დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 536 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025911 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №536 2021 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი |
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა ამ განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა ტესტირება 2021 წლის 1 მაისამდე ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, ხოლო 2021 წლის 1 მაისიდან ტესტირების დაფინანსება მოხდება ამ წესის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის მიმღების მიერ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდითა და პერიოდულობით. ამასთან, ტესტირება უნდა განხორციელდეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ტესტირების სერვისის მიმწოდებლად ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულ რომელიმე დაწესებულებაში/ლაბორატორიაში.“; ბ) განკარგულებით დამტკიცებული წესის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“): ბ.ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. 2021 წლის 1 მაისამდე ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „თ“, „ო.გ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით, ასევე 41 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებში.“; ბ.ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. 2021 წლის 1 მაისამდე ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ტესტირება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“. 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2021 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. |
დოკუმენტის კომენტარები