„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1708
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025933
1708
24/09/2021
ვებგვერდი, 06/11/2021
000000000.00.003.025933
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1708

2021 წლის 24 სექტემბერი  

ქ. თბილისი

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19)  სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ  პრიორიტეტულ  პირთა  ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):

ა) პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს2“ ქვეპუნქტი:

„ს2) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო/ადგილობრივი დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები;“;

ბ) 45 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46 პუნქტი:

„46. ამ წესის პირველი პუნქტის „ს2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას  ექვემდებარებიან  საქართველოს  ცენტრალური  საარჩევნო  კომისიის საჭიროებისა და მოთხოვნის შესაბამისად.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                     ირაკლი ღარიბაშვილი