დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1777 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025856 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1777
2020 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის (კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი):
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საკარანტინე სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები იზოლაციის პერიოდის დასრულების დღეს ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე;“;
ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) საქართველოში შემოსული პირები იზოლაციის მე-8 დღეს და იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე;“;
ა.გ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები:
„ყ) ეპიდაფეთქების კერაში ბოლო 2 კვირის მანძილზე მოგზაურობის ისტორიის მქონე უსიმპტომო/სიმპტომიანი პირები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს მიაკითხავენ თვითდინებით, ასევე შავიზღვისპირა საკურორტო ზონებსა და საქართველოს სხვა რეგიონებსა და ქალაქებში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში თვითდინებით მისული უსიმპტომო პირები;
შ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-9 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის (შემდგომში – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი) მითითების საფუძველზე.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ წესის პირველი პუნქტის „ვ1“, „ზ“, „თ.ა“, „თ1.ა“, „კ“, „ლ“, „მ“, „ო“, „პ“ „ჟ“, „რ“, „ს“, „ქ“, „ღ“ და „შ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – ამ წესის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“;
გ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ წესის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულ პირთა ნაცხის აღება საკარანტინე პერიოდის დასრულების დღეს, ასევე „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ნაცხის აღება განხორციელდეს საკარანტინე სივრცეებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მიერ კარანტინის დასრულების შემდეგ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საკარანტინე სივრცეების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურთან შეთანხმებით, ნაცხის აღება ხორციელდება ეროვნულ ცენტრში საკვლევი მასალის ამღებად რეგისტრირებული სხვა დაწესებულების მიერ) და გადაგზავნილ იქნეს ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში.
6. ამ წესის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითიზოლაციაში მყოფი პირების ნაცხის აღება თვითიზოლაციის პერიოდის დასრულების დღეს განხორციელდეს მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ და გადაგზავნილ იქნეს ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში.
7. ამ წესის პირველი პუნქტის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისათვის ნაცხის აღება და გადაგზავნა ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი პერსონალის მიერ, სადაც აღნიშნული პირები არიან რეგისტრირებულნი (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა, აღნიშნულ დაწესებულებებთან შეთანხმებით, ნაცხის აღება ხორციელდება ეროვნულ ცენტრში საკვლევი მასალის ამღებად რეგისტრირებული სხვა დაწესებულების მიერ).“;
დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. ამ წესის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის ნაცხის აღება განხორციელდეს „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №150/ო ბრძანებით განსაზღვრული ამბულატორიული დაწესებულებებისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული სიების შესაბამისად.“;
ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ წესის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კორონავირუსით (SARS -CoV -2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება ჩატარდეს პჯრ მეთოდით, მათ შორის, პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ „გ“, „დ“, „ე“ და „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში პულირების (დაჯგუფების) გზით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე, ხოლო განკარგულების პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „ყ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 10 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები