დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2166 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025867 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2166
2020 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. განკარგულებით დამტკიცებულ წესში („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.გ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურების თანამშრომლები;“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:
„ე1) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 24-საათიანი სტრუქტურული ერთეულების − ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები) ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;
ე2) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შესაბამისი სამსახურების (მ.შ. მოქალაქეთა მისაღები, მონიტორინგის სამმართველო, რეგისტრაციის სამმართველო, სოციალური სამმართველო, ინტეგრაციის სამსახური, საარსებო წყაროების დეპარტამენტი) თანამშრომლები;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ, გარდა 41 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.დ“, „დ.ა“, „ე.ა“, „ე1“, „ე2“, „ზ“, თ.ბ“, „ი“, „კ“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ.“;
დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, დაუცველი კონტაქტების შემთხვევაში, ტესტირებას ექვემდებარებიან ყოველ 72 საათში ერთხელ.“;
ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ წესის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარანტინე სივრცეებში ნაცხის აღება/ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება განხორციელდეს საკარანტინე სივრცეებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მიერ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საკარანტინე სივრცეების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურთან შეთანხმებით, ნაცხის აღება ხორციელდება ეროვნულ ცენტრში საკვლევი მასალის ამღებად რეგისტრირებული სხვა დაწესებულების მიერ) და გადაგზავნილ იქნეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულ რომელიმე ლაბორატორიაში.
6. ამ წესის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითიზოლაციაში მყოფი პირების ნაცხის აღება/ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება განხორციელდეს მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტესტირების პუნქტებში, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საკვლევი მასალის ამღებად.“;
ვ) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები:
„13. ამ წესით განსაზღვრული პრიორიტეტული პირების ტესტირება ხორციელდება ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით.
14. ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებში სტაციონარულ დაწესებულებებში, პირველი პუნქტის „გ“, „თ“, „ს“ ქვეპუნქტებით, 41 პუნქტით გათვალისწინებულ პირებსა და ასევე, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ლაბორატორიული სიმძლავრეებიდან გეოგრაფიული დაშორების გათვალისწინებით, ამ განკარგულებით დამტკიცებული №2 დანართის შესაბამისად, რომელიც განახლდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით.
15. ამ წესის მე-14 პუნქტით განსაზღვრული მეთოდით ტესტირებისას, გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის დადებითი შედეგი არ საჭიროებს პჯრ მეთოდით გადამოწმებას, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისად, ექიმის გადაწყვეტილებით, გადამოწმება ხორციელდება პჯრ მეთოდით.“.
2. განკარგულებას დაემატოს თანდართული შინაარსის №2 დანართი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დანართი №2
|
ტესტირების უპირატესი სახეობა ამბულატორულად |
თბილისი |
პჯრ |
აჭარის ა.რ. |
|
ქ. ბათუმი |
პჯრ |
ქედის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
შუახევის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ხულოს მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
გურია |
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
იმერეთი |
|
ქ. ქუთაისი |
პჯრ |
ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ვანის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
საჩხერის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
ხონის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
კახეთი |
|
ახმეტის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
თელავის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ყვარლის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
მცხეთა-მთიანეთი |
|
ახალგორის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
დუშეთის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
თიანეთის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
მცხეთის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი |
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
ონის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
ცაგერის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
სამეგრელო-ზემო სვანეთი |
|
ქ. ფოთი |
პჯრ |
აბაშის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
მარტვილის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
მესტიის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
სენაკის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
ხობის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
სამცხე-ჯავახეთი |
|
ადიგენის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
ასპინძის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
ახალციხის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
ქვემო ქართლი |
|
ქ. რუსთავი |
პჯრ |
ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
დმანისის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
მარნეულის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
წალკის მუნიციპალიტეტი |
აგსტ |
შიდა ქართლი |
|
გორის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
კასპის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ქარელის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
ხაშურის მუნიციპალიტეტი |
პჯრ |
დოკუმენტის კომენტარები