დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 608 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 19/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025909 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №608 2021 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი |
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული წესის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):
ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები;“; ბ) 43 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი: „44. ამ წესის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირება განხორციელდეს შესაბამისი მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, უპირატესად, ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით, ამავე ცენტრის მიერ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ორგანიზებულ სპეციალური ტესტირების პუნქტებში.“. 2. განკარგულება ძალაშია 2021 წლის 19 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. |
დოკუმენტის კომენტარები