„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1030
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025962
1030
31/05/2023
ვებგვერდი, 05/06/2023
000000000.00.003.025962
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1030

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა)  განკარგულების:

ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID- 19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ა.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხა და ჩატარების წესი“.“;

ა.გ) მე-2 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულებით განსაზღვრულ პირთა ტესტირებისთვის/თვითტესტირებისთვის საჭირო ტესტებით პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებების მომარაგება განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ.“;

ბ) განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):

ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხა და ჩატარების წესი“;

ბ.ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან:“;

ბ.ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული პირები;“;

ბ.ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ.ბ.დ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად;

კ) სტაციონარულ (მათ შორის, დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები და მათი თავმდგომი პირი, სიმპტომების მიუხედავად;“;

ბ.ბ.ე) „ლ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები, განკარგულებით დადგენილი პერიოდულობით, ასევე „გ“ ქვეპუნქტითა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირებას ექვემდებარებიან თვითტესტირების რეჟიმით.

3. ამ წესის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, „მ“ ქვეპუნქტის „მ.ბ“ და „მ.გ“ ქვეპუნქტებით, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან საჭიროების შესაბამისად.“;

ბ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრიორიტეტული პირების ტესტირება ხორციელდება ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი ტესტით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2023 წლის 22 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                      ირაკლი ღარიბაშვილი