„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 799
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025912
799
17/05/2021
ვებგვერდი, 18/05/2021
000000000.00.003.025912
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება 799

2021 წლის  17 მაისი

ქ. თბილისი

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა ამ განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა ტესტირება 2021 წლის 1 ივნისამდე ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, ხოლო 2021 წლის 1 ივნისიდან ტესტირების დაფინანსება მოხდება ამ წესის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის მიმღების მიერ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდითა და პერიოდულობით. ამასთან, ტესტირება უნდა განხორციელდეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ტესტირების სერვისის მიმწოდებლად ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულ რომელიმე დაწესებულებაში/ლაბორატორიაში.“;

ბ) №1 დანართის (კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი):

ბ.ა) პირველი პუნქტის:

ბ.ა.ა) „შ.ბ“ და „შ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით;

შ.გ)  ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულის  შუამდგომლობა, ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციურად მუშაობის რეჟიმით;“;

ბ.ა.ბ) „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ამ წესის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის:

1. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ტესტირების პროცესის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს იმ პირთა აღრიცხვა, რომლებიც ამ პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტების ტერიტორიაზე ახორციელებენ საქმიანობას (ამ პირთა სათანადო თანხმობით) და მათი მონაცემების რეგისტრაცია საქმიანობის განხორციელების განაცხადთან ერთად.

2. ამ პუნქტით განსაზღვრული ტესტირების ჩატარების საკითხები, მათ შორის, ტესტირებიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები და ინფორმაციის დამუშავების პროცედურები დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

3. ამ პუნქტით განსაზღვრული ტესტირების ჩატარებისას არ არის სავალდებულო ტესტირების პროცენტული ოდენობის ზუსტი შესაბამისობით დაცვა, იმ შემთხვევაში, თუ ტესტირება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით გამოცხადებული უქმე დღეების დროს.“;

ბ.ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. 2021 წლის 1 ივნისამდე ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „თ“, „ო.გ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით, ასევე 41 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებში.“;

ბ.გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. 2021 წლის 1 ივნისამდე ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ტესტირება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 მაისიდან, ხოლო პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი.