„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025853
1423
05/08/2020
ვებგვერდი, 25/08/2020
000000000.00.003.025853
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1423

2020 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის“:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა)და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;

ვ) ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) პირველადი ჯანდაცვის (მათ შორის, სოფლის ექიმი და ექთანი) სამედიცინო პერსონალი;“;

ა.გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე  ბავშვთა სახლებში, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებში:

1.ა) ჩარიცხული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;

1.ბ) ჩასარიცხი ბენეფიციარები, მომსახურებაში განთავსებამდე;

1.გ) მომსახურებიდან დროებით გასული/გაყვანილი ბენეფიციარები, დაბრუნების დროს;

1.დ)  მომსახურებიდან არდადეგების დროს გაყვანილი ბენეფიციარები გაყვანისა და დაბრუნების დროს;“;

ბ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – ამ წესის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. ამ წესის პირველი პუნქტის „ვ1“, „ზ“, „თ.ა“, „კ“ „ლ“, „მ“, „ო“, „პ“ „ჟ“, „რ“, „ს“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – ამ წესის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. ამ წესის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან მორიგეობის ვადის გათვალისწინებით გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – ამ წესის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი გახარია