„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025919
1011
18/06/2021
ვებგვერდი, 24/06/2021
000000000.00.003.025919
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  1011  

2021 წლის 18   ივნისი  

ქ. თბილისი

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19)  სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა ამავე განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა ტესტირება 2021 წლის 1 ივლისამდე ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, ხოლო 2021 წლის 1 ივლისიდან ტესტირების დაფინანსება მოხდება ამ წესის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის მიმღების მიერ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდითა და პერიოდულობით. ამასთან, ტესტირება უნდა განხორციელდეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ტესტირების სერვისის მიმწოდებლად ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულ რომელიმე დაწესებულებაში/ლაბორატორიაში.“;

ბ) განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):

ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები:

„ძ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოსათავსებელი/მოთავსებული პირები, სადაც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს;

წ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეები, ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსის (მ. შ. უცხო ქვეყნის დიპლომატები) წარმომადგენლები, ასევე ჩამოთვლილ პირებთან მომუშავე და დამხმარე პერსონალი.“;

ბ.ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. 2021 წლის 1 ივლისამდე ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „თ“, „ო.გ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით, ასევე 41 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებში.“;

ბ.გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. 2021 წლის 1 ივლისამდე ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ტესტირება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“;

ბ.დ)   მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და  მე-18 პუნქტები:

„17. ამ წესის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან ერთჯერადად პჯრ და/ან ანტიგენის ტესტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას. დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაავადების სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს ჩაუტარდებათ განმეორებითი ტესტირება.

18. ამ წესის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სსიპ − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მიეცეს უფლება, აწარმოოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეების, ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, დიპლომატიური კორპუსის (მ. შ. უცხო ქვეყნის დიპლომატები) წარმომადგენლების, მათთან მომუშავე და დამხმარე პერსონალის ტესტირება, განსაზღვროს ტესტირების პერიოდულობა და სახეობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ამასთან, განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  „წ“  ქვეპუნქტისა  და  „ბ.დ“  ქვეპუნქტით  განსაზღვრული  მე-18 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                              ირაკლი ღარიბაშვილი