, 07/10/2021 28. 24/09/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1708 - ვებგვერდი, 06/11/2021 27. 31/08/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1537 - ვებგვერდი, 01/09/2021 26. 04/08/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1346 - ვებგვერდი, 04/08/2021 25. 21/07/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1236 - ვებგვერდი, 18/08/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 18/06/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1011 - ვებგვერდი, 24/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 17/05/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 799 - ვებგვერდი, 18/05/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 16/04/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 608 - ვებგვერდი, 16/04/2021 21. 06/04/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 536 - ვებგვერდი, 18/05/2021 20. 26/03/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 474 - ვებგვერდი, 26/03/2021 19. 05/03/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 291 - ვებგვერდი, 05/03/2021 18. 03/02/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 141 - ვებგვერდი, 10/02/2021 17. 29/01/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 128 - ვებგვერდი, 29/01/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 20/01/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 52 - ვებგვერდი, 25/01/2021 15. 30/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2632 - ვებგვერდი, 30/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 02/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2345 - ვებგვერდი, 02/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 02/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2344 - ვებგვერდი, 02/12/2020 12. 01/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2341 - ვებგვერდი, 04/12/2020 11. 20/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2310 - ვებგვერდი, 24/11/2020 10. 04/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2166 - ვებგვერდი, 04/11/2020 9. 22/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2061 - ვებგვერდი, 23/10/2020 8. 21/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2026 - ვებგვერდი, 21/10/2020 7. 21/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2025 - ვებგვერდი, 21/10/2020 6. 09/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1959 - ვებგვერდი, 09/10/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 06/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1938 - ვებგვერდი, 09/10/2020 4. 14/09/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1777 - ვებგვერდი, 14/09/2020 3. 27/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1661 - ვებგვერდი, 31/08/2020 2. 05/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1423 - ვებგვერდი, 25/08/2020 1. 19/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1039 - ვებგვერდი, 19/06/2020