დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1970 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025935 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1970
2021 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):
ა) პირველი პუნქტის „ო.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო.ბ1“ ქვეპუნქტი:
„ო.ბ1) სპეციალური პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების პერსონალი, აგრეთვე ბრალდებულები/მსჯავრდებულები, აღნიშნული დაწესებულების კარანტინზე გადაყვანის შემთხვევაში;“;
ბ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:
„20. ამ წესის პირველი პუნქტის „ო.ბ1“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეებში განთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების პერსონალის PCR მეთოდით ტესტირება განხორციელდება არაგეგმურად (საჭიროების შესაბამისად შემუშავებული განრიგით).“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2021 წლის 30 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები