„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025951
367
28/02/2022
ვებგვერდი, 01/03/2022
000000000.00.003.025951
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 367

2022 წლის 28  თებერვალი

ქ. თბილისი

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19)

სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“) პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ და „ჰ 1“ ქვეპუნქტები:

„ჰ) სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში (სამედიცინო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს პროკურატურის სისტემაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში) დასაქმებული პირები, COVID-19-ით ინფიცირებისას, აღნიშნული შედეგის დამადასტურებელი ტესტის საკვლევი მასალის (ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა, SARS-CoV-2-ის გამომვლენი ტესტირების ჩატარების მიზნით) აღებიდან მე-6 დღეს;

1) ამ პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირება განხორციელდება SARS-CoV-2-ის გამომვლენი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი-მარტივი ტესტირების მეთოდით, ამასთან, აღნიშნულმა პირებმა ტესტირების მიმწოდებელ დაწესებულებას უნდა წარუდგინონ შესაბამის დაწესებულებაში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი/საბუთი ან დამსაქმებლის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა (დასაშვებია ელექტრონული ფორმითაც).“.

პრემიერ-მინისტრი                                              ირაკლი ღარიბაშვილი