„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 559
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025957
559
29/03/2022
ვებგვერდი, 30/03/2022
000000000.00.003.025957
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 559

2022 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):

ა) პირველი პუნქტის „მ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ.გ“ ქვეპუნქტი:

„მ.გ) მოთავსებული პირი, საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტების, „მ“ ქვეპუნქტის „მ.ბ“ და „მ.გ“ ქვეპუნქტებით, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან საჭიროების შესაბამისად.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

„31. ამ წესის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის „მ.ბ“ და „მ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების პჯრ მეთოდით ტესტირება, საჭიროების შესაბამისად, განხორციელდეს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი