„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1959
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025859
1959
09/10/2020
ვებგვერდი, 09/10/2020
000000000.00.003.025859
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1959  

2020 წლის 9 ოქტომბერი   

ქ. თბილისი

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისი№975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა)  „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის:

ო.ა) ის მოსამსახურეები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან;

ო.ბ) საკარანტინე სივრცეებში განთავსებული ბრალდებულები/ მსჯავრდებულები საცხოვრებელ საკნებში შესახლებამდე;“;

ა.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის პირველი პუნქტის „ო.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან მორიგეობის ვადის გათვალისწინებით, გეგმურად − 14 დღეში ერთხელ.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ წესის პირველი პუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება ჩატარდეს პჯრ მეთოდით (პულირების გზით), ხოლო შესაბამისი პერსონალის გადამზადების შემდგომ, მაგრამ არა უგვიანეს 2020 წლის 1 ნოემბრისა, ანტიგენ-ანტისხეულის სწრაფი ტესტით დადებითი შედეგის მიღებისას, გაკეთდეს პჯრ მეთოდით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე, ხოლო განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 6 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                           გიორგი გახარია