დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2345 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025881 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2345
2020 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული:
ა) დანართ №1-ის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):
ა.ა) პირველი პუნქტის:
ა.ა.ა) „ო.ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო.გ“ ქვეპუნქტი:
„ო.გ) ის მოსამსახურეები, რომლებიც არ იმყოფებიან ყაზარმულ რეჟიმზე, მაგრამ უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/ მსჯავრდებულებთან და/ან ყაზარმულ რეჟიმზე მყოფ სხვა მოსამსახურეებთან;“;
ა.ა.ბ) „ს“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) სტაციონარულ (მ. შ., დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები, სიმპტომების მიუხედავად.“;
ა.ბ) 41 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
„42. ამ წესის პირველი პუნქტის „ო.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან ყოველ 72 საათში ერთხელ.“;
ა.გ) მე-12 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:
„121. ამ წესით განსაზღვრული ის პირები, რომელთა SARS-CoV-2-ზე ტესტირება ხორციელდება გეგმურად (7 დღეში, 14 დღეში ან 72 საათში ერთხელ) და აქვთ ექიმის მიერ გაცემული გადატანილი COVID-19-ის დამადასტურებელი ცნობა, არ ექვემდებარებიან გეგმურ ტესტირებას გამოჯანმრთელების თარიღიდან მომდევნო 3 (სამი) თვის განმავლობაში.“;
ა.დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. 2021 წლის 1 თებერვლამდე, ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „თ“, „ო.გ“ და „ს“ ქვეპუნქტებით, ასევე 41 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებში.“;
ა.ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ამ წესის მე-14 პუნქტით განსაზღვრული მეთოდით ტესტირებისას:
ა) გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის დადებითი შედეგი არ საჭიროებს პჯრ მეთოდით გადამოწმებას;
ბ) უსიმპტომო პირების შემთხვევაში, ანტიგენის დადებითი შედეგის გადამოწმება პჯრ მეთოდით ხორციელდება ექიმის გადაწყვეტილებით;
გ) უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისად, გადამოწმება პჯრ მეთოდით ხორციელდება ექიმის გადაწყვეტილებით.“;
ა.ვ) მე-15 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:
„16. 2021 წლის 1 თებერვლამდე, ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ტესტირება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“;
ბ) დანართი №2 ამოღებულ იქნეს.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 22 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები