დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 474 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025906 |
|
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში/ობიექტებზე (სამედიცინო დაწესებულებებში, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს პროკურატურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში, საქართველოს სასამართლოებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საუბნო/საოლქო კომისიებში, გაერთიანებული წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის, გაზგამანაწილებელ, სამთომომპოვებელ და სხვა სტრატეგიულ ობიექტებში) დასაქმებულებში კორონავირუსით (SARS – CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დადასტურების შემთხვევაში, მათთან კონტაქტში მყოფი სხვა დასაქმებულების საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული კონტაქტების ტესტირება განხორციელდეს 72 საათში ერთხელ, სიმპტომების მიუხედავად, ამ დაწესებულებების/ობიექტების ხელმძღვანელების ოპერაციული შტაბისადმი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
|
დოკუმენტის კომენტარები