დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 141 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/02/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025899 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №141 2021 წლის 3 თებერვალი ქ. თბილისი |
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის“):
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო.დ“ და „ო.ე“ ქვეპუნქტები: „ო.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები; ო.ე) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე;“; ბ) 42 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი: „43. ამ წესის პირველი პუნქტის „ო.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 30 დღეში ერთხელ.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. |
დოკუმენტის კომენტარები